ლიმფურ კვანძში მიმდინარეობს დაავადებისა და პათოლოგიური პროცესების გამომწვევთა ნეიტრალიზება და ლიკვიდაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლიმფურ კვანძში მიმდინარეობს დაავადებისა და პათოლოგიური პროცესების გამომწვევთა ნეიტრალიზება და ლიკვიდაცია

ლიმფური კვანძის ფუნქციები

  • კვანძებში ლიმფა მდიდრდება ლიმფოციტებით, რომლებიც იქ მრავლდება.აქვე ხდება ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა.ლიმფური კვანძი წარმოადგენს სადგურს, სადაც ყოვნდებიან და ფაგოციტოზით ნადგურდებიან მიკროორგანიზმები და ლიმფაში შეტივტივებული სხვადასხვანაირი ნაწილაკები, რომლებიც იქ ლიმფური ძარღვების გავლით ქსოვილებიდან ხვდება.
  • ყოველი ლიმფური კვანძი ან კვანძთა ჯგუფი ლიმფას აგროვებს და აკონტროლებს სხეულის განსაზღვრულ ნაწილს.
  • ლიმფური კვანძი ორგანიზმის ბიოლოგიური ფილტრია.
  • იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, რაც იმით გამოიხატება, რომ იქ ხდება ლიმფოციტების დიფერენცირება.
  • აქვს ბარიერულ-დამცავი ფუნქცია, მრავლობითი მაკროფაგის დახმარებით უამრავ მიკრობს ანადგურებს.
  • მონაწილეობს სპეციფიკურ იმუნურ რეაქციებში.
  • აქვს დრენაჟული ფუნქცია - ქსოვილებიდან აგროვებს ლიმფას. ამ ფუნქციის დაქვეითების ან მოშლის შედეგად ვითარდება პერიფერიული შეშუპება.
  • დეპო ფუნქცია - ნორმალურ ვითარებაში ლიმფურ კვანძებში საერთო ლიმფური კალაპოტიდან ყოველთვის დეპონირდება განსაზღვრული ოდენობის ლიმფა.

ამრიგად, ლიმფურ კვანძში მიმდინარეობს დაავადებისა და პათოლოგიური პროცესების გამომწვევთა ნეიტრალიზება და ლიკვიდაცია. ლიმფურ კვანძებში მწიფდება ორგანიზმის იმუნოლოგიური უჯრედები, გარდა ამის, იქ ხდება სისხლის თეთრი სხეულაკების აქტივაცია, რათა მათ უფრო მწვავედ შეუტიონ ინფექციის გამომწვევებს.

თუ ორგანიზმში ვირუსი მაღალი კონცენტრაციით მოხვდა, ლიმფურ კვანძში იწყება ურთულესი ბუნებრივი პროცესები, რომლებიც აძლიერებს ლეიკოციტებსა და ლიმფოციტებს და მავნე მიკრობთა განადგურებას იწყებს. ლიმფური კვანძების მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია ინფექციის ან ანთებითი პროცესების თაობაზე ეჭვის მიტანა.

ნორმალურ მდგომარეობაში ლიმფური კვანძები არავითარ დისკომფორტს არ იწვევს, ანთებისას კი ისინი მტკივნეული ხდება და დიდდება, რაც სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.

წაიკითხეთ სრულად