რატომ შუპდება ფეხები ზაფხულში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რატომ შუპდება ფეხები ზაფხულში

რატომ შუპდება ფეხები ზაფხულში
ზაფხული მძიმე გამოცდაა ორგანიზმისთვის. ამ დროს ბევრი, უმთავრესად - ქალები, ფეხების შეშუპებას და ტკივილს უჩივის. საღამო ხანს შესამჩნევად სივდება კოჭების არე, ყრუ ტკივილი აღმოცენდება წვივის კუნთებსა და თითებში...

რისი ბრალია ეს - ამინდის, გა­უწყლოების, მოუხერხებელი ფე­ხ­საცმლის?


ცოტ-ცოტა ყველაფრის, მაგრამ მთავარი მიზეზია სხეულის ქვედა ნახევარში ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა, კერძოდ, ზაფხულში სისხლძარღვების კიდევ უფრო გაფართოება მაღალი ტემპერატურის გამო. ქვედა კიდურებში ვენური სი­სხლის მიმოქცევის დარღვევის მექანიზმი ვენათა კედლების სისუსტესა და ვენათა სარქვლების უკმარისობასთანაა დაკავშირებული, ამიტომ გირჩევთ, დაავადების პირველი ნი­შნების შემჩნევისთ
ანავე მიმართოთ ფლებოლოგს ან ოჯახის ექიმს, რომელიც საჭირო პრეპარატებს დაგინიშნავთ. სიცხე ამწვავებს ვარიკოზულ დაავადებას: ვენების ტონუსი მცირდება, სისხლის მიმოქცევა ნელდება, სისხლი გუბდება. ამიტომ არის, რომ მათ, ვისაც ვენური უკმარისობა აქვს, ცხელ დღეებში ფეხები ჩვეულებრივზე მეტად უშუპდებათ და სტკივათ.

როგორ მოვიქცეთ?
თუ ვენების უკმარისობის ან ვარიკოზული დაავადების დიაგნოზი უკვე
დაგისვეს და ექიმის რჩევით სპეციალურ წინდებსაც ატარებთ, იგივე გააკეთეთ ზაფხულშიც. ამ რეკომენდაციის შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისა და მათთვის, ვისაც ფრენა, ავტომობილით ან მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობა უწევს. მდგომარეობას გამოგიკე­თე­ბთ:

  • ცხენისწაბლას ექსტრაქტზე დამზადებული სპეციალური მალამოები, რომლებიც მაღლა სწევს ვენების ტონუსს და აუმჯობესებს მათში სისხლის მიმოქცევას;
  • გამაგრილებელი (მენთოლიანი) გელები, რომლებიც აცხრობს შეშუპებას და დაღლილობას;
  • საღამოობით - ფეხების გრილი აბაზანა პიტნით, ტერფებისა და წვივების მსუბუქი მასაჟი. კარგია კონტრასტული შხაპიც ფეხებისთვის თბილი (და არა ცხელი!) და ცივი წყლის მონაცლეობით.

ვენების ვარიკოზული გაგანიერების პროფილაქტიკისთვის კარგია წვივის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები, ველოსპორტი, ცურვა, სიარული. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებმა შესაძლოა ვენების მდგომარეობა დაამძიმოს, ამიტომ მათ მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან.

გაუწყლოება

ცნობილია, რომ ზაფხულის სიცხეში ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს. სწორედ ზაფხულთან დაკავშირებული გაუწყლოება და დარღვეული წყალ-ელექტროლიტური ბალანსი იწვევს წვივის კუნთების ძლიერ ტკივილს და ფეხის გაკავებასაც კი. ეცადეთ, დროულად შეივსოთ წლის დეფიციტი. მიიღეთ დღე-ღამეში არანაკლებ 2,5-3 ლიტრი სითხე. სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. მიკროელემენტების, განსაკუთრებით - კალიუმისა და მაგნიუმის, დეფიციტი შეივსეთ ხილითა და ბოსტნეულით - გარგარით, ატმით, პარკოსნებით, სტაფილოთი, ყვავილოვანი კომბოსტოთი... თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს უჩივით, ექიმმა შესაძლოა გამოგიწეროთ პანანგინი ან ასპარკამი, რომლებიც ასევე აღმოფხვრის ზემოხსენებული მიკროელემენტების დეფიციტს და ამით დაგიცავთ ისეთი უსიამოვნო მოვლენისგან, როგორიცაა ფეხის გაკავება და კრუნჩხვა.

მოუხერხებელი ფეხსაცმელი

მოდური ტენდენციების გადამკიდე, რა სიმაღლის ქუსლებზე აღარ დგანან ქალები! ცხადია, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე ვერც ზაფხულში ვიტყვით უარს. მით უმეტეს, თუ ასეთია ჩვენი სამსახურის დრესკოდი. სხვათა შორის, ძალიან მაღალი ქუსლი, ვარიკოზულ დაავადებასთან ერთად, იწვევს ტერფის დეფორმაციას, მყესების დაზიანებას ტერფის არამყარი დგომის გამო, წვივის კუნთებთან დაკავშირებულ პრობლემებს და ხერხემლის მალათაშუა დისკოების თიაქარსაც კი.

რას გვირჩევენ ორთოპედები
ეცადეთ შეარჩიოთ ფეხსაცმელი მყარი და არა უმეტეს 5-7 სმ სიგრძის ქუსლით. კვირაში 1-2 ჯერზე მეტად ნუ ჩაიცვამთ, ხოლო მეტისმეტად ცხელ დღეებში, როცა ფეხებს ისედაც უჭირთ - დღეში 2 საათზე მეტხანს. ამ თვალსაზრისით იდეალურია მყარი, ქვევით ოდნავ გაფართოებული კონუსისებური ფორმის ქუსლი.

სიზარმაცე
ბევრი ვერ დაიკვეხნის ფეხით სეირნობის სიყვარულს. უფრო პირიქით. ავტომანქანამ, რომელიც თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ატრიბუტია, ფეხით სეირნობის ჩვევა სრულიად დაგვავიწყა. საბედნიეროდ, ზაფხულობით ზოგჯერ მაინც დავდივართ ფეხით - ამინდიც კარგია, დღეებიც - უფრო გრძელი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ორი რამ. პირველი: უნდა გვეცვას მოხერხებული ფეხსაცმელი და მეორე: გვქონდეს სეირნობის ჩვევა. თუ მთელი წელი ზედიზედ რამდენიმე ნაბიჯიც არ გადაგიდგამთ ქუჩაში, ზაფხულში მოციონით გატაცება შესაძლოა კოჟრებით, შეშუპებით და კუნთების გადაძაბვით დასრულდეს, მეტადრე - თუ ფეხსაცმელიც მოუხერხებელი გაცვიათ.

როგორ მოვიქცეთ?
თუ თქვენი სამუშაო დიდხანს ჯდომას ან დგომას მოითხოვს, ფეხების განტვირთვის საშუალება კი არ გაქვთ, ოდნავ შემაღლებულზე მაინც მოათავსეთ, ხოლო 45 წუთში ერთხელ შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები ფეხის ვენებში სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად: აიწიეთ ფეხის წვერებზე, ამოძრავეთ ტერფები და ფეხის თითები, დაჭიმეთ წვივები. იმავეს გაკეთება შეიძლება ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც. ღამით ფეხქვეშ ამოიდეთ ბალიში, რათა ფეხები 10-15 სმ-ით სხეულის დონეზე მაღლა აღმოჩნდეს. განვითარებული ვარიკოზული დაავადების წამლებით მკურნალობა ნაკლებეფექტურია, ამიტომაა, რომ ფლებოლოგია უზარმაზარ მნიშვნელობას ანიჭებს მარტივ პროფილაქტიკულ ღონისძიებებს, რომლებიც დაავადების განვითარებას აფერხებს. ზაფხული უდავოდ წლის ყველაზე მშვენიერი დროა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ პერიოდში იზრდება ფეხების დატვირთვა და უსიამოვნო შეგრძნებები არამც და არამც არ დავტოვოთ უყურადღებოდ. რაც უფრო ადრე მივიღებთ სათანადო ზომებს, მით უკეთესი ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
დიეტა ვარიკოზის დროს - გულისხმობს საკვები რაციონის ბოსტნეულითა და ხილით მაქსიმალურად გაჯერებას და შებოლილი
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად