/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

ცხოვრება გაგანიერებული ვენებით

ცხოვრება გაგანიერებული ვენებით
ვენების ქრონიკული დაავადების დროს ყოველდღიური ცხოვრების წესის, დასვენებისა და შრომის სწორი ორგანიზაცია უშუალო გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობაზე,

ამიტომ ყოველმა პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ იშრომოს და დაისვენოს, რათა ვენური სისხლის მიმოქცევის სასურველი დონე, ინტენსივობა და ხარისხი შეინარჩუნოს.

დიეტა ვენების დაავადების დროს

დიეტა ცხოველური ცხიმისა და რაფინირებული ნახშირწყლების შეზღუდვას გულისხმობს. ამავე დროს, რაციონში უხვად უნდა იყოს ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, საზოგადოდ, მცენარეული ბოჭკოთი და უჯრედისით მდიდარი საკვები.

სასარგებლოა:

  • ახალი ხილი, ბოსტნეული, კენკრა (მათ შორის - შავი მოცხარი), ციტრუსი, წითელი წიწაკა, კომბოსტო - თეთრი, ყვავილოვანი, ბროკოლი, ასევე - საქონლის ღვიძლი, კარტოფილი, შავი პური, ბრინჯი, წიწიბურა, ბარდა, სოკო, ნიორი, ხახვი, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, მწვანე ჩაი, ახალგამოწურული წვენები.

მავნეა:

  • თეთრი პური, ცომეული, ლორი და შაშხი, მწნილები და მარინადები, მაგარი სასმელები, ჩაი და ყავა, შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი ხორცი და ყველი.

ტემპერატურული რეჟიმი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადებულთათვის არახელსაყრელია მაღალი ტემპერატურა, ამიტომ თავი არიდეთ საცხობს, ცხელ საამქროს, ქარხანას, ორთქლის აბანოს, საუნას, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.

ორთქლისა და ჩვეულებრივ აბანოებში ცხელი ორთქლი მაღალ ტენიანობასთან ერთად იწვევს ძლიერ ვაზოდილატაციას - სისხლძარღვების გაფართოებას, იზრდება არტერიული სისხლის მიდენა კიდურებში და მკვეთრად უარესდება ვენური გადინების ხარისხი. ამგვარმა ზემოქმედებამ, თუნდაც ხანმოკლემ, უკვე არსებული დაზიანების პირობებში შესაძლოა ძლიერ დაამძიმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ. უკვე 11 წელია მაწუხებს ელეტრო მაგნიტური ტალღებზე მგრძნობელობა.მობილური ტელეფონიდან,კომპიუტერიდან პლანშეტიდან უსადენო ყურსამენებიდან.თავიდან არ მქონდა ეს მგრძნობელობა დამეწყო კომპიტერთან 11 საათაინი ჯდომისას 5 თვის თავზე. გულის არეში ძლიერი წვით,თავის არეში ძლიერი მოჭერითი ტკვილი და ძილისკენ მიდრეკილება.სიმხურვალის შეგრძნება და ოფლიანობა.ყოველ წელს მიმძიმდება შეგრძნება.უკვე გადავედი თავის ტვის მკვებავ მედიკამეტებზე. ეს დაავადება ინკურნება?ძლიერი მგრძნობელობა გამოსხივების მიმართ?</p>

საზიანოა მზისგულზე დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებით - შუადღისას. რეკომენდებულია დასვენება ისეთ კურორტებზე, სადაც კლიმატი ზომიერია. ზღვაზე დასვენებისას ერიდეთ გარუჯვას, მეტი დრო გაატარეთ ჩრდილში და ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი იცუროთ.

თუ პაციენტს არ შეუძლია შრომისა და ცხოვრების პირობების შეცვლა, რეგულარულად უნდა მიიღოს ფეხების ცივი აბაზანა, გადაივლოს ცივი შხაპი, დაიწყოს ცივი საფენები - ეს შეამცირებს ვაზოდილატაციურ ეფექტს.

კომპრესული თერაპია

კომპრესული თერაპია ხორციელდება სამედიცინო ელასტიკური ბანდითა და კომპრესიული ტრიკოტაჟით. კომპრესიულ ტრიკოტაჟს ვარიკოზული დაავადების თავიდან აცილების მიზნითაც იყენებენ რისკჯგუფის პირები:

ორსულები, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესის მიმდევარნი, მჯდომარე და მდგომარე პროფესიის მქონენი.

გახსოვდეთ: არ შეიძლება ასეთი ტრიკოტაჟის გამოყენება ქვედა კიდურების არტერიების ქრონიკული დაავადების დროს.

ელასტიკური ბანდი

ქრონიკული ვენური უკმარისობისა და ვარიკოზული დაავადების დროს სამკურნალო ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ისეთი ელასტიკური ბანდის გამოყენება, რომელიც იწვევს მაღალ მუშა და დაბალ მოსვენების წნევას. ამ მოთხოვნებს კი მოკლე და საშუალო წელვადობის ბანდები აკმაყოფილებს. ხარისხიან ელასტიკურ ბანდს უნდა ჰქონდეს სიგრძე არანაკლებ 2,5-3 მ-ისა, ხოლო სიგანე - 8-10 სმ, შეიცავდეს ბამბას არანაკლებ 50%-ისა და ისე იწელებოდეს, რომ სიგანეს არ იცვლიდეს.

კომპრესიული შეხვევა ტარდება დილით, ადგომამდე. პაციენტმა დაზიანებული კიდური 10-15 წუთით უნდა ასწიოს 45-გრადუსიანი კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიდოს ნახვევი. შეხვევა თითებიდან იწყება და ყოველი მომდევნო ტური ფარავს წინას 2/3-ს. ნახვევი ფუნქციობს მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი დგას ან ზის და დაზიანებულ კიდურში სისხლის მიდენა ძლიერდება. გაითვალისწინეთ:

  • თუ ნახვევი სწორად არის დადებული, მოხსნის შემდეგ არ უნდა შეგაწუხოთ უსიამოვნო შეგრძნებებმა, შეშუპებამ.
  • ხარისხიანი ბანდი, რეცხვისა და სტერილიცაზიის მიუხედავად, დიდხანს ინარჩუნებს კომპრესიულ თვისებებს.
  • ის ისეა მოქსოვილი, რომ ატარებს ჰაერს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ხელს არ უშლის ჭრილობის შეხორცებას.

კომპრესიული ტრიკოტაჟი

ბოლო ხანს პაციენტები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ელასტიკურ წინდებსა და გეტრებს. კოსმეტიკური, ესთეტიკური და ელასტიკური თვისებებით ისინი არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ელასტიკურ ბანდს.

ელასტიკური კომპრესია აქრობს დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, ამცირებს შეშუპებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ყოველივე ეს კი აფერხებს თრომბების წარმოქმნას.

ელასტიკური ტრიკოტაჟი განსაკუთრებით სჭირდებათ მდგომარე პროფესიათა წარმომადგენლებს: გამყიდველებს, სტილისტებს, ოფიციანტებს, მასწავლებლებს. მისი ტარება აუცილებელია ხანგრძლივი მგზავრობის, შორეული ლაშქრობებისა და ექსკურსიების დროსაც.

თუ ელასტიკური ტრიკოტაჟის ტარებას გადაწყვეტთ, უმჯობესია, ისინი ექიმის ან აფთიაქის კვალიფიციური თანამშრომლის დახმარებით შეარჩიოთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ფილოსოფიიდან ფარმაკოლოგიამდე
ფილოსოფიიდან ფარმაკოლოგიამდე
მართალია, ჩვენი წინაპრები თანამედროვეს მსგავსი ტექნიკური საშუალებებითა თუ სამეცნიერო მიღწევებით (ვგულისხმობ თეორიულ საფუძვლებს) არ სარგებლობდნენ, მაგრამ
სრულად
იცით თუ არა?
იცით თუ არა?
ზღვისპირა ქვეყნებში, იაპონიაში, კორეასა და ჩინეთში, ზღვის კომბოსტოს დიდი ხნის წინათ იყენებდნენ სამკურნალოდ.
სრულად
ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ
ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ
ბოლო ხანს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საქართველოს მოსახლეობისთვის მეტად აქტუალურ პრობლემად იქცა.
სრულად
ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკა
ენდოკრინული დაავადებების პროფილაქტიკა
ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც იზრდება სხვადასხვა ენდოკრინული პათოლოგიით დაავადებულთა რიცხვი.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ცხოვრება გაგანიერებული ვენებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოვრება გაგანიერებული ვენებით

ამიტომ ყოველმა პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ იშრომოს და დაისვენოს, რათა ვენური სისხლის მიმოქცევის სასურველი დონე, ინტენსივობა და ხარისხი შეინარჩუნოს.

დიეტა ვენების დაავადების დროს

დიეტა ცხოველური ცხიმისა და რაფინირებული ნახშირწყლების შეზღუდვას გულისხმობს. ამავე დროს, რაციონში უხვად უნდა იყოს ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, საზოგადოდ, მცენარეული ბოჭკოთი და უჯრედისით მდიდარი საკვები.

სასარგებლოა:

  • ახალი ხილი, ბოსტნეული, კენკრა (მათ შორის - შავი მოცხარი), ციტრუსი, წითელი წიწაკა, კომბოსტო - თეთრი, ყვავილოვანი, ბროკოლი, ასევე - საქონლის ღვიძლი, კარტოფილი, შავი პური, ბრინჯი, წიწიბურა, ბარდა, სოკო, ნიორი, ხახვი, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, მწვანე ჩაი, ახალგამოწურული წვენები.

მავნეა:

  • თეთრი პური, ცომეული, ლორი და შაშხი, მწნილები და მარინადები, მაგარი სასმელები, ჩაი და ყავა, შემწვარ-მოხრაკული, ცხიმიანი ხორცი და ყველი.

ტემპერატურული რეჟიმი

დაავადებულთათვის არახელსაყრელია მაღალი ტემპერატურა, ამიტომ თავი არიდეთ საცხობს, ცხელ საამქროს, ქარხანას, ორთქლის აბანოს, საუნას, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას.

ორთქლისა და ჩვეულებრივ აბანოებში ცხელი ორთქლი მაღალ ტენიანობასთან ერთად იწვევს ძლიერ ვაზოდილატაციას - სისხლძარღვების გაფართოებას, იზრდება არტერიული სისხლის მიდენა კიდურებში და მკვეთრად უარესდება ვენური გადინების ხარისხი. ამგვარმა ზემოქმედებამ, თუნდაც ხანმოკლემ, უკვე არსებული დაზიანების პირობებში შესაძლოა ძლიერ დაამძიმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საზიანოა მზისგულზე დიდხანს ყოფნა, განსაკუთრებით - შუადღისას. რეკომენდებულია დასვენება ისეთ კურორტებზე, სადაც კლიმატი ზომიერია. ზღვაზე დასვენებისას ერიდეთ გარუჯვას, მეტი დრო გაატარეთ ჩრდილში და ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი იცუროთ.

თუ პაციენტს არ შეუძლია შრომისა და ცხოვრების პირობების შეცვლა, რეგულარულად უნდა მიიღოს ფეხების ცივი აბაზანა, გადაივლოს ცივი შხაპი, დაიწყოს ცივი საფენები - ეს შეამცირებს ვაზოდილატაციურ ეფექტს.

კომპრესული თერაპია

კომპრესული თერაპია ხორციელდება სამედიცინო ელასტიკური ბანდითა და კომპრესიული ტრიკოტაჟით. კომპრესიულ ტრიკოტაჟს ვარიკოზული დაავადების თავიდან აცილების მიზნითაც იყენებენ რისკჯგუფის პირები:

ორსულები, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესის მიმდევარნი, მჯდომარე და მდგომარე პროფესიის მქონენი.

გახსოვდეთ: არ შეიძლება ასეთი ტრიკოტაჟის გამოყენება ქვედა კიდურების არტერიების ქრონიკული დაავადების დროს.

ელასტიკური ბანდი

ქრონიკული ვენური უკმარისობისა და ვარიკოზული დაავადების დროს სამკურნალო ეფექტის მისაღწევად აუცილებელია ისეთი ელასტიკური ბანდის გამოყენება, რომელიც იწვევს მაღალ მუშა და დაბალ მოსვენების წნევას. ამ მოთხოვნებს კი მოკლე და საშუალო წელვადობის ბანდები აკმაყოფილებს. ხარისხიან ელასტიკურ ბანდს უნდა ჰქონდეს სიგრძე არანაკლებ 2,5-3 მ-ისა, ხოლო სიგანე - 8-10 სმ, შეიცავდეს ბამბას არანაკლებ 50%-ისა და ისე იწელებოდეს, რომ სიგანეს არ იცვლიდეს.

კომპრესიული შეხვევა ტარდება დილით, ადგომამდე. პაციენტმა დაზიანებული კიდური 10-15 წუთით უნდა ასწიოს 45-გრადუსიანი კუთხით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიდოს ნახვევი. შეხვევა თითებიდან იწყება და ყოველი მომდევნო ტური ფარავს წინას 2/3-ს. ნახვევი ფუნქციობს მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი დგას ან ზის და დაზიანებულ კიდურში სისხლის მიდენა ძლიერდება. გაითვალისწინეთ:

  • თუ ნახვევი სწორად არის დადებული, მოხსნის შემდეგ არ უნდა შეგაწუხოთ უსიამოვნო შეგრძნებებმა, შეშუპებამ.
  • ხარისხიანი ბანდი, რეცხვისა და სტერილიცაზიის მიუხედავად, დიდხანს ინარჩუნებს კომპრესიულ თვისებებს.
  • ის ისეა მოქსოვილი, რომ ატარებს ჰაერს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში ხელს არ უშლის ჭრილობის შეხორცებას.

კომპრესიული ტრიკოტაჟი

ბოლო ხანს პაციენტები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ ელასტიკურ წინდებსა და გეტრებს. კოსმეტიკური, ესთეტიკური და ელასტიკური თვისებებით ისინი არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც ელასტიკურ ბანდს.

ელასტიკური კომპრესია აქრობს დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, ამცირებს შეშუპებას, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ყოველივე ეს კი აფერხებს თრომბების წარმოქმნას.

ელასტიკური ტრიკოტაჟი განსაკუთრებით სჭირდებათ მდგომარე პროფესიათა წარმომადგენლებს: გამყიდველებს, სტილისტებს, ოფიციანტებს, მასწავლებლებს. მისი ტარება აუცილებელია ხანგრძლივი მგზავრობის, შორეული ლაშქრობებისა და ექსკურსიების დროსაც.

თუ ელასტიკური ტრიკოტაჟის ტარებას გადაწყვეტთ, უმჯობესია, ისინი ექიმის ან აფთიაქის კვალიფიციური თანამშრომლის დახმარებით შეარჩიოთ.


მჯდომარე პროფესიათა წარმომადგენლებისთვის

ხანგრძლივი ჯდომისას, რაც ადამიანისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა, სხეულის ქვედა ნაწილში ფერხდება სისხლის მიმოქცევა და სისხლი გუბდება. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის გამო ვერ ხერხდება უჯრედებიდან მეტაბოლიზმის უვარგისი პროდუტების გამოტანა, რაც განსაკუთრებით აზიანებს ქვედა კიდურების ვენებს. მათ უჭირთ ჭარბი სისხლის გულისკენ გადადევნა და მათში შეგუბებითი პროცესები ვითარდება, რასაც საბოლოოდ ვენების გაგანიერებამდე მივყავართ.

ქვედა კიდურების ვენების დაზიანების პირველი მაუწყებელი ნიშნებია:

  • ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება;
  • საღამო ხანს ფეხების შეშუპება;
  • ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება;
  • სიარულისას სწრაფად დაღლა და ტკივილი.

ეს სიმპტომები ზოგიერთ რევმატოლოგიურ დაავადებასაც ახასიათებს, ამიტომ აუცილებელია სპეციალისტთან მისვლა, რათა დაზუსტდეს დიაგნოზი და სათანადო მკურნალობაც დროულად დაინიშნოს.

რეკომენდაციები მათთვის, ვისი სამსახურიც ხანგრძლივ ჯდომას ან დგომას მოითხოვს:

  • ყოველ 20-30 წუთში ერთხელ შეასრულეთ ერთი შეხედვით შეუმჩნეველი მოძრაობა - 10-15-ჯერ ოდნავ აიწიეთ ფეხის წვერებზე, რაც ხელს შეუწყობს კუნთების შეკუმშვას და გააუმჯობესებს ვენურ დინებას.
  • სამუშაო დღის განმავლობაში ყოველ 2-3 საათში ერთხელ რეკომენდებულია ქვედა კიდურების აწევა, რაიმე შემაღლებულზე, მაგალითად, მეორე სკამზე შემოწყობა და 10-15 წუთით ასე გაჩერება.
  • ყოველ 2 საათში ერთხელ ადექით და 3-5 წუთი იარეთ.
  • საზოგადოდ, იარეთ ფეხით, სართულიდან სართულზე ადით კიბით და არა ლიფტით ან ესკალატორით.
  • უქმე დღეებში ისეირნეთ ფეხით, გაიარეთ 2 კმ-მდე მანძილი.
  • ძილის დროს ფეხები 15-20 სმ-ზე შემოაწყვეთ - ეს შეამცირებს ვენურ შეგუბებას. ასევე გეწყოთ ფეხები კითხვის, ტელეგადაცემების ყურების დროს და ა.შ.

ივარჯიშეთ სამსახურში

მჯდომარე პროფესიათა წარმომადგენლებისთვის სპეციალისტებმა შეიმუშავეს სპეციალური ტანვარჯიში, რომლის შესრულებაც შესაძლებელია მჯდომარე პოზაში.

1. სკამზე ჯდომისას ფეხები მუხლებში მოხარეთ და გაჭიმეთ ისე, რომ დაბლა არ დაუშვათ (10-20-ჯერ).

2. ქუსლებით იატაკს დაეყრდენით, ფეხები მუხლებში მოხარეთ და გაჭიმეთ (10-20-ჯერ).

3. მუშტად შეკრული (მაგრამ არა დაჭიმული) მტევნები ატრიალეთ მაჯებში და ჩაისუნთქეთ, შემდეგ ხელები წინ გაიწოდეთ და ღრმად ამოისუნთქეთ (5-6-ჯერ).

4. წამოდექით, გადაიხარეთ უკან, რამდენადაც შეგიძლიათ, შემდეგ დაჯექით (8-10-ჯერ).

5. წამოდექით, წელში გაიმართეთ და აბრუნეთ მთელი ტანი ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ (10-12-ჯერ).

6. სკამზე მჯდომმა თანმიმდევრობით დაჭიმეთ და მოადუნეთ მუცლის კუნთები (15-20-ჯერ).

7. წელში გაიმართეთ, დაეყრდენით სავარძლის სახელურებს და აიწიეთ ხელებზე ისე, რომ ზურგი გამართული გქონდეთ, გულმკერდი - მოდუნებული (10-15-ჯერ).

სპორტული რეჟიმი

მეტი დრო დაუთმეთ სპორტს. გამორიცხეთ სახეობები, რომლებიც ძლიერ ტვირთავს ქვედა კიდურებს, მოითხოვს მკვეთრ მოძრაობებს, ახლავს ტრავმის დიდი ალბათობა. ასეთებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი, ჩოგბურთი, თხილამურები, ზოგიერთი ძალისმიერი სახეობა.

ფიტნესკლუბში ვარჯიშისას უარი თქვით ძალისმიერ ტრენაჟორებზე. იდეალურია ცურვა - ამ დროს ქვედა კიდურების კუნთები მოძრაობენ ოპტიმალურ რეჟიმში, რითაც ზედმიწევნით მცირდება რეგიონული სისხლის მოცულობა.

თუ ცურვა არ იცით, გირჩევთ წყალში სიარულს. რეკომენდებულია ველოსიპედი, ოღონდ კომპრესიული თერაპიის პირობებში.