C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად პაციენტების რეგისტრაცია დაიწყო

ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისებში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების საგენტოს სამხარეო ცენტრებში. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა N 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები.

"პირველ ეტაპზე პროგრამას მოემსახურება სამი კლინიკა - ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი, "ჰეპა" და "ნეოლაბი". დოკუმენტაციისთვის საჭირო ფორმა N 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკიდან უნდა წარმოადგინონ. ეტაპობრივად პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოურთდებიან, მათ შორის რეგიონებში. მედიკამენტების გაცემა ამ ეტაპზე ამ სამი კლინიკიდან მოხდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, პროგრამაში პირველ ეტაპზე ჩაერთვებიან ის ადამიანები, ვისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა. კვარაცხელიას ინფორმაციით, ორ დღეში კლინიკები მზად იქნებიან მკურნალობის დასაწყებად. მისივე თქმით, შექმნილია მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც პაციენტების დარეგისტრირების პროცესს გააკონტროლებს.

კვარაცხელიას განცხადებით, პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე ამოქმედდება, ქვეყანაში 5 000 პაციენტზეა გათვლილი. "საბედნიეროდ, ამდენი პაციენტი არ არის ქვეყანაში. პირველ რიგში მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები მიიღებენ მკურნალობას", - აღნიშნა ვალერი კვარაცხელიამ.

C ჰეპატიტი

ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსები