როგორ დავაღწიოთ თავი შეკრულობას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავაღწიოთ თავი შეკრულობას

გთხოვთ მირჩიოთ, რა საკვები მივიღო და რით ვიმკურნალო. ამ შეკითხვით მივმართეთ თერაპიის ეროვნული ცენტრის ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს გურამ დიღმელაშვილს.

- ყაბზობა ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, მაგრამ ავადმყოფები სირცხვილის გამო თავიანთ პრობლემას წლობით მალავენ. უნდა ვიცოდეთ, რომ ყაბზობას ხშირად მოსდევს სერიოზული შედეგები. ის ცხოვრების ხარისხს რამდენადმე აქვეითებს.

- როგორი შეიძლება იყოს ყაბზობა და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?

- ყაბზობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. რამდენიმე საათის, დღის ან კვირის განმავლობაში განვითარებული ყაბზობა მწვავედ განიხილება, ხოლო ყაბზობა, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს - ქრონიკულად. დღეში ერთხელ დეფეკაცია განიხილება როგორც ნორმა, მაგრამ მოსახლეობის მხოლოდ მესამედს აქვს ასეთი დეფეკაცია, ხოლო მოსახელობის სამ მეოთხედს რეგულარული დეფეკაცია 2 დღეში ერთხელ აქვს.

დეფეკაციის სიხშირე ქალებში უფრო ნაკლებია, ვიდრე მამაკაცებში. საკვების მიღების შემდეგ 4-6 საათის განმავლობაში ნაწლავთა შიგთავსი მძლავრი პერისტალტიკური ტალღების წყალობით წვრილი ნაწლავიდან მსხვილ ნაწლავში გადადის.

ყაბზობის განვითარებას ხელს უწყობს რიგი ფაქტორი:

  • ცხოვრების ხასიათი, რომელიც ხშირად დაკავშირებულია სტრესთან, უმოძრაობასთან;
  • კვების დარღვევა;
  • ზოგიერთი წამლის (ანალგეტიკები და სხვა) მიღება.

ნაწლავური ტრანზიტის შეფერხება იწვევს განავლოვანი მასების ზედმეტ დეჰიდრატაციას და გამკვრივებას. ცნობილია აგრეთვე, რომ შესაბამისი პირობების არქონამ შესაძლოა საგრძნობლად იმოქმედოს დეფეკაციის პერიოდულობაზე (ე.წ. მოგზაურთა ყაბზობა).

ყაბზობა შეიძლება იყოს მეორეულიც (ჰიპოთირეოზის, პარკინსონის დაავადების, დეპრესიის დროს).

ცნობილია ტრანზიტის შენელებასთან დაკავშირებული ყაბზობა (ზარმაცი მსხვილი ნაწლავი).

ზოგჯერ ყაბზობა დაკავშირებულია ანალური მიდამოს დაავადებასთან (ბუასილი, ანალური ნახრეთქები, სწორი ნაწლავის თიაქარი, სწორი ნაწლავის შინაგანი გამოვარდნა).

გარდა ამისა, გამოყოფენ ქრონიკულ ყაბზობას, რომელიც დაკავშირებულია მექანიკურ დაბრკოლებასთან - ნაწლავის ორგანულ ობსტრუქციასთან: სიმსივნეებთან, თიაქართან, სტრიქტურებთან, დივერტიკულებთან და სხვა.

გარკვეულ როლს ასრულებს ასაკობრივი, ფიზიოლოგიური ცვლილებები: მორფოლოგიური სტრუქტურა, მამოძრავებელი აქტიურობა, სეკრეცია, იმუნური სისტემა და ნაწლავთა მიკროფლორა ასაკთან ერთად იცვლება. სუსტდება დეფეკაციის აქტის რეფლექსიც - მოხუცები ხშირად ვერ გრძნობენ სწორი ნაწლავის სისავსეს და დეფეკაციის მოთხოვნილებას. შედეგად სწორ ნაწლავში ხდება განავლის შეფერხება. მოხუც პაციენტებში მთელ რიგ სხვა მიზეზსაც შეუძლია გამოიწვიოს ყაბზობა. მაგალითად: წამლებს პარკინსონის დაავადების დროს, მედიკამენტებიდან - ანტაციდებს, სპაზმოლიტიკებს, ანტიდეპრესანტებს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს, ანალგეტიკებს, წყლულის და ჰიპერტონიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს, დიურეტიკებს, რენტგენოკონტრასტულ საშუალებებს, უროლოგიურ პრეპარატებს.

- როგორ ვუმკურნალოთ ყაბზობას?

- ხანდაზმულ ადამიანებში ხშირად შეინიშნება რამდენიმე ისეთი ფაქტორის კომბინაცია, რომლებიც ხელს უწყობენ ყაბზობას. ეს ფაქტორებია უმოძრაობა, საკვები ბოჭკოს დეფიციტი, სითხის მცირე და წამლების დიდი რაოდენობით მიღება. ამიტომ პაციენტმა უნდა შეიცვალოს ცხოვრების ხასიათი და სტილი.

ყაბზობის სამკურნალოდ გამოიყენება საფაღარათო საშუალებები - წამლები, რომლებიც აჩქარებენ ევაკუაციას მსხვილ ნაწლავში (სენის ფოთლები, ხეჭრელას ქერქი, ალოე, აბუსალათინის ზეთი, ფენოლფთალეინი, ბისაკოდილი და სხვა) მკურნალობაში შედის ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს განავლის ევაკუაციის სტიმულაციას. მაგალითად, მუცლის მოძრაობა. კარგია თვითმასაჟიც - პაციენტმა უნდა ისწავლოს მუცლის მასაჟი, რომელიც კეთდება მსხვილი ნაწლავის მიმართულებით დილაობით საწოლში ხელის სმით, გრძელდება 5-10 წუთი.

მუდმივი ფიზიკური ვარჯიში, მეტადრე - სათანადო კვებასთან ერთად, ხელს უშლის ყაბზობას. რეკომენდებულია სითხისა და ისეთი საკვების მოხმარების გაზრდა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოს. ასეთი საკვები ყველაზე ფიზიოლოგიურ საფაღარათოდ ითვლება. საკვები უნდა შეიცავდეს მცენარეულ უჯრედისს, რომელიც გაზრდის განავლოვანი მასის მოცულობას: დაცეხვილი ხორბლის პური, ახალი ბოსტნეული.

მოხუცმა პაციენტმა დეჰიდრატაციის და ყაბზობის რისკის თავიდან ასაცილებლად უნდა მიიღოს დღეში ლიტრნახევარი-2 ლიტრა სითხე. გამოიყენება აგრეთვე პრებიოტიკები - საკვები დანამატები, რომლებიც ცოცხალ მიკროორგანიზმებს შეიცავს. ისინი არჩევითად უწყობენ ხელს მსხვილ ნაწლავში ბაქტერიის ერთ-ერთი სახეობის - ლიპიდობაქტერიის - გამრავლებასა და გააქტიურებას. ერთ-ერთი მათგანია ლაქტულოზა. იგი უვნებელია.

სწორი ნაწლავის დაცლაში გვეხმარება სანთლები და ოყნა, ასევე - მათი კომბინაცია. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ საფაღარათო საშუალებებს აქვს გვერდითი ეფექტებიც: ელექტროლიტებისა და ვიტამინების კარგვა, მუცლის ტკივილი, ბოყინი, მეტეორიზმი, ნაწლავების ფლორის დარღვევა და სხვა.

არსებობს საფაღარათო თვისებების მქონე მრავალი მცენარე. მათ ნაყენებს მდგომარეობის შესამსუბუქებლად იყენებენ. ასეთია, მაგალითად, ბაბუაწვერა, ხეშავი, შავი მოცხარი, მაყვალი, შავი ქლიავი, ძახველი, ასფურცელა, თალგამი. კარგია ასკილიც.

საკვებად რეკომენდებულია მჭლე მოხარშული ხორცი, თევზი, თეთრი მშრალი ღვინო, ბურახი, მცენარეული წარმოშობის ცხიმი (ზეითუნის, სიმინდის ზეთი), ზღვის კომბოსტო, ჭარხალი, სიმინდი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფოთლები, ყაბაყი, გოგრა, ახალი მწვანილი, (ოხრახუში, ქინძი და სხვა). განსაკუთრებით კარგია შავი ქლიავი, გარგარი, ბანანა, ვაშლი. რეკომენდებულია აგრეთვე ზღვის პროდუქტები, კეფირი, მაწონი, უცხიმო ხაჭო და ყველი.

არ არის სასურველი ყურძნისა და ვაშლის წვენი, მუქი ჩაი, წითელი ღვინო. აკრძალულია ხურმა. ნაწლავთა პერისტალტიკის სტიმულაციისათვის მიზანშეწონილია, მიიღოთ უზმოზე 1-2 ჭიქა ცივი წყალი ან ხილის წვენი 1 სუფრის კოვზი თაფლით.