რას მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის ლაბორატორიული გამოკვლევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას მოიცავს ფარისებრი ჯირკვლის ლაბორატორიული გამოკვლევა

როგორ მოვემზადოთ სათანადოდ კვლე­ვისთვის?

  • 1 წლამდე ასაკის ბავშვებს ტესტირებამდე 30-40 წუთით ადრე არ უნდა მიეცეს საკვები.
  • ტესტირებამდე 2-3 საათით ადრე არ ჭამოთ, შეგიძლიათ სუფთა წყალი დალიოთ.
  • მოერიდეთ (ექიმთან შეთანხმებით) ესტროგენებისა და ანდროგენების მიღებას ტესტირებამდე 48 საათით ადრე.
  • ტესტირებამდე 72 საათით ადრე მოერიდეთ (ექიმთან შეთანხმებით) ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისა და იოდის პრეპარატების მიღებას.
  • ტესტირებამდე 24 საათით ადრე მოერიდეთ (ექიმთან შეთანხმებით) მედიკამენტების მიღებას.
  • ტესტირებამდე 24 საათით ადრე მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ სტრესს.
  • არ მოწიოთ ტესტირებამდე 3 საათით ადრე.

ზოგადი ინფორმაცია კვლევის შესახებ

ფარისებრი ჯირკვალი ყველაზე დიდი ენდოკრინული ჯირკვალია ადამიანის ორგანიზმში. ის გამოიმუშავებს სპეციფიკურ ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესს. ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობისა და მისი ფუნქციის შეფასების კვლევა საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ მთელი რიგი დაავადებები. ეს მოიცავს დაავადებებს, რომლებსაც თან ახლავს ჯირკვლის ჰიპო- ან ჰიპერფუნქცია, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნური პროცესები და აუტოიმუნური დაავადებები.

ფარისებრი ჯირკვლის ძირითად ჰორმონებს მიეკუთვნება თირეოიდული ჰორმონები: ტრიიოდთირონინი (T3) და თიროქსინი (T4). მათ სინთეზს „უკუკავშირის სისტემით“ აკონტროლებს ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონი (TSH). ამასთან იზრდება ფარისებრ ჯირკვალში ფოლიკულების ზომა და რაოდენობა.

ჯირკვლის უჯრედებში ორივე ჰორმონი (T3 და T4) დაკავშირებულია ცილოვან თირეოგლობულინთან და არააქტიურია. მოცირკულირე სისხლში ისინი შეიძლება იყვნენ როგორც შეკავშირებულნი, ასევე თავისუფალ მდგომარეობაში.

ტრიიოდთირონინი და თიროქსინი მონაწილეობენ ცილების სინთეზის, ლიპოლიზის, ბიოლოგიური დაჟანგვის პროცესებში, ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოხმარების გაზრდაში, ასტიმულირებს გლუკონეოგენეზს და გლიკოგენოლიზს (რაც იწვევს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატებას), ნაწლავის მოტორულ ფუნქციას, აძლიერებს კატაბოლიზმს და ქოლესტერინის გამოყოფას ნაღველთან ერთად, აძლიერებს ქსოვილების განვითარების დიფერენცირებას (ძვლოვანი და ნერვული) და რიგ სხვა ფუნქციებს.

სისხლში მოცირკულირე ტრიიოდთირონინის უმეტესობა დაკავშირებულია თიროქსინ-დამკავშირებელ გლობულინთან, თიროქსინ-დამკავშირებელ პრეალბუმინთან და პლაზმის ალბუმინთან.

ჰორმონის თავისუფალი, ბიოლოგიურად აქტიური ფრაქცია 1%-ზე ნაკლებია და ურთიერთქმედებს ქსოვილებთან და სამიზნე ორგანოებთან.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად მთავარი დიაგნოსტიკური პარამეტრია თიროქსინის დონის განსაზღვრა. ჰორმონის დაახლოებით 0,02-0,05% ცირკულირებს სისხლში ცილებთან შეუკავშირებელ მდგომარეობაში და განსაზღვრავს მის ბიოლოგიურ აქტივობას. უფრო ხშირად რეკომენდებულია საერთო და თავისუფალი თიროქსინის შემცველობის შეფასება TSH კონცენტრაციის კვლევასთან ერთად.

ამ მაჩვენებლების დონის შესწავლას დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ჰიპერ- და ჰიპოთირეოზის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს და მკურნალობის მონიტორინგის, ჰიპოფიზის სიმსივნეების, ორსულ ქალებს შორის და უნაყოფობის მიზეზების ძიებისას.

ფარისებრი ჯირკვლის ძირითადი დაავადებებია დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი (გრეივსის დაავადება), ტოქსიკური ადენომა, ტოქსიკური კვანძოვანი ჩიყვი, თირეოიდიტის სხვადასხვა ფორმა, ჰაშიმოტოს აუტოიმუნური თირეოიდიტი, ფარისებრი ჯირკვლის კიბო და ა.შ.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების, მათ შორის, აუტოიმუნური დაავადებების დიაგნოსტიკაში დამატებითი დიაგნოსტიკური პარამეტრებია ანტისხეულების განსაზღვრა. ორგანოს ყველაზე სპეციფიკური ანტიგენები, რომლებზეც ანტისხეულებია მიმართული, მოიცავს თირეოგლობულინს (TG), ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას (TPO) და ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორებს (TSH).

TG-ს მიმართ ანტისხეულები მატულობს სისხლში თირეოგლობულინის მატებასთან ერთად, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს თირეოციტების (ფარისებრი ჯირკვლის უჯრედები) განადგურებას ფარისებრი ჯირკვლის არასპეციფიკური და სპეციფიკური დაავადებების შედეგად. ის უვლინდება ჰაშიმოტოს ქრონიკული თირეოიდიტის, ჰიპოთირეოზის, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის მქონე პაციენტებსა და სხვა აუტოიმუნური პათოლოგიების მქონე პაციენტთა მცირე რაოდენობას, მათ შორის, პერნიციოზული ანემიით.

ანტისხეულების დონე შეიძლება გაიზარდოს ჯანმრთელ ადამიანებსა და ხანდაზმულ ქალებს შორის.

ფერმენტი, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზა/TPO, არის თიროციტების მიკროსომური ფრაქციის მთავარი კომპონენტი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფორმირებაში. ის მონაწილეობს იოდის აქტიური ფორმის ფორმირებაში, რომლის გარეშეც შეუძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (T3 და T4) ბიოქიმიური სინთეზი.

TPO-ს ანტისხეულები გვხვდება ჰაშიმოტოს თირეოიდიტის შემთხვევათა 90-100%-ში და აქვს დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის, ახალშობილთა ჰიპერთირეოზის, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის, მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის, ეუთიროიდული ჩიყვის დროს.

ანტი-TPO დონე ხშირად მატულობს ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებებისას, როგორიცაა იდიოპათიური ჰიპოთირეოზი, ადენომა და კიბო, ამას გარდა ყველა ტიპის აუტოიმუნური დაავადების, მათ შორის, რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას, ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის, თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნური უკმარისობის და პერნიციოზული ანემიისას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანტისხეულები შეიძლება გამოვლინდეს ჯანმრთელი მამაკაცებისა და ქალების 5%-ს შორის.

TSH რეცეპტორების ანტისხეულები (ანტი-rTTG) არის აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომლებიც ურთიერთქმედებენ ფარისებრი ჯირკვლის TSH რეცეპტორებთან. ისინი იყოფა მასტიმულირებელ და მაბლოკირებელ ანტისხეულებად.

მასტიმულირებელი ანტი-rTTG მნიშვნელოვნად აძლიერებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, რაც იწვევს დიფუზურ ჩიყვს და ჰიპერთირეოზის განვითარებას.

ანტი-rTTG ბლოკატორები აფერხებენ TSH-ის მოქმედებას და იწვევენ ფარისებრი ჯირკვლის ატროფიას და ჰიპოთირეოზის განვითარებას. მათი განსაზღვრა მნიშვნელოვანია დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის დიაგნოსტიკაში. დაავადების საწყის სტადიაზე ის ამ პათოლოგიის მქონე პაციენტების 85-100%-ს უვლინდება.

ასევე რეკომენდებულია rTTG ანტისხეულების განსაზღვრა ეუთირეოიდული ჩიყვის, მწვავე და ქვემწვავე თირეოიდიტის, მათ შორის აუტოიმუნური თირეოიდიტის, ახალშობილთა ჰიპერთირეოზის და თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის შემთხვევაში. მათი დონე შეიძლება გაიზარდოს ვირუსული ინფექციის დროს და შემცირდეს თირეოტოქსიკური პრეპარატების მიღებისას.

რისთვის ტარდება კვლევა?

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის, რომელსაც თან ახლავს ჰიპო- და ჰიპერთირეოზის სიმპტომები, ასევე უსიმპტომო შემთხვევებში;
  • დიფუზური ტოქსიკური ჩიყვის (გრეივის დაავადება), ტოქსიკური ადენომის, ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვის, თირეოიდიტის სხვადასხვა ფორმის, ჰაშიმოტოს აუტოიმუნური თირეოიდიტის, ახალშობილთა ჰიპერთირეოზის, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის, მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის, ეუთირეოიდული ჩიყვის, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნის დიაგნოსტიკისთვის და ა.შ.
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისთვის;
  • ჰიპოფიზის ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის;
  • პათოგენეტიკური თერაპიის დანიშვნისა და მკურნალობის შეფასებისთვის.

როდის ინიშნება კვლევა?

  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების კლინიკური გამოვლინების, ჰიპო- და ჰიპერთირეოზის სიმპტომების დროს;
  • თუ ეჭვი გაქვთ ფარისებრი ჯირკვლისა და ჰიპოფიზის დაავადებებზე;
  • თუ ეჭვი გაქვთ აუტოიმუნურ დაავადებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ფარისებრ ჯირკვალზე;
  • პროფილაქტიკური გამოკვლევის ნაწილი სხვა ლაბორატორიულ ტესტებთან ერთად;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების თერაპიის მონიტორინგისას;
  • ორსულობის დროს ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ მიდრეკილება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისადმი ან უკვე დადგენილი აქვთ;
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე დედებისგან დაბადებული ბავშვების სიცოცხლის პირველ დღეებში;
  • ორსულობის პათოლოგიების დროს, ქალების უნაყოფობის მიზეზების ძიების შემთხვევაში.

რამ შეიძლება იქონიოს გავლენა შედეგზე?

  • ასაკი;
  • სქესი;
  • ორსულობა;
  • თანმხლები დაავადებების არსებობა;
  • სისხლის შრატში სხვა აუტოანტისხეულების არსებობა;
  • მედიკამენტების, მათ შორის, თირეოტოქსიკური პრეპარატების მიღება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოზი კომპლექსურია. მიღებული შედეგები უნდა განიხილებოდეს დაავადების კლინიკურ სურათთან, სხვა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების მონაცემებთან.