ჰორმონები და ადამიანის ქცევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰორმონები და ადამიანის ქცევა

თუ წარმოვიდგენთ, რომ ორგანიზმი მოლეკულების, ატომებისა და სხვა ქიმიური ნაერთების ხმაშეწყობილი ორკესტრია, დირიჟორის როლს მასში უდავოდ შეასრულებენ ჰორმონები. სწ­ორედ ისინი წყვეტენ, ვინ “ვიოლინოა”, ვინ - “დასარტყამი ინსტრუმენტი” და ვინ შეასრულებს სოლო პარტიას, ამიტომ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ ამ იდუმალი ნივთიერებების შესახებ.

ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების მთავარი რეგულატორი ცენტრალური ნერვული სისტემაა, სადაც თავის ტვინის ქერქი ბატონობს. მეორე მნიშვნელოვანი რეგულატორია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც ბიოლოგიურად მეტად აქტიურ ნივთიერებებს - ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ჰორმონები გავლენას ახდენენ ნივთიერებათა ცვლაზე, აწესრიგებენ მას. ამ ჯირკვლების მოქმედება კი, თავის მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენას ექვემდებარება.

ფარისებრი ჯირკვალი და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე

ადამიანის ყელზე, ხორხის ორივე მხარეს, ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. იგი გამოიმუშავებს ჰორმონებს - თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებენ.

ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. მის წარმოშობას თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა. ზოგჯერ ჯირკვალი ჰორმონების გაძლიერებულ გამომუშავებას იწყებს, ზოგჯერ კი, პირიქით, ვეღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონს და ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის. შედეგად თავს იჩენს ავადმყოფური მოვლენები. როდესაც ჰორმონების გამომუშავება გაძლიერებულია, ვლაპარაკობთ თირეოტოქსიკოზზე, რაც ნიშნავს ორგანიზმის მოშხამვას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით. როდესაც ორგანიზმს ჰორმონები აკლია, საუბარია ჰიპოთირეოზზე.

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა ძლიერ აზიანებს ნერვულ სისტემას. ზიანი ადგება ფსიქიკას, იცვლება ქცევა, რაც არა მარტო ავადმყოფისთვის, არამედ გარშემო მყოფთათვისაც საზიანოა. თუ ჩიყვი მცირე ასაკში ჩამოყალიბდა, ბავშვის ზრდა-განვითარებას ხელი ეშლება, ყალიბდება გონებრივი ჩამორჩენილობა - კრეტინიზმი. თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა მოზრდილ ადამიანს დაემართა, იგი ეშვება, აპათიური ხდება, ეუფლება დეპრესია, უხალისობის მუდმივი შეგრძნება, უიმედობა, იოლად ღიზიანდება, ერღვევა ძილი. მისი გაღიზიანება და უხალისობა გარშემო მყოფებსაც გადაედებათ.

ჰიპოთირეოზის დროს ადამიანს ეუფლება ამაოების განცდა, ზოგჯერ - დანაშაულისაც, უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, აზროვნება, ხშირად გაუბედავად იქცევა ან, პირიქით, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებს. არის შემთხვევები, როცა სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრობს.

ჰიპოთირეოზით გამოწვეული დეპრესიის დროს ფსიქიკურ და ფიზიკურ უსიამოვნო შეგრძნებებს თითქოს ბოლო არ უჩანს. ყოველივე ამას შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტები, ოჯახური, სამსახურებრივი ან პირადი უსიამოვნებები, ხანგრძლივი ემოციური და ფიზიკური დაძაბულობა, ინტერესთა სფეროს შევიწროება. მოკლედ, იცვლება პიროვნება.

ტოქსიკური ჩიყვის დროს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს ჭარბად გამოიმუშავებს, ავადმყოფი აღგზნებულია, მოუსვენარი, უმიზეზოდ ნერვიულობს, ბევრს მოძრაობს, აქვს აშკარად გამოხატული ნევროზული მდგომაროება, ხდება უხეში, ტლანქი, ზოგჯერ აკვიატებული ქცევები უყალიბდება, ხშირად გაბოროტებულია, ხმამაღლა და ყვირილით გამოხატავს სათქმელს, ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას. ხშირად ასეთი ადამიანები უარს ამბობენ მკურნალობაზე, რითაც ზიანს აყენებენ საკუთარ თავს, საკუთარ ფსიქიკას, და არანაკლებ აზარალებენ ახლობლებს - გამუდმებით გაღიზიანებულნი, საკუთარ მდგომარეობას თავს ახვევენ სხვებს, რაც თავისთავად აისახება მათ ფსიქიკაზეც.

აუცილებელია, ადამიანმა, რომელსაც მოშლილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, გააცნობიეროს საკუთარი მდგომარეობა, დროულად მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს სათანადო მკურნალობა, მოიწესრიგოს ჯანმრთელობა და იფიქროს ახლობლებზეც, რომლებიც მისი ავადმყოფური ქცევის უდანაშაულო მსხვერპლნი არიან.