როდის ტარდება ჰორმონული გამოკვლევა და რა უნდა გაითვალისწინოს ანალიზის აღებამდე პაციენტმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის ტარდება ჰორმონული გამოკვლევა და რა უნდა გაითვალისწინოს ანალიზის აღებამდე პაციენტმა

- ბატონო სულხან, როდის ტარდება ჰორმონული გამოკვლევა?

- ჰორმონული გამოკვლევა ტარდება მაშინ, როდესაც ექიმი ეჭვობს ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა შტოს - ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო ჯირკვლების, ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის პრობლემებს.

- რა მასალას იკვლევენ ჰორმონებზე?

- უმთავრესად - სისხლის შრატსა და შარდს. საზღვარგარეთ ამ მიზნით ნერწყვის გამოკვლევაც ტარდება. ეს მეთოდი უფრო მარტივია, მაგრამ საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენთან ჯერჯერობით არ დანერგილა.

- როდის ხდება ანალიზისთვის სისხლის აღება? ხომ არ სჭირდება პაციენტს საგანგებო მომზადება? რამე რეკომენდაციები ხომ არ ეძლევა მას ანალიზის ჩაბარების წინ?

- ზოგიერთი ანალიზისთვის არავითარი მომზადება არ არის საჭირო, არც იმას აქვს მნიშვნელობა, პაციენტი ნაჭამია თუ მშიერი, ზოგ შემთხვევაში კი მომზადება აუცილებელია. მაგალითად, როდესაც ქალის სასქესო ჰორმონებს ვიკვლევთ, უნდა დაველოდოთ ციკლის განსაზღვრულ დღეს. ჰორმონების უმრავლესობას ციკლური რიტმი ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში მათი ოდენობა მთელი დღე-ღამის განმავლობაში იცვლება. ასეთი ჰორმონების კვლევისას სისხლი დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთში - დილით ან ღამით - უნდა იქნეს აღებული.

ასევე, თუ ტესტი რომელიმე პათოლოგიის გამოსავლენად ტარდება, შესაძლოა, პაციენტს სპეციალური მომზადება დასჭირდეს. მაგალითად, თუ ეჭვი გვაქვს გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევაზე, პაციენტმა განსაზღვრული ხნის განმავლობაში არ უნდა მიიღოს საკვები, ხოლო გამოკვლევის დღეს, დილით, უნდა დალიოს 75-80 გრამი გლუკოზის შემცველი 300 მლ სითხე და სხვა.

თუ პაციენტი იღებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს, ვაფრთხილებთ, რომ გამოკვლევის ჩატარებამდე 24-48 საათის განმავლობაში წამალი არ მიიღოს. ზოგიერთი ანალიზის ჩატარებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლური ნივთიერების მიღება - შესაძლოა, ტესტმა ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგი მოგვცეს. ყოველი ცალკეული კვლევისას საჭიროა ენდოკრინოლოგის რჩევების გათვალისწინება და მათი ზედმიწევნით დაცვა.

წაიკითხეთ სრულად