/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

დავით სერგეენკო - სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და პროდუქტი შემდგომ კომერციულად გაყიდოს

დავით სერგეენკო - სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და პროდუქტი შემდგომ კომერციულად გაყიდოს
როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო

დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული, - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში არსებული სისხლის ბანკის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას გააკეთა. მინისტრის თქმით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა - იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

„საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო, მაგრამ როდესაც სისხლის ბანკი ცდილობს, რომ უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს, ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ, თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს.

ამ ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს. ერთი ერთეული ყოველთვის არის“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

სისხლის გადასხმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლის გადასხმა

ეს ერთი შეხედვით მარტივი მანიპულაცია მრავალი მნიშვნელოვანი დეტალისა და ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. როგორ უნდა განხორციელდეს ჰემოტრანსფუზია გართულებების გარეშე, რომელთა შორისაც მეტად საშიში პროცესები მოიაზრება, ამის შესახებ ექიმი ლევან ტარყაშვილი გვესაუბრება.

- სისხლის გადასხმისთვის, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია სატრანსფუზიო მასალა, რომლის მიღებაც დონორისგან ხდება. რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სადონორე პირი?

- დონორი არ უნდა იყოს 18 წელზე უმცროსი და 65 წელზე უფროსი ასაკისა, ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა აძლევდეს სისხლის გაღების საშუალებას, კერძოდ, ნორმაში უნდა ჰქონდეს ისეთი ფიზიოლოგიური მახასიათებლები, როგორებიცაა პულსი, არტერიული წნევა, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა. დონორებად არ გამოდგებიან დაავადებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის მქონე პირები, აგრეთვე ისინი, ვისაც აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, მძიმედ მიმდინარე ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი და რომელიმე ინფექციური დაავადება.

- რაზე უნდა შემოწმდეს დონორის სისხლი?

- დონორის სისხლი მოწმდება შიდსზე, B დაC ჰეპატიტებზე, ვასერმანზე და სხვა. ნორმაში უნდა იყოს სისხლის ისეთი ბიოქიმიური მაჩვენებლები, როგორებიცაა ალტ და ასტ.

- საკმაოდ დიდხანს არსებობდა უნივერსალური დონორისა და უნივერსალური რეციპიენტის ცნებები. უნივერსალურ დონორად მიიჩნეოდა პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პირი, მეოთხე ჯგუფისანი კი უნივერსალური რეციპიენტები იყვნენ. დღეს ამ ფაქტორს ნაკლები ყურადღება ექცევა. რას უკავშირდება ეს ცვლილება?

- თეორიულად, პირველი ჯგუფის ადამიანები მართლაც უნივერსალური დონორები არიან, ხოლო მეოთხე ჯგუფისანი - უნივერსალური რეციპიენტები, მაგრამ პრაქტიკულად გამართლებულია მხოლოდ თანამოსახელე ჯგუფისა და რეზუსის სისხლის გადასხმა. ამ პრინციპს სათანადო საფუძველიც აქვს - აღმოჩენილია სისხლის ქვეჯგუფები. სწორედ მათი არსებობის გამოა, რომ სხვადასხვა ჯგუფის სისხლის გადასხმისას, მიუხედავად უნივერსალური დონორ-რეციპიენტის პრინციპის დაცვისა, მაინც შეიძლება მოხდეს ერითროციტების შეწებება. ამის კვალობაზე, უნივერსალური დონორ-რეციპიენტის ცნებებმა აქტუალობა დაკარგა. ეს პრინციპი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ერითროციტული მასის გადასხმისას, მთლიანი სისხლის ტრანსფუზიისას კი დონორსა და რეციპიენტს აუცილებლად თანამოსახელე სისხლის ჯგუფი და რეზუსი უნდა ჰქონდეთ.

არსებობს განსაკუთრებული, ფორსმაჟორული სიტუაციები, როდესაც პირველი ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას ნებისმიერი ჯგუფის სისხლის მქონე პირს, მაგრამ მცირე დოზით - არა უმეტეს 400 მილილიტრისა. დღეს ჰემოტრანსფუზიულ თერაპიაში ერთი დონორი-ერთი რეციპიენტის პრინციპია აქტუალური, რომლის არსიც ის გახლავთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც, დაავადების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად უწევთ სისხლის გადასხმა, სასურველია ყოველთვის გადაესხათ ერთი და იმავე, მაქსიმუმ ორი ადამიანის სისხლი.

სისხლის გადასხმას ზოგი საკმაოდ მარტივ პროცედურად მიიჩნევს, არადა ეს ქსოვილთა ტრანსპლანტაციაა, რომელსაც თან სდევს ორგანიზმის სენსიბილიზაცია და პოსტტრანსფუზიული გართულებანი. ერთი დონორი-ერთი რეციპიენტის პრინციპი სწორედ ამ გართულების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

- რამდენი სისხლი შეიძლება გასცეს დონორმა?

- დონორი თვეში ერთხელ გასცემს 400-500 მლ სისხლს - ეს სტანდარტული დოზაა. თუ დაბალწნევიანია - 250-280 მლ-ს. დონორის ორგანიზმი გაცემულ სისხლს 10-14 დღეში თავისთავად აღიდგენს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ის სრულფასოვნად უნდა იკვებოს.

- არსებობს თუ არა ალბათობა, სისხლის შეუთავსებლობა სისხლის ჯგუფისა და რეზუსის სწორად შერჩევის შემთხვევაშიც მოხდეს?

- ასეთი რამ მაშინ არის მოსალოდნელი, თუ კონკრეტულ სიტუაციაში განვითარდა სისხლის ინდივიდუალური შეუთავსებლობა, რომელსაც სისხლში არსებული ანტიგენური სტრუქტურები განაპირობებს. ამიტომ სისხლის გადასხმის წინ მხოლოდ ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა საკმარისი არ არის. ჰემოტრანსფუზიის წინ ტარდება ინდივიდუალური შეთავსების სინჯები. ასეთივე სინჯი ტარდება უშუალოდ ტრანსფუზიის დროსაც. ყოველი 15 მლ სისხლის გადასხმის შემდეგ სისტემა იკეტება და მოწმდება პაციენტის ჰემოდინამიკური მონაცემები: წნევა, პულსი. აუცილებელია პაციენტის თვითშეგრძნების კონტროლიც, კერძოდ, ხომ არ გრძნობს ტკივილს მკერდის ძვლის უკან, ხომ არ ამცივნებს, ხომ არ გაუჩნდა გამონაყარი, თუ ქალია - მკერდზე, თუ მამაკაცია - მკლავებზე. თუ ყველაფერი რიგზეა, ტრანსფუზია გრძელდება და შემდეგ კვლავ ხდება აღნიშნული მაჩვენებლების შემოწმება.


- რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოხდა შეუთავსებელი სისხლის გადასხმა?

- ასეთ დროს პაციენტს ეწყება აღგზნება, უჩქარდება გულისცემა, სახე ცივი ოფლით ეფარება, ეწყება ტკივილი მკერდის ძვლისა და წელის არეში, უქვეითდება არტერიული წნევა. მოგვიანებით შესაძლოა განვითარდეს თირკმელების უკმარისობა, სიყვითლე, გამუქდეს შარდი. ასეთ დროს სისხლის გადასხმა უმალვე უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს სპეციფიკური მკურნალობა.

- უკანასკნელ ხანს საკმაოდ განვითარდა კომპონენტური თერაპია, რომლის პრინციპიც საკმაოდ მარტივია: პაციენტმა უნდა მიიღოს სისხლის ის კომპონენტი, რომელიც სჭირდება - ერითროციტული მასა ან სისხლის პლაზმა. სისხლის მთლიანი გადასხმა ყოველთვის არ არის საჭირო. როდის მიმართავენ ერითროციტული მასის ტრანსფუზიას?

- სისხლის მთლიანი გადასხმა გამართლებულია მხოლოდ მისი მასიური დაკარგვის შემთხვევაში. ერითროციტული მასის ტრანსფუზია ტარდება ნებისმიერი გენეზის სისხლდენისა და ანემიის დროს. მას მიმართავენ ინტრაოპერაციული გადასხმის სახითაც. საქმე ის გახლავთ, რომ არსებობს ქირურგიული ოპერაციები, რომელთა დროსაც სისხლის დანაკარგი დიდია, რაც ორგანიზმში შეუქცევად ძვრებს იწვევს, ამიტომ სისხლის დანაკარგის აღსადგენად ერითროციტულ მასას ოპერაციის პერიოდშივე უსხამენ. დანაკარგი სრულად რომ აღდგეს, იმავე პერიოდში პარალელურად ხდება პლაზმის გადასხმაც.

ინტრაოპერაციული ტრანსფუზია ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას და ნარკოზის შემდგომი გართულებების ალბათობაც მცირდება. ერითროციტული მასა ისხმება სისხლის მწვავე, ტრავმით გამოწვეული მასიური დაკარგვის დროსაც. ოპერაციის ხარისხისა და დაკარგული სისხლის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება გადასხმული ერითროციტული მასის რაოდენობაც. როდესაც ოპერაცია დიდი მოცულობისაა, 500-600 მლ-ს უსხამენ. გადასხმა ულუფებად ხდება. სტანდარტული დოზა 220-250 მლ-ია.

- როდის არის საჭირო პლაზმის გადასხმა?

- პლაზმა, მოგეხსენებათ, მდიდარია სისხლის ცილებითა და შემდედებელი ფაქტორებით, ამიტომ მისი გადასხმის მთავარი ჩვენებაა ჰიპოკოაგულაცია - სისხლის შემდედებელი ფაქტორების დეფიციტი. გარდა ამისა, პლაზმა შეუცვლელი კომპონენტია დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედებისა (დსშ) და თრომბოჰემორაგიული სინდრომის დროს. ასეთ შემთხვევებში პაციენტს მასიურად უსხამენ ახალგაყინულ პლაზმას. პლაზმა აუცილებელია ორსულებისთვის პრეეკლამფსიის, ეკლამფსიის დროს, ასევე - პოსტსამშობიარო სისხლდენების ლიკვიდირებისთვის. ზოგჯერ პლაზმა სჭირდებათ იმ ახალშობილებსაც, რომლებიც შედედების ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტით დაიბადნენ. ახალგაყინული პლაზმა ისხმება ისეთი დაავადებების დროსაც, რომლებიც პლაზმორეას - პლაზმის დაკარგვას იწვევს. ასეთი რამ ხდება დამწვრობის, ძვლის ქრონიკული ოსტეომიელიტური პროცესის დროს.

- როგორც პლაზმა, ისე ერითროციტული მასა სატრანსპლანტაციო მასალას წარმოადგენს. ამის კვალობაზე, დადგენილია მათი შენახვისა და გამოყენების წესები. როგორ პირობებში უნდა ინახებოდეს ისინი?

- პლაზმა გამოსადეგია მხოლოდ მაშინ, როდესაც დაცულია მისი შენახვის პირობები და ვადა. პლაზმა სპეციალურ მაცივრებში ინახება 50 გრადუსზე. გადასხმის წინ მას სპეციალურ აბაზანაში ალღობენ. თუ პლაზმა ერთხელ გალღვა, მისი ხელმეორედ გაყინვა და გამოყენება არაფრით არ შეიძლება.

პლაზმა ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან ცილებს შეიცავს და ერითროციტულ მასაზე გაცილებით ფასეულია, ამასთან, ამ უკანასკნელზე მეტხანსაც ინახება. ერითროციტული მასის შენახვა შეიძლება 18-21 დღე, ამის შემდეგ იგი სამკურნალო ეფექტს კარგავს, პლაზმა კი 2-3 თვეს ინახება, ხოლო 50 გრადუსზე წლამდეც ძლებს.

- შესაძლებელია თუ არა სისხლის გადასხმის პარალელურად სისტემაში სხვა სამკურნალო პრეპარატის შეშვება?

- ჩვეულებრივ, სისხლის სისტემაში არავითარი პრეპარატი არ შეჰყავთ. ექსტრემალურ პირობებში, როდესაც პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მის სიცოცხლეს წუთები წყვეტს, ნებადართულია სხვა პრეპარატების გადასხმა, ოღონდ პარალელურ რეჟიმში და არავითარ შემთხვევაში - ერთსა და იმავე სისტემაში ერთდროულად.

- ჰემოტრანსფუზიის შემდგომ პაციენტები საკმაოდ ხშირად ინტერესდებიან დონორის ვინაობით, მისი წარმომავლობით, სქესით, წონით, კანის ფერით, იმის შიშით, რომ სისხლთან ერთად დონორის ხასიათის თავისებურებებიც გადაეცემათ. რეალურია ასეთი რამ?

- ხასიათისა თუ სხვა გარეგნული თავისებურებების გადაცემა ჰემოტრანსფუზიით არ ხდება, რადგან სისხლი არ შეიცავს იმ გენეტიკურ მასალას, რომელმაც შეიძლება ამგვარი გავლენა მოახდინოს პაციენტის ორგანიზმზე. ასე რომ, ამ მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.