ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და მკურნალობა

- ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების ეტიოლოგია უცნობია. ხშირად კოლოიდური პროლიფერაციული ჩიყვის განვითარების წინასწარ განმწყობი ფაქტორია იოდის დეფიციტი.

- რა პერიოდულობითა და სიხშირით ხდება კვანძის მონიტორინგი?

- კვანძების მონიტორინგის სიხშირე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: თუ კვანძოვანი წარმონაქმნები მცირე ზომისაა, თან არ ახლავს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, არ იწვევს კომპრესიას და არ ქმნის კოსმეტიკურ პრობლემებს, საკმარისია პროცესის დინამიკაზე დაკვირვება წელიწადში 1-2-ჯერ.

- რამდენი კვანძი შეიძლება გაჩნდეს ფარისებრ ჯირკვალში?

- ერთი, ორი ან მეტი. ორი და მეტი კვანძოვანი წარმონაქმნის არსებობისას ვსაუბრობთ მრავალკვანძოვან ჩიყვზე. კვანძოვანი (მრავალკვანძოვანი) ჩიყვის ცნება მოიცავს რამდენიმე მორფოლოგიურ ფორმას. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • კვანძოვანი კოლოიდური, სხვადასხვა ხარისხით არადიფერენცირებადი ჩიყვი (85-90%);
  • ფოლიკულური ადენომები (5-8%);
  • ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები (1-5%).

- რამდენად საშიშია მრავალკვანძოვანი ჩიყვი?

- როგორც ერთეული, ისე მრავლობითი კვანძის მქონე პაციენტებთან კიბოს განვითარების რისკი თანაბარია.

- რა ზომის კვანძის შემთხვევაში დაისმის ოპერაციული ჩარევის საკითხი?

- კეთილთვისებიანი კვანძის (კვანძების) ოპერაციული მკურნალობის ჩვენებებია:

  • ადგილობრივი ზეწოლის სიმპტომები;
  • დასხივების ეპიზოდი ანამნეზში;
  • კვანძის პროგრესული ზრდა;
  • უსგ-ით გამოვლენილი საეჭვო მახასიათებლები;
  • კოსმეტიკური დეფექტი.


- რა მეთოდით იკვლევენ კვანძოვან ჩიყვს?

- პირველადი დიაგნოსტიკის მეთოდია ფარისებრი ჯირკვლის პალპაცია. კვანძოვანი წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში ტარდება ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლის მეშვეობითაც ზუსტად ფასდება კვანძის ზომა და ჯირკვლის მოცულობა. 1 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე კვანძის გამოვლენისას საჭიროა ასპირაციული ბიოფსია წვრილი ნემსით და პუნქტატის ციტოლოგიური გამოკვლევა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად უნდა განისაზღვროს თირეოტროპული ჰორმონის დონე. ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიით განსაზღვრავენ კვანძოვანი წარმონაქმნის ფუნქციურ აქტიურობას („ცხელია“ იგი თუ “ცივი“). დიდი ზომის, განსაკუთრებით - მკერდუკანა, ჩიყვის დროს ტრაქეის ცდომისა და მისი კომპრესიის რისკის განსაზღვრის მიზნით ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

- საშიშია თუ არა ბიოფსია?

- არა, თუ ის ჩაატარა თირეოიდოლოგიაში დახელოვნებულმა ციტოლოგმა. მანიპულაციის შემდეგ გამორიცხული არ არის, თავი იჩინოს ლოკალური ანთების ნიშნებმა, რაც მალევე გაივლის.

- როდის ინიშნება ჰორმონოთერაპია და რა სიხშირით უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე?

- კეთილთვისებიანი კვანძების არსებობისას რუტინული ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია არ არის რეკომენდებული. თერაპია ლევოთიროქსინით ან იოდის მიღება დანამატების სახით შეიძლება მცირე ზომის კვანძოვანი ჩიყვის დროს, თუ არ დასტურდება კვანძების ფუნქციური ავტონომია. ამ დროს ჰორმონების კონტროლი აუცილებელია 3-6 თვეში ერთხელ.

- რა სითხე გროვდება კოლოიდური კვანძის არსებობისას?

- კვანძოვანი კოლოიდური, სხვადასხვა ხარისხით პროლიფერირებადი ჩიყვი არ არის სიმსივნური დაავადება. ციტოლოგიური გამოკვლევისას იგი აგებულებით არ განსხვავდება დიფუზური ეუთირეოიდული (ენდემური) ჩიყვისგან, ჰისტოლოგიური კვლევის მონაცემებით კი მას განასხვავებს კაფსულის არსებობა. მისი პათოგენეზის ძირითადი რგოლებია კოლოიდის ჭარბი დაგროვება ფოლიკულის ღრუში და თიროციტების გამრავლებისკენ მიდრეკილება, ამიტომ დიდია ალბათობა, ფარისებრ ჯირკვალში სოლიტარული წარმონაქმნების მქონე პაციენტებს ახალი კვანძები გაუჩნდეთ.

- როგორ მკურნალობენ კვანძოვან ჩიყვს?

- კვანძოვანი (მრავალკვანძოვანი) პროლიფერაციული ჩიყვის დროს აქტიური მედიკამენტური თერაპია და, მით უმეტეს, ინვაზიური ჩარევა (ოპერაცია, სკლეროთერაპია და ა.შ.) უმეტესად არ არის აუცილებელი. ქირურგიული მკურნალობა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი მნიშვნელოვნად არის გადიდებული, იწვევს კოსმეტიკურ დეფექტს ან კომპრესიულ სანდრომს. მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია თერაპია რადიაქტიური იოდით. კისტოზური კომპონენტით მიმდინარე კვანძოვანი კოლოიდური პროლიფერაციული ჩიყვის დროს ასპირაციული ბიოფსია წვრილი ნემსით შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სამკურნალო მანიპულაცია, რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება კისტის შიგთავსის ევაკუაცია.

- როგორია პროგნოზი?

- კვანძოვან კოლოიდურ ჩიყვს პათოლოგიური მნიშვნელობა უმეტესად არ აქვს, კომპრესიული სინდრომის განვითარების რისკი საკმაოდ მცირეა. იოდის დეფიციტის რეგიონებში პროგნოზი შეიძლება განისაზღვროს თირეოტოქსიკოზის განვითარებით ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომიის ჩამოყალიბების შემდეგ. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის დროს პროგნოზი მის მორფოლოგიაზეა დამოკიდებული.