პრაქტიკული რჩევები ალერგიით დაავადებულთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრაქტიკული რჩევები ალერგიით დაავადებულთათვის

მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს შეუძლებელია, ამიტომ გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რომლებიც ამ საშიშ პერიოდში გამოგადგებათ:

  1. რაც შეიძლება ნაკლები ხანი დაყავით ქუჩაში, განსაკუთრებით - თუ ქალაქგარეთ, სოფელში, დაბაში ცხოვრობთ.
  2. ვისაც სოკოს სპორებზე აქვს ალერგია, არ უნდა გაჩერდეს ტყეში, თივის ზვინების ახლოს, ასევე - პარკებში, სადაც ნიადაგი ნესტიანია.
  • როდის გავიდეთ გარეთ?

ყველამ უნდა იცოდეს, როდის არის მისთვის შინიდან გასასვლელად ყველაზე ხელსაყრელი ამინდი.

ალერგიით დაავადებულთა უმრავლესობისთვის ასეთია წვიმიანი დღეები, როცა ჰაერში ყველაზე ნაკლები მტვერია. სოკოს სპორებზე ალერგიის მქონეთ სასეირნოდ მშრალი და მზიანი ამინდი უნდა ერჩივნოთ. თითქმის ყველა მათგანისთვის არახელსაყრელია ქარიანი დღეები. ასეთ დროს ჰაერში მტვრისა და სოკოს სპორების რაოდენობა გაცილებით მეტია. თანაც ქარს ისინი ადვილად გადააქვს ერთი ადგილიდან მეორეზე და მათთან შეხვედრა ძალიან ადვილია. მნიშვნელოვანია ისიც, დღის რომელ პერიოდში გახვალთ გარეთ. ყველაზე უსაფრთხო დილაა. ამ დროს მტვერი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია. სოკოს სპორები ჰაერში საღამოობით არის ყველაზე მეტი.

  • როგორ მოვიქცეთ?

  1. ნუ გააღებთ ფანჯრებს შუადღისას და საღამოს.
  2. გამოიყენეთ კონდიციონერი.
  3. ავტომობილში ჯდომისას ასწიეთ მინები.
  4. შინ დაბრუნებისას არ დაგავიწყდეთ შხაპის მიღება.
  5. ნუ გააშრობთ თეთრეულს ეზოში.
  6. ბაღსა და ბოსტანში მუშაობისას არ დაგავიწყდეთ ცხვირ-პირზე დამცავი დოლბანდის აფარება.
  • მედიკამენტური უსაფრთხოების წესები

ალერგიის სამკურნალოდ იყენებენ რამდენიმე ჯგუფის პრეპარატებს, რომლებიც წვეთების, სპრეის, აბების, აეროზოლების სახით გამოდის. ფარმაცევტულ ბაზარზე ანტიალერგიულ პრეპარატთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა, ამიტომ საჭირო პრეპარატის შერჩევა არც ისე ადვილია. სამკურნალო პრეპარატის შერჩევა ალერგოლოგს ანდეთ, რომელიც წამალს არა მხოლოდ მისი ეფექტის, არამედ იმ გვერდითი რეაქციების გათვალისწინებითაც დაგინიშნავთ, რომლებიც შესაძლოა თან ახლდეს წამლის მიღებას.

  1. დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ ახალი პრეპარატის მიღების შემდეგ იგრძენით თავის ტკივილი, გულისრევა ან უეცარი სისუსტე. თუ კანზე გაგიჩნდათ გამონაყარი, შეგაწუხათ ქავილმა, ხმა ჩაგეხლიჩათ, აგტკივდათ მუცელი, დაგემართათ დიარეა ან ყაბზობა, იგრძენით სულისხუთვა, მკვეთრი თავბრუხვევა, ხოლო სუნთქვა ხმაურიანი, მსტვენი გაგიხდათ - გამოიძახეთ სასწრაფო.
  2. ალერგიულ ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თან რომელიმე ანტიჰისტამინური პრეპარატი, რომლის დალევასაც შეძლებს ექიმის მოსვლამდე. ამ წამლით ბოროტად არ ისარგებლოთ, ნუ მიიღებთ მას, ალერგიული რეაქციის პროფილაქტიკისთვის!
  3. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აეროზოლები, რომლებიც ალერგიულ რეაქციათა დასათრგუნავად გამოიყენება. მათი ნაწილის გამოყენება მართლაც შეუზღუდავად შეიძლება, რაც შეეხება სტეროიდულ აეროზოლებს, მათთან ხუმრობა არ შეიძლება, ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება, თანაც მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში.
  4. ანტიჰისტამინურ პრეპარატთა უმრავლესობა მოთენთვას, ძილიანობას იწვევს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ იმ პირებმა, რომლებსაც ავტომობილის მართვა ან ავტომატურ მოწყობილობებთან კონტაქტი უწევთ. ახალი თაობის პრეპარატებს ასეთი გვერდითი ეფექტები ნაკლებად ახასიათებს, ამიტომ სამკურნალოდ ისინი გიჯობთ.
  5. ალერგიის სეზონური გამწვავების პერიოდი ნაკლებ მტკივნეულად ჩაივლის, თუ მის დადგომამდე 1-2 კვირით ადრე დაიწყებთ სპეციალისტის მიერ შერჩეულ წამლის მიღებას.
  6. გახსოვდეთ: არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი, მით უფრო - ავადმყოფი. ერთი პაციენტისთვის, მისი ინდივიდუალური მდგომარეობისა და ფუნქციური სინჯების შედეგების საფუძველზე დანიშნული მედიკამენტი არ გამოადგება სხვა, თუნდაც ანალოგიური ალერგიული გამოვლინებების მქონე პირს. ასე რომ, ყოველგვარი თვითმკურნალობა დაუშვებელია.