/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰეპატოლოგია

მწვავე C ჰეპატიტი

მწვავე C ჰეპატიტი
ცოტა ხნის წინ რედაქციაში ჭიათურელი მკითხველების წერილი მივიღეთ: "C ჰეპატიტის შესახებ არაერთი სტატია დაბეჭდეთ, რითაც ძალიან საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ სამწუხაროდ

არაფერს წერთ მწვავე/ახალ C ჰეპატიტზე, რომელიც იშვიათად ვლინდება და რომლის შესახებაც სამედიცინო საიტებზე და ჟურნალებში არაფერს წერენ. ერთ პაციენტს აღმოაჩნდა მწვავე/ახალი HCV, ისიც - თვისობრივი ანალიზის ჩატარებისას. უამრავი ადამიანის თხოვნაა, გვიპასუხოთ კითხვებზე:

  • სისხლის კომპონენტის გადასხმიდან 35-ე დღეს შესაძლებელია თუ არა მწვავე/ახალი HCV-ის გამოვლენა (მხოლოდ პირში უსიამოვნო გემოსა და პირადი ინტერესის საფუძველზე)?
  • რამდენად შესაძლებელია მწვავე/ახალი HჩV-ის ელიმინაცია ორგანიზმიდან?
  • რატომ ელოდებიან 12 კვირის გასვლას და რატომ არ იწყება 12 კვირამდე ანტივირუსული მკურნალობა?
  • ნიშნავს თუ არა მწვავე/ახალი HჩV იმას, რომ ადრე იყო ორგანიზმში ვირუსი?
  • როდის, რა პერიოდში და რამდენად ეფექტურია ანტივირუსული ვაქცინის გაკეთება?
  • თუ შეგიძლიათ, მოგვაწოდეთ ანტივირუსული მედიკამენტების ანოტაციებში მითითებული ძირითადი ინფორმაცია".

ჩვენს მკითხველთა კითხვებს უპასუხებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი, ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა "ჰეპას" კონსულტანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ლალი შარვაძე:

- მინდა განვმარტო, რომ მწვავე/ახალი C ჰეპატიტი იგივე მწვავე C ჰეპატიტია, გამოვლენილი დაავადების ძალიან ადრეულ სტადიაზე, კერძოდ,C ჰეპატიტის ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან რამდენიმე დღის ფარგლებში. მწვავე/ახალი C ჰეპატიტი საინტერესოა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით და ამ კუთხით, ბუნებრივია, ტარდება განსაზღვრული გამოკვლევები. მწვავე C ჰეპატიტის სამეცნიერო კვლევით შესაძლებელია შესწავლილ იქნეს ინფექციური პროცესის თავისებურებები ვირუსის ორგანიზმში შეჭრის პირველივე დღეებიდან.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რაც შეეხება მკითხველთა შეკითხვას სისხლის გადასხმიდან გარკვეული პერიოდის (35 დღის) შემდეგ დაავადების გამოვლენის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფექციის ამ ეტაპზე ანუ ვირუსის ორგანიზმში შეჭრის პირველ დღეებში დაავადებას სიმპტომები პრაქტიკულად არ აქვს. კლინიკური ნიშნები, თუ საერთოდ აღმოცენდა, ოდნავ მოგვიანებით იჩენს თავს. მწვავე ახალი C ჰეპატიტი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმში ახალი შეჭრილია და ადრე ის ორგანიზმში არ იყო.

- შესაძლებელია თუ არა მწვავე/ახალი HCV-ს ელიმინაცია ორგანიზმიდან?

- ალბათ უფრო მართებული იქნება ვიკითხოთ, შესაძლებელია თუ არა მწვავე C ჰეპატიტისგან განკურნება. დადგენილია, რომ მწვავე C ჰეპატიტისგან თვითგანკურნება (ანუ მკურნალობის გარეშე განკურნება) ხდება ასიდან 15-30 შემთხვევაში, ხოლო მკურნალობის შედეგად - 95-ში. ზოგიერთი ავტორი უფრო მაღალ პროცენტსაც ასახელებს. როგორც აღვნიშნეთ, მწვავე C ჰეპატიტისგან თვითგანკურნებაც არის შესაძლებელი.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მუცლის ექოსკოპიამ (კუჭის პრობლემები მაქვს წლებია, პერიოდულად მიმწვავდება და ვმუკრნალობ, ღვიძლზე პრობლემა არასდროს მქონია), ღვიძლზე აჩვენა გაცხიმოვნების ნიშნები და ორი ცალი ჯირკვალი 0.7 სმ, სხვა ორგანოები, ნაღველი პანკრეასი, ელენთა და სხვები წესრიგშია, სითხე მუცლის ღრუში არ არის, ღვიძლის ზომა გადიდებული არაა ამის შემდეგ გავიკეთე ღვიძლის ფუნქციური სინჯები alt 17.5 - n 10-40. alp 58 n &lt;129. ast 16,8 n15 - 40. Ggt - 34 2-30. ბილირუბინი - 0.916 n&lt;1.2 სისხლის საერთო ანალიზშიც ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ერითროციტებია ოდნავ დაბალი 4.48 n4.5-5.9 მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ხანდახან თითქოს უსიამოვნო შეგრძნებასავით მაქვს... რომელიც მენჯისკენ გადაეცამა თითქოს. რამდენად საყურადღებოა აღნიშნული (კუჭზე მკურნალობა დავასრულე კურსი, მქონდა გასტრიტი, და წყლულები).</p>

თვითგანკურნება მოსალოდნელია ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 12-14 კვირის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ელიან ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე 12 კვირის გასვლას. თუ C ჰეპატიტის ვირუსმა ზემოთ აღნიშნულ პერიოდში არ დატოვა ორგანიზმი, მცირეა ალბათობა, რომ შემდგომ მკურნალობის გარეშე მან ორგანიზმი დატოვოს, ამიტომ სასურველია ანტივირუსული მკურნალობის დაწყება.

სამწუხაროდ, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. რაც შეეხება ანტივირუსული მედიკამენტების ანოტაციებს, ისინი მეტისმეტად ვრცელია. ცალკეულ შემთხვევაში მედიკამენტების ეფექტების თაობაზე უმჯობესია ესაუბროთ სპეციალისტს.

- რას ნიშნავს ტერმინი "მწვავე C ჰეპატიტი"?

-C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ვითარდება მწვავე C ჰეპატიტი. მწვავე C ჰეპატიტი არის C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესის მწვავე ფაზა. ოფიციალური განმარტებით, მწვავე C ჰეპატიტი ეს არის C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესი, განვითარებული ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან 6 თვის ფარგლებში. როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავე C ჰეპატიტის ასიდან 15-30 შემთხვევა თვითგანკურნებით მთავრდება, ხოლო 70-85 ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. თუ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ ვირუსი კვლავ არის ორგანიზმში, ეს უკვე ქრონიკული C ჰეპატიტია.

- რა კლინიკური თავისებურებები ახასიათებს მწვავე C ჰეპატიტს?

- მწვავე C ჰეპატიტი ასიდან დაახლოებით 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ინფექციის ამ სტადიაზე დიაგნოზის დასმა ხშირად ვერ ხერხდება. უსიმპტომო მიმდინარეობა იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფს არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება, ამიტომ არც ექიმს მიმართავს და მწვავე C ჰეპატიტისგან შესაძლოა ისე განიკურნოს, რომ ვერც კი გაიგოს. ასიდან დაახლოებით 25 შემთხვევაში კი ვითარდება მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება სიყვითლე და/ან სხვა სიმპტომები.

ეს სიმპტომებია: სიყვითლე კანსა და სკლერებზე, შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, ინტოქსიკაციის მოვლენები (გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა), საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი მუცლის არეში... ასე რომ, სიმპტომური C ჰეპატიტი მიმდინარეობით (კლინიკურად) სხვა მწვავე ვირუსული ჰეპატიტებისგან არ განსხვავდება. თითოეული ჩამოთვლილი სიმპტომი შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული.

სიმპტომური (კლინიკურად გამოვლენილი) მწვავე C ჰეპატიტი ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობა იშვიათია, ხოლო მწვავე C ჰეპატიტის ფულმინანტური ფორმები პრაქტიკულად არ არსებობს. მწვავე ფაზის გავლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში თვითგანკურნება არ მოხდა, პროცესი იღებს ქრონიკულ ხასიათს (ასეა ასიდან 70-75 შემთხვევაში).

ქრონიკულ C ჰეპატიტს ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს და დაავადების შესახებ ავადმყოფი მეტისმეტად გვიან, ზოგჯერ ათეულობით წლის შემდეგ შეიტყობს ხოლმე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იწვევს თუ არა ღვიძლის გაცხიმოვნება ტკივილს?
იწვევს თუ არა ღვიძლის გაცხიმოვნება ტკივილს?
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით
სრულად
რომელი ფაქტორები ზრდის ალკოჰოლიზმის დროს ღვიძლის დაავადების განვითარების რისკს
რომელი ფაქტორები ზრდის ალკოჰოლიზმის დროს ღვიძლის დაავადების განვითარების რისკს
CGH: სამი ფაქტორი გავლენას ახდენს ალკოჰოლიზმის დროს ღვიძლის დაავადების განვითარების რისკზე.
სრულად
რა არის ღვიძლის კიბოს განვითარების წინაპირობები
რა არის ღვიძლის კიბოს განვითარების წინაპირობები
ღვიძლის კიბო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამავე დროს, ისევე როგორც მრავალი სხვა, ის ვითარდება შეუმჩნევლად.
სრულად
როცა ღვიძლი საფრთხეშია
როცა ღვიძლი საფრთხეშია
ხშირად ადამიანს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე,
სრულად
ღვიძლის კიბოს ადრეული სიმპტომები
ღვიძლის კიბოს ადრეული სიმპტომები
ღვიძლის კიბოს ადრეული ნიშნებია:
სრულად
როგორ მოვიშოროთ ღვიძლის გარშემო ცხიმი
როგორ მოვიშოროთ ღვიძლის გარშემო ცხიმი
სტეატოჰეპატოზი, ან, როგორც მას ხალხში უწოდებენ, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, სერიოზული მოვლენაა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ჰეპატოლოგია

გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭიდა მაინტერესებს რა ცვლილებებია ჩემს სისხლში დღეს გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი. ლეიკოციტები 5.89.. ჰემოგლობინი 160, ერითროციტები-5.59,ჰემატოკრიტი 44,67, ერითროციტების საშ.მოცულობა 80.00 , ჰემოგლობინის საშ.მოცულობა - 28.6 , ჰემოგლობინის საშ კონცენტრაცია -358 , ერითროციტების განაწილების ფართი - 12.2 , ედს ვესტერ-გრინით - 4. ჩხირბირთვიანი ნეიტროფილები- 1 . სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილები -60 . ეიზონოფილები-2, ლიმფოციტები% -28 ,მონოციტების%-9 , და ასეევე რამდენჯერაც სისხლის ანალიზი ავიღე ასეთირამ არ შემხვედრია არასდროს >>>-- ანიციტოზის მაჩვენებლის განსაზღვრა სისხლში << -ამის შედეგი არის 31.00 და ზღვარი 35.0-56.0 და რა არის ეს საერთოდ პირველად შემხვდა ანალიზში მაქვს კუჭში ხშირი გასვლა და ხშირი შარდვა ესენი რაც მოგწერეთ წერია შედეგები მაგრამ ბევრი რამე არ წერია კიდე და გვერდზე პატარა ფურცელია მიკრული ალბად რაც იქ არ წერია ფურცელზე ესენი ცალკე გაკეთებულია . და არის დაბალ მაჩვენებლიანები ასევე მაღალმაჩვენებლიანები - MON% - 9.6% .MCHC - 358 . და RDWs - 31.00 ესენი რებია და რატომმაქვს დაბალ მაღალი რისი მანიშნებელია გთხოვათ მიპასუხოთ

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მწვავე C ჰეპატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვავე C ჰეპატიტი

არაფერს წერთ მწვავე/ახალ C ჰეპატიტზე, რომელიც იშვიათად ვლინდება და რომლის შესახებაც სამედიცინო საიტებზე და ჟურნალებში არაფერს წერენ. ერთ პაციენტს აღმოაჩნდა მწვავე/ახალი HCV, ისიც - თვისობრივი ანალიზის ჩატარებისას. უამრავი ადამიანის თხოვნაა, გვიპასუხოთ კითხვებზე:

  • სისხლის კომპონენტის გადასხმიდან 35-ე დღეს შესაძლებელია თუ არა მწვავე/ახალი HCV-ის გამოვლენა (მხოლოდ პირში უსიამოვნო გემოსა და პირადი ინტერესის საფუძველზე)?
  • რამდენად შესაძლებელია მწვავე/ახალი HჩV-ის ელიმინაცია ორგანიზმიდან?
  • რატომ ელოდებიან 12 კვირის გასვლას და რატომ არ იწყება 12 კვირამდე ანტივირუსული მკურნალობა?
  • ნიშნავს თუ არა მწვავე/ახალი HჩV იმას, რომ ადრე იყო ორგანიზმში ვირუსი?
  • როდის, რა პერიოდში და რამდენად ეფექტურია ანტივირუსული ვაქცინის გაკეთება?
  • თუ შეგიძლიათ, მოგვაწოდეთ ანტივირუსული მედიკამენტების ანოტაციებში მითითებული ძირითადი ინფორმაცია".

ჩვენს მკითხველთა კითხვებს უპასუხებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი, ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა "ჰეპას" კონსულტანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ლალი შარვაძე:

- მინდა განვმარტო, რომ მწვავე/ახალი C ჰეპატიტი იგივე მწვავე C ჰეპატიტია, გამოვლენილი დაავადების ძალიან ადრეულ სტადიაზე, კერძოდ,C ჰეპატიტის ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან რამდენიმე დღის ფარგლებში. მწვავე/ახალი C ჰეპატიტი საინტერესოა მხოლოდ სამეცნიერო თვალსაზრისით და ამ კუთხით, ბუნებრივია, ტარდება განსაზღვრული გამოკვლევები. მწვავე C ჰეპატიტის სამეცნიერო კვლევით შესაძლებელია შესწავლილ იქნეს ინფექციური პროცესის თავისებურებები ვირუსის ორგანიზმში შეჭრის პირველივე დღეებიდან.

რაც შეეხება მკითხველთა შეკითხვას სისხლის გადასხმიდან გარკვეული პერიოდის (35 დღის) შემდეგ დაავადების გამოვლენის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ინფექციის ამ ეტაპზე ანუ ვირუსის ორგანიზმში შეჭრის პირველ დღეებში დაავადებას სიმპტომები პრაქტიკულად არ აქვს. კლინიკური ნიშნები, თუ საერთოდ აღმოცენდა, ოდნავ მოგვიანებით იჩენს თავს. მწვავე ახალი C ჰეპატიტი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ორგანიზმში ახალი შეჭრილია და ადრე ის ორგანიზმში არ იყო.

- შესაძლებელია თუ არა მწვავე/ახალი HCV-ს ელიმინაცია ორგანიზმიდან?

- ალბათ უფრო მართებული იქნება ვიკითხოთ, შესაძლებელია თუ არა მწვავე C ჰეპატიტისგან განკურნება. დადგენილია, რომ მწვავე C ჰეპატიტისგან თვითგანკურნება (ანუ მკურნალობის გარეშე განკურნება) ხდება ასიდან 15-30 შემთხვევაში, ხოლო მკურნალობის შედეგად - 95-ში. ზოგიერთი ავტორი უფრო მაღალ პროცენტსაც ასახელებს. როგორც აღვნიშნეთ, მწვავე C ჰეპატიტისგან თვითგანკურნებაც არის შესაძლებელი.

თვითგანკურნება მოსალოდნელია ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 12-14 კვირის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ელიან ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე 12 კვირის გასვლას. თუ C ჰეპატიტის ვირუსმა ზემოთ აღნიშნულ პერიოდში არ დატოვა ორგანიზმი, მცირეა ალბათობა, რომ შემდგომ მკურნალობის გარეშე მან ორგანიზმი დატოვოს, ამიტომ სასურველია ანტივირუსული მკურნალობის დაწყება.

სამწუხაროდ, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. რაც შეეხება ანტივირუსული მედიკამენტების ანოტაციებს, ისინი მეტისმეტად ვრცელია. ცალკეულ შემთხვევაში მედიკამენტების ეფექტების თაობაზე უმჯობესია ესაუბროთ სპეციალისტს.

- რას ნიშნავს ტერმინი "მწვავე C ჰეპატიტი"?

-C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ორგანიზმში შეჭრის შემდეგ ვითარდება მწვავე C ჰეპატიტი. მწვავე C ჰეპატიტი არის C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესის მწვავე ფაზა. ოფიციალური განმარტებით, მწვავე C ჰეპატიტი ეს არის C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ინფექციური პროცესი, განვითარებული ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან 6 თვის ფარგლებში. როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავე C ჰეპატიტის ასიდან 15-30 შემთხვევა თვითგანკურნებით მთავრდება, ხოლო 70-85 ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება. თუ ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ ვირუსი კვლავ არის ორგანიზმში, ეს უკვე ქრონიკული C ჰეპატიტია.

- რა კლინიკური თავისებურებები ახასიათებს მწვავე C ჰეპატიტს?

- მწვავე C ჰეპატიტი ასიდან დაახლოებით 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ ინფექციის ამ სტადიაზე დიაგნოზის დასმა ხშირად ვერ ხერხდება. უსიმპტომო მიმდინარეობა იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფს არავითარი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება, ამიტომ არც ექიმს მიმართავს და მწვავე C ჰეპატიტისგან შესაძლოა ისე განიკურნოს, რომ ვერც კი გაიგოს. ასიდან დაახლოებით 25 შემთხვევაში კი ვითარდება მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმა. ამ დროს პაციენტს აღენიშნება სიყვითლე და/ან სხვა სიმპტომები.

ეს სიმპტომებია: სიყვითლე კანსა და სკლერებზე, შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, ინტოქსიკაციის მოვლენები (გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავის ტკივილი და სხვა), საერთო სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, დისკომფორტი მუცლის არეში... ასე რომ, სიმპტომური C ჰეპატიტი მიმდინარეობით (კლინიკურად) სხვა მწვავე ვირუსული ჰეპატიტებისგან არ განსხვავდება. თითოეული ჩამოთვლილი სიმპტომი შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული.

სიმპტომური (კლინიკურად გამოვლენილი) მწვავე C ჰეპატიტი ძირითადად მსუბუქად და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს. მძიმე მიმდინარეობა იშვიათია, ხოლო მწვავე C ჰეპატიტის ფულმინანტური ფორმები პრაქტიკულად არ არსებობს. მწვავე ფაზის გავლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში თვითგანკურნება არ მოხდა, პროცესი იღებს ქრონიკულ ხასიათს (ასეა ასიდან 70-75 შემთხვევაში).

ქრონიკულ C ჰეპატიტს ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს და დაავადების შესახებ ავადმყოფი მეტისმეტად გვიან, ზოგჯერ ათეულობით წლის შემდეგ შეიტყობს ხოლმე.


- ქრონიკულ C ჰეპატიტს ხშირად შემთხვევითი გამოკვლევისას აღმოაჩენენ, დაავადების მწვავე ფაზა კი შეუმჩნეველი რჩება. რისი ბრალია ეს?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, მწვავე C ჰეპატიტი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ავადმყოფისთვის ეს სტადია პრაქტიკულად შეუმჩნევლად ჩაივლის. დაავადების ეს თავისებურება C ჰეპატიტის ვირუსისა და ორგანიზმის ურთიერთქმედების ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი მექანიზმებით არის განპირობებული. სწორედ ამ თავისებურებათა შესასწავლად ხდება დაკვირვება ახალ/მწვავე HCV ინფექციაზე.

მწვავე/ახალი C ჰეპატიტის გამოვლენისას, რაც მხოლოდ ლაბორატორიულად შეიძლება მოხდეს, საშუალება გვეძლევა, ინფექციის ადრეულ სტადიაში დავაკვირდეთ როგორც ვირუსს, ასევე ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, მაგალითად, როგორია ვირუსის გამრავლების ტემპი და როდის აღწევს ვირუსი მაქსიმალურ კონცენტრაციას (ვირუსის კინეტიკა), ანდა როგორ იმუნურ პასუხს იწვევს C ჰეპატიტის ვირუსი ინფექციური პროცესის პირველივე დღეებში ორგანიზმის (მასპინძლის) მხრიდან.

სამეცნიერო ენაზე რომ ვთქვათ, შესაძლებელი ხდება ვირუსის მოლეკულური მახასიათებლებისა და ორგანიზმის (მასპინძლის) გენეტიკური და იმუნოლოგიური ფაქტორების და მათი თავისებურებების შესწავლა. ამ მხრივ ჯერჯერობით ძალიან ცოტა გამოკვლევაა ჩატარებული, თუმცა უნდა ითქვას, რომ სერიოზული გამოკვლევები ჩაატარეს ქართველმა მეცნიერებმა.

- როგორ ხდება მწვავე C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა?

- თანამედროვე კლინიცისტისთვის მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა მხოლოდ კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან დაავადებას არ აქვს პათოგნომური სიმპტომები, ანუ ისეთი სიმპტომები, რომლებიც მხოლოდ მისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. ამას ისიც ემატება, რომ დაავადება უმეტესად საერთოდ უსიმპტომოდ ან უმნიშვნელო გამოვლინებით მიმდინარეობს. ამიტომ არის აუცილებელი მწვავე C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

ამჟამად მწვავე C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ძირითადი მეთოდებია სისხლში C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და C ჰეპატიტის ვირუსის გენეტიკური მასალის განსაზღვრა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის - ე.წ. PCR მეთოდით).

მკითხველმა შესაძლოა იცოდეს, რომ ქრონიკული C ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკაც ზემოთ აღნიშნულ მაჩვენებლებს ემყარება. განსხვავება ის არის, რომ მწვავე C ჰეპატიტის დროს ხშირად ავადმყოფის სისხლში აღმოაჩენენ მხოლოდ ვირუსს (ვირუსის გენეტიკურ მასალას), ხოლო ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს ვერ პოულობენ.

მწვავე C ჰეპატიტის დროს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არარსებობის მიზეზი ის არის, რომ პროცესი ახალია და დროის ამ მოკლე მონაკვეთში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებმა შესაძლოა ვერ მოასწრონ განვითარება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ავადმყოფის სისხლში ანტისხეულების არარსებობის ფონზე ვირუსის აღმოჩენა მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის სასარგებლოდ მეტყველებს. არცთუ იშვიათად ვირუსის გენეტიკურ მასალასთან ერთად სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც განისაზღვრება. ამ შემთხვევაში მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ეპიდემიოლოგიური ანამნეზი - ავადმყოფის გამოკითხვა იმის თაობაზე, თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს ინფექცია ან როდის შეიძლება იყოს იგი ინფიცირებული. მაგალითად, საყურადღებოა, თუ ავადმყოფი აღნიშნავს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩაიტარა რაიმე სამედიცინო მანიპულაცია, რომელიც შესაძლოა ვირუსით ინფიცირების მიზეზი გამხდარიყო.

ხშირად მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმაში გვეხმარება შემდეგი მონაცემი: თუ ავადმყოფმა ზუსტად იცის, რომ დაახლოებით 6-12 თვის წინ ჩატარებული გამოკვლევისას C ჰეპატიტი არ ჰქონდა, ახლა კი დაავადება აღმოაჩნდა, ესეც მწვავე C ჰეპატიტზე მიანიშნებს.


- როგორია მწვავე C ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკა, რამდენად წარმატებულია ის?

- მწვავე C ჰეპატიტის მკურნალობის ოფიციალური რეკომენდაციების თანახმად, თუ საქმე გვაქვს სიმპტომებით მიმდინარე მწვავე C ჰეპატიტთან (სიმპტომური მწვავე C ჰეპატიტი), უმჯობესია დავიცადოთ 12-14 კვირა და მკურნალობა ამის შემდეგ დავიწყოთ.

თუ საქმე გვაქვს უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტთან, მკურნალობა დაწყებულ უნდა იქნეს რაც შეიძლება ადრე, მწვავე C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმისთანავე, ანუ 12-14 კვირის გასვლას არ დაველოდოთ. რა თქმა უნდა, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს ამ დარგის სპეციალისტი.

- რატომ არის მკურნალობისადმი მიდგომა ასეთი სხვადასხვანაირი?

- სადღეისოდ არსებული მონაცემების თანახმად, მწვავე C ჰეპატიტის სიმპტომური ფორმის დროს თვითგანკურნება ათიდან დაახლოებით 5 შემთხვევაშია შესაძლებელი, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ლოდინის ტაქტიკა და ავადმყოფს არ უნდა დავუკარგოთ თვითგანკურნების შანსი. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ანტივირუსული მკურნალობის სიძვირე, მკურნალობის სერიოზული გვერდითი ეფექტები და სხვა. თუ 12-14 კვირის განმავლობაში ვირუსმა ორგანიზმი არ დატოვა, ამის შემდეგ თვითგანკურნების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ არსებობს და სასურველია, დაინიშნოს ანტივირუსული მკურნალობა.

თუ მწვავე C ჰეპატიტის უსიმპტომო ფორმასთან გვაქვს საქმე, თვითგანკურნების ალბათობა იმთავითვე დაბალია, დაახლოებით 10%-მდე, ამიტომ სასურველია, ანტივირუსული მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე დაიწყოს.

- რისი ბრალია, რომ სიმპტომური და უსიმპტომო მწვავე C ჰეპატიტის დროს თვითგანკურნების ალბათობა სხვადასხვანაირია?

- ამ განსხვავების ზუსტი მექანიზმი უცნობია. ადრეულ სტადიაზე ინფექციის შესწავლა გარკვეულწილად გვეხმარება, ამოვიცნოთ ის მექანიზმები და პროცესები, რომლებიც ინფექციის დაწყებისთანავე, მის პირველსავე დღეებში ვითარდება. ამ კუთხით გამოკვლევები მიმდინარეობს. ჩვენს მკითხველს შესაძლებლობა აქვთ, ინტერნეტის საშუალებით გაეცნოს აღნიშნული საკითხის თაობაზე ქართველ მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით მწვავე C ჰეპატიტის შესწავლაში.

არსებობს მოსაზრება და კვლევებიც ადასტურებს, რომ სიმპტომური მწვავე C ჰეპატიტის დროს ორგანიზმში გაცილებით ძლიერი იმუნური პასუხი ვითარდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმპტომური C ჰეპატიტის დროს ორგანიზმი უფრო ძლიერ წინააღმდეგობას უწევს ვირუსს და ადრეულ ეტაპზევე ამარცხებს მას. უსიმპტომო C ჰეპატიტის დროს კი ინფექცია შედარებით ჩუმად და შემპარავად ვითარდება, ორგანიზმის მხრიდან ძლიერ რეაქციასა და წინააღმდეგობას არ იწვევს. ამ შემთხვევაში ვირუსს მეტი საშუალება ეძლევა, გადალახოს მწვავე სტადია და ინფექციაც ქრონიკულ ხასიათს იღებს.

- რატომ არის, რომ ანტივირუსული მკურნალობის შედეგად მწვავე C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, ხოლო ქრონიკული C ჰეპატიტის შემთხვევაში ასეთი მაღალი არ არის?

- ანტივირუსული მკურნალობით მწვავე C ჰეპატიტისგან განკურნება ასიდან დაახლოებით 95 შემთხვევაშია შესაძლებელი. ზუსტი მექანიზმი არც აქ არის ცნობილი. სავარაუდოდ, ადრეულ ეტაპზე (მწვავე სტადიაზე) C ჰეპატიტის ვირუსს ორგანიზმი გარკვეულ წინააღმდეგობას უწევს, ხოლო ანტივირუსული პრეპარატი (პრეპარატები) ორგანიზმს ეხმარება და ვირუსის მიმართ მის წინააღმდეგობას უფრო მეტად ზრდის. ასეთი გაძლიერებული წინააღმდეგობისას ვირუსის დამარცხების ალბათობა იმატებს.