/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ექიმები ხუმრობენ

ექიმები ხუმრობენ

ექიმები ხუმრობენ
რუბრიკის - ექიმები ხუმრობენ - სტუმარია ექიმი-თერაპევტი ტარიელ კახიძე.

.

  • ბაწარზე უნდა ჩამოეკიდოთ!

მოხდა ისე, რომ ექიმობის პირველი წლები რუსეთში, ერთ-ერთი სასჯელაღსრულებითი დაწესებულების სანიტარულ ნაწილში გავატარე. "თეთრი ბაირაღები", დარწმუნებული ვარ, ყველას წაუკითხავს, ნუნუ ექიმი და მისი განუყრელი ლუმინალიც ყველას ახსოვს. ჩვენც გვყავდა ერთი ასეთი ექიმი. ბუნებით ზემოხსენებული პერსონაჟის სრული ანტიპოდი გახლდათ, მაგრამ ყოველგვარი დაავადების სამკურნალოდ - ეტყობა, საბჭოთა მთავრობას პატიმრისთვის მეტი არაფერი ემეტებოდა - საფაღარათო პრეპარატებს იყენებდა. "ექიმო, გამუდმებით რაღაცის მეშინია. მეშველება რამე?" "აი ეს ტაბლეტები მიიღეთ (კუჭის ასაშლელ პრეპარატებს აწვდის) და მიზეზიც გექნებათ. შემდეგი!" "ექიმო, უძილობა მაწუხებს, ღამით მოძალებულ ფიქრებსაც ვერაფრით დავაღწიე თავი..." "აი, ეს მიიღეთ (მასაც იმავეს აძლევს), უძილობა სულ დაგავიწყდებათ და მხოლოდ ერთ რამეზე იფიქრებთ. შემდეგი!" "ექიმო, არც ფეხზე დგომა შემიძლია, არც წოლა და არც ჯდომა". "მაშინ მხოლოდ ერთი გზა გრჩებათ: ბაწარზე უნდა ჩამოეკიდოთ!"

sicili.jpg

  • ოთახში უკანალით შემოვიდნენ!

რუსეთში ერთმა ექიმმა ეპიდემიის აფეთქებისას რეკორდული რაოდენობის ინექცია გააკეთა, ბოლოს კი სასოწარკვეთილმა და სიქაგამძვრალმა კარზე განცხადება მიაკრა: "დროის ეკონომიის მიზნით პაციენტებს ვთხოვ, ოთახში უკანალით შემოვიდნენ!"

sicili.jpg

  • ზაფხულში რაღა ვქნათ?!

პროფესორი ლექციას კითხულობს მოყინვის შემთხვევაში მისაღები ღონისძიებების შესახებ. "მოყინული კიდური თოვლით უნდა დავიზილოთ..." უეცრად - დარბაზიდან: "და ზაფხულში რაღა ვქნათ?!"

sicili.jpg

"მოდით, გავარკვიოთ თქვენი ნევროზის მიზეზი, - ეუბნება ექიმი პაციენტს, - მითხარით, სად მუშაობთ?" "ფორთოხლებს ვაფასოებ, ექიმო". "ასე, ასე... აბა, უფრო დაწვრილებით მომიყევით". "მთელი დღე ჩემკენ მოგორავს ფორთოხლები. მე ვდგავარ და ვახარისხებ: დიდებს დიდ ყუთში ვაწყობ, საშუალოებს - საშუალოში, პატარებს - პატარაში". "ვერ მივხვდი, რა განერვიულებთ? ასეთი მშვიდი სამუშაო გქონიათ..." "ბოლოს და ბოლოს, იქნებ მიხვდეთ, რომ მთელი დღის მანძილზე მე უნდა მივიღო გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება!.."

sicili.jpg

  • რა სჭირს ჩემს ქმარს?

ცოლი, დაინახავს თუ არა კაბინეტიდან გამოსულ ექიმს, მივარდება, ხალათში ჩასჭიდებს ხელს და ისტერიულად ეკითხება: "ექიმო, მითხარით, რა სჭირს ჩემს ქმარს?" "თქვენი ქმრისთვის აუცილებელია სრული სიწყნარე. ახლა მე გამოვწერ ძალიან ძლიერ დამამშვიდებელს..." "და როგორ უნდა მიიღოს?" ექიმს ჩაეცინა: "ქალბატონო, ეს წამალი თქვენ უნდა მიიღოთ!.."

sicili.jpg

  • ქმარი ძილში ლაპარაკობდა

ქალმა ნევროპათოლოგს აცნობა, რომ მისი ქმარი ძილში ლაპარაკობდა. "მე შემიძლია, გამოგიწეროთ წამალი, რომლის წყალობითაც თქვენი ქმარი ძილში ლაპარაკს თავს დაანებებს", - შესთავაზა ექიმმა. "თქვენ ვერ გამიგეთ, - იუარა ქალმა, - თუ შეგიძლიათ, ისეთი წამალი გამომიწერეთ, რომ ჩემმა ქმარმა ძილში უფრო გარკვევით ილაპარაკოს".

sicili.jpg

  • მას არ დავუშვებ!

პაციენტი, რომელსაც სახეზე ეტყობა, რომ მაგარი მსმელია, ექიმს ეკითხება: "ალალად მითხარით, თუ დავლევ, სისხლძარღვები გამიფართოვდება?" "საერთოდ, კი, გაგიფართოვდებათ", - დაუდასტურა ექიმმა. "ესე იგი, წნევაც დამიწევს, ხომ?" "რა თქმა უნდა, წნევა მართლაც დაიწევს". "სწორედ ეს მინდოდა გამეგო. კარგად ბრძანდებოდეთ!" "მოიცადე, გენაცვალე... შემდეგ ხომ სისხლძარღვები მაინც შევიწროვდება?!" "ნუ ღელავთ, ამას არ დავუშვებ!" - და პაციენტმა კარი გაიხურა.

sicili.jpg

  • აჰ, პლევრიტი, ხომ

ასევე დაგაინტერესებთ
სიცილის დადებითი და უარყოფითი მხარეები
იუმორის გრძნობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს

"მგონი, თქვენ ჩემთან უკვე იყავით, არა? - ეკითხება ექიმი პაციენტს, - გამახსენეთ თქვენი გვარი..." "ნოზაძე, ექიმო". "აჰ, პლევრიტი, ხომ?" "არა, ბატონო, გიორგი..."

sicili.jpg

  • ხანდახან ოთხის ნახევრამდეც

"როგორ გძინავთ? - ეკითხება ექიმი ახალ პაციენტს. "ძალიან კარგად, სამამდე ვითვლი და ვიძინებ". "როგორ, მხოლოდ სამამდე?!" "ხანდახან ოთხის ნახევრამდეც".

sicili.jpg

  • მოკლედ, წოპესთან წავედი

ერთ ოჯახში იდეალური ცოლქმრობა სუფევდა. ცოლს ცოტა დიდი ცხვირი ჰქონდა და ქმარი ხშირად ეხუმრებოდა, როცა ცოლი რაიმე ჭორს მოუყვებოდა: სხვის საქმეში ცხვირს ნუ ყოფო; როცა რაიმეში გინდა დამაჯერო - ცხვირი დაიფიცეო. ქალს ხუმრობა ოდნავადაც არ სწყინდა, მაგრამ ერთხელაც შინ გვიან დაბრუნებულ ქმარს წერილი დახვდა მაგიდაზე. კაცს ეცნო ცოლის ხელწერა, ბარათი ნაჩქარევად იყო დაწერილი: "დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე. მართალია, მიმძიმს, ძნელი გადასატანია, მაგრამ რა ვქნა? ვეღარ გავუძელი შენს ამდენ საყვედურს ჩემს ცხვირზე და... მოკლედ, წოპესთან წავედი. დოდო!" ქმარს ელდა ეცა. სიბრაზისგან კბილები დააღრჭიალა: "ვინ არის წოპე? საქვეყნოდ მომჭრეს თავი. მე მაგათ ვაჩვენებ!.." ამ დროს კარებზე ზარი გაისმა. კაცს ბავშვობის მეგობარი ესტუმრა. "რქებდადგმულმა" შემოსვლაც არ აცალა, ისე მიაყარა:

- წარმოგიდგენია, რა გამიკეთა დოდომ? მიღალატა, გამექცა. ისე, აუტანელი ხასიათი კი ჰქონდა, მე თვითონ ვაპირებდი გაყრას... - და კიდევ სხვა ათასგვარი რაღაც მიაყოლა, უამრავი რამ დააბრალა, მოკლედ, გული ასე მოიფხანა ქმარმა. მეგობარმა სწრაფად გადაიკითხა ბარათი და სიცილი აუტყდა:

- ბიჭო, რამ გაგაგიჟა? შენ რა, წოპე არ გაგიგია? ცხვირის პლასტიკური ოპერაციის სპეციალისტი? - მიმართა მეგობარს.

კაცი შეცბუნდა, მიხვდა, რა უმიზეზოდ და განუკითხავად გალანძღა საკუთარი მეუღლე და მორცხვად წაიბუტბუტა: - თუ ის წოპე ენასაც ამოკლებს, მაშინ ახლავე გავიქცევი მასთან.

sicili.jpg

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ასაკი და სიბერე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ასაკი და სიბერე

25 წლისთვის ადამიანის ორგანიზმში სრულდება ორგანოებისა და სისტემების ფორმირება. ბიოლოგიური სიბერის პირველი ნიშნებიც სწორედ ამ დროისთვის იჩენს თავს, ხოლო 40-50 წლის შემდეგ ეს ნიშნები უფრო შესამჩნევი და თვალში საცემი ხდება.

კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი

სიბერე ორგანიზმში უჯრედულ დონეზე იწყება, ფიზიოლოგიურად კი მოგვიანებით ვლინდება ორგანოთა სისტემების დონეზე. ეს პროცესები სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. განასხვავებენ ადამიანის ქრონოლოგიურ (კალენდარულ) და ბიოლოგიურ ასაკს.

ადამიანს ხანში შესულს 60-74 წლის ასაკში უწოდებენ, თუმცა ერთნაირი კალენდარული ასაკის ადამიანებს ორგანიზმში მიმდინარე დაბერების პროცესის ინტენსივობის კვალობაზე შესაძლოა საკმაოდ განსხვავებული ბიოლოგიური ასაკი ჰქონდეთ.

თეორიულად ორგანიზმის კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. თუ ბიოლოგიური ასაკი ჩამორჩება კალენდარულს, ამბობენ, რომ ადამიანი ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება. როცა ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთს ემთხვევა, ფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს, ხოლო როცა კალენდარული ასაკი ჩამორჩება ბიოლოგიურს, ეს ნაადრევი სიბერის ნიშანია.

დიდი ბიოლოგიური საათი

სიბერის ასახსნელად შემუშავებულ უამრავ თეორიას შორის (მათი რიცხვი 200-ს აღწევს) განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ამერიკელი მეცნიერის დილმანის მიერ შექმნილი დიდი ბიოლოგიური საათის თეორია, რომლის თანახმადაც ყოველ ორგანიზმში მუშაობს სიბერის ნეიროენდოკრინული ბიოსაათი. იგი არეგულირებს ორგანიზმის მდგომარეობის მუდმივობას - ჰომეოსტაზს. ასაკის მატებასთან ერთად ეს საათი მუშაობას წყვეტს და ჰომეოსტაზიც ირღვევა. ამის შედეგად იშლება ორგანოთა შეთანხმებული მუშაობაც.

"აღშფოთებული ჰომეოსტაზი" ორგანიზმს უკარგავს სტრესისადმი ადაპტირების უნარს, კარს უღებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, ხელს უწყობს დაავადებებისადმი მიდრეკილების ჩამოყალიბებას და ორგანიზმის დაბერებას. დილმანის აზრით, სიბერე ფიზიოლოგიური პროცესი კი არა, დაავადებაა, რომლის განკურნებაც "დიდი ბიოლოგიური საათის" ამუშავებით და ჰომეოსტაზის აღდგენით უნდა მოხდეს.

უჯრედის დაბერების განმსაზღვრელი ფაქტორები

ადამიანის სხეულში სამოცი ტრილიონი უჯრედია, რომლებიც დროთა განმავლობაში კარგავენ ფუნქციებს, იცვლიან ფორმას, ბერდებიან და კვდებიან.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებზეც უშუალოდ არის დამოკიდებული უჯრედის დაბერება:

1. ტელომერული პროცესები - ყოველ უჯრედს აქვს ერთგვარი "მრიცხველი", რომელსაც დნმ მართავს. მას ტელომერი ეწოდება და ქრომოსომის ბოლოში მდებარეობს. უჯრედის ყოველი გაყოფისას ტელომერს სიგრძე აკლდება. როდესაც ის განსაზღვრულ ზომას მიაღწევს, უჯრედი კარგავს დაყოფის უნარს, მასში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები ქვეითდება, ბოლოს კი სრულიად წყდება.

2. ცილათა სინთეზის დაქვეითება. 25 წლის შემდეგ მცირდება ცილის სინთეზი, რადგან 70 წლის ადამიანის ორგანიზმში ცილოვან სინთეზზე პასუხისმგებელ გენთა ნახევარს ფუნქციები ეკარგება. ახალ ცილათა წარმოუქმნელობის გამო აღარ ხდება დნმ-სა და რნმ-ს მოლეკულათა განახლება, აღარ მიმდინარეობს უჯრედთა დაყოფა-გამრავლება, უჯრედები ბერდება და კვდება.

3. თავისუფალი რადიკალები - ცხოველქმედების პროცესში ორგანიზმში უამრავი ტოქსიკური ნივთიერება ხვდება. რთულ ქიმიურ გარდაქმნათა შედეგად ისინი წარმოქმნიან მავნე თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედებზე დამღუპველად მოქმედებენ.

4. უჯრედის სტრუქტურული დაზიანება - უჯრედში არსებულ მიკრო და მაკრომოლეკულების სტრუქტურული დეზორიენტაცია. ყოველ წამს ადამიანის გენომში 1-2 გენი ზიანდება და განიცდის მუტაციას. ასაკთან ერთად დნმ თვითონვე იქცევა ამ მუტაციათა მსხვერპლად, რაც არღვევს მისი გამრავლებისა და გაყოფის პროცესებს. შედეგად არათანმიმდევრულად მიმდინარეობს რნმ-სა და ცილების სინთეზი, იცვლება უჯრედის სტრუქტურათა ფუნქციები. ასეთ ცვლილებებს განსაკუთრებით ინტენსიურად ნეირონები და კარდიომიოციტები განიცდის. ამიტომ არის, რომ სიბერის პირველი ნიშნები ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია.

5. ენერგეტიკული ცვლილებანი - ასაკთან ერთად უჯრედში ორჯერ მცირდება მიტოქონდრიების - "ენერგიის წარმომქმნელი სადგურების" - რაოდენობა, რაც არღვევს ენერგომომარაგებას და ამცირებს ჟანგბადის მოხმარებას, იწვევს ქსოვილთა და ორგანოთა ჟანგბადოვან შიმშილს (ჰიპოქსიას), რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიათა განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და სიბერის ხელშემწყობი ფაქტორია.

6. ზრდის ჰორმონის დეფიციტი - ზრდის ჰორმონი უჯრედში ამინომჟავებისა და საშენი მასალის მთავარი ტრანსპორტიორია. იგი ხელს უწყობს დაზიანებულ ქსოვილთა რეგენერაციას, არეგულირებს კუნთოვანი ქსოვილის ძალასა და მასას. ასაკის პარალელურად იკლებს ზრდის ჰორმონის სინთეზი, მისი დეფიციტი კი ხელს უწყობს დაბერებას.

7. გენეტიკური ფაქტორები - არსებობს სპეციფიკური, ახალგაზრდობის შემანარჩუნებელი და სიბერის განმსაზღვრელი გენები. ისინი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ დაბერებასა და დღეგრძელობაში. განსაზღვრული შინაგანი და გარეგანი მიზეზების ზემოქმედებით ეს გენები მუტაციას განიცდიან და ვეღარ ახერხებენ ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მათ პარალელურად აქტიურდებიან სიბერის განმსაზღვრელი გენები, რომლებიც ადამიანში ხანში შესულთა გენოტიპის ჩამოყალიბებას განაპირობებენ.


ორგანოთა დაბერების ნიშნები

სიბერისთვის დამახასიათებელი პროცესები ამა თუ იმ ხარისხით ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემაში იჩენს თავს. სიბერე ყველაზე თვალნათლივ სხეულის გარეგან საფარველზე აისახება: მცირდება კანის ელასტიკურობა, ჩნდება ნაოჭები, პიგმენტური ლაქები, პაპილომები და მეჭეჭები. საოფლე ჯირკვლები ნაკლებ სეკრეტს გამოყოფენ, რის გამოც კანი შრება და იქერცლება. თმის ბოლქვებში მცირდება სისხლმომარაგება და იცვლება თმის პიგმენტაცია - თმას ჭაღარა ერევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემაში სიბერე 40 წლისთვის ხდება თვალსაჩინო. სისხლძარღვთა კედლებზე ილექება ლიპიდები (ქოლესტერინი), მცირდება სისხლძარღვთა ელასტიკურობა, რაც იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს (სისხლძარღვოვანი კვების მოშლის შედეგად გულის კუნთის ნეკროზს) და ინსულტს (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას, რომელიც ასაკთან ერთად თავის ტვინის სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დაქ¬ვეითებას უკავშირდება).

სასუნთქი სისტემის ფუნქციათა მოშლის მთავარი მიზეზი ფილტვებში ალვეოლათაშორისი ტიხრების დაშლაა, რაც ამცირებს ფილტვის სასუნთქი ზედაპირის ფართობს. ასაკთან ერთად ქვეითდება ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა - 75 წლისთვის ის მთელი ფილტვის 56%-ს უტოლდება.

რაც შეეხება საჭმლის მომნელებელ სისტემას, ამ მხრივ სიბერის ყველაზე აშკარა ნიშანი კბილების დაკარგვაა. ასაკთან ერთად ცვლილებები მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ვითარდება, უპირატესად - ჩვეული მიკროფლორის შეცვლითა და ნაწლავის მოტორიკული ფუნქციის დაქვეითებით.

ასაკოვანი ადამიანისთვის განსაკუთრებით ძნელი ასატანია ძვალკუნთოვან სისტემაში მიმდინარე ცვლილებები. მცირდება განივზოლიანი მუსკულატურის შეკუმშვათა ძალა, ადვილად იღლება კუნთები, თვალში საცემია კუნთების განლევა და ძვლოვანი ქსოვილის გაფაშრება. ხანდაზმული ადამიანები ხშირად მინიმალური ტრავმის შედეგადაც კი იღებენ მოტეხილობას, ხოლო მათი კუნთოვანი სისუსტე იმდენად ძლიერია, რომ ზოგს ჩაიდნის აწევაც უჭირს.

ნერვული სისტემის დაბერება ნეირონთა მზარდი სიკვდილით არის განპირობებული. ასაკთან ერთად იღუპება ნეირონთა 75 პროცენტი, ქვეითდება ნერვული სისტემის მედიატორთა და ნეიროჰორმონების სინთეზი, მცირდება როგორც თავის ტვინის, ისე მთელი ორგანიზმის ნერვული იმპულსებით მომარაგება. ძნელად გამომუშავდება პირობითი რეფლექსები. ინტელექტუალური უნარი ადამიანში 30 წლისთვის ფორმირდება და 55-70 წლამდე ნარჩუნდება, თუმცა 55-60 წლის ასაკში თავის ტვინი მეორე შემოქმედებით პიკს განიცდის.

დაბერების პროცესში დიდია ენდოკრინული სისტემის როლი. ეს განსაკუთრებით ფარისებრ ჯირკვალზე ითქმის, რომლის მუშაობასაც ჰიპოთალამუსი და ჰიპოფიზი არეგულირებს. სიბერის პარალელურად სისხლში ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების - ტრიიოდთირონინისა და თიროქსინის დონე, რასაც თან სდევს დაბერებისთვის დამახასიათებელი პირველი სიმპტომებიც: სისუსტე, მოძრაობათა შენელება, ინფექციური დაავადებების მაღალი მიმღებლობა, ემოციური არამდგრადობა, კანის სიფითრე, გამოშრობა და აქერცვლა, თმის ცვენა, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა.

დაბერების პროცესში არსებითი ცვლილებები მიმდინარეობს რეპროდუქციულ სისტემაში: მცირდება და ირღვევა კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდის გამომუშავება, იკლებს სასქესო ჰორმონების სინთეზი, სისხლში ტესტოსტერონისა და ესტროგენის დონე, რაც ქალებში - მენოპაუზით, ხოლო მამაკაცებში ანდროპაუზით სრულდება.

სიბერე კვალს აჩნევს ორგანიზმის თავდაცვით ძალებსაც: მთავარი იმუნური ორგანო თიმუსი, რომელსაც თ-ლიმფოციტების გამომუშავება აკისრია (თ-ლიმფოციტები ქმნიან იმუნურ ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმს სხვადასხვა დაავადების გამომწვევებისგან იცავენ), მცირდება და 50 წლისთვის სრულიად ქრება. ამის კვალდაკვალ იზრდება ორგანიზმის ინფიცირების, ონკოლოგიური და აუტოიმუნური პათოლოგიებით დაავადების ალბათობაც.

სიბერის გარეგანი მიზეზები

სიბერის გარეგან მიზეზებს წარმოადგენს ცხოვრების წესის თანმხლები ის რისკფაქტორები, რომლებიც აჩქარებენ ორგანიზმის დაბერებას:

1. თამბაქოს წევა (დღეში 11-20 ღერი სიგარეტი);

2. ალკოჰოლური სასმელები (დღეში 100-200 მლ-ზე მეტი);

3. არარეგულარული კვება (1-2-ჯერ დღეში);

4. მშრალი საკვები (4-7-ჯერ კვირაში);

5. რაციონში ხილისა და ბოსტნეულის დეფიციტი (დღეში 100 გ-ზე ნაკლები);

6. გაცხიმოვნება (I, II, III და IV ხარისხის);

7. ჭარბი შაქრის მიღება (დღეში 25 გრამზე მეტი);

8. შემწვარი, შებოლილი პროდუქტებისა და ყავის ხშირი მიღება (2-3 ჯერზე მეტად დღეში);

9. მედიკამენტების მუდმივი მიღება (2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში);

10. ტოქსიკურ, კანცეროგენულ ნივთიერებებთან კონტაქტი (1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში);

11. ძლიერ ცივ ან ცხელ გარემოში მუშაობა (2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში);

12. მძიმე ფიზიკური შრომა (3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში);

13. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, მჯდომარე სამსახური;

14. სტრესული სიტუაციები (2-5 წლის განმავლობაში);

15. წელიწადში 1-2-ჯერ ინფექციური და ქრონიკული პათოლოგიებით ავადობა.