არასწორმა ვარჯიშმა შესაძლოა სახსრები დააზიანოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არასწორმა ვარჯიშმა შესაძლოა სახსრები დააზიანოს

ადვილად აგრძელებენ ვარჯიშს მაშინაც კი, როდესაც იტვირთებიან სამსახურეობრივი და ოჯახური მოვალეობებით. ხოლო მათ, ვისთვისაც უჩვეულოა ფიზიკური დატვირთვა, სპორტს კვირაში რამოდენიმე საათი მაინც უნდა დაუთმონ.

ნუ ელოდებით სწრაფ შედეგებს. არ დაანებოთ ვარჯიშს თავი მხოლოდ იმიტომ, რომ გეჩვენებათ, თითქოს არაფერი გამოგდით.

ახალბედა სპორტსმენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ზედმეტი დატვირთვა, რომელსაც შესაძლოა საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. ზედმეტად ინტენსიურმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს სახსრების დაზიანება და სხვა გართულებები.

სჯობს მიმართოთ ნაცნობ სპორტულ დარბაზს, სადაც კვალიფიციური პერსონალი შეგირჩევთ ვარჯიშების პროგრამას, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენ სპეციფიურ მოთხოვნებს ან სურვილებს.

საუკეთესო ვარიანტია კვირაში 3 დღე ვარჯიში. გაითვალისწინეთ მოთელვის წესები: მოთელვის სწორი მეთოდიკა მოიცავს 3-დან 5 წუთამდე ვარჯიშს გულ-სისხლძარღვთა სისტემისათვის და 5-10 წუთი - კუნთების მოსათელად, რაც ხელს უწყობს კუნთების ეფექტურ სტიმულაციას. კუნთების მოთელვა უნდა მოხდეს ნელა და ფრთხილად, ზედმეტი ძალდატანების გარეშე.

შეეცადეთ სპორტდარბაზში მიხვიდეთ კარგად დასვენებული - მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ძალისმიერი ვარჯიშების გაკეთება დიდ სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. არასოდეს აირჩიოთ ზედმეტად რთული ან დაძაბული პროგრამა.

სიმძიმეების აწევა დაიწყეთ ყველაზე მსუბუქი წონიდან ხანმოკლე დროით და მცირე ინტენსივობით. თანდათანობით გაზარდეთ სიმძიმეები, ისე, რომ არ გადაიძაბოთ.

ახალბედამ ყურადღება უნდა მიაქციოს უმნიშვნელოვანეს წესს: ვარჯიშის ყოველი სერიის გამეორებებს შორის 1 წუთის განმავლობაში დაისვენეთ.

დაუშვებელია ვარჯიშის დროს სუნთქვის შეკავება, შეეცადეთ ისუნთქოთ იმდენად ბუნებრივად, რამდენადაც ეს შეგიძლიათ. მოახდინეთ მოძრაობისა და სუნთქვის კოორდინაცია.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

იხილეთ აგრეთვე სტატია "საღამოს ვარჯიშის დროს კალორიების დაწვის შანსი მეტია"