/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

როგორ ვმართოთ წყლულოვანი დაავადება

როგორ ვმართოთ წყლულოვანი დაავადება
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ნიშნებზე, კვლევის მეთოდებზე, მართვასა და კვების რეჟიმზე

გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ “ჯანმრთელობის” ექიმი თერაპევტი ხათუნა ნუცუბიძე.

- რა არის კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ან რა იწვევს მას?

- წყლულოვანი დაავადება - ეს არის ქრონიკული მორეციდივე დაავადება, რომლის დროსაც თორმეტგოჯა ნაწლავსა და კუჭში პეპტიკური წყლული წარმოიქმნება.

კლასიფიკაცია ასეთია:

  • მდებარეობის მიხედვით გამოყოფენ კუჭის, თორმეტგოჯას და ერთდროულად ორივეს წყლულოვან დაავადებას;
  • დაავადების განვითარების ფაზის მიხედვით - გამწვავებას, არასრულ რემისიას, რემისიას;
  • მიმდინარეობის მიხედვით - ლატენტურ, არააქტიურ, საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წყლულოვანი დაავადების ძირითად მიზეზად მიიჩნევა Helicobacter pylori, თუმცა გამოყოფენ სხვა მიზეზებსაც, მათ შორის - სტრესულ გარემოს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივ მიღებას, კვების სტერეოტიპისა და რეჟიმის დარღვევას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გენეტიკურად დეტერმინირებული მდგომარეობა და მემკვიდრეობითი განწყობა. საყურადღებოა, რომ პირველი ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლის პატრონებს უფრო ხშირად უჩნდებათ წყლული.

- როგორ ვლინდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება?

- კლინიკური გამოხატულება მრავალფეროვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ექიმის ყურადღებას იპყრობს, არის ტკივილი ეპიგასტრიუმისა და მახვილისებრი მორჩის არეში. ხშირად უჩივიან ბოყინს, გულძმარვას, ენაზე ნადებს, ტკივილის გადაცემას ზურგში ან მკერდში.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა , მუცლის ზედა მარცხენა მხარეს, მგონი კუჭია მანდ , თუ მაისური შემეხო , ან თუნდაც ხელი დავიდე , ტკივილის არა , მაგრამ დაბუჟების შეგრძნება მაქვს , რა შეიძლება იყოს , კუჭის პრობლემა ასეთი სიმპტომით ვლინდება?</p>

ტკივილის ლოკალიზაცია წყლულის ლოკალიზაციასა და დაავადების ფაზაზეა დამოკიდებული.

  • როდესაც წყლული კუჭის მცირე სიმრუდეზეა ლოკალიზებული, ტკივილი ხშირად აღმოცენდება მახვილისებრი მორჩის ქვეშ;
  • პილორუსთან და თორმეტგოჯა ნაწლავში ლოკალიზაციისას - ეპიგასტრიუმის მიდამოში;
  • კუჭის კარდიული ნაწილის წყლულის შემთხვევაში ხშირად აღინიშნება ტკივილი გულმკერდის არეში მარცხნივ.

პოსტბულბური წყლულის დროს ტკივილი ზურგსა და მკერდის არეში იჩენს თავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია წყლულოვანი დაავადების დიფერენცირება სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტისგან.

წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაგან მნიშვნელოვანია კუჭის მოტორული ფუნქცია, სეკრეციის გაძლიერება და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატება.

წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილს ახასიათებს რიტმულობა, კვებასთან კავშირი, პერიოდულობა და გამწვავების სეზონურობა.

კვებასთან დაკავშირებული ტკივილი შეიძლება იყოს ადრეული და მოგვიანებითი, ღამისა და “მშიერი”. ადრეული ტკივილი აღმოცენდება საკვების მიღებიდან 0,5-1 საათის შემდეგ, გრძელდება 1,5-2 საათი და ნელდება კუჭის შიგთავსის ევაკუაციის შემდეგ. ასეთი ტკივილი დამახასიათებელია კუჭისა და მისი ზედა ნაწილის წყლულოვანი დაავადებისთვის. მოგვიანებითი ტკივილი თავს იჩენს საკვების მიღებიდან 1,5-2 საათის შემდეგ, ღამის ტკივილი - ღამით, ხოლო მშიერი ტკივილი - კვებიდან 6-7 საათის შემდეგ, საკვების მიღების შემდეგ კი გაივლის.

მოგვიანებითი, ღამის და “მშიერი” ტკივილი დამახასიათებელია კუჭის ანტრალურ ნაწილში ლოკალიზებული ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისთვის. “მშიერი” ტკივილი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არც ერთ სხვა დაავადებას არ ახასიათებს. მოგვიანებითი ტკივილი შესაძლოა თან ახლდეს ქრონიკულ პანკრეატიტს ან ენტერიტს, ღამისა - კუჭუკანა ჯირკვლის კიბოს.

ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა სხვადასხვაგვარია. განასხვავებენ ყრუ, მოვლით, მწველ, მსერავ, მბურღავ, შეტევით ტკივილებს. ათიდან 3 შემთხვევაში ტკივილი საკმაოდ ინტენსიურია. ტკივილის კუპირება ხშირად ხდება ანტაციდების, რძის, საკვების (განსაკუთრებით - “მშიერი” ტკივილის შემთხვევაში) მიღების, ღებინების შემდეგ.

- როგორ უნდა დაისვას ამ დაავადების დიაგნოზი, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის რომელი თანამედროვე მეთოდებია მოწოდებული მისი დიანგოსტიკისთვის?

- დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის ზუსტი შეკრება. თუ დაიბადა ეჭვი წყლულოვან დაავადებაზე, უნდა ჩატარდეს:

  • ფიბროგასტროსკოპია;
  • დამატებით - სისხლის საერთო ანალიზი, რომელმაც შეიძლება აჩვენოს ანემია და ედსის ცვლილებები;
  • განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე.

დიაგნოზის დასაზუსტებლად სასურველია მუცლის ღრუს მიმოხილვითი ულტრაბგერითი გამოკვლევა. მნიშვნელოვანია კუჭის წვენის მჟავიანობის განსაზღვრა. Helicobacter Pylori დიაგნოზირებისთვის თანამედროვე მედიცინაში იყენებენ ურეაზულ ტესტს, ფეკალურ ტესტს და ანტი-HP ანტისხეულების განსაზღვრას სისხლში ან ბიობტატში.

იშვიათად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფიბროგასტროსკოპიის ჩატარება ვერ ხერხდება, მიმართავენ რენტგენოსკოპიურ გამოკვლევას, თუმცა ამ გზით მიღებული ინფორმაცია შედარებით მწირია.

- რა გართულება ახასიათებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას?

- დაავადების გვიან დიაგნოზირებას, როგორც წესი, თან ახლავს მრავალი გართულება. განსაკუთრებით ხშირია წყლულოვანი სისხლდენა. იგი წყლულის პერფორაციის შედეგია და კლინიკურად გამოვლინდება “ხანჯლის ჩაცემის” მსგავსი ტკივილით, რომელიც თანდათან მთელ მუცელს მოიცავს. კუნთები დაჭიმულია, ენა - მშრალი, გამოხატულია ბრადიკარდია-ტაქიკარდიის მონაცვლეობა, ტემპერატურა მაღლა იწევს და არტერიული წნევა ეცემა. მდგომარეობა სასწრაფო სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

წყლულოვანი დაავადების კიდევ ერთი გართულებაა წყლულის პენეტრაცია. კლინიკური გამოვლინება ამ მდგომარეობას დაახლოებით ისეთივე აქვს, როგორიც პერფორაციას, თუმცა ამ დროს ტკივილი შედარებით დუნე და თანდათანობით მზარდია. დიაგნოზის დასმას ართულებს კლინიკური ჩივილების სიმწირე.

თუ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება დროულად არ იქნა ნამკურნალები ან მკურნალობის დაწყებამდე ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ მოხერხდა და ბიოპტატი პროფესიონალურად არ იქნა შესწავლილი, წყლულის მალიგნიზაციის ალბათობა ძალიან დიდია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობის არსებობა. თუ სისხლით ნათესავებს შორის, შორეული იქნება თუ ახლო, დაფიქსირებულია კიბოს თუნდაც ერთი შემთხვევა პაციენტის მკურნალობა ბრმად, ღრმა გამოკვლევის გარეშე, დაუშვებელია.

- როგორია ამ დაავადების პროგნოზი?

- პროგნოზი დაავადების მიმდინარეობაზე, წყლულის ლოკალიზაციასა და მკურნალობის ტაქტიკაზეა დამოკიდებული. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა და სათანადო მკურნალობა ჩატარდა, პროგნოზი კეთილსაიმედოა.

- როგორ უნდა იყოს კვების რეჟიმი?

- მკურნალობის პირველი ეტაპია დიეტოთერაპია. სწორად შერჩეული რაციონის გარეშე მკურნალობა შეუძლებელია. საწყის ეტაპზე საჭიროა მკაცრი დიეტა. უნდა დავიცვათ კვების ჯერადობაც. სასურველია კვება დღეში საშუალოდ 5-6-ჯერ, მცირე ულუფებით, 3-4-საათიანი შუალედებით. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ მწარე, მჟავე, ცხიმიანი პროდუქტები. საკვები თერმულად კარგად უნდა იყოს დამუშავებული. მან არ უნდა გააღიზიანოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსი, არ უნდა იყოს უხეში, მეტისმეტად ცხელი ან ცივი. არ უნდა გამოიწვიოს კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფა. აუცილებელია, შეიზღუდოს სუფრის მარილის მიღება დღეში 10-12 გრამამდე. ლუკმა კარგად უნდა დაიღეჭოს და დაქუცმაცდეს პირის ღრუში.

თუ წყლულოვანი დაავადების გამო სამკურნალო დიეტას იცავთ, ეცადეთ, დღეში მიიღოთ 3000-3200 კკალ, რაც მოიცავს 100-110 გრამ ცხიმს, 100 გრამ ცილას, 400-450 გრამ ნახშირწყლებს.

წყლულოვანი დაავადების დროს რაციონში შეიძლება ჩავრთოთ:

  • პურ-ფუნთუშეული (თეთრი ფქვილისა), ბისკვიტი, ორცხობილა;
  • კვერცხი (თოხლო ან ორთქლზე მომზადებული ომლეტის სახით);
  • სუპი (ბოსტნეული);
  • რძე და რძის ნაწარმი (რძე, ხაჭო, იოგურტი);
  • მოხარშული (წყალში ან ორთქლში) ხორცი (საქონლის, ქათმის, ხბოს კატლეტი, გუფთა, პიურე, რულეტი);
  • მოხარშული (წყალში ან ორთქლში) თევზი (ქორჭილა, ფარგა, კალმახი, ნებისმიერი ნაკლებცხიმიანი ჯიში);
  • ბოსტნეული (სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა);
  • ბურღულეული და მაკარონის ნაწარმი (წიწიბურა, შვრია, ბრინჯი);
  • მცენარეული ცხიმი;
  • ხილი;
  • სითხეები (ასკილის ნახარში, არამჟავე ბოსტნეულისა და ხილის წვენები, უგაზო მინერალური წყალი).

რაციონიდან უნდა ამოვიღოთ:

  • ცხიმიანი ხორცი და თევზი, განსაკუთრებით - შემწვარი;
  • სოკოს სუპი;
  • ცხვრის, საქონლისა და ღორის ქონი;
  • ცხარე სანელებლები;
  • ძეხვი, შაშხი;
  • კონსერვები;
  • ჭვავის პური, ნაზუქი, ნამცხვარი;
  • ალკოჰოლური სასმელები;
  • ნაყინი.

- როგორ უნდა ვმართოთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება?

- როგორც ითქვა, დაავადებას სეზონურობა ახასიათებს, მწვავდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამიტომ, სანამ კლინიკური ნიშნები იჩენს თავს, საჭიროა მკურნალობა. იკრძალება თამბაქო, ალკოჰოლი. თუ ადამიანს ამ დაავადების თუნდაც ერთი ნიშანი გამოაჩნდა, აუცილებლად უნდა მიმართოს ზოგადი პროფილის ექიმს, მით უმეტეს - თუ მემკვიდრეობითი განწყობაც აქვს. ექიმი განსაზღვრავს, საჭიროა თუ არა უფრო ღრმა კვლევა. ხოლო თუ დიაგნოზი უკვე დასმულია, მკურნალობას ნუღარ გადადებთ. არ დაივიწყოთ დაავადების სეზონური თავისებურებები.

კომენტარები (17)
ვერა
თუ სიგარეტს ვერ ანებებ თავს ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ?
თარიღი : 23-11-2024
გვანცა
ნინო, ვერ დაგეთანხმებით, ბატონი ვოვა ნამდვილად არ იმსახურებს ამას! ჩვილი ბავშვით მივედი და ურიგოდ შემიყვანა ჩაწერილიც კი არ ვიყავი, პირიქით ძალიან ჰუმანურია, ნამდვილი ადამიანი, რაც რესდღეობით ასე იშვიათია!
თარიღი : 24-02-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად

კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს

ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
მუცლის და კუჭის ტკივილი ჭამის შემდეგ - შესაძლო მიზეზები

საკვების მიღების შემდეგ კუჭისა და მუცლის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-გამარჯობა.ვარ 44 წლის მამაკაცი.დაახლოებით ერთი წლის წინ მარჯვენა ფერდის მხარეს დამეწყო ძლიერი ტკივილი.წონაში ძალიან ვიყავი მომატებული.ამის გამო ,,ავერსი,,ს კლინიკაში მივედი გასინჯვაზე ექოსკოპიაზე და სერიოზული დარღვევა არ აღმომაჩნდა.[მხოლოდ ღვიძლის გადიდება].შემდეგ მივედი თერაპევტთან.თერაპევტმა დამინიშნა 3 თვიანი მკურნალობა და დიეტაც გამომიწერა.მე 3 თვიანი მკურნალობა ბოლომდე შევასრულე და თან 15 კილოგრამიც დავიკლე წონაში.ტკივილი შემიმცირდა მაგრამ ბოლომდე არ გაქრა.ხანდახან ისევ ძლიერად მაწუხებს ტკივილი.თუ შეიძლება მირჩიოთ როგორ დავადგინო ტკივილის მიზეზი?რომელი აპარატით ჩავიტარო გამოკვლევა?დიდი მადლობა წინასწარ.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვმართოთ წყლულოვანი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები