კვებითი ალერგია, ცვლილებები კვების რაციონში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

კვებითი ალერგია, ცვლილებები კვების რაციონში

კვებითი ალერგია, ცვლილებები კვების რაციონში
ზოგიერთ საკვებ პროდუქტს ალერგიული ან ფსევდოალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. მათ რიგებს მიეკუთვნება ციტრუსები, ყურძენი, მარწყვი, პომიდორი, თხილეული, მჟავე კომბოსტო, ძეხვი, მაიონეზი და სხვა. მათ ბოროტად მოხმარებას არაალერგიულებშიც კი შეუძლია გარკვეული უარყოფითი ცვლილებების გამოწვევა. ალერგიის შემთხვევაში, „დამნაშავე“ პროდუქტების კვების რაციონიდან მთლიანად ამოღება რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს მისი ცხოველმოქმედებისთვის აუცილებელი ნივთიერების მიწოდება შევუწყვიტოთ. საბედნიეროდ, შესაძლებელია პროდუქტ-ალერგენების უვნებელი, მაგრამ მსგავსი თვისებების პროდუქტებით ჩანაცვლება.


რძეზე ალერგია. რძეზე ალერგიისას მისი მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ ვითარდება ალერგიული რეაქცია. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიც
და მძიმეც. მაგალითად, ხველა, ღებინება, გამონაყარი და მონელების პრობლემები. ზოგჯერ რძეზე ალერგია იწვევს ანაფილაქსიას - მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ რეაქციას.

რძეზე ალერგიის დროს ალერგიული რეაქციის გამოწვევა რძის პროდუქტებსაც შეუძლია, მაგალითად, ნაღების კარაქს, ყველს, ნაყინს.

რძეზე ალერგიის შემთხვევაში კვების რაციონიდან უნდა ამოვიღოთ რძე და რძის პროდუქტები. მისი
ჩანაცვლება შესაძლებელია ფერმენტირებული რძის პროდუქტებით. ისინიც შეიცავენ კალციუმს და ჩვენი ორგანიზმისთვის (განსაკუთრებით ძვლებისთვის) აუცილებელი ელემენტებს.

მარცვლეულზე ალერგია (ხორბალი, ჭვავი). მარცვლეულზე ალერგიული რეაქციის სიმპტომები შეიძლება იყოს: შესივება, ქავილი ან გაღიზიანება პირის ღრუს ან ყელის არეში; ამობურცული ან ქავილის გამომწვევი გამონაყარი და შესივება კანზე; ცხვირის გაჭედვა; თავის ტკივილი; ცრემლდენა და თვალების ქავილი; სუნთქვის გაძნელება; სპაზმები, გულისრევის შეგრძნება ან ღებინება; ფაღარათი; ანაფილაქსია.

მარცვლეულზე ალერგიის შემთხვევაში იკრძალება მაკარონი, ფქვილის ნებისმიერი ნაწარმი, პური, ფაფები, ლუდი. ამიტომ პურ-ფუნთუშეულის მხრივ უნდა შეიცვალოს კვების რაციონი, მაგალითად, ხორბლის ან ჭვავის პური უნდა ჩანაცვლდეს კარტოფილის ან სოიის ფქვილისგან მომზადებული პურით.

კვერცხზე ალერგია. კვერცხზე ალერგიის სიმპტომები ძირითადად კვერცხის ან კვერცხის შემცველი საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში ვითარდება. სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიცა და მძიმეც. შეიძლება გამოვლინდეს კანის გამონაყრით, ცხვირის გაჭედვით, ღებინებითა და სხვა გასტროინტესტინური პრობლემებით. იშვიათ შემთხვევებში ალერგია იწვევს ანაფილაქსიას.

კვერცხი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ცილის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ხორცით, უმჯობესია საქონლის ან ქათმის ხორცი.

კვერცხზე ალერგიისას სიფრთხილეა საჭირო აცრებისადმი. ზოგიერთი ვაქცინა (წითელას, გრიპის და სხვა) დამზადებულია ქათმის ემბრიონის საფუძველზე.

თევზსა და ზღვის პროდუქტებზე ალერგია. ზღვის პროდუქტებზე ალერგიის სიმპტომები ალერგიული საკვების მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში იწყება. ეს სიმპტომებია: ამობურცული გამონაყარი, ქავილი ან ეგზემა (ატოპიური დერმატიტი), ტუჩების, ენის, ყელისა და სხეულის სხვა ნაწილების შესივება, ცხვირის გაჭედვა, გაძნელებული სუნთქვა; ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება და ღებინება; თავბრუხვევა, გულის წასვლის შეგრძნება ან გონების დაკარგვა. ალერგიამ შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქსია.

ერთადერთი, რითიც თევზის ჩანაცვლება შეიძლება, ხორცია. თევზზე ალერგიის დროს არც თევზის ქონის მიცემა შეიძლება ბავშვებისთვის (რასაკვირველია, არც დიდებისთვის). სიფრთხილე მართებთ თევზზე ალერგიულ ქალბატონებს კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების დროს. ისინი უნდა ერიდონ თევზის ქერცლისგან დამზადებულ კოსმეტიკას. თევზზე ალერგიისას არც საფოსტო მარკებით გატაცება ღირს, ყოველ შემთხვევაში, დაწებების მიზნით მათი ალოკვა არ შეიძლება, რადგან მარკის წებო თევზის ფხებისგან მზადდება.

ყავაზე ალერგია. ყავასაც შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა. ის ვლინდება გულისცემის გახშირებით, შემცივნებით, შაკიკით.

ყავაზე ალერგიის შემთხვევაში უნდა შეელიოთ გასახდომ კოსმეტიკას, რადგან ისინი ძირითადად კოფეინისაგან მზადდება. სასმელი ყავა კი უნდა ჩანაცვლდეს ბალახეული ჩაით.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 28-09-2016
tamari
გამარჯობატ, როგორ სჰეიზლება მურნალობა როდესაც ბავსჰვს აქვს ალერგია კვერცხზე, მარცვლეულზე. და არის ტუ არა განკურნებადი. გმადლობტ.
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
XXI საუკუნის ეპიდემია - ასე უწოდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ალერგიას,
ცხოვრება და თავის გატანა ფიზიკური შრომით მიწევს. წლები კი ყოველთვის თავის კვალს აჩნევს ფიზიკურ ამტანობას, მეც ასე დამემართა.
ჯერ კიდევ 20 წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა სიტყვა გლუტენის მნიშვნელობა. რა არის გლუტენი? ეს არის ცილა, რომელსაც მარცვლეული
ოქროსფერი შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია ვაზის, რთვლის, დაწურული ყურძნის,
როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, მნიშვნელოვანია, რომ ის კარგად იკვებებოდეს, დიდხანს ეძინოს.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად