იოდი აუცილებელი ელემენტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იოდი აუცილებელი ელემენტი

და ამავე დროს ამ მიკროელემენტის ნაკლებობის გამო მსოფლიოში უამრავ ხალხს ჯანმრთელობა შერყეული აქვს.რისკის ზონაში იოდზეა დამოკიდებული ჰორმონული და იმუნური სისტემების გამართული მუშაობა, აზროვნება და მეხსიერება, ამიტომ რისკის ზონაში ხვდებიან გონებრივად მომუშავენი, მწეველები, მუდმივ სტრესში მყოფები, ღამით მომუშავენი, ალკოჰოლის მომხმარებლები, ორსულები და პატარა ბავშვები.

ცოტა რამ ისტორიიდან

იოდი 1811 წელს ბერნარ კურტუამ აღმოაჩინა ზღვის წყალმცენარეებში, ხოლო სახელი ამ ქიმიურ ელემენტს 1815 წელს ჟოზეფ ლუი გე-ლუსაკმა დაარქვა. არსებობს ლეგენდაც, რომლის თანახმად, იოდის აღმოჩენა ბერნარდ კურტუას კატის დამსახურებაა, რომელმაც შემთხვევით გატეხა რეაგენტებით სავსე ბოთლები - შიგთავსი ერთმანეთში აირია და იოდის იისფერი ორთქლის გამოყოფა დაიწყო.

იოდი ყველა ცოცხალ ორგანიზმშია. მცენარეებში მისი შემცველობა დამოკიდებულია ამ მიკროელემენტის ნაერთების წყალსა და ნიადაგში არსებობაზე. ზოგიერთი ზღვის წყალმცენარე, მაგალითად, ზღვის კომბოსტო ანუ ლამინარია, ფუკუსი და სხვა, 1%-მდე იოდს აგროვებს. იოდი შედის ღრუბლის ჩონჩხის ცილებსა და ზღვის ჭიებში. ცხოველებსა და ადამიანში იოდი იმ ჰორმონის შემადგენლობაშია, რომელსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს. სწორედ ეს ჰორმონები ახდენს გავლენას ორგანიზმის ზრდაზე, განვითარებასა და ნივთიერებათა ცვლაზე.

რაციონში იოდის არარსებობა ან მისი უკმარისობა, რაც ტიპურია ზოგიერთი რეგიონისთვის, სხვადასხვა დაავადებას - ენდემურ ჩიყვს, კრეტინიზმს, ჰიპოთირეოზს - იწვევს, ამიტომ იმ ადგილებში, სადაც იოდის ბუნებრივი დეფიციტია, პროფილაქტიკის მიზნით სუფრის მარილში კალიუმის იოდიდს, ნატრიუმის იოდიდს ან კალიუმის იოდატს (იოდირებული მარილი) ამატებენ.

გარდა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა, იოდის უკმარისობის დროს შეინიშნება დაღლილობა, თავის ტკივილი, უგუნებობა, ნევროზულობა და გაღიზიანება, სუსტდება მეხსიერება და ინტელექტი. დროთა განმავლობაში ვითარდება არითმია, მაღლა იწევს არტერიული წნევა, სისხლში ეცემა ჰემოგლობინის დონე.

იოდი ბუნებაში ძალზე არათანაბრადაა გაბნეული. ყველაზე დიდი რაოდენობით მას იაპონიასა და ჩილეში მოიპოვებენ, სადაც მსოფლიო მარაგის 99%-ია თავმოყრილი. იოდი ყველაზე მეტია ზღვის კომბოსტოსა და, საზოგადოდ, ზღვის პროდუქტებში. თავისუფალი სახით მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გვხვდება.

გჭირდებათ თუ არა იოდი

ამ ტესტს ძველი დროის ექიმები მიმართავდნენ, თუმცა თანამედროვე მეცნიერები ეჭვქვეშ აყენებენ მის სანდოობას. ბამბადახვეული ჩხირი დაასველეთ იოდის ნაყენში და წინამხარზე გაივლეთ სამი ხაზი (ვისაც იოდზე ალერგია აქვს, მათთვის ეს ტესტი რეკომენდებული არ არის!). პირველი ხაზი იოდის მხოლოდ ერთი წასმით გამოსახეთ, მეორე - ორი წასმით, მესამე კი სამით. ეს უკანასკნელი წინა ორზე მუქი იქნება.

თუ დილისთვის მხოლოდ პირველი ხაზი, ანუ ყველაზე თხელი ფენა გაქრა, მაშინ ორგანიზმში იოდის რაოდენობა ნორმას შეესაბამება. თუ მეორე ხაზიც გაქრა, მაშინ იოდის მარაგის შევსებაზე მოგიწევთ ფიქრი, ხოლო თუ სამივე - ჯობს, ანალიზების ჩასაბარებლად წახვიდეთ.

იოდის რაოდენობის შესავსებად ფარმაკოლოგია მრავალ პრეპარატს გვთავაზობს, იოდმინერალური კომპლექსებით დაწყებული და უშუალოდ იოდდეფიციტის სამკურნალო წამლებით დამთავრებული. ხალხში გავრცელებული აზრი, რომ წამლების ან საკვების საშუალებით იოდის მიღებას სჯობია, ყოველდღე გახსნათ იოდის რამდენიმე წვეთი წყალში ან რძეში, ანდა შაქრის ნატეხზე დააწვეთოთ და ამგვარად მიიღოთ, მცდარია, მედიცინასთან საერთო არაფერი აქვს და ისიც მითია, თითქოს დიდი ბელადი, სტალინი, სწორედ ამგვარ ნარევებს იყენებდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ იოდი მომწამვლელი ნივთიერებაა - იწვევს თირკმელების და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებას, მისი ორთქლის ჩასუნთქვისას ვითარდება თავის ტკივილი, ხველა, სურდო, ფილტვების შეშუპება, თვალის ლორწოვან გარსზე იოდის მოხვედრისას - ცრემლდენა, თვალის ტკივილი და სიწითლე, ორგანიზმში მოხვედრისას - საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება, ღებინება, ფაღარათი, ენაზე მუქი საფარი, გულის ტკივილები და პულსის აჩქარება.

მკურნალობის გარეშე მოწამვლა შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

რა ხდება საქართველოში?

დღეს მთელი საქართველო იოდდეფიციტის ენდემურ კერას წარმოადგენს. სიტყვა “ენდემია” კონკრეტული გეოგრაფიული ადგილის მოსახლეობისთვის დამახასიათებელს ნიშნავს. წინათ მიაჩნდათ, რომ ენდემური ჩიყვი (დღეს ეს დასახელება ტერმინ “იოდდეფიციტური დაავადებით” არის შეცვლილი) მხოლოდ მთაგორიანი და მდინარისპირა “ღვთისგან მივიწყებული” ადგილებისთვის იყო დამახასიათებელი. სამწუხაროდ, ენდემური ჩიყვის გეოგრაფია საქართველოში - და მთელ მსოფლიოშიც - ბევრად უფრო ფართოა. იოდის დეფიციტის მხრივ ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ჯერჯერობით საგანგაშო რჩება.

1998 წლიდან 2008 წლამდე საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა. კანადიდან (სადაც მდებარეობს იოდდეფიციტურ დაავადებათა კონტროლის ცენტრი) ჩამოვიდა რეგიონული კონტროლის ხელმძღვანელი და სიგელებითა და მადლობებით დააჯილდოვა ქართველი ექიმები. იუნისეფის პარლამენტში, თათბირზე, გამოვიდა ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ქალბატონი და თქვა, რომ ამ ეტაპზე იოდდეფიციტის პრობლემა თითქმის დაძლეულია. თუმცა შემდეგ იოდდეფიციტის დაძლევის პროგრამა შეჩერდა, რაც, იმავე ქალბატონის სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდი შეცდომაა, რომელიც უახლოეს მომავალში მრავალ სირთულეს წარმოშობს.

ამჟამად საქართველოში შემოსული მარილის დაახლოებით 80%-ში იოდი არ არის, მათ შორის - ისეთებშიც, რომლებსაც იოდის შემცველობისა და ვარგისობის დიდი ვადის გამო ხალხი ეტანებოდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა იოდდეფიციტის მხრივ უკვე დამძიმდა. ის კი არა, ზოგიერთი ტელევიზიითაც გამოვიდა და თქვა, რომ თავად საერთოდ არ იღებს იოდიან მარილს, უფრო მეტიც - ადუღებს მას იოდის გამოსაყოფად. ამას უვიცობაც აღარ ჰქვია! საქართველოში იოდდეფიციტის პრობლემის მოგვარების პირველი და ძირითადი პირობაა სახელმწიფოს ნება. უამისოდ, რაც არ უნდა გააკეთონ ცალკეულმა ადამიანებმა თუ ორგანიზაციებმა, ვერაფერს მივაღწევთ. სამოციან წლებში, როდესაც იოდდეფიციტის პრობლემა მთელ მსოფლიოში მწვავედ იდგა, ასეთ პროგრამებს, როგორც წესი, მეფეები, პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. ბრაზილიაში მას ყველაზე პოპულარული ადამიანი, პელე, ჩაუდგა სათავეში. ეს იმიტომ, რომ ყველას ესმის, რა საშიშროება მოაქვს იოდდეფიციტს.


რა საჭიროა იოდი

ნაყოფის ფარისებრი ჯირკვალი მუცლადყოფნის პერიოდიდან, დაახლოებით მესამე თვიდან, იწყებს ფუნქციობას. მანამდე მთელი დატვირთვა დედის ფარისებრ ჯირკვალზე მოდის. ვერც ერთი ორგანო და ორგანოთა სისტემა სრულყოფილად ვერ ჩამოყალიბდება, თუ არ არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სათანადო დონე.

რა არის იოდი?

იგი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემადგენელი ნაწილია. მისი დეფიციტი - ჯირკვლის ჰორმონების ნაკლოვანებას, ეს კი, თავის მხრივ, ორგანოთა განუვითარებლობას იწვევს. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა თავის ტვინი, კერძოდ, მისი ქერქი. მათ გარეშე ვერც ზრდის ჰორმონები ავლენენ თავიანთ თვისებებს. ამრიგად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის დროს პირველ რიგში გონებრივი და ფიზიკური განვითარება ფერხდება, ვითარდება კრეტინიზმი და ჯუჯობა. ეს მთელმა მსოფლიომ იცის და ამიტომაც ებრძვის იოდის დეფიციტს.

მდგომარეობა გაართულა 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფამ. სწორედ მაშინ მოხდა ყველაზე დიდი რაოდენობით რადიაქტიური იოდ-131-ის ამოფრქვევა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც საბჭოთა კავშირში იოდდეფიციტი თითქმის მთლიანად აღმოფხვრილად მიიჩნეოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ მხრივ მაშინ აღარაფერი კეთდებოდა - იოდიანი მარილი აღარ შემოდიოდა, დისპანსერები გაუქმებული იყო და მოსახლეობის პრაქტიკულად მშიერმა ფარისებრმა ჯირკვალებმა აქტიურად შთანთქა ჰაერში გამოფრქვეული რადიაქტიური იოდი...

ონკოლოგიურ დაავადებათა პიკი ამოფრქვევიდან ოცდახუთი წლის შემდეგ დგება. ჯერჯერობით საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკვეთრი, შესამჩნევი მატება არ დაფიქსირებულა. სამწუხაროდ, წინ კიდევ რამდენიმე წელია, იმედია, პრობლემებისგან ღმერთი დაგვიფარავს.

კიბო - კიბოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც იოდდეფიციტია დიდი შვება ადამიანისათვის. ზემოთ ნახსენები უმძიმესი პათოლოგიების გარდა, იოდდეფიციტი იწვევს: ახალშობილთა და ორსულთა პათოლოგიებს, მკვდრადშობადობას, თვითნებურ აბორტებს, ყრუმუნჯობას, სიელმეს... თავად ჩიყვიც ხომ იოდის დეფიციტის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

იოდის დეფიციტის დროს ბავშვი მოდუნებულია, აწუხებს საერთო სისუსტე, გონებრივი შეზღუდულობაც შეინიშნება - ბავშვი აპათიურია, ცუდად იმახსოვრებს წაკითხულს, მოსმენილს, კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, ზოგჯერ ძილიანობაც ვითარდება და სხვა. იოდის ნორმა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა. ყველაზე მეტი, 200-250 მკგ ეს ელემენტი ორსულებს სჭირდებათ. სხვათა შორის, ჰიპერიოდიზმი ანუ იოდის სიჭარბე გვერდით ეფექტებს არ იწვევს. იაპონიაში დღეში 1000 მკგ და მეტსაც იღებენ - მათი რაციონი ხომ ძირითადად ზღვის პროდუქტებისგან შედგება, მაგრამ არაფერი მოსდით.

იოდის სიჭარბე საშიშია ასაკოვანთათვის. კვანძოვანი ჩიყვის დროს იოდის მიღებამ კი შესაძლოა სპეციფიკური დაავადება - ე. წ. იოდბაზედოვი - გამოიწვიოს. საქართველოში ყველა ქალი, ვინც ოჯახის შექმნას აპირებს, უნდა გაესინჯოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებზე, იმიტომ რომ მათ შემდგომ ბევრი გართულება მოსდევთ. წინათ ასეთ გასინჯვას სკოლებში უტარებდნენ ბავშვებს.

რამდენია საჭირო?

სანამ იოდის შეცველ პრეპარატებს მიიღებდეთ ან იოდის შემცველ პროდუქტებზე გადახვიდოდეთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, ჩააბაროთ ანალიზები (საჭიროების შემთხვევაში), რათა დანამდვილებით იცოდეთ, რამდენ (მეტ თუ ნაკლებ) ჰორმონს გამოიმუშავებს თქვენი ფარისებრი ჯირკვალი. მეტობის შემთხვევაში იოდის შემცველი პრეპარატების მიღება არ შეიძლება. თუ ნაკლებობაა, აუცილებელია მიზეზის გაგება! მიზეზის გაგება მეტობის შემთხვევაშიც აუცილებელია. ხოლო თუ მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით აპირებთ იოდშემცველი პრეპარატების ან საკვების მიღებას, უნდა იცოდეთ დოზა!

მაშ ასე: იოდის დღეღამური მოთხოვნილება სხეულის მასის 1 კგ-ზე დაახლოებით 3 მკგ-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი მეტად პირობითია, რადგან ორსულობისას, ორგანიზმის ინტენსიური ზრდისა და გადაცივებისას მოთხოვნილება იზრდება.

იოდზე ორგანიზმის მოთხოვნილება განსხვავდება ასაკის მიხედვითაც: ზრდასრულ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 100-200 მკგ იოდი სჭირდება, წლამდე ასაკის პატარებს - 40-50 მკგ, 1-3 წლისებს – 70 მკგ, 4-6 წლისებს - 90 მკგ, 6-დან 12 წლამდე - 120 მკგ, 12 წელს გადაცილებული მოზარდებისთვის 150 მკგ-მდე იოდია საჭირო. მამაკაცებისთვის იოდის ოპტიმალური ოდენობა 150 მკგ-ია. ამდენივე სჭირდებათ 50 წლამდე ასაკის ქალებს. 50 წელს გადაცილებულთათვის კი 175-200 მკგ-ია აუცილებელი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გამონაკლისს წარმოადგენენ ორსულები და მეძუძური დედები - მათ დღე-ღამეში 250 მკგ იოდი უნდა მიიღონ.