ბრონქიტი ბავშვებში - კრიტიკულია პირველი 2-3 დღე, რასაც თან სდევს ხველა და სუნთქვის რიტმის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქიტი ბავშვებში - კრიტიკულია პირველი 2-3 დღე, რასაც თან სდევს ხველა და სუნთქვის რიტმის დარღვევა

- რა თავისებურებები ახასიათებს მწვავე ბრონქიტს ბავშვთა ასაკში?

- მცირე ასაკში მწვავე ბრონქიტის თავისებური მიმდინარეობა სასუნთქი სისტემისა და კუნთების უმწიფრობით არის განპირობებული. სასუნთქი გზების კედლები სქელდება, ლორწოვანი გარსი შუპდება, ხოლო ბრონქების სანათურში სეკრეტი გროვდება, რაც მათ ობსტრუქციას იწვევს.

ბრონქოობსტრუქციული სინდრომი ვლინდება:

  • ხმაურიანი სუნთქვით - მსტვენი ამოსუნთქვით, რომელიც მოშორებითაც ისმის;
  • ამოსუნთქვისას - მშრალი ხიხინით, რომელიც დახველების შემდეგ მცირდება;
  • სუნთქვის არცთუ ისე მძიმედ გამოხატული უკმარისობით (მძიმე ობსტრუქციული ბრონქიტის დროს უფრო მართებული იქნება, დაისვას ბრონქოლიტის დიაგნოზი).დამახასიათებელი კლინიკური ნიშანია ხველა, რომელსაც წინ უძღვის სურდო, უმადობა, საერთო სისუსტე, სიფითრე. ხველა თანდათან ძლიერება, ერთვის ქოშინი, სუნთქვაში ერთვება ცხვირის ნესტოები, ნეკნთაშუა არეები და გულმკერდის ქვედა ნაწილი, თავს იჩენს სუნთქვის უკმარისობისთვის დამახასიათებელი ნიშნები: ციანოზი მთელ სხეულზე, მაჯისცემის აჩქარება.

კრიტიკულია პირველი 2-3 დღე, როცა გამოხატულია ობსტრუქციული ხველა და სუნთქვის რიტმის დარღვევა (დისპნოე) სუნთქვის პერიოდული შეწყვეტით (აპნოეთი). ამ დროს პატარა პაციენტი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.

წაიკითხეთ სრულად