/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რისი ბრალია ისტერიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რისი ბრალია ისტერიკა

რა უნდა მას? რატომ იქცევა ასე? როგორ ჩავახშოთ ემოციათა ქარიშხალი?

უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვისთვის არ არსებობს ცნებები “მერე, ცოტა ხნის შემდეგ, მალე”. მისი სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ვერაფრით გააგებინებთ, რატომ არ შეიძლება სასურველის დაუყოვნებლივ მიღება.

ტირილი კი მისი ნაცადი იარაღია, რომლის წყალობითაც ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. არ აქვს მნიშვნელობა, რა უნდა ბავშვს - სათამაშო, კანფეტი თუ უბრალოდ დედის ყურადღება; ისტერიკისთვის უბრალო მიზეზიც საკმარისია.

  • მაგალითად, სეირნობთ ბავშვთან ერთად, შეგხვდათ ნაცნობი, რომელსაც მშვიდად ესაუბრებით, ხოლო პატარას, რომელიც ხელზე გექაჩებათ და გზის გაგრძელებას გთხოვთ, ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ საკმარისია, ბავშვი ატირდეს, რომ თქვენ მყისვე დაემშვიდობებით ნაცნობს და ყურადღებას ბავშვზე გადაიტანთ. ასეთი რეაქციის ისტერიკის განმეორება გარანტირებულია - ბავშვი სწორედ ამგვარად შეეცდება ყველა სურვილის ასრულებას.
  • ისტერიკის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ბავშვი ვერ ერევა საკუთარ ემოციებს. მშობლის უარმა პატარა შეიძლება გააბრაზოს და რაკი მას ჯერ კიდევ არ შეუძლია გრძნობების მართვა, ისტერიკამდე ერთი ნაბიჯიღა რჩება.
  • არცთუ იშვიათად ისტერიკას დაღლილობაც იწვევს. როცა დედა დიდხანს რჩება სტუმრად ან გაუთავებლად დადის მარკეტის რიგებში, პატარა ტირილით გამოხატავს დაღლილობას. დედას კი უკვირს - ის ხომ სტუმრობას და შოპინგს გართობად აღიქვამს... რასაკვირველია, აქ მშობელია დამნაშავე

უნდა ვიცოდეთ, რომ პატარა ბავშვი ძნელად ეგუება ჩვეული რეჟიმის დარღვევას, ხოლო უცნობი ადგილები და ადამიანები მისთვის მძაფრი ემოციებისა და შთაბეჭდილებების წყაროა.

როდემდე გასტანს ისტერიკა?

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ისტერიკის საწყის ეტაპზე პატარა ბავშვის შეჩერება ჯერ კიდევ შეიძლება, მაგრამ როცა ემოციები პიკს მიაღწევს, უფროსი უკვე უძლურია. ბავშვი ყვირის, ხელ-ფეხს იქნევს, უფროსებს ურტყამს. თუ საქმე აქამდე მივიდა, ჯობს, პატარა ცოტა ხნით მარტო დავტოვოთ (რასაკვირველია, იმ პირობით, რომ ფარულად ვადევნებთ თვალყურს, რათა თავს საფრთხე არ შეუქმნას) - ასე ის უფრო სწრაფად დამშვიდდება.

როცა ემოციათა პირველი ტალღა ჩაივლის, შეიძლება, პატარა ხელში ავიყვანოთ, მოვეფეროთ, წყალი ან კანფეტი შევთავაზოთ, მაგრამ ისტერიკის მიზეზი არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა შევახსენოთ, რათა ის მალე მიეცეს დავიწყებას.

ემოციების ამოხეთქვა - ტანტრუმი

ტანტრუმები ეს არის ფეთქებადი რეაქციების გამოხატვა შინაგანი სტრესისა, თუ წარუმატებელი სიტუაციების გამო, რაც 1-3 წლის ასაკის ბავშვის ცხოვრების ნაწილია.

ამ ასაკში ბავშვი ხვდება ახალ გარემოში სწავლობს ახალ წესებს, აქვს ახალი შიშები. მათ სურთ სურვილების ან უკმაყოფილების გამოხატვა, მაგრამ მეტყველების საკმარის დონეზე განუვითარებლობის გამო ეს არ შეუძლიათ. ყველა ეს გამოცდილება კი ქმნის დაძაბულობას და იწვევს ტანტრუმს.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/pediatria/bavshvis-fsiqologia/5650-risi-bralia-isterika.html