ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #-6 მკურნალი #-6
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#-6  მკურნალი

ზოგჯერ ბავშვი ღამით რამდენჯერმე იღვიძებს. რისი ბრალია ეს?

წყვეტილი ძილი
პრობლემა: ბავშვი რამდენიმე საათში ერთხელ იღვიძებს, დედა კი დგება და უნანავებს. სამწუხაროდ, შედეგი არცთუ ისე კარგია - დედა გამოუძინებელი რჩება, ბავშვიც აგზნებულია და საკმაო ხანი სჭირდება დასამშვიდებლად. დღისით პატარა აქტიურია, დედა კი მოთენთილი...
მიზეზი: დედისა და შვილის ძილის ფაზები ერთმანეთს არ ემთხვევა. ძუძუთა ბავშვის ძილის ციკლი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა. ღრმა ძილიდან ზედაპირულის ფაზაში გადასვლა ზოგიერთი პატარასთვის შეუმჩნეველია, ზოგი კი იღვიძებს და უფროსებსაც აღვიძებს.

რუბრიკის სტუმარია ექიმი თერაპევტი ნიკოლოზ მაისურაძე.

SmileSmileSmile
სასწრაფო დახმარების ექიმი - პაციენტს: "ბებია, აბა რა გაწუხებთ?" "არაფერი, შვილო, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ". "თუ ასეა, სასწრაფო რატომ გამოიძახეთ?" "სწორედ ამაშია საქმე: ამდენი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია და მეშინია, რამე საშინელება არ მჭირდეს!"


რასაკვირველია, ჩამუქებული უპეები ქალს სრულიადაც არ ალამაზებს, ამიტომ ზოგიერთი მათ პუდრით ან კრემით მალავს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნებას? მიზეზის მოცილება გაცილებით ადვილია, ვიდრე შედეგთან მუდმივი ბრძოლა. თავდაპირველად აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თვალის უპეების ამოშავება შესაძლოა იყოს:

* რომელიმე შინაგანი დაავადების სიმპტომი, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში არც ერთი სხვა სიმპტომით არ გამოვლენილა;
* სტრესის, ქრონიკული დაღლილობის ან ავიტამინოზის (მაგალითად, ც ვიტამინის უკმარისობის) შედეგი. წესად აქციეთ, მიიღოთ ვიტამინების კომპლექსები, განსაკუთრებით - შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომელიც სერიოზული გამოცდაა ორგანიზმისთვის.

ვარ 46 წლის ქალი. ექვსი წელია, მაქვს კუჭის წყლული. პერიოდულად ვმკურნალობ, მაგრამ ყოველ გაზაფხულზე ისევ მიმწვავდება. იქნებ მირჩიოთ რამე ხალხური საშუალება.

კუჭის წყლულოვან დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა გამწვავებისა და რემისიის პერიოდების მონაცვლეობით. გამწვავება ხშირად გაზაფხულსა და შემოდგომაზე იჩენს თავს. დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაძლიერება-გამწვავება, გარდა იმისა, რომ შრომის უნარს აქვეითებს, სხვადასხვა გართულებასაც აძლევს დასაბამს. ამის გამო კუჭის წყლულით დაავადებულებმა გაზაფხულზე განსაკუთრებულად უნდა მიაქციონ ყურადღება კვების რეჟიმსა და, საზოგადოდ, ცხოვრების წესს. წყლულოვანი პათოლოგიის დროს რეკომენდებული კვების რეჟიმისა და დიეტის პრინციპებიდან, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის, რომ საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მეტისმეტად ცხელი და ცივი საკვები.

კატარაქტა თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა, მისი გამჭვირვალობის დაკარგვაა. კატარაქტის დროს ბროლი მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრი ან რძისფერი ხდება. რამდენიმე წლის წინ მას უმთავრესად ხანდაზმულთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ოფთალმოლოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ასე აღარ არის - 35-40 წლის ადამიანებს შორის დაავადების შემთხვევები უფრო და უფრო ხშირია.

რამდენიმე ხნის წინ კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს. თუ შეიძლება, ამიხსენით, რას წარმოადგენს ეს დაავადება, რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ.

ყოველი ქალი, შეიტყობს თუ არა, რომ ორსულად არის, უპირველეს ყოვლისა, კითხულობს: "ხომ ყველაფერი რიგზე აქვს ჩემს პატარას?" სულ ცოტა ხნის წინ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ შეიძლებოდა, მაგრამ დღეს მედიცინის ახალგაზრდა და პერსპექტიული დარგი, პრენატალური დიაგნოსტიკა, საშუალებას გვაძლევს, ამ და მრავალ სხვა შეკითხვას ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდშივე ვუპასუხოთ. პრენატალური დიაგნოსტიკის ამოცანებზე, მიზნებზე, