ვნებასაც სჭირდება საზრდო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვნებასაც სჭირდება საზრდო

სანელებლები

ჩინელებს არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ სანელებლებს მძლავრი სქესობრივმასტიმულირებელი უნარი აქვთ. ისინი აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას და ამით განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ მამაკაცის ორგანიზმზე, ზრდიან სქესობრივ სურვილსა და ერექციის ხარისხს. ამ მხრივ გამოირჩევა პირშუშხა. ვიტამინებისა და მიკროელემენტების სიუხვე მას შესანიშნავ აღმგზნებ საშუალებად აქცევს. სანელებლები თავიანთ სქესობრივმასტიმულირებელ თვისებებს განსაკუთრებით კარგად ავლენენ გლინტვეინთან (ღვინო, გამთბარი ვნების ტემპერატურამდე) ერთად. შეუცვლელია მიხაკით, დარიჩინით, ჯავზით, ილითა და ქიშმიშით შენელებული ღვინო, რომელსაც შეგიძლიათ დაუმატოთ ციტრუსის რამდენიმე ლებანი და ცოტაოდენი თაფლი.

შოკოლადი

შოკოლადი ხელს უწყობს ორგანიზმში ენდორფინების გამომუშავებას და სიამოვნების განცდის საფუძველს ქმნის. მასში არის განსაკუთრებული ნივთიერება, რომელიც ზრდის ალერსისადმი კანის მიმღებლობას.

კვერცხი

კვერცხი ტყუილად როდი ასოცირდება ნაყოფიერებასთან - კონიაკში გაზავებული კვერცხის გული ევროპელ გვირგვინოსანთა აღიარებული სასიყვარულო სასმელი გახლდათ.

მიდიები

ბევრი ცნობილი საყვარელი, მათ შორის - კაზანოვა, პაემნის წინ აუცილებლად მიირთმევდა მიდიებს. მათი დახვეწილი გემო სქესობრივი სიახლოვის გასტრონომიულ პრელუდიას ქმნის, შემადგენლობა კი ვნების მშვენიერი საზრდოა: კალციუმი, იოდი, ფოსფორი და კობალტი სასქესო ჰორმონების გამომუშავებას აძლიერებს.

ხილი

ბროწეული - ზრდის სურვილს და ახალისებს გრძნობას. მასში ბევრი კალიუმია, რომელიც აუცილებელია სქესობრივი ფუნქციის გასაძლიერებლად.

ბანანი - კალიუმისა და B ჯგუფის ვიტამინების შემცველობის წყალობით აძლიერებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სქესობრივ ამტანობას და აუმჯობესებს ორგაზმის ხარისხს. შეიცავს ფერმენტებს, რომლებიც მამაკაცის ლიბიდოს აძლიერებს. ამ მიზნით საუკეთესოა ბანანის რძიანი კოქტეილი.

ავოკადო - იმდენ ცხიმსა და ცილას შეიცავს, რომ ხორცის შეცვლაც კი შეუძლია. მას მამაკაცური პოტენციის გამაძლიერებელი თვისება აქვს.

ლეღვი - მას ხშირად იყენებდნენ ძველი ბერძნები სქესობრივი აქტივობის გასაზრდელად და ლტოლვის გასაძლიერებლად.

მანგო - "აიურვედა" მას სქესობრივი უნარის გამაძლიერებელ და აღმგზნებ საშუალებად მიიჩნევს.

ქოქოსი - ძველ ინდოელებს მიაჩნდათ, რომ ქოქოსი ზრდის სპერმის რაოდენობას და წმენდს შარდის ბუშტს. აღმოსავლელი ექიმები ყველას ურჩევდნენ, უხვად მიერთმიათ ქოქოსი დაღლილობისა თუ ქრონიკული დაავადებების დროს. იგი ავსებს ორგანიზმს საჭირო ფერმენტებით და სექსუალური მადის მშვენიერი მკვებავია.

ნიორი

ახლახან ჰოლანდიელმა მეცნიერებმა შექმნეს სპრეი-დეზოდორი, რომელიც სასიყვარულო ხანძარს აღაგზნებს. ეს პრეპარატი ნივრის ბუნებრივ ექსტრაქტზეა დამზადებული. ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ ნიორი ქალებშიც და მამაკაცებშიც ლიბიდოს 10-ჯერ ზრდის.

სხვანი და სხვანი

აფროდიზიაკული თვისებებით გამოირჩევა ნიახური, ფინიკი, ხიზილალა, ყველი, ზღვის კომბოსტო, ზეთისხილი და თაფლი. მიირთვით ბუნებრივი აფროდიზიაკები სქესობრივ სიახლოვემდე  1-1,5 საათით ადრე, თუ გსურთ, რომანტიკული საღამო დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩეთ.