მომატებული ჰემოგლობინი სისხლის შედედების სიმპტომიცაა, რაც გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მომატებული ჰემოგლობინი სისხლის შედედების სიმპტომიცაა, რაც გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენს

, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შედეგად (მაგალითად, მოთხილამურეებში, ალპინისტებში), მაღალ სიმაღლეზე ფრენისას, მფრინავებში. მომატებული ჰემოგლობინი დამახასიათებელია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის და ხშირად აღენიშნებათ აქტიურ მწეველებსაც. ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა) ახდენს მომატებული რაოდენობით ჰემოგლობინის წარმოებაზე ორგანიზმის პროვოცირებას, რათა მან „მოიძიოს“ ჟანგბადის დანაკლისი და მიაწოდოს უჯრედებს.

ჰემოგლობინის დონის მომატება შეიძლება მეტყველებდეს სისხლის დაავადებაზე (ერითროციტოზი), შაქრიან დიაბეტზე, დამწვრობაზე, ონკოლოგიური პროცესების პოტენციურ შესაძლებლობაზე, გულ-ფილტვის უკმარისობაზე, გულის თანდაყოლილ მანკებზე, ნაწლავის გაუვალობაზე.

მომატებული ჰემოგლობინი სისხლის შედედების სიმპტომიცაა, რაც გარკვეულ საშიშროებას წარმოადგენს, რადგანაც სქელი, ბლანტი სისხლი უფრო ნელა მიედინება, ეს კი სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის წინაპირობაა. ეს პროცესი იწვევს სისხლძარღვოვან კრიზებს, ინფარქტსა და ინსულტს.

ჰემოგლობინის დონის დასაწევად რეკომენდებულია დიეტის დაცვა, ცხოველური ცილის შეზღუდვა (წითელი ხორცი და მისი სუბპროდუქტები - ღვიძლი, თირკმელი). რაციონში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ფრინველის თეთრ ხორცს, სოიას, პარკოსნებს. უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი საკვები (ნაღების კარაქი და სხვა), რომელიც ასევე ქოლესტერინის დონის მომატებას განაპირობებს. პროდუქტები უმჯობესია მოიხარშოს, რადგანაც ცხიმის ნახევარი გადადის წყალში. ძალიან სასარგებლოა ზღვის პროდუქტები. თევზში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-6 და ომეგა-3 ათხელებს სისხლს, ხოლო იოდი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.

ნუ მიიღებთ ვიტამინების რომელიმე კომპლექსს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციისთვის ექიმები, ჩვეულებრივ, ნიშნავენ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს და ამცირებენ მისი შედედების უნარს. თუმცა მათი უკონტროლო მიღებაც არასასურველ და უსიამოვნო გვერდით ეფექტებს იწვევს.

წაიკითხეთ სრულად