ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი
ჰიგიენა
ჰიგიენის წესების დაუცველობისას ადამიანის ორგანიზმში დაუბრკოლებლად ხვდებიან ალერგენები და აზიანებენ მას, გადაჭარბებული დაცვისას კი ადამიანის იმუნური სისტემა საერთოდ ვერ ხვდება ჩვეულებრივ ალერგენებს, ვერ იღებს მათი ბუნების შესახებ სათანადო ინფორმაციას, ამიტომ სავსებით ჩვეულებრივ აგენტს დიდი საშიშროების მომტანად აღიქვამს და მწვავედ რეაგირებს მათზე.
ქიმიური მრეწველობა
წარმოებისას გამოყენებული პროდუქტების არასრული დამუშავება, არასათანადო უტილიზაცია და მათი ნარჩენების დიდი რაოდენობით გარემოში მოხვედრა აბინძურებს ჰაერს, წყალს და საკვებ პროდუქტებს, რომლებზეც ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ქიმიის ძლიერი შემოჭრა თანამედროვე დიასახლისთა საქმიანობაში.
მინიდოსიე
- ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის ალერგიას დღეს მესამე ადგილი უკავია. იგი პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს აღენიშნება. მას განსაკუთრებით კარგად იცნობენ ამერიკასა და გერმანიაში.
- ეს არის დაავადება, რომელსაც ყველა ოჯახი კარგად იცნობს, რადგან ერთ-ერთ წევრს აუცილებლად ექნება ამგვარი რეაქციები რომელიმე ტიპის ალერგენის მიმართ.
- დაავადებულთა რიცხვი 10 წელიწადში ერთხელ ორმაგდება. რეაქციათა ასეთი ტემპით გავრცელებისას რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ალერგიული გახდეს.
- ალერგია არ არის მხოლოდ იმუნური სისტემის გაძლიერებული რეაქციის შედეგი - მის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ტიპის მოშლილობები.
- მრავალ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს XXI საუკუნის შავი ჭირია.
ალერგიულ დაავადებათა სტრუქტურა
- ალერგიულ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ალერგოზები, მათ შორის რინიტების წილი 15-20%-ია, ბრონქული ასთმისა - 70-80%, ხოლო შერეული ფორმებისა - 60-95%.
- დაავადებულთა 20%-ს კვებითი ალერგია აქვს, 9%-ს მთელი წლის განმავლობაში ალერგიული სურდო ტანჯავს, 4%-ს წამლისმიერი ალერგია აქვს, ხოლო 1%-ისთვის სასიკვდილოა მწერის ნაკბენი.
- სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლინოზით დაავადებულია მოსახლეობის 0,2-დან 39%-მდე. ყვავილების მტვერი პრობლემებს ყველაზე მეტად 10-დან 40 წლამდე ასაკის პირებს უქმნის.
- 14 წლამდე 2-ჯერ მეტად ავადდებიან ვაჟები, ხოლო 15-დან 50 წლამდე - გოგონები და ქალები.
- პოლინოზით დაავადებულთა 50%-ს ალერგიული რეაქცია პირველად 15 წლამდე უვლინდება. 30 წლამდე ალერგიული რეაქციები უვლინდება დაავადებულთა 90%-ს.
ტროპიკული და ნესტიანი ტყეების ზოლში მცხოვრებთ არასოდეს ემართებათ ალერგია. მეცნიერები ამას 3 ძირითადი მიზეზით ხსნიან:
“ალერგია” აქ არ ცხოვრობს
1. ნესტიანი და ტენიანი ჰაერის გამო ტროპიკულ ზოლში მცხოვრებთა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გაცილებით ჯანმრთელი და საღია.
2. ჰაერი გაჯერებულია დიდი რაოდენობით ჟანგბადით, სასარგებლო მცენარეთა არომატით, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღ სუნთქვას, სასუნთქი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას.
3. ასეთ რეგიონებში ჰაერში თითქმის არ არის კანცეროგენული და ალერგიული ბუნების მავნე გამონაბოლქვები, ამასთან, მოსახლეობა იკვებება ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტებით.
მტვერი ყველაზე ძლიერი ალერგენია
- 12 გრამი საყოფაცხოვრებო მტვერი 2 ათასამდე მტვრის ტკიპას შეიცავს.
- 150 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობზე წელიწადში 20 კგ-მდე ამგვარი მტვერი გროვდება, რომელშიც 15-მდე სხვადასხვა ტიპის მტვრის ტკიპა ბინადრობს, ისინი ადამიანის პარაზიტები არიან და ხელსაყრელი პირობების დადგომისას ალერგიული რეაქციების გამშვებ მექანიზმში მთავარი როლის შემსრულებლებად გვევლინებიან.
- ქუჩაში ჰაერს მტვრისგან საგულდაგულოდ წმენდს წვიმა, ოთახში კი მისი სრული მოცილება შეუძლებელია, განიავებისა და სველი წესით დასუფთავების შემთხვევაშიც კი, რადგან განიავებისას მისი ნაწილი შენობაში უკანვე ბრუნდება.
- შენობის გარეთ რესპირატორული ტიპის ინფექციური დაავადებების მხოლოდ 10%-ს თუ შეხვდებით, დანარჩენ 90%-ში კონტაქტი სწორედ გაუნიავებელ შენობაში ხდება.
- ქუჩის მტვერი შედგება ობის სოკოების, თამბაქოს კვამლისა და აეროზული მტვრისგან. სახლის მტვერი დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით გაცილებით საშიშია, ვიდრე ქუჩისა. მასში ხშირადაა შინაური ცხოველების ბეწვები, ყვავილის მტვერი, ტანსაცმლისა და თეთრეულის ქსოვილოვანი ბოჭკოები, უხვად შეიცავს კანის ჩამოფცქვნილ უჯრედებს. ყველაზე საინტერესო კი მიკროსკოპული ზომის - 100-დან 300 მიკრონამდე - მტვრის ტკიპებია. მათთან ეფექტიანი ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო საშუალებას ცენტრალური მტვერსასრუტი წარმოადგენს.
ყურის ტკივილიც ალერგიაა
ალერგიული რეაქცია მტვერზე, ბეწვსა და ყვავილის მტვერზე შესაძლოა ოტიტის მიზეზად იქცეს. უკანასკნელ ხანს იმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებსაც ალერგიული რეაქციები სწორედ შუა ყურში განვითარებული ანთებითი პროცესის სახით უვლინდებათ. ამ დროს ტკივილს დაერთვის ქავილი. ეს პაციენტები უკეთესობას მხოლოდ მას შემდეგ გრძნობენ, რაც მკურნალობაში ანტიჰისტამინურ პრეპარატებსაც ჩართავენ. ასევე აუცილებელია იმ კონკრეტული ალერგენის გამოვლენა, რომლის მიმართაც ყური ამგვარ რეაქციებს ამჟღავნებს.
ალერგია გაქვთ? - მეტი იძინეთ!
მშვიდი ძილი ორგანიზმის საუკეთესო წამალია, რადგან იმუნური სისტემა თავის დამცველობით ფუნქციებს ყველაზე უკეთ სწორედ ღამით, დასვენებისას ავლენს. ადასტურებულია, რომ ღამით ადამიანის იმუნიტეტი მიკროორგანიზმებს გაცილებით აქტიურად და ეფექტიანად ებრძვის, დღისით მისი ეს უნარი მინიმალურია. ვენი იმუნური ძალების სიძლიერეს სპეციალური ცილები განსაზღვრავს, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური რეაქციებისა და ფუნქციათა რეგულირება-აღდგენა ევალებათ, ისინი თურმე უკეთ მუშაობენ ძილის დროს, როდესაც ორგანოებში ნივთიერებათა ცვლის ტემპი საგრძნობლად დაქვეითებულია. ს კიდევ ერთხელ მოწმობს ჯანსაღი ძილის მნიშვნელობას. იძინეთ მეტი და ალერგია ვერაფერს დაგაკლებთ!