ჰემოსიდეროზი და მისი ფორმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰემოსიდეროზი და მისი ფორმები

კანის ჰემოსიდეროზი

კანის ფორმის დროს ჰემოსიდერინი დერმაში ანუ საკუთრივ კანში ლაგდება. კლინიკურად დაავადება ვლინდება კანზე ჰემორაგიული გამონაყარით ან 0,1-3 სმ დიამეტრის პიგმენტური ლაქებით. ახალი გამონაყარი აგურისფერ-მოწითალოა, შედარებით ძველს კი მოყავისფრო-მოყვითალო ფერი აქვს. პიგმენტირებული კერები უპირატესად იდაყვის, წვივის, მტევნებისა და წინამხრის კანს მოიცავს. მას ზოგჯერ სუსტად გამოხატული ქავილიც ერთვის. კანის დაზიანების ადგილებში შესაძლოა განვითარდეს პეტექიები (წინწკლოვანი სისხლჩაქცევები), კვანძები, პაპულები (მშრალი მუწუკები), ტელეანგიექტაზიები (მყარად გაგანიერებული კაპილარები), ჟანგისფერი ბალთები. კანის ჰემოსიდეროზს ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს (რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე). დაავადება უმეტესად გვხვდება 30-60 წლის მამაკაცებთან. ჰემოსიდეროზის ამ ფორმის დროს პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რადგან შინაგანი ორგანოები არ ზიანდება. დაავადება უნდა გაიმიჯნოს წითელი ბრტყელი ლიქენის ატიპური ფორმების, ფსევდოსარკომისა და კაპოშის სარკომისგან.

ფილტვის ჰემოსიდეროზი

ფილტვების იდიოპათიური ჰემოსიდეროზი არის დაავადება, რომელსაც ალვეოლებში განმეორებადი სისხლჩაქცევები და შემდგომ ფილტვის პარენქიმაში ჰემოსიდერინის ჩალაგება ახასიათებს. ეს პათოლოგია უპირატესად ბავშვებსა და ახალგაზრდებთან გვხვდება. ფილტვების ჰემოსიდეროზის დროს ვითარდება სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა ფილტვებიდან, სუნთქვის უკმარისობა და ჰიპოქრომული ანემია. დაავადების მწვავე სტადიაში პაციენტებს აღენიშნებათ სველი ხველა სისხლიანი ნახველის გამოყოფით. ამ სიმპტომის გახანგრძლივების შემთხვევაში ყალიბდება რკინადეფიციტური ანემიის მძიმე ფორმა, კანი ფერმკრთალდება, თავს იჩენს თავბრუხვევა და სისუსტე. ფილტვების პროგრესირებადი ჰემოსიდეროზი საფუძვლად ედება დიფუზურ პნევმოსკლეროზს. შესაბამისად, ძირითად სიმპტომებს ქოშინი და ციანოზიც ერთვის. დაავადების გამწვავებას თან ახლავს ტკივილი გულმკერდისა და მუცლის არეში, ართრალგია (სახსრების ტკივილი) და ცხელება.

დიაგნოსტიკა

ჰემოსიდეროზის ამა თუ იმ ფორმაზე დამოკიდებულებით დაავადების დიაგნოსტიკა უხდებათ დერმატოლოგებს, პულმონოლოგებს, ინფექციონისტებს, ჰემატოლოგებსა და სხვა სპეციალობის ექიმებს. ზუსტი დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზი, შრატისმიერი რკინის განსაზღვრა, აგრეთვე - იმის შესწავლა, რკინის შეკავშირების როგორი უნარი აქვს მთლიანობაში სისხლს. ჰემოსიდეროზის გამოსავლენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქსოვილთა (კანის, ფილტვის, ღვიძლის, ძვლის ტვინის) ბიოფსიას. ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლისას ვლინდება ჰემოსიდერინის ჩალაგება. სადიაგნოზო ტესტად იყენებენ აგრეთვე დესფერალის სინჯს. ეს უკანასკნელი გულისხმობს რკინის რაოდენობის განსაზღვრას შარდში 500 მგ დესფერალის ინტრამუსკულურად (კუნთში) შეყვანის შემდეგ. ტესტი დადებითად მიიჩნევა შარდში 1 მგ-ზე მეტი რკინის აღმოჩენისას.