რით ვიკვებოთ კუჭის წყლულის დროს
სწორად შერჩეული რაციონის გარეშე მკურნალობა შეუძლებელია. სა¬სურველია კვება დღეში საშუალოდ 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით, 3-4-საათიანი შუალედებით. რაციონიდან უნ¬და ამოვიღოთ მწარე, მჟავე, ცხ¬იმიანი პროდუქტები. საკვები თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული. საკვები არ უნდა იყოს მეტისმეტად ცხელი ან ცივი. აუცილებელია, შეიზღუდოს სუფრის მარილის მიღება დღეში 10-12 გრამამდე. ლუკმა კარგად უნდა დაიღეჭოს და დაქუცმაცდეს პირის ღრუში. წყლულოვანი დაავადების დროს რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: პურ-ფუნთუშეული (თეთრი ფქვილისა), ბისკვიტი, ორცხობილა; კვერცხი (თოხლო ან ორთქლზე მომზადებული ომლეტის სახით); სუპი (ბოსტნეული); რძე და რძის ნაწარმი (რძე, ხაჭო, იოგურტი); მოხარშული (წყალში ან ორთქლში) ხორცი (საქონლის, ქათმის, ხბოს კატლეტი, გუფთა, პიურე, რულეტი); მოხარშული (წყალში ან ორთქლში) თევზი (ქორჭილა, ფარგა, კალმახი, ნებისმიერი ნაკლებცხიმიანი ჯიში); ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა); ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი (წიწიბურა, შვრია, ბრინჯი); მცენარეული ცხიმი; ხილი; სითხეები (ასკილის ნახარში, არამჟავე ბოსტნეულისა და ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი). რაციონიდან უნდა ამოვიღოთ: ცხიმიანი ხორცი და თევზი, განსაკუთრებით - შემწვარი; სოკოს სუპი; ცხვრის, საქონლისა და ღორის ქონი; ცხარე სანელებლები; ძეხვი, შაშხი; კონსერვები; ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი; ალკოჰოლური სასმელები; ნაყინი. იხილეთ ვრცლად