/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფტიზიატრია

როგორ დავიცვათ ბავშვი ტუბერკულოზისგან

როგორ დავიცვათ ბავშვი ტუბერკულოზისგან
ტუბერკულოზი ერთნაირად საშიშია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც, ამიტომ მისი ვაქცინაცია დაბადებისთანავე, სამშობიაროში ტარდება.

იმის შესახებ, რითია ტუბერკულოზი საშიში და როგორ შეიძლება მისგან ბავშვის დაცვა, პედიატრი ელენე ერეკლიშვილიგვესაუბრება.

- რატომ ტარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა სამშობიაროშივე?

- ბავშვის იმუნური სისტემა აცრისთვის დაბადებისთანავეა მზად. რაც უფრო ადრე ჩატარდება ვაქცინაცია, მით უფრო ადრე გაეცნობა ორგანიზმის იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევს. შესაბამისად, მით უფრო ეფექტური იქნება მისი პასუხი ინფექციურ აგენტთან შეხვედრისას. ვაქცინაცია სწორედ სამშობიაროშივე უნდა ჩატარდეს და არა იქიდან გამოწერის შემდეგ.

ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირთან შეხვედრისგან პატარა არც შინ არის დაზღვეული, არც ქუჩაში და, მით უფრო, არც პოლიკლინიკაში, იმუნიტეტის უქონლობისას კი ასეთი შეხვედრა მისთვის ძალიან საშიშია. სრულფასოვანი ანტიტუბერკულოზური იმუნიტეტი წლამდე ფორმირდება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წარმატებული იმუნიზაციის კრიტერიუმია მხარზე, ვაქცინის შეყვანის ადგილას, ნაწიბურის წარმოქმნა. ეს გადატანილი ლოკალური (ადგილობრივი) ტუბერკულოზის მაჩვენებელია. ძალიან პატარა, შეუმჩნეველი ნაწიბური არასაკმარის იმუნიზაციაზე მიუთითებს.

თანამედროვე BCG ვაქცინა კანქვეშ შეჰყავთ. ის უზრუნველყოფს ადგილობრივი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტუბერკულოზური პროცესის განვითარებას, რის შედეგადაც ორგანიზმი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის საწინააღმდეგო სპეციალურ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

- როგორ მოვუაროთ ვაქცინაციის ადგილს?

შეკითხვა ექიმს
<p>-Ახალგაზრდა ბიჭს მარცხენა იღლიასთან ესინჯება შესიებული ჯირკვალი რომელიც მტკივნეულია და რომელ სპეციალისტს უნდა მიმართოს ან რა სახის გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს გთხოვთ მიპასუხოთ მადლობა</p>

- ვაქცინის კანქვეშ შეყვანის ადგილას 2-3 თვის შემდეგ ქსოვილი მკვრივდება ან სქელდება - წარმოიქმნება კოღოს ნაკბენის მსგავსი, 1 მმ-მდე დიამეტრის ინფილტრატი, რომელიც ქერქითაა დაფარული და მისი მოცილება არ შეიძლება. ჩვილის ბანაობისას დარბილებულ კანს შესაძლოა ქერქი მოსძვრეს, შემდეგ კი ხელახლა წარმოიქმნება. ერიდეთ ბანაობისას ამ ადგილის ღრუბლით შეხებას!

6 თვიდან ყალიბდება ნაზი ნაწიბური, რომელიც საბოლოო სახეს 1 წლისთვის იღებს. არ შეიძლება ვაქცინის შეყვანის ადგილის დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით (სპირტით, იოდით და ა.შ.) - ამან შესაძლოა ადგილობრივი ინფექციური პროცესი გამოიწვიოს.

- რა არის რევაქცინაცია?

- BCG-ს აცრის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი საშუალოდ 5 წელი ძლებს.

შეძენილი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ტარდება ორი რევაქცინაცია - განმეორებითი ვაქცინაცია: ერთი - 7, მეორე - 14 წლის ასაკში, რადგან მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი ყველაზე მგრძნობიარე და შეღწევადია ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ.

ორი განმეორებითი აცრა სავსებით საკმარისია, მეტი რევაქცინაცია მიზანშეწონილი არ არის.

- რა არის მანტუს სინჯი?

- მანტუს სინჯი უტარდება ყველა ბავშვს და მოზარდს 14 წლამდე ყოველწლიურად ან წელიწადში ორჯერ, თუ სამშობიაროში BCG ვაქცინა არ აქვს გაკეთებული. სინჯი განსაკუთრებით ხშირად (წელიწადში არანაკლებ 3-4-ჯერ) უნდა ჩაუტარდეთ იმ ოჯახის ბავშვებს, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული წევრია. 12 თვემდე ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან იმუნური სისტემის არასრულფასოვნების გამო პასუხი მცდარი იქნება. ბავშვის საერთო მდგომარეობის, ჩივილების (ზოგადი სისუსტე, გახანგრძლივებული სუბფებრილიტეტი, უმადობა, წონის კლება და ა.შ.) გათვალისწინებით, ექიმი ზოგჯერ სინჯის ჩატარებას ითხოვს, მაშინაც კი, როცა ბავშვი გრაფიკის დაცვით არის ვაქცინირებული. ეს აცრა არ არის, ეს თავისებური შემოწმებაა ორგანიზმის ინფიცირების დასადგენად, ვინაიდან, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი შესაძლოა ინფიცირებული იყოს.

- როგორ ტარდება მანტუს სინჯი?

- სპეციალური ტუბერკულინური შპრიცით კანქვეშ შეჰყავთ ტუბერკულინი. ამ ადგილას კანის ზედა შრე ამოიბურცება - წარმოიქმნება ე.წ. ღილი. ლუწ წლებში მანტუს სინჯი მარცხენა წინამხარზე კეთდება, კენტ წლებში - მარჯვენაზე, ვინაიდან უჯრედების იმუნოლოგიურმა მეხსიერებამ შესაძლოა რეაქცია გააძლიეროს და არასწორი შედეგი მოგვცეს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება გააძლიეროს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა
ჰაერის დაბინძურებამ შეიძლება გააძლიეროს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა აქტუალური გლობალური პრობლემაა.
სრულად
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა - როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან?
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა - როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან?
თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთ მოსწავლეს
სრულად
2030 წლისთვის ტუბერკულოზის ლიკვიდაცია იგეგმება
2030 წლისთვის ტუბერკულოზის ლიკვიდაცია იგეგმება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხდებით, 2030 წლისთვის ტუბერკულოზის ეპიდემიის ლიკვიდაცია
სრულად
რა სიმპტომები აქვს ტუბერკულოზს, შეიძლება თუ არა ორსულებისთვის ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა ან ძუძუთი კვება
რა სიმპტომები აქვს ტუბერკულოზს, შეიძლება თუ არა ორსულებისთვის ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა ან ძუძუთი კვება
ფილტვის ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
სრულად
ტუბერკულოზით ინფიცირებული
ტუბერკულოზით ინფიცირებული
საშიშია თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულთან მეგობრობა, როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებულთან ურთიერთობისას?ერთგული მკითხველირა უნდა ვიცოდეთ ტუბერკულოზის შესახებ...ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები დაავადებაა. ინფიცირება დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტის დროს ხდება. ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირებს ავადმყოფი უმთავრესად ხველის დროს, ცემინებისას, ხმამაღალი სიცილისა და ლაპარაკისას ავრცელებს გარემოში. ამ დროს მიკრობი ბრონქებიდან ჰაერთან ერთად ამოდის. ადამიანი რომ დაინფიცირდეს, გამომწვევი მიკრობი პირის ღრუში უნდა მოხვდეს. საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სხვა საგნების მეშვეობით ინფექცია არ გაადაედება.
სრულად
მულტირეზისტენტულ ტუბერკულოზს ახლებურად და ბევრად სწრაფად უმკურნალებენ
მულტირეზისტენტულ ტუბერკულოზს ახლებურად და ბევრად სწრაფად უმკურნალებენ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით, საჭიროა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის ხანგრძლივობა ცხრა თვემდე შემცირდეს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

როგორ დავიცვათ ბავშვი ტუბერკულოზისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ ბავშვი ტუბერკულოზისგან

იმის შესახებ, რითია ტუბერკულოზი საშიში და როგორ შეიძლება მისგან ბავშვის დაცვა, პედიატრი ელენე ერეკლიშვილი გვესაუბრება.

- რატომ ტარდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა სამშობიაროშივე?

- ბავშვის იმუნური სისტემა აცრისთვის დაბადებისთანავეა მზად. რაც უფრო ადრე ჩატარდება ვაქცინაცია, მით უფრო ადრე გაეცნობა ორგანიზმის იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევს. შესაბამისად, მით უფრო ეფექტური იქნება მისი პასუხი ინფექციურ აგენტთან შეხვედრისას. ვაქცინაცია სწორედ სამშობიაროშივე უნდა ჩატარდეს და არა იქიდან გამოწერის შემდეგ.

ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირთან შეხვედრისგან პატარა არც შინ არის დაზღვეული, არც ქუჩაში და, მით უფრო, არც პოლიკლინიკაში, იმუნიტეტის უქონლობისას კი ასეთი შეხვედრა მისთვის ძალიან საშიშია. სრულფასოვანი ანტიტუბერკულოზური იმუნიტეტი წლამდე ფორმირდება.

წარმატებული იმუნიზაციის კრიტერიუმია მხარზე, ვაქცინის შეყვანის ადგილას, ნაწიბურის წარმოქმნა. ეს გადატანილი ლოკალური (ადგილობრივი) ტუბერკულოზის მაჩვენებელია. ძალიან პატარა, შეუმჩნეველი ნაწიბური არასაკმარის იმუნიზაციაზე მიუთითებს.

თანამედროვე BCG ვაქცინა კანქვეშ შეჰყავთ. ის უზრუნველყოფს ადგილობრივი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტუბერკულოზური პროცესის განვითარებას, რის შედეგადაც ორგანიზმი ტუბერკულოზის მიკობაქტერიის საწინააღმდეგო სპეციალურ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

- როგორ მოვუაროთ ვაქცინაციის ადგილს?

- ვაქცინის კანქვეშ შეყვანის ადგილას 2-3 თვის შემდეგ ქსოვილი მკვრივდება ან სქელდება - წარმოიქმნება კოღოს ნაკბენის მსგავსი, 1 მმ-მდე დიამეტრის ინფილტრატი, რომელიც ქერქითაა დაფარული და მისი მოცილება არ შეიძლება. ჩვილის ბანაობისას დარბილებულ კანს შესაძლოა ქერქი მოსძვრეს, შემდეგ კი ხელახლა წარმოიქმნება. ერიდეთ ბანაობისას ამ ადგილის ღრუბლით შეხებას!

6 თვიდან ყალიბდება ნაზი ნაწიბური, რომელიც საბოლოო სახეს 1 წლისთვის იღებს. არ შეიძლება ვაქცინის შეყვანის ადგილის დამუშავება ანტისეპტიკური ხსნარით (სპირტით, იოდით და ა.შ.) - ამან შესაძლოა ადგილობრივი ინფექციური პროცესი გამოიწვიოს.

- რა არის რევაქცინაცია?

- BCG-ს აცრის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი საშუალოდ 5 წელი ძლებს.

შეძენილი იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ტარდება ორი რევაქცინაცია - განმეორებითი ვაქცინაცია: ერთი - 7, მეორე - 14 წლის ასაკში, რადგან მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი ყველაზე მგრძნობიარე და შეღწევადია ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ.

ორი განმეორებითი აცრა სავსებით საკმარისია, მეტი რევაქცინაცია მიზანშეწონილი არ არის.

- რა არის მანტუს სინჯი?

- მანტუს სინჯი უტარდება ყველა ბავშვს და მოზარდს 14 წლამდე ყოველწლიურად ან წელიწადში ორჯერ, თუ სამშობიაროში BCG ვაქცინა არ აქვს გაკეთებული. სინჯი განსაკუთრებით ხშირად (წელიწადში არანაკლებ 3-4-ჯერ) უნდა ჩაუტარდეთ იმ ოჯახის ბავშვებს, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული წევრია. 12 თვემდე ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან იმუნური სისტემის არასრულფასოვნების გამო პასუხი მცდარი იქნება. ბავშვის საერთო მდგომარეობის, ჩივილების (ზოგადი სისუსტე, გახანგრძლივებული სუბფებრილიტეტი, უმადობა, წონის კლება და ა.შ.) გათვალისწინებით, ექიმი ზოგჯერ სინჯის ჩატარებას ითხოვს, მაშინაც კი, როცა ბავშვი გრაფიკის დაცვით არის ვაქცინირებული. ეს აცრა არ არის, ეს თავისებური შემოწმებაა ორგანიზმის ინფიცირების დასადგენად, ვინაიდან, მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვი შესაძლოა ინფიცირებული იყოს.

- როგორ ტარდება მანტუს სინჯი?

- სპეციალური ტუბერკულინური შპრიცით კანქვეშ შეჰყავთ ტუბერკულინი. ამ ადგილას კანის ზედა შრე ამოიბურცება - წარმოიქმნება ე.წ. ღილი. ლუწ წლებში მანტუს სინჯი მარცხენა წინამხარზე კეთდება, კენტ წლებში - მარჯვენაზე, ვინაიდან უჯრედების იმუნოლოგიურმა მეხსიერებამ შესაძლოა რეაქცია გააძლიეროს და არასწორი შედეგი მოგვცეს.


- როგორ ფასდება შედეგი?

