როგორ უნდა დასუფთავდეს საგნების ზედაპირები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა დასუფთავდეს საგნების ზედაპირები კორონავირუსისგან თავის დასაცავად

სამეცნიერო კვლევებით უკვე დადგენილია, რომ კორონავირუსი სხვადსხვა საგნის ზედაპირებზე მოხვედრისას რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე ცოცხლობს.

ამჯერად იმ ნივთების დასუფთავება-დეზინფიცირებაზე ვისაუბრებთ, რომლებთანაც ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს:

ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და დეზინფიცირდეს ისეთი საგნების ზედაპირები, რომელთაც ხშირად ვეხებით, ესენია:

  • მაგიდა,
  • კარის სახელურები,
  • საკეტები,
  • დენის ჩამრთველები,
  • სამზარეულოს დახლ-მაგიდის ზედაპირები,
  • ტელეფონები,
  • კლავიატურა,
  • უნიტაზი,
  • ონკანის სახელური,
  • ნიჟარა.

თუ საგნის ზედაპირი ჭუჭყიანია, გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით ან საპნიანი წყლით.

ხსნარები დეზინფექციისთვის:

გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარები, რომლებიც მოწოდებული ზედაპირის დასამუშავებლად. მათი შეძენა შეგიძლიათ მარკეტებში.

ხსნარის თავად დასამზადებლად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მათეთრებელი სითხე, ამისთვის:

  • 1 ლიტრ წყალს უნდა შეურიოთ 1 სუფრის კოვზი მათეთრებელი.

აუცილებლად შეამოწმეთ სადეზინფექციო საშუალების და მათეთრებლის გამოყენების ვადა, რადგან ვადის გასვლის შემდეგ ისინი არაეფექტურია.

ასევე მნიშვნელოვანია ხსნარის კონცენტრაცია - თუ მათეთრებელს ნაკლები რაოდენობით აიღებთ, ხსნარი არაეფექტური იქნება.

ალკოჰოლის შემცველი ხსნარები:

სადეზინფექციოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპირტიანი ხსნარებიც. დარწმუნდით, რომ სპირტში ალკოჰოლის შემცველობა 70%-ზე მეტია. უმჯობესია გამოიყენოთ სამედიცინო სპირტი.

ეპიდემიოლოგები გვირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებისას ზუსტად დავიცვათ ის წესები, რაც მათ ინსტრუქციაშია მითითებული, კერძოდ, კონცენტრაცია ხსნარის მომზადებისას, ზედაპირზე დატანის მეთოდი, გაჩერების ხანგრძლივობა და ა.შ.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?

რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?