ღვიძლს ყველაზე მეტად ფასთ-ფუდი აზიანებს
შედეგები ჰეპატიტის ანალოგიურია, დაავადებას საბოლოოდ ღვიძლის უკმარისობამდე მივყავართ.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაზიანებები დღეს ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიათა შორის იკავებს ადგილს. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია იმის გამო, რომ ღვიძლის დაზიანება ორგანიზმის სხვა, არა ნაკლებ მნიშვნელოვან ფუნქციათა მოშლასაც ღვიძლზე ტოქსიკურად მოქმედებს ასევე ნატრიუმის გლუტამატი - გემოვნების ცნობილი გამაძლიერებელი E621, რომელსაც პრაქტიკულად ყველა სუპერმარკეტული პროდუქტი შეიცავს. მას, გამოკვლევათა თანახმად, შეუძლია თავის ტკივილის გამოწვევა, ნაწლავების გაღიზიანება და ასთმური შეტევის პროვოცირებაც კი. იგი ასევე ტოქსიკურად მოქმედებს ღვიძლის ქსოვილზე, მის უჯრედებზე. მას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ნახევარფაბრიკატული კატლეტი, პელმენი, სოსისი, ძეხვი. ასევე ამატებენ სოუსებში, საკონდიტრო ნაწარმში, კანფეტებში, ტორტებსა და ნამცხვრებში.
აპროვოცირებს.
ღვიძლის დაავადებათა მაჩვენებელი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ იზრდება ვირუსული ჰეპატიტებით მოავადეთა რიცხვი. მსოფლიოში 350 მილიონი ადამიანი ქრონიკული B ჰეპატიტის მატარებელია. მსოფლიოში 150 მილიონი ადამიანი ქრონიკული C ჰეპატიტის მატარებელია. მსოფლიოში ყოველწლიურად 60 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება ღვიძლის კიბოთი. მსოფლიოში ყოველწლიურად 45 მილიონ ადამიანს ღვიძლის ციროზი უმოკლებს სიცოცხლეს. მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დიაბეტით ავადობა, გაცხიმოვნება - ეს საკმაოდ ზრდის არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის სიხშირეს, რომელიც ღვიძლის ქრონიკულ დაავადებათა შორის მესამე ადგილს იკავებს ვირუსული და ალკოჰოლური ჰეპატიტების შემდეგ. იხილეთ ვრცლად