ობის სოკოთი გამოწვეული ინფექცია - როგორ სვამენ დიაგნოზს და როგორ მკურნალობენ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ობის სოკოთი გამოწვეული ინფექცია - როგორ სვამენ დიაგნოზს და როგორ მკურნალობენ?

დაავადება, რომელიც ასპერგილათი ინფიცირების შედეგად ვითარდება, ჩვეულებრივ, სასუნთქ სისტემას აზიანებს, თუმცა სიმპტომები და მდგომარეობის სიმძიმე სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ასპერგილათი გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულია და მიმდინარე პროცესის ტიპზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფართო გავრცელების გამო ასპერგილა ზოგჯერ სავსებით ჯანმრთელი ადამიანის ნერწყვსა და ნახველშიც აღმოჩნდება.

გარდა ამისა, ობის სოკოს სხვა სახეობებისგან ასპერგილას მიკროსკოპულად გარჩევა საკმაოდ ძნელია, დაავადების სურათი კი ძალიან ჰგავს ტუბერკულოზს. დიაგნოზის დასაზუსტებლად ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს:

  • ფილტვების რენტგენოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფია;

  • ნახველის გამოკვლევა - ჯერ მიკროსკოპულად, მერე კი დათესვა სპეციალურ ნიადაგზე და დაკვირვება;

  • ქსოვილისა და სისხლის გამოკვლევა - ტარდება კანის ტესტი, რომლის დროსაც წინამხარზე, კანში, შეჰყავთ ასპერგილას ანტიგენი. როცა ორგანიზმი ინფიცირებულია და ასპერგილას საწინააღმდეგო ანტიგენს შეიცავს, ინექციის ადგილას კარგად გამოხატული სიწითლე და შეშუპება ვითარდება; სისხლში შესაძლოა აღმოჩნდეს ანტისხეულები, რომელთა არსებობაც ალერგიულ პასუხზე მიუთითებს;

  • ბიოფსია - ინვაზიური ასპერგილოზის დიაგნოზის დასადასტურებლად ზოგჯერ აუცილებელია ფილტვის ან ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ქსოვილის მიკროსკოპული გამოკვლევა.

მკურნალობა

ასპერგილოზის სახეობის გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა აირჩიოს დაკვირვება, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა ან, იშვიათად, ქირურგიული ჩარევა.

დაკვირვება. ერთი მარტივი ასპერგილომა მკურნალობას არ მოითხოვს, მედიკამენტები მის წინააღმდეგ უეფექტოა. ასეთი ასპერგილომები არც სიმპტომატიკას იწვევს. ინიშნება მხოლოდ რენტგენოლოგიური კონტროლი, ხოლო თუ დაავადებამ პროგრესირება განაგრძო - სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები.

კორტიკოსტეროიდები. ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის მკურნალობის მიზანია, თავიდან ავიცილოთ ასთმის ან ცისტური ფიბროზის დამძიმება. ამ თვალსაზრისით საუკეთესო საშუალებაა სტეროიდების ტაბლეტები. ალერგიული ბრონქოპულმონური ასპერგილოზის დროს სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები, ჩვეულებრივ, არაეფექტურია, თუმცა ზოგჯერ მათ ნიშნავენ სტეროიდებთან ერთად, რაც სტეროიდების დოზის შემცირებასა და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესების საშუალებას გვაძლევს.

ანტიფუნგალური ანუ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნა ინვაზიური ბრონქოპულმონური ასპერგილოზის სტანდარტული მკურნალობაა. გასათვალისწინებელია, რომ ყველა სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტი შეიძლება იქცეს სერიოზული პრობლემების მიზეზად თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების ჩათვლით. გარდა ამისა, შესაძლოა სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებაც.

ქირურგიული მკურნალობა. ვინაიდან სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები ასპერგილომაში კარგად ვერ აღწევს, შესაძლოა საჭირო გახდეს მისი მოცილება ქირურგიული გზით. ჩვეულებრივ, ოპერაცია სისხლდენის შემთხვევაში ინიშნება. ზოგჯერ, როდესაც ქირურგიულ ჩარევას თან ახლავს რისკი, ტარდება ასპერგილომის ემბოლიზაცია. ამ დროს ასპერგილომის ღრუს მკვებავ არტერიაში კათეტერით შეჰყავთ ნივთიერება, რომელიც არტერიას ახშობს.

როგორ დავიცვათ თავი

ასპერგილასგან თავის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია. რისკის შესამცირებლად იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატებით მკურნალობისას (მაგალითად, ორგანოს გადანერგვის შემდეგ ან სიმსივნის დროს) არ არის რეკომენდებული ისეთ ადგილას ყოფნა, სადაც ყრია ლპობადი ფოთლები ან ცხოველთა ექსკრემენტები, ინახება მარცვლეული. იმუნური სისტემის დათრგუნვისას ზოგჯერ რეკომენდებულია სპეციალური დამცავი საშუალების - რესპირატორის ტარება.

წაიკითხეთ სრულად