შეუძლია თუ არა ენდოკრინულ პრობლემებს, გამოიწვიოს გულის ფრიალი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეუძლია თუ არა ენდოკრინულ პრობლემებს, გამოიწვიოს გულის ფრიალი?

- ქალბატონო ლია, თქვენი, ექიმი ენდოკრინოლოგის, პრაქტიკაში როდის უჩივიან პაციენტები გახშირებულ გულისცემას ან გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი სუბიექტური სიმპტომია, რომელსაც შესაძლოა უჩიოდეს როგორც სავსებით ჯანმრთელი ადამიანი, ისე ავადმყოფიც. იმ დაავადებათა სია, რომლებსაც გულის ფრიალი ახლავს თან, საკმაოდ ვრცელია.ენდოკრინოლოგიური კუთხით, ეს სიმპტომი შესაძლოა შეინიშნებოდეს ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიის დროს, კლიმაქტერიულ და მენსტრუაციამდელ პერიოდში, მოზარდ ასაკში, შაქრიანი დიაბეტის დროს და სხვა.

გულისცემის გახშირებას და გულის ფრიალს თითქმის ყოველთვის ახლავს თან სხვა არასასიამოვნო სიმპტომებიც: თავბრუხვევა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, გულის რევა, ღებინება, გულის წასვლა.

- ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის რომელი პათოლოგიების დროს შეინიშნება გულის ფრიალი?

- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გაძლიერება თან ახლავს თირეოტოქსიკოზს.

მსუბუქი თირეოტოქსიკოზის დროს გულისცემის სიხშირე წუთში 100-ს შეადგენს, ხოლო საშუალო სიმძიმის ფორმების დროს - დაახლოებით 120-ს. უკანასკნელ შემთხვევაში აღინიშნება რეგულარული ტაქიკარდია.

თირეოტოქსიკოზის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ჭარბად ხვდება სისხლში და ძლიერდება მათი ნორმალური ეფექტი - რამდენიმეჯერ იმატებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა.

თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გახშირება ახასიათებს ფეოქრომოციტომას. მას თან ახლავს ორთოსტატიკური ტაქიკარდია: გულისცემის სიხშირე წუთში 20 დარტყმით და მეტით იმატებს სხეულის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას.

- შაქრიანი დიაბეტის დროს რა იწვევს გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი და, საზოგადოდ, გულის რიტმის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც თავად დიაბეტით, ისე მისი თანმხლები დაავადებებითაც. ამ დარღვევების ხასიათიც სხვადასხვაა.

ახალგაზრდებთან შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას გულის ფრიალი ხშირად დიაბეტური ავტონომიური ნეიროპათიითაა განპირობებული. ეს არის დიაბეტის გართულება, რომლის დროსაც სისხლში შაქრის ხანგრძლივი მომატების შედეგად ზიანდება გულის სისხლძარღვები და ნერვები. სწორედ ამ ნერვების დაზიანებას უკავშირდება გულის რიტმის დარღვევა, რომელიც სინუსური ტაქიკარდიით მჟღავნდება. მოსვენების დროსაც კი გულისცემის სიხშირე წუთში 90-100-ს, ზოგჯერ 130-საც კი აღწევს.

ეს მდგომარეობა მოითხოვს სპეციალურ კვლევას ფუნქციური სინჯებით გულის ნერვული რეგულაციის შესაფასებლად.

შაქრიანი დიაბეტის დროს გულის ფრიალის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს დიაბეტური მიოკარდიოდისტროფია. ის განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რომელსაც, თავის მხრივ, ინსულინის დეფიციტი და უჯრედის მემბრანიდან გულის კუნთის უჯრედებში გლუკოზის მიწოდების მოშლა განაპირობებს.

- როგორ იმართება ეს მდგომარეობა?

- გულის ფრიალისა და გულისცემის გაძლიერების მკურნალობა იმ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ამგვარი მდგომარეობა გამოიწვია.

გულის ფრიალის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი მათგანია მედიკამენტური თერაპია, რომელიც ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის მიხედვით ირჩევა. მეორეა მცენარეული საშუალებებით მკურნალობა. ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც გულის ფრიალი გამოწვეულია სტრესით, უძილობით ან ნერვული გადაძაბვით. ამ დროს კარგია კატაბალახას, კვლიავის, შავბალახას ან ფენხელის თესლის ნაყენი.

გულის ფრიალისთვის თავის დაღწევის საუკეთესო გზა კი სტრესისთვის თავის არიდება და ცხოვრების ჯანსაღი წესია.

წაიკითხეთ სრულად