/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადებები, მკურნალობა

გამონაყარი ახალშობილის კანზე

გამონაყარი ახალშობილის კანზე
ჩემს შვილს სამშობიაროდან გამოყვანიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ სახესა და თავზე შევამჩნიეთ წვრილი წინწკლოვანი გამონაყარი.

გვითხრეს, შესაძლოა სიცხისგან ჰქონდესო. ყოველდღე ვაბანავებთ, მაგრამ ხშირი დაბანისგან კანი გამოუშრა და ზოგან ექერცლება. რა შეიძლება იყოს და როგორ დავეხმაროთ?

პატარებს ძალზე სათუთი კანი აქვთ, ამიტომ გამონაყარიც ხშირად უჩნდებათ. გამონაყარი სხვადასხვანაირია, მიზეზიც სხვადასხვა აქვს. მოკლედ აღვწერთ მის რამდენიმე სახეობას.

ნასიცხი

ნასიცხი ახალშობილებსა და ჩვილებს ხშირად უჩნდებათ. მიზეზად შესაძლოა იქცეს ჰაერის მაღალი ტემპერატურა, არაჰიგიენური ტანსაცმელი, ბავშვის ზედმეტად შეფუთვა. თუ ბავშვი დიდხანს დავტოვეთ პამპერსში, კანი გადახურდება, პამპერსის ქვეშ ოფლი დაგუბდება და კანს გააღიზიანებს.

ნასიცხი უმთავრესად კისერზე, ზურგზე, დუნდულებზე და სხვა არეებში (ბუნებრივი ნაკეცების მიდამოში) ჩნდება. ეს არის ბაცი წითელი წვრილწერტილოვანი გამონაყარი. ხელის გადასმისას გამონაყარი შეიგრძნობა და კანს ოდნავ სცილდება. ბავშვის გახსნის დროს ჰაერთან შეხებისას გამონაყარი შედარებით სწრაფად უფერულდება და ზოგჯერ კანი ნორმალურ ფერს იღებს.

ნასიცხის დროს ბავშვის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა - ნორმალური, მაგრამ დაზიანებული კანი ადვილად შეიძლება იქცეს სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციის კარიბჭედ, ეს კი ახალშობილისთვის სახიფათოა. ნასიცხის დროს, მეტადრე ზაფხულში, საჭიროა პაწიას ჩაბანა პამპერსის ყოველი გამოცვლისას. დღეში ერთხელ სასურველია გვირილის ან ორკბილას ნახარშის ჰიგიენური აბაზანა. შემდეგ კანი კარგად უნდა გავამშრალოთ (პირსახოცის ფაქიზი მიდებით, ხახუნის გარეშე) და ოდნავ შევაფრქვიოთ საბავშვო ტალკი. ნაოჭებში ზედმეტი რომ არ დარჩეს, ხელის ნაზი მოძრაობით გადავანაწილოთ მთელ ტანზე.

მილიუმები

ახალშობილთა უმეტესობას სახეზე, განსაკუთრებით - ნესტოებსა და ცხვირის წვერზე, ქინძისთავისოდენა, მოთეთრო-მოყვითალო მრგვალი წერტილოვანი წარმონაქმნები უჩნდება. ეს მილიუმებია - ცხიმოვანი ჯირკვლების თანდაყოლილი ცისტები, რომლებშიც დროებით გუბდება სეკრეტი. შეგუბების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხიმოვანი ცისტა მკურნალობას არ საჭიროებს და რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში, უკვალოდ ქრება. გირჩევთ, ხელით ზედმეტად ნუ შეეხებით და ნუ ეცდებით თავიანი წერტილების გახსნას - შესაძლოა, ინფექცია შეიჭრას, ეს კი საშიშია.

ტოქსიკური ერითემა

ახალშობილობის პერიოდისთვის დამახასიათებელია ტოქსიკური ერითემაც. თავისებური ღია წითელი ინფილტრირებული ლაქები ჭინჭრის ნასუსხს წააგავს, განლაგებულია ერთად ან ცალ-ცალკე. ამ ერითემულ ლაქებთან ერთად ჩნდება მოთეთრო, ზოგჯერ მოყვითალო ელფერის მკვრივი პატარა ბურთულები - პაპულები. ისინი შემოსაზღვრულია ფართო წითელი გვირგვინით და არ არის მქავანა. ზოგჯერ გამონაყარი მთელ ტანს ედება, უმეტესად კი სახესა და თავის თმიან არეზე ჩნდება. არასოდეს გადადის ლორწოვან გარსებზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორ ვუმკურნალოთ ზურგზე გამონაყარს სახლის პირობებში

მეორე დამახასათებელი ნიშანია დისპეფსიური მოვლენები (ნაწლავთა აშლილობა). ბავშვის საერთო მდგომარეობა არ ირღვევა. სისხლის საერთო ანალიზი ეოზინოფილების მომატებას ავლენს. ამრიგად, ტოქსიკურ ერითემას ახასიათებს სიმპტომთა ამგვარი ტრიადა:

  • პოლიმორფული გამონაყარი;
  • დისპეფსია;
  • ეოზინოფილია.

დაავადება თავს იჩენს დაბადებიდან პირველი 4-5 დღის განმავლობაში (ზოგჯერ - უფრო გვიანაც) და 2-3 დღე გრძელდება. ავადდებიან როგორც დროული, ისე დღენაკლული ახალშობილები, უმეტესად - ბუნებრივ კვებაზე მყოფნი. ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, ტოქსიკური ერითემა ექსუდაციური დიათეზის ადრეული გამოვლინებაა. დამახასიათებელი ეოზინოფილია და გამონაყარის მრავალფეროვნება ორგანიზმის ალერგიულ განწყობაზე მეტყველებს. ტოქსიკური ერითემა მკურნალობას არ საჭიროებს.

ექსფოლიაციური დერმატიტი

თუ კანი ზოგან იქერცლება, ამას ხშირ დაბანას ნუ დააბრალებთ. გამონაყართან შერწყმული კანის აქერცვლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ახალშობილთა კანის ანთებით დაავადებასთან, რომელსაც ექსფოლიაციური დერმატიტი ჰქვია. ის თავს იჩენს 2-3 კვირის ასაკში. სახის, განსაკუთრებით კი ცხვირ-პირის გარშემო ჩნდება მკვეთრი შეწითლება. პროცესი ვრცელდება ტანსა და კიდურებზეც. ამ უბნებზე კანი წითლდება, ეპიდერმისი იქერცლება და სხვადასხვა ზომის ბუშტუკები წარმოიქმნება. ბუშტუკების გასკდომას და კანის გაშიშვლებას თან სდევს ტემპერატურული რეაქცია.

მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, იმუნომოდულატორებით (ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად) - რასაკვირველია, ისინი ექიმმა უნდა დაგინიშნოთ; ადგილობრივად - თევზის ქონით, სადეზინფექციო და სტეროიდული მალამოებით.

დესკვამაციური დერმატიტი

ექსფოლიაციურ დერმატიტს ჰგავს დესკვამაციური დერმატიტიც, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო მეტხანს გრძელდება. ორივე დაავადებას საფუძვლად ერთი და იგივე მიზეზი უდევს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალშობილის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს, მის უნარს, წინ აღუდგეს სტაფილოკოკურ ინფექციას.

დესკვამაციური ერითროდერმიით (დერმატიტი) ავადდებიან ბუნებრივ კვებაზე მყოფი სამ თვემდე ასაკის ბავშვები. დაავადება იწყება თავისა და დუნდულების კანის გაწითლებით. თანდათან სიწითლე შესაძლოა მთელ ტანსა და კიდურებსაც მოედოს. გაწითლებულ უბანზე კანი იქერცლება. ქერცლი მორუხო-მოთეთრო ფერისაა, ცხიმოვანი, მბრწყინავი, ადვილად სცილდება და მის ადგილას ახალი წარმოიქმნება. კანი შესაძლოა თავის თმიან ნაწილზეც დაზიანდეს.

კანისმხრივი ცვლილებების გარდა, დაავადების პირველი დღეებიდანვე იჩენს თავს დისპეფსიური მოვლენები. სწორი ბუნებრივი კვების მიუხედავად, დაავადების პერიოდში განავალი რჩება თხიერი, მწვანე, არცთუ იშვიათად - ლორწოს შემცველი.

დესკვამაციური ერითროდერმიის, ასევე ექსფოლიაციური დერმატიტისგან ახალშობილის დასაცავად საჭიროა, ორსულმა, განსაკუთრებით - ორსულობის ბოლო თვეებში, დაიცვას ჰიგიენისა და კვების სწორი რეჟიმი. მისი საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი, განსაკუთრებით საყურადღებოა B ჯგუფის ვიტამინების მიღება.

ახალშობილის დაზიანებულ კანს სათანადოდ უნდა მოვუაროთ, რომ ჩირქოვანი გართულება არ განვითარდეს. დესკვამაციური ერითროდერმიის მკურნალობისას გასათვალისწინებელია, რომ მისი განვითარება დაკავშირებულია დედის რძის არასრულფასოვნებასთან, რძეში ვიტამინების ნაკლებობასთან, ამიტომ საჭიროა, დედის რძე სანახევროდ ადაპტირებული ნარევით შეიცვალოს. A ვიტამინს პატარას აწვდიან თევზის ქონის სახით. იწყებენ 5-10 წვეთიდან და თანდათან უმატებენ ერთ ჩაის კოვზამდე. თევზის ქონს უსვამენ კანზეც.

მკურნალობა ტარდება პირადი პედიატრის მეთვალყურეობით. ანტიბიოტიკოთერაპიისა და ჰორმონთერაპიის ფონზე მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება.

კანზე ნებისმიერი სახის გამონაყარის შემჩნევისას, რომელიც 3-5 დღეზე მეტხანს გასტანს, საჭიროა, ახალშობილი პირად პედიატრს აჩვენოთ. თვითმკურნალობას ნუ დაიწყებთ, გამონაყარს ხელით ნუ შეეხებით - ასე ბავშვს უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებთ და თავს დაიზღვევთ შესაძლო გართულებისგან.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ ვიცხოვროთ ძუნწ ქმართან ერთად
როგორ ვიცხოვროთ ძუნწ ქმართან ერთად
მიღებულია, რომ ვისაც მეტი შემოსავალი აქვს, ოჯახშიც მას ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა, ხოლო მას, ვინც ნაკლებს შოულობს, არ აქვს უფლება, ფული საკუთარი სიამოვნებისთვის ხარჯოს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

გამონაყარი ახალშობილის კანზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები