დიაბეტიანთა კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიაბეტიანთა კვება

- დიაბეტით დაავადებულისთვის სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა რაციონალური კვება. არა სპეციალური დიაბეტური კვება, არამედ ჯანსაღი კვება, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. ასეთი კვება რეკომენდებულია ორივე ტიპის დიაბეტის დროს და ყველასთვის სასარგებლოა. უწინარეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, როგორია სისხლში შაქრის ნორმალური მაჩვენებელი სახელდობრ თქვენთვის. ამას მკურნალი ექიმი დაადგენს.

- რა უდევს საფუძვლად ამგვარ კვებას?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია პურის ან ნახშირწყლოვანი პირობითი ერთეულის გამოთვლა. ყველა პროდუქტი შეიძლება დაიყოს ნაწილებად, რომლებიც თანაბარი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. ერთი ასეთი ულუფა ერთი პირობითი ნახშირწყლოვანი ერთეულია და 10-12 გრამ ათვისებულ ნახშირწყალს გულისხმობს. რამდენი პირობითი ერთეულის მიღება შეიძლება ამა თუ იმ ადამიანისთვის, ამას ექიმი მისი წონის, დაავადების ფორმისა და მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით ადგენს. როდესაც ნახშირწყლების ოდენობა სწორად არის შერჩეული და ადამიანი წესის მიხედვით იკვებება, სისხლში შაქრის მაჩვენებელი მას ყოველთვის ნორმალური ექნება. კვების მეორე პირობა ის არის, რომ საკვებში აუცილებლად უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ნახშირწყლები. ზოგიერთი პაციენტი ნახშირწყლებს საერთოდ არ იღებს, რაც ასევე შეცდომაა, რადგან ამ შემთხვევაში სისხლში შაქრის დონე კიდევ უფრო იმატებს. ეს იმიტომ, რომ როდესაც საკვებში ნახშირწყლები არ არის, მათ სისხლში ღვიძლი გადაისვრის, ამასთან, გაცილებით მეტს, ვიდრე საჭიროა, ამიტომ შაქარი სისხლში უკონტროლოდ იმატებს. პაციენტებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ძნელად ასათვისებელ ნახშირწყლებს. ამ ტიპის ნახშირწყლები სისხლში ნელა ხვდება და უჯრედებიც ასწრებენ მათ ათვისებას. ამასთან, სისხლში შაქრის დონე უმნიშვნელოდ იმატებს. ნახშირწყლების ათვისება კიდევ უფრო მეტად რომ შეამციროთ, მიირთვით ბოსტნეული ყოველი ჭამის დროს - ის ადამიანს ანაყრებს და ნაწლავებს სათანადოდ მუშაობას აიძულებს, თანაც ორგანიზმიდან მავნე ნაერთებს გამოდევნის. ბოსტნეული მალე იწვევს კუჭის ავსების შეგრძნებას და ადამიანიც ნაკლებ საკვებს სჯერდება. ამის წყალობით იგი დაზღვეულია წონის მატებისგან, რაც დიაბეტიანს უდიდეს საფრთხეს უქმნის. ნახშირწყლების ნებადართული ოდენობა თანაბრად გაანაწილეთ მთელ დღეზე, რათა სისხლში შაქრის დონე მუდამ დასაშვებ დონეზე იყოს. რაც უფრო ნაკლებად მიიღებთ რაფინირებულ ნახშირწყლებს: შაქარს, ნამცხვრებს, მურაბებს, - მით უკეთესად იმუშავებს ყველა ორგანო.

- როგორ უნდა იკვებოს დიაბეტიანი, რომ წონა არ მოიმატოს?

- მეორე ტიპის დიაბეტის დროს, წონის კონტროლი რომ შეძლოთ, დღეში საშუალოდ 1500-1800 კილოკალორია უნდა მიიღოთ. ეს მიახლოებითი რიცხვია და ასაკის, სქესის, სხეულის მასის გათვალისწინებით იცვლება. კალორიების ნახევარი ორგანიზმმა ნახშიწყლების ხარჯზე უნდა მიიღოს. 1 გრამი ნახშირწყალი დაახლოებით 4 კილოკალორიაა. თუ დღეში 1600 კილოკალორია გჭირდებათ, მაშინ 800 ნახშირწყლების წილად უნდა მოდიოდეს, 800 კილოკალორია კი დღეში 200 გრამი ნახშირწყალია. გარდა ამისა, აუცილებელია ხილული და ფარული ცხიმების შეზღუდვა. წონის დაკლებისას ეცადეთ გახდეთ ნელ-ნელა. სტაბილური შედეგისთვის კვირაში 500-700 გრამის კლება საკმარისია. წონაზე გავლენას ახდენს ალკოჰოლიც, ამიტომ მისი რაოდენობაც მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.

- რომელი პროდუქტებია აკრძალული?

- შაქარი, თაფლი და ხელოვნური დამატკბობლები. მათ ნაცვლად სპეციალური შაქრის შემცვლელები უნდა გამოიყენოთ.

  • პაციენტებს შაქარზე ერთბაშად უარის თქმა უჭირთ. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია, მისი ოდენობა თანდათან შეამციროთ. ნუ შეიძენთ კანფეტებს, მით უმეტეს - ისეთებს, რომელთა ძირითადი კომპონენტი შაქარია. თუ ძალიან გინდათ, უმჯობესია შავი შოკოლადი მიირთვათ, რომელიც 70% კაკაოს შეიცავს;
  • ცომეული, ნამცხვრები;
  • სწრაფი კვების პროდუქტები.

არასასურველია საკვები, რომელიც დიდი ოდენობით შეიცავს ცხიმს: ერბო, კარაქი, მარგარინი, ქონი, ცხიმიანი თევზი, საქონლისა და ფრინველის მსუქანი ხორცი, შაშხი, ცხიმში დაკონსერვებული თევზი და ხორცი, ნაღები, საკონდიტრო ნაწარმი. არასასურველია ფარული ცხიმების შემცველი პროდუქტების მიღებაც. ასეთია, მაგალითად, მზესუმზირა, ზეთისხილი, ძეხვეული, ფენოვანი და საფუვრიანი ცომები, ნაყინი და შოკოლადი.


- რომელი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტის დროს იმ პაციენტებისთვის, რომელთაც დაავადების კომპენსირებული ფორმა აქვთ?

- შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტები:

  • პური - 200 გრამი დღეში, უპირატესად შავი ან სპეციალური დიაბეტური.
  • ბოსტნეულის სუპი, ხორცის ან თევზის ნაკლებად კონცენტრირებულ ბულიონზე მომზადებული წვნიანი, კვირაში არა უმეტეს 2-ჯერ.
  • მჭლე ხორცი, ფრინველი (დღეში 100 გრამამდე) ან მოხარშული თევზი (150 გრამამდე).
  • მარცვლეული, პარკოსნები, მაკარონის ნაწარმი შეგიძლიათ მიირთვათ ცოტა და იშვიათად. პარალელურად იმ დღეებში უნდა შეამციროთ პურის ოდენობა. მარცვლეულიდან ყველაზე უსაფრთხოა წიწიბურა, ბრინჯი და შვრია. მანანის ბურღული სასურველია რაციონიდან ამოიღოთ.
  • ბოსტნეული და მწვანილი. კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო რეკომენდებულია მიიღოთ დღეში არა უმეტეს 200 გრამისა; დანარჩენი ბოსტნეული - კომბოსტო, სალათა, თალგამი, ბოლოკი, კიტრი, ყაბაყი, პომიდორი, ასევე მწვანილიც შეგიძლიათ პრაქტიკულად შეუზღუდავი ოდენობით მიირთვათ უმად.
  • კვერცხი - დღეში 2 ცალზე მეტი არ შეიძლება.
  • ხილი და კენკრა: ვაშლი (მჟავე ჯიშისა), გრეიპფრუტი, ფორთოხალი, ლიმონი, წითელი მოცხარი 200-300 გრამი დღეში.
  • რძე - ექიმის რეკომენდაციით; რძემჟავა პროდუქტები (კეფირი, მაწონი, უტკბო იოგურტი) 1-2 ჭიქა დღეში; ყველი, არაჟანი - იშვიათად და მცირე რაოდენობით.
  • რაც შეეხება ხაჭოს, შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია დღეში 200 გრამამდე უცხიმო ხაჭოს მიღება ნატურალური სახით.
  • სასმელებიდან ნებადართულია მწვანე და შავი ჩაი. შეიძლება არც ისე მაგარი ყავა, პომიდვრის წვენი, მჟავე ხილისა და კენკრის წვენები.

- როგორი უნდა იყოს კვების რეჟიმი?

- დიაბეტიანმა პაციენტმა უნდა მიირთვას სულ ცოტა 4-ჯერ, უმჯობესია 5-6-ჯერ, სასურველია, ერთსა და იმავე დროს. საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით. უნდა ეცადოს, მაქსიმალურად გაამრავალფეროვნოს რაციონი, რადგან დიაბეტის დროს ნებადართული პროდუქტების ჩამონათვალი არცთუ ისე მცირეა.

  • ეცადეთ მიირთვათ რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული ყოველი ჭამის დროს. თანაბრად გაანაწილეთ ნახშირწყლები დღის განმავლობაში.
  • ითვალეთ პურის ერთეულები და რეგულარულად გაიზომეთ სისხლში შაქრის დონე.

უპირატესობა მიანიჭეთ ნელა ასათვისებელ ნახშირწყლებს, უჯრედისით მდიდარ პროდუქტს.

  • თუ წონა მოიმატეთ, ორჯერ შეამცირეთ საკვებში ცხიმის რაოდენობა.
  • მიირთვით ცილებით და ვიტამინებით მდიდარი საკვები.
  • შეზღუდეთ მიღებული სუფრის მარილის რაოდენობა - ასე თქვენ ერთდროულად რამდენიმე კურდღელს დაიჭერთ: წონაში კლების პროცესი სწრაფად წარიმართება, დაქვეითდება არტერიული წნევა.

წარმოვიდგინოთ, რომ ერთ თეფშზე აწყვია საკვები, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში, საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მიირთმევთ. იგი ასე უნდა გამოიყურებოდეს: 50% - ბოსტნეული, 25% - ნახშირწყლოვანი საკვები და 25% - ცილოვანი საკვები. რა სახით მიიღებთ მათ, ეს უკვე თქვენი გემოვნების საქმეა, უბრალოდ ეცადეთ, თანაფარდობა არ დაარღვიოთ. დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ ერთია ზოგადი რეკომენდაციები და მეორე - მკურნალი ექიმის დანიშნულება. შესაძლოა მოხდეს ისე, რომ მკურნალი ექიმის რეკომენდაცია არ ემთხვეოდეს, სცდებოდეს კვების ზოგად პრინციპებს. ეს არაფერს ნიშნავს, რადგან თქვენმა ექიმმა, რომელიც იცნობს თქვენს მდგომარეობას, უკეთ იცის, რა გეჭმევათ მოცემულ მომენტში და რა - არა. ასეთ დროს ყური უგდეთ მხოლოდ მის რჩევებს. რეგულარულად აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე, რადგან მხოლოდ ასე დაადგენთ, რამდენად სწორად არის შერჩეული წამლები და რამდენად სწორად იკვებებით.