/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება

ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება
ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ

მეხუთე ადამიანს ისინი სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია. ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და ერთდროულადაც.

  • ჭინჭრის ციება

ეს სახელი დაავადებამ გამოვლინების თავისებურების გამო შეიძინა: კანზე არსებული გამონაყარი ჭინჭრის ნასუსხს ჰგავს. თან სდევს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. შესაძლოა, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, თავი იჩინოს თავის ტკივილმა და სისუსტემ. ჭინჭრის ციება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და გენერალიზებულიც (უბრალო ენით რომ ვთქვათ, მოიცვას სხეულის ცალკეული ნაწილი ან გავრცელდეს მთელ ტანზე), მწვავეც და ქრონიკულიც. ასევე, შესაძლოა, რომელიმე სხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენდეს.

ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს: ფიზიკურმა ფაქტორებმა - სითბომ, სიცივემ, წნევამ, მზის რადიაციამ; დერმოგრაფიულმა (ან მექანიკურმა) ფაქტორებმა (ვთქვათ, სავარცხლით კანის გაღიზიანებამ); სამკურნალო საშუალებებმა, მტვერმა და ა.შ. როცა მიზეზს ვერ პოულობენ, ჭინჭრის ციებას იდიოპათიურს უწოდებენ. უმეტესად კი წარმოშობის მიხედვით ორგვარ ჭინჭრის ციებას განასხვავებენ: ალერგიულსა და არაალერგიულს. ზოგჯერ ცალკე გამოყოფენ მემკვი-დრეობით ფორმასაც. მწვავე ჭინჭრის ციება უმეტესად ალერგიული ბუნებისაა, ხოლო ქრონიკული, მორეციდივე ფორმის კავშირი რომელიმე ალერგენთან (წამალთან, მტვერთან, საკვებთან) იშვიათად შეიმჩნევა და საზოგადოდ, გამომწვევი მიზეზის დადგენა მხოლოდ 5-30%-ში ხერხდება.

  • კვინკეს შეშუპება

ანგიონევროზულ შეშუპებას, სხვაგვარად - კვინკეს შეშუპებას ან გიგანტურ ჭინჭრის ციებას, ჩვეულებრივი ჭინჭრის ციებისგან კანის დაზიანების სიღრმე განასხვავებს. დიდი ზომის შეშუპება ყვე-ლაზე ხშირად ფაშარი უჯრედოვანი აგებულების ადგილებში (ტუჩებზე, ლოყებზე, წარბებზე, პირის ლორწოვან გარსზე, სასქესო ორგანოებზე) ვითარდება. ტიპურ შემთხვევებში იგი რამდენიმე საათის (მაქსიმუმ 2-3 დღის) შემდეგ უკვალოდ ქრება. საშუალო და მძიმე შეშუპების მქონე პირთა ჰოს-პიტალიზება აუცილებელია. კვინკეს შეშუპების მემკვიდრეობით ფორმას ცალკე გამოყოფენ. ის უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. შეშუპებას აპროვოცირებს მიკროტრავმა და სტრესი. ხშირია ხორხის შეშუპება. ამ დაავადებას სხვა პრინციპებით მკურნალობენ. ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია პროფილა-ქტიკური ღონისძიებების მთელი წყება.

  • მიზეზები

მწვავე ჭინჭრის ციება ხშირად საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგიის ნიშანია. იმ პროდუქტებიდან, რომლებიც მის განვითარებას იწვევს, განსაკუთრებული ყურადღების ღირსია კვერცხი, არაქისი, სოია, ღორის ხორცი, რძე, თევზი და ზღვის სხვა პროდუქტები, ქათამი, თხილი და კაკალი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობათ, მყავს 1 წლის პატარა. ზუსტად 1 თვის წინ შეხვდა ჭინჭრის ციება. ესლოტინი, ფენისტილი, ბაჟანა და ენტეროსგელი ქონდა დანიშნული. მკურნალობის კურსს მოვრჩით და ეხლა კვლავ დაეწყო გამონაყარი, ოღონდ მხოლოდ ბარძაყებზე და წვივებზე. ეს გამონაყარი არ გავს იმას, რაც პირველად ქონდა, უფრო პატარა წითელი გამონაყარია. საკვენს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ არაფერი მიმიცია ალერგიული, მეც დიეტაზე ვარ ბუნებრივი კვების გამო. ეხლა საღამოობით უჩნდება და დილით აღარ აქვს ხოლმე გამონაყარი. აღარ ვიცი რა ვქნა, თან შეკრულობა დაეწყო საშინელი. ეგებ მირჩიოთ რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?</p>

უნდა გავითვალისწინოთ ჯვარედინი ალერგიული რეაქციების (ვთქვათ, პროდუქტისა და მტვრის ან ლატექსის ერთობლივი მოქმედების) შესაძლებლობაც. წამლებიდან ჭინჭრის ციების გამოწვევა ძალუძს ასპირინს, ანტიბიოტიკებს (მაგალითად, პენიცილინის ჯგუფს), სულფანილამიდებს, კოდეინს.

ჭინჭრის ციებას შესაძლოა კავშირი ჰქონდეს სისხლის გადასხმასთან ან სხეულში რენტგენოკონტრასტული ნივთიერების შეყვანასთან. არც ის არის გამორიცხული, გამონაყარი სიფრიფანაფრთიანი მწერის ნაკბენმაც გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ
ანაფილაქსიური შოკი
რა არის ალერგენი და როგორ დავაღწიოთ თავი ალერგიას

ჭინჭრის ციების მიზეზად შეიძლება იქცეს რომელიმე ინფექციური ან ვირუსული დაავადება, მაგალითად, ჭიებით ინვაზია, ჰეპატიტი ან ლამბლიოზი. ზოგჯერ ის ისეთ პირებშიც იჩენს თავს, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები აქვთ. კვინკეს შეშუპებისთვის დამახასიათებელია კავშირი გულის უკმარისობისა და მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებთან (ასეთია, მაგალითად, რენიტეკი, კაპოტენი, ენაპი, პრესტარიუმი). ამ დროს შეშუპება ხშირად ენასა და ტუჩებზეა ლოკალიზებული.

  • დიაგნოსტიკა

ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ექიმი, უპირველეს ყოვლისა, ანამნეზს კრებს ანუ არკვევს, რა გჭირთ. მომდევნო ეტაპი სხეულის დათვალიერება და ლაბორატორიული გამოკვლევაა, მათ შორის - ვასერმანის რეაქცია, რენტგენოგრაფია, ალერგოლოგიური და იმუნოლოგიური კვლევები. გამოკვლევა გულდასმით უნდა ჩატარდეს, რათა გამოირიცხოს დაავადებები, რომელთა მიმდინარეობა ჭინჭრის ციებისას ჰგავს. გარდა ამისა, საჭიროა იმ პათოლოგიების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს შეუპოვრად მიმდინარე ჭინჭრის ციებას. ასეთი გახლავთ ქრონიკული ტონზილიტი, კარიესი, ქოლეცისტიტი, ოსტეომიელიტი, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კუჭ-ნაწლავის პრობლემები და სხვა.

  • საშიშია თუ არა?

ლოკალური ჭინჭრის ციება მსუბუქ ალერგიულ რეაქციად მიიჩნევა, ხოლო გენერალიზებული ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება - საშუალოდ და მძიმედ. განსაკუთრებით საშიშია შეშუპება სახის, კისრის, პირის ღრუსა და ხორხის მიდამოში - შესაძლოა, სუნთქვის გაძნელება და მოხრჩობაც მოჰყვეს, თუ, რა თქმა უნდა, პაციენტს დროულად არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო დახმარება.

  • პროფილაქტიკა

ავადმყოფი კარგად უნდა იცნობდეს თავის დაავადებას და მუდამ თან ჰქონდეს "ალერგიული ავადმყოფის პასპორტი", რომელშიც მითითებულია დიაგნოზი და მოცემულია რეკომენდაციები (ასეა ყველა ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს). ყველა, ვისაც კი ერთხელ მაინც განუვითარდა ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, უნდა ერიდოს ასპირინსა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებს. არ უნდა გაეკაროს ალკოჰოლს. სახიფათოა ასევე ცხელი შხაპი და აბაზანა, ზოგიერთი წნევის დამწევი საშუალების მიღება. თუ დამნაშავე საკვები დადგენილია, მისი მიღებაც უნდა აიკრძალოს. მზისმიერი ჭინჭრის ციების დროს გარუჯვა რეკომენდებული არ არის. პაციენტები, რომელთაც მემკვიდრეობითი კვინკეს შეშუპება აქვთ, უნდა ერიდონ კბილის ამოღებას.

  • მედიკამენტური მკურნალობა

მწვავე ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს პირველ ადგილზე დგას ის საშუალებები, რომლებსაც სიმპტომების სწრაფი კუპირება ძალუძს. მსუბუქ შემთხვევებში შეიძლება ანტიჰისტამინურ პრეპარატებს დავჯერდეთ (ასეთია დიმედროლი, სუპრასტინი, ტავეგილი. გაცილებით უკეთესია უახლესი პრეპარატები, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს, მაგალითად, კლარიტინი, ალერფასტი და სხვა). არცთუ იშვიათად შედეგიანია გამწმენდი ოყნა და ენტეროსორბენტები (სმექტა, გააქტიურებული ნახშირი).საშუალო სიმძიმისა და მძიმე შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და სპეციალისტების მაღალკვალიფიციური დახმარება.

დაბოლოს: ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების მკურნალობის რეკომენდაციებში ჩართულია მეთოდები, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება მეცნიერულად არის დამტკიცებული. ამავე დროს, რეკლამა ეწევა ჭინჭრის ციებისა და კვებითი ალერგიის სხვადასხვა ფორმის მკურნალობის არატრადიციულ მეთოდებს. მათი მიმდევრების აქტიურობის მიუხედავად, ზოგიერთი ამ მეთოდის ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, ზოგიერთმა კი ვერ გაუძლო ობიექტურ გამოცდას. რაც მთავარია, ზოგიერთი მათგანი არცთუ უსაფრთხოა. თუ მაინც გადაწყვეტთ არატრადიციული მეთოდებით მკურნალობას, მათი უსაფრთხოების ხარისხი ექიმთან ერთად განიხილეთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები