რა მდგომარეობაა რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მდგომარეობაა რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში

ამ დროისათვის კლინიკის საკარანტინო ზონაში იმყოფება 40 მოქალაქე. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იტალიის რეისით ჩამოყვანილ 7 მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსზე ტესტირებისათვის გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავადმყოფოში, ინფექცია არ დაუდასტურდა.

რესპუბლიკური საავადმყოფო უკვე დატოვეს იმ პირებმა, რომლებსაც საკარანტინო ვადა გაუვიდათ.

საკარანტინო ზონაში დარჩენილები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, ჰიგიენური საშუალებებით, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად (24 საათიან რეჟიმში) აკონტროლებენ პროფესიონალი ექიმებითა და ექთნებით დაკომპლექტებული მორიგე ბრიგადები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ჰუალინგ ჯგუფმა უსასყიდლოდ გადასცა ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაკრების 500 ცალი სრული კომპლექტი. ბიოლოგიური უსაფრთხოების ნაკრები მოიცავს - ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონს, FFP2 ტიპის რესპირატორს, დამცავ სათვალეს, ბიოლოგიური უსაფრთხოების ბახილს და ხელთათმანს. გადაცემის ოფიციალური ცერემონია 6 მარტს გაიმართა.

13 მარტს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში მყოფ მოქალაქეებს თანადგომა გაუწიეს კომპანიებმა: "წყალი სნო", "ბორჯომი", "ბი ემ ეს", "ჩიკორი" და "რაჭა".

ასეთი თანადგომა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის დასტურია, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, მედპერსონალის მხარდაჭერა და გულშემატკივრობა მისასალმებელი და დასაფასებელია.

ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქცია და მკურნალი.გე მადლობას უხდის ყველა კომპანიას, კერძო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც მთავარია, ყველა ექიმსა და სამედიცინო მუშაკს, ვინც აქტიურად და თავდაუზოგავად იბრძვის საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად!

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?

როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან

ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?