რომელი პროდუქტი უნდა მიირთვან მამაკაცებმა
შავი შოკოლადი. ძლიერი სქესობრივი სტიმულატორია კვერცხიც, განსაკუთრებით კი კვერცხისა და ნაღებისგან მომზადებული კოქტეილი. გასტრონომიულ მაგიაში მთავარი ადგილი მაინც სასმელებს უკავია. ამ მხრივ მშრალ წითელ ღვინოს ვერაფერი შეედრება. ალკოჰოლის მცირე დოზა დაძაბულობას ხსნის და ადამიანს რომანტიკული საქციელისკენ უბიძგებს.
ყვავილის მტვერი სუპერსაკვებია, რომელიც დღეისთვის ცნობილ პრაქტიკულად ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. მას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ათლეტები ძალ-ღონის მოსამატებლად და ამტანობის გასაზრდელად. სქესობრივი ინტერესის გაზრდის უნარის წყალობით კი ის მართლაც რომ სუპერპროდუქტია.
თუთია - მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში, ასე რომ, მარწყვი და ჟოლო, რომანტიკული ვახშმის ტრადიციული ელემენტი, სქესობრივ სურვილს სწორედ თუთიის მაღალი შემცველობის წყალობით აძლიერებს.
რკინა სქესობრივი ენერგიის წყაროა. ფოსფორი მნიშვნელოვანი ელემენტია ტვინისა და ნერვების სრულყოფილი მუშაობისთვის. იგი ადამიანის სექსუალური ენერგიის ხარისხს განაგებს. A ვიტამინის დეფიციტი არღვევს სასქესო ორგანოების სეკრეციას. ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სისხლში ჰორმონთა შემცველობაზე. მისი დეფიციტი ძლიერ ასუსტებს ორგანიზმს. ცილა ხელს უწყობს სპერმის საჭირო რაოდენობით წარმოქმნას. კალიუმის დეფიციტი ადამიანს თენთავს, ადუნებს, ასეთ დროს კი სქესობრივი ურთიერთობა ნამდვილად არავის სჭირდება. კალციუმი - ზრდის მამაკაცებში ჩასახვის უნარის ამაღლებას, თავიდან გვაცილებს ნაადრევ ეაკულაციას, მისი უკმარისობა კი იწვევს ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითებას.
სქესობრივი პოტენციის შესანარჩუნებლად მამაკაცმა უნდა მიირთვას ზღვის პროდუქტები, თაფლი, ნიგოზი, არაჟანი, ზეთისხილი, ჰერკულესი, ბრინჯი, წიწიბურა, წვნიანი, ქათამი, კვერცხი, ხორცი, ნატურალური წვენები, ლობიო, გოგრა, ყველი, ხაჭო, ნადუღი, მწვანე ჩაი, მინერალური წყალი, ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული (უმი). თუმცა უნდა გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი დაავადების დროს განსაზღვრული პროდუქტების მიღება არ შეიძლება.