- ტუბერკულინის შეყვანიდან მე-2-3 დღეს წარმოიქმნება კანის შემკვრივება - პაპულა. თითით ზეწოლისას იგი თეთრდება. შედეგი 72 საათის შემდეგ ფასდება. პაპულა უნდა გაიზომოს სახაზავით კარგი განათების ქვეშ. იზომება მხოლოდ შემკვრივებული ნაწილის ზომა. მის გარშემო არსებული სიწითლე ინფიცირებად არ მიიჩნევა. მას ყურადღება მხოლოდ მაშინ ექცევა, როცა არ წარმოიქმნება პაპულა. ინფიცირებაზე სწორედ პაპულის ზომა მიუთითებს. რაც უფრო დიდია იგი, მით უფრო მაღალია ორგანიზმის მგრძნობელობა დაავადების მიმართ.

პასუხის კლასიფიცირება ასეთია: დადებითი, უარყოფითი, ცრუ დადებითი, ცრუ უარყოფითი, ვირაჟი (წინა წელთან შედარებით დიამეტრის მკვეთრი ზრდა), ბუსტერული ეფექტი (დიამეტრის ზრდა ხშირი სინჯის გამო).

  • უარყოფითი: სიწითლე და შემკვრივება არ შეინიშნება ან არ აღემატება 1 მმ-ს
  • საეჭვო: პაპულის დიამეტრი არ აღემატება 4 მმ-ს ან წარმოიქმნება მხოლოდ სიწითლე
  • დადებითი: 5-16 მმ დიამეტრის შემკვრივება
  • ჰიპერერგიული (ძლიერ გამოხატული): პაპულის დიამეტრი 17 მმ-ზე მეტია;

გადიდებული ლიმფური ჯირკვლები მანტუს სინჯის შედეგი თავისთავად არაფერს ნიშნავს; საჭიროა დინამიკაზე დაკვირვება და ტენდენციის შეფასება - შემცირებისკენ მიდის პროცესი თუ ტუბერკულოზისადმი მგრძნობელობის მომატებისკენ.

ტუბინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. ის მხოლოდ გვამცნობს, რომ ორგანიზმში მიკობაქტერია მოხვდა. შემდგომ კი ორგანიზმსა და მიკობაქტერიებს შორის წონასწორობა მყარდება - იმუნიტეტი გამომწვევს გამრავლების საშუალებას აძლევს. იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითებისას კი ბავშვი შესაძლოა დაავადდეს. ამიტომ, თუ მანტუს სინჯი შეფასდა როგორც დადებითი ან ჰიპერერგიული, ბავშვს გამოკვლევისა და მეთვალყურეობისთვის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერში გზავნიან.

6 თვის შემდეგ მანტუს სინჯს იმეორებენ. ინფიცირების საბოლოო დადასტურებისთვის საჭიროა დამატებითი გამოკვლევები - გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ნახველის მიკრობიოლოგიური გამოკვლევა, ოჯახის წევრების გამოკვლევა. თუ ინფიცირება არ დადასტურდა, მანტუს დადებითი რეაქცია ჩაითვლება ალერგიულ რეაქციად სინჯზე. ამ დასკვნის გამოტანის უფლება აქვს მხოლოდ ფთიზიატრს.

- ახდენს თუ არა მანტუს შედეგზე გავლენას პროფილაქტიკური აცრები?

- პროფილაქტიკური აცრის შემდეგ დაწყებულმა იმუნურმა პროცესმა შესაძლოა მართლაც მოახდინოს გავლენა მანტუს სინჯზე, ამიტომ ერთსა და იმავე დღეს მათი ჩატარება დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს ცრუ დადებითი რეაქციის რისკი. უმჯობესია, პროფილაქტიკურ აცრასა და მანტუს სინჯს შორის დავიცვათ 4-კვირიანი ინტერვალი, ხოლო ცოცხალი ვაქცინით აცრისას (წითელა, ყბაყურა, წითურა და სხვ.) - 6-კვირიანი.

- რა უწყობს ხელს დაავადების განვითარებას?

- საამისოდ რამდენიმე ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. მით უფრო მაღალია დაავადების განვითარების რისკი, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი ინფიცირების მომენტში. რისკფაქტორებად მიიჩნევა ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, ხანგრძლივი კონტაქტი ბაქტერიამატარებელთან, შიმშილი, იმუნოდეპრესია.

სეზონურობა დაავადებას არ ახასიათებს.

- როგორ ვლინდება ტუბერკულოზი ბავშვებში?

- ბავშვებში მისი ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია;
  • ტუბერკულოზური ბრონქადენიტი;
  • ფილტვის დისემინირებული ტუბერკულოზი;
  • შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი;
  • ტუბერკულოზური მენინგიტი.

ტუბერკულოზური ინტოქსიკაცია უმთავრესად სკოლამდელ და მცირე სასკოლო ასაკში ვლინდება შემდეგი ნიშნებით:

  • მუდმივი სუბფებრილური (დაბალი) სიცხე;
  • გაღიზიანება, გუნება-განწყობის ცვალებადობა;
  • მოთენთილობა;
  • ადვილად დაღლა;
  • ძილის დარღვევა
  • მადის დაქვეითება.

ყურადღებას იპყრობს სიფითრე, კანის სიმშრალე, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, წონის კლება.

ამ ნიშნებს ერთვის არასპეციფიკური გამოვლინებები:

  • კვანძოვანი ერითემა - მუხლებზე, ბარძაყებსა და მხრებზე 1-5 სმ დიამეტრის არცთუ მტკივნეული, მუქი მოწითალო-მოიისფრო კვანძოვანი გამონაყარი;
  • კერატოკონიუნქტივიტი - თვალის კონიუნქტივისა და რქოვანას ანთება.

ფილტვების მოსმენით სპეციფიკური დაზიანების გამოვლენა შეუძლებელია. ტუბერკულოზური ბრონქიტი ბავშვებში პირველადი ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია:

  • ბიტონალური - ყივილის მსგავსი - ხველა;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • ქრონიკული ან მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნები (სისუსტე, უმადობა, ჭირვეულობა, სუბფებრილიტეტი).


დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა. როდესაც ბავშვი ბრონქიტით ხშირად ავადმყოფობს, მკურნალობის დაწყებამდე სხვა გამოკვლევებთან ერთად აუცილებელია გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევაც ტუბერკულოზური პროცესის გამოსარიცხად. ის თუ დადასტურდა, დროულად უნდა ჩატარდეს სპეციფიკური მკურნალობა და ბავშვი საკონსულტაციოდ გაიგზავნოს ფთიზიატრთან.

- ბავშვებში ტუბერკულოზური მენინგიტი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა?

- ტუბერკულოზური მენინგიტი იწყება შეპარვით, თანდათანობით; პატარას ეცვლება ხასიათი და ქცევა; აქვს სუბფებრილური სიცხეები; მოგვიანებით თავს იჩენს თავის ტკივილი, სინათლის შიში, ძილიანობა, მენინგეალური ნიშნები (კისრის კუნთების დაჭიმულობა და ა.შ.); შორს წასულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვა და კომა.

სადიაგნოზოდ საჭიროა თავზურგტვინის სითხის, ლიქვორის, პუნქცია და გამოკვლევა. დამახასიათებელია ცილოვანი დისოციაცია. მკურნალობის გარეშე ლეტალური დასასრულის ალბათობა 100%-ია, ადრეული დიაგნოსტიკისა და სპეციფიკური მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი გაცილებით უკეთესია.

- რას გვეტყვით ტუბერკულოზის სხვა ფილტვგარეშე ფორმებზე?

- ყველაზე გავრცელებული ფილტვგარეშე ფორმებია საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების ტუბერკულოზი. მისი კლინიკური სურათი ნაკლებად განსხვავდება საშარდე სისტემის არასპეციფიკური ანთებისგან. უპირატესად ზიანდება თირკმელები, შარდში ჩნდება ლეიკოციტები (პიურია) და ერითროციტები (ერითროციტურია).

დიაგნოზის დასაზუსტებლად სხვა სპეციფიკურ გამოკვლევებთან ერთად საჭიროა შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც. ადეკვატური, დროული მკურნალობისას პროგნოზი საიმედოა, სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა საჭირო გახდეს დაზიანებული თირკმლის ამოკვეთა.

- რა თავისებურება ახასიათებს ბავშვებთან ტუბერკულოზის მკურნალობას?

- ბავშვებთან ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ფთიზიატრი და პედიატრი არიან ჩართული. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობენ სხვა სპეციალისტებიც - უროლოგი, თვალის ექიმი, ნევროლოგი, ორთოპედი.

მკურნალობის ძირითადი რგოლი დაავადების გამომწვევის საწინააღმდეგოდ არის მიმართული, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დღის რეჟიმის ორგანიზებას, კვებას, ფიზიკურ დატვირთვას. მკურნალობა ხანგრძლივია - 6-18 თვე გრძელდება - და ეტაპობრივად მიმდინაროებს: სტაციონარი - სანატორიუმი (აბასთუმანი, ლიბანი) - ტუბდისპანსერი. ეს გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია, ამიტომ ბავშვს ოჯახის წევრების მხარში დგომა სჭირდება. აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვაც ჰიგიენური რეჟიმის გათვალისწინებით.