რას ნიშნავს ცხოვრება შაქრიან დიაბეტთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ნიშნავს ცხოვრება შაქრიან დიაბეტთან ერთად

ამ წესით შესაძლებელია დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება და ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესება.

ცხოვრების წესი შაქრიანი დიაბეტის დროს მოიცავს: სწორ კვებას, რაციონალურ ფიზიკურ დატვირთვას და მავნე ჩვევების უკუგდებას.

სწორი კვება შაქრიანი დიაბეტის დროს

შაქრიანი დიაბეტის დროს მთავარი ამოცანაა ნივთიერებათა ცვლის მოშლის ფონზე ორგანიზმის დახმარება, ფუნქციადარღვეული ორგანოების მაქსიმალურად ხელშეწყობა. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს მკურნალობა სწორედ კვების სტერეოტიპის (ხასიათის) ნორმალიზაციით იწყება.

  • კვება უნდა იყოს ხშირი და ზომიერი ულუფებით.მოიცავდეს სამ ძირითად და ორ შუალედურ მიღებას. საკვების როგორც ძირითადი, ასევე შუალედური მიღება უნდა ხორციელდებოდეს ერთსა და იმავე დროს. რაც მთავარია, უნდა შეესაბამებოდეს ფიზიკურ დატვირთვასა და ყოველდღიურ აქტივობას, შაქრის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღებას;
  • შერჩეული საკვები რაციონის კალორიულობა ხელს უნდა უწყობდეს იდეალური წონის მიღწევას (საკვები რაციონი დაბალკალორიული უნდა იყოს);
  • უნდა შეიზღუდოს სპირტიანი სასმელების მიღება. ისინი, გარდა იმისა, რომ დამატებითი კალორიების წყაროა (განსაკუთრებით ჭარბწონიანებთან), ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის პროვოცირებას ახდენს (სისხლში გლუკოზის დონეს მკვეთრად აქვეითებს);
  • საკვები რაციონის შემადგენლობა დაბალანსებული უნდა იყოს. ცხიმებისა და ადვილად შესათვისებელი ნახშირწყლების (შაქარი, თაფლი, ჯემები, შოკოლადი, კანფეტები, ნამცხვრები და სხვა) მოცულობა მინიმუმამდე შემცირებული;
  • ჭარბწონიანმა პაციენტებმა უნდა შეზღუდონ ცხოველური წარმოშობის ცხიმების მიღება და მაქსიმალურად აკონტროლონ საკვების კალორიულობა;
  • საკვები რაციონი უნდა გამდიდრდეს უჯრედისის შემცველი პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით (400 გრამზე ნაკლები ყოველდღიურად დღეღამეში, გარდა ნესვის, მსხლის, ყურძნის, ბანანისა და ჩირისა), ქატოთი და მარცვლეულით.

გახსოვდეთ, რაციონალური კვება ავსებს ორგანიზმს ჯანმრთელობისათვის საჭირო ნივთიერებებით, განამტკიცებს იმუნურ სისტემას, აფერხებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას, ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ზრდასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას. შესაბამისად, სწორი კვება მთავარი და განუყოფელი კომპონენტია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობაში.

საკვები რაციონის სწორად შერჩევითა და საკვების რეგულარულად მიღებით (4-5-ჯერ დღეში) შაქრიანი დიებეტის დროს ორგანიზმის მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება.

ფიზიკური დატვირთვა შაქრიანი დიაბეტის დროს

შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებისა და მოსალოდნელ გართულებათა ასარიდებად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მეტად ეფექტური საშუალებაა.

სამკურნალო ფიზკულტურა:

  • აუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას;
  • ხელს უწყობს წონის დაქვეითებას;
  • არეგულირებს ნივთიერებათა ცვლასა და არტერიულ წნევას;
  • აწრთობს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
  • აუმჯობესებს ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებს (ქოლესტერინსა და სხვას);
  • აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში;
  • ზრდის უჯრედების ინსულინისადმი მგრძნობელობას.

რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია. ფიზიკური ვარჯიშის იდეალური პროგრამის შემუშავება საფუძვლიანი გამოკვლევით მიღებული შედეგების ანალიზისა და ზოგადი მდგომარეობის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ ხდება.

ფიზიკური დატვირთვის ტიპის შერჩევა-განსაზღვრისას აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სპორტული მომზადების გათვალისწინება. ყველაზე უსაფრთხოა ფიზიკური დატვირთვის 10 წუთიანი სიარულითა და მარტივი, სიამოვნებისმომგვრელი ვარჯიშებით დაწყება.

ვარჯიშების შესრულებისას ღრმად ისუნთქეთ. შეარჩიეთ ისეთი ვარჯიშები, რომლებშიც მთელი სხეული მონაწილეობს. სიარულისას მაქსიმალურად ამოძრავეთ ხელები და სხეულის ზედა ნაწილი.

მკურნალ ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ შეასრულოთ უწყვეტი რიტმული ვარჯიშებიც (აერობიკა), რომლებიც გულისცემის თქვენთვის დაშვებული მაქსიმალური მაჩვენებლის მხოლოდ 70-80%-მდე გაზრდას გამოიწვევს, თანაც მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ.

გულის შეკუმშვათა ოპტიმალურ სიხშირეს ექიმები – ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი ერთად შეგირჩევენ თქვენი ასაკისა და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით. ფიზიკური დატვირთვა ეტაპობრივად უნდა დაქვეითდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის ნორმალიზაციამდე.

ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე აუცილებელია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა. თუ შაქრის დონე სისხლში 3,5-8,0 მმოლი/ლ-ია და თქვენ ინსულინი შეიყვანეთ, ვარჯიშამდე უნდა წაიხემსოთ.

თუ შაქრის დონე 15 მმოლი/ლ-ია სისხლში, ფიზიკური აქტივობის დაწყება არარეკომენდებულია. ვარჯიში საკვების მიღებიდან 1-2 საათში დაიწყეთ, რათა საკვების მიღება და ფიზიკური დატვირთვა დაბალანსდეს.

შეძლებისდაგვარად ივარჯიშეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.

გაითვალისწინეთ!

ფიზიკური აქტივობის რეგულარული განრიგის დარღვევის შემთხვევაში საჭირო ხდება საკვებისა და მედიკამენტების მიღების სპეციალური გეგმის შემუშავება.