ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია

ინვალიდობის არიდებას ხელს უწყობს დროულად დაწყებული, სწორად და რაციონალურად წარმართული რეაბილიტაცია. ინსულტის შედეგების გათვალისწინებით, პაციენტზე მორგებული ვარჯიშების ნაკრები, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟი თუ ფიზიოთერაპიული პროცედურები ადამიანს სხეულის დაზიანებული ნაწილების ფუნქციათა აღდგენის საშუალებას აძლევს.

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება რეაბილიტაციის ცენტრ „ჯი ემ მედიქალ-ისა“ და სამედიცინო ცენტრ „მედ.კოს“ რეაბილიტოლოგი, მანუალური, კინეზი და ფიზიოთერაპევტი, გიორგი წიწილაშვილი.

ბატონი გიორგი მრავალწლიანი გამოცდილებითა და დიდი გულისხმიერებით გამორჩეული პროფესიონალია. პაციენტებს ის ხალასი, უშუალო დამოკიდებულების, საოცარი იუმორისა და პროფესიული თავდადების გამო, განსაკუთრებულად უყვართ.

- ბატონო გიორგი, რას მოიცავს ინსულტის შემდგომ პერიოდში პაციენტთა რეაბილიტაცია, რა მეთოდებსა და მიდგომებს იყენებთ ძირითადად?

  • ინსულტის შემდგომ პერიოდში პაციენტებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწრაფი რეაბილიტაცია, რათა აღდგეს ფუნქციური უნარები, შემცირდეს გართულებები და გაუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი. რეაბილიტაცია უნდა წარიმართოს ინდივიდუალურად, ანუ უნდა იყოს პაციენტზე მორგებული და დაიწყოს რაც შეიძლება მალე. დროულად დაწყებულ ყოველ კონკრეტულ გამაჯანსაღებელ მანიპულაციას თავისი მნიშვნელობა და შედეგი აქვს. ის ასევე ხელს უშლის ახალი სამედიცინო პრობლემების განვითარებას სწორად დაგეგმილი და რეგულარული პრაქტიკის გზით.

- რა მიზანს ემსახურება რეაბილიტაციის პროცესში კონკრეტული მეთოდების ჩართვა?

  • უპირველესი მიზანი არის, კოორდინაციისა და მოძრაობის აღდგენა, რომელიც იმთავითვე ხელს შეუწყობს, პოსტურალურ კონტროლსა და მობილობის ნორმალიზებას. აუცილებელია რეგულარული ზემოქმედება კუნთების აქტივობასა და სტიმულაციაზე.

პაციენტს უნდა განემარტოს, რომ აუცილებელია დაზიანებული უბნის, ამ შემთხვევაში დაზიანებული კიდურის ან კიდურების, აქტიური ჩართვა, საერთო დინამიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება და რეაბილიტაციის პროცესში საჭიროა მისი წახალისება. მეთოდიკაში უნდა გაიწეროს პოზიციონირება, გაჭიმვები, კინეზითერაპიული და მოტორული სწავლებები.

კინეზითერაპიასთან (იგივე მოძრაობით თერაპია - სპეციალიზებული ტანვარჯიში და მასაჟი) ერთად აუცილებელია ფიზიოთერაპია, მეტყველების გამართვა და ყლაპვაზე ტექნიკის განვითარება, რათა არ გამოვიწვიოთ აფაზია (მეტყველების დარღვევა) და დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ან არ მივცეთ მათ გაღრმავების საშუალება, მათი არსებობის შემთხვევაში. აფაზიის აღმოფხვრასთან ერთად, რეაბილიტაციის მიზანია მეხსიერების აღდგენა. მეხსიერების აღდგენისთვის საჭიროა სოციალური და ემოციური მხარდაჭერა, ადაპტირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

მასაჟი, იგივე მანუალური ტექნიკის კომბინაცია, აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას რეფლექსური და მექანიკური მოქმედების გზით. მანუალური თერაპიით ხდება ზედაპირულ და ღრმა ანატომიურ სტრუქტურებზე ზემოქმედება, სრესვა, დაზელა, ხახუნი, ზეწოლა და ვიბრაცია განაპირობებს ჩონჩხის კუნთების ტონუსს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამსუბუქებს ტკივილს და აღადგენს მოძრაობას. თერაპიული მასაჟი რეკომენდებულია რეაბილიტაციის პირველივე დღეებიდან, რადგან ამ პერიოდში პაციენტი ძირითადად იმობილიზებულია.

მექანიკური და რეფლექსური მეთოდები ავსებს ფიზიკურ ვარჯიშებსა და ფიზიოთერაპიას. სამკურნალო მასაჟის კურსის დაწყებამდე სპეციალისტი გამორიცხავს ინდივიდუალურ უკუჩვენებებს. მასაჟის კურსი აუმჯობესებს კუნთების, იოგების, მყესებისა და სხვა ანატომიური სტრუქტურების მდგომარეობას.

მნიშვნელოვანია ასევე ფიზიოთერაპია, რომელიც უნდა დაიწყოს ჰოსპიტალიზაციის შემდეგ პირველივე დღეებში. სპეციალიზებული მოწყობილობებით მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ზურგზე წოლისასაც, მაშინაც კი, როდესაც ადამიანს არ შეუძლია დგომა ან მოძრაობა.

ფიზიოთერაპიული პროცედურები (მაგნიტური ველის, ელექტროენერგიის, დაბალი ან მაღალი ტემპერატურის გამოყენება და სხვა) დადებითად მოქმედებს ქსოვილებსა და ორგანოებზე. მაგალითად, მაგნიტოთერაპია აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, სისხლის მიმოქცევას და ნეირონთა რეგენერაციას. ლაზერული თერაპია აღადგენს ჰემოდინამიკას და ამსუბუქებს ნევროლოგიურ დარღვევებს. ასევე აუმჯობესებს ნეირონების ფუნქციას და ხელს უშლის ტვინის სტრუქტურების დაზიანებას.

ამგვარად, რეაბილიტაცია უნდა იყოს კომპლექსური, ცალკეული მეთოდებისა და პროცედურების ერთიანად მომცველი.

- ინსულტის შემდგომ რა პერიოდში უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია?

  • ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის დაწყება, რეკომენდებულია პირველ 48 საათში, რა თქმა უნდა, თუ პაციენტი დასტაბილურებულია და არ აქვს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, მაგალითად, მაღალი წნევა, არითმია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, გულყრა და სხვა სიმპტომები. ერთი კვირის განმავლობაში მსუბუქი ვარჯიშები, საწოლზე წამოჯდომა-დასმა, ადგომა, დაწოლა. ერთი კვირის შემდეგ კი ფიზიოთერაპია, მიმდევრობის რეჟიმით, ვარჯიშებისა და მოძრაობის ინტენსივობის გაზრდით.

- პაციენტები ხშირად მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას მისდევენ, რეაბილიტაციისათვის აუცილებელ სხვა პროცედურებს კი უგულებელყოფენ და სხვადასხვა მიზეზის გამო არ იტარებენ, რას ურჩევთ ამ კატეგორიას?

  • ინსულტის შემდეგ სათანადო რეაბილიტაციის გარეშე, მოტორული და კოგნიტური დარღვევები შეიძლება შენარჩუნდეს, გაგრძელდეს, გარღმავდეს და გაუარესდეს, რაც საბოლოოდ, დამოუკიდებლობის დაკარგვას იწვევს.

მოგეხსენებათ, ინსულტის დროს ტვინის უჯრედები ზიანდება, მაგრამ ტვინს შეუძლია ნაწილობრივ დაკარგული ფუნქციების აღდგენა-დაბრუნება, ანუ ახასიათებს ნეიროპლასტიკურობა.

ინსულტის შემდეგ ტვინის დაუზიანებელი ნაწილები იწყებენ იმ ამოცანების შესრულებას, რომლებსაც „დარტყმის“ შედეგად დაზიანებული ნაწილები ასრულებდნენ ინსულტამდე - სწორედ ამას ეწოდება ნეიროპლასტიკურობა. ნეიროპლასტიკურობის გასაღები განმეორებადი ამოცანების მუდმივად შესრულებაა, რათა ტვინმა ხელახლა ისწავლოს ამ ამოცანების შესრულება - ახალი ნერვული გზებისა და კავშირების ფორმირება. მეხსიერების წვრთნა, ლოგოპედიური თუ სამკურნალო ფიზიკური ვარჯიშები, ინსულტის შემდგომ პერიოდში, ეფექტური ინსტრუმენტებია გამოჯანმრთელების მაქსიმიზაციის, გაძლიერებისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ამდენად, რაც უფრო დროულად დაიწყება წვრთნა, ვარჯიში, მოძრაობა, მით უკეთესი შედეგი დადგება.

- რა ემუქრება ინსულტგადატანილ პაციენტს სათანადო რეაბილიტაციის გარეშე?

  • ინსულტის შემდგომი პერიოდი, ზოგადად, ორგანიზმისთვის დაუცველი პერიოდია. ამ დროს შესაძლოა სხვადასხვა გართულება წარმოიშვას. ეს გართულებები მოიცავს: ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის გამო ნაწოლების განვითარებას, ფილტვების ინფექციური დაავადებების (მაგალითად, პნევმონიის) პროვოცირებას და სხვა.

საყურადღებოა ისიც, რომ დროულად დაწყებული რეაბილიტაციის გარეშე დიდია სახსრების კონტრაქტურებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გართულებათა განვითარების რისკიც. მაშინ, როცა, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, მისი ყველა მეთოდის კომპლექსურად ჩართვით (ვარჯიშები იქნება ეს, მასაჟი თუ ფიზიოთერაპია), უამრავ დადებით შედეგს იძლევა - აღდგება თვითმოვლისა და დამოუკიდებელი მობილობის უნარები, კოგნიტური ფუნქციები, ნორმალიზდება ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. ამგვარად, რეაბილიტაციას მოაქვს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური სარგებელი და ის აუცილებელია ყველა პაციენტისთვის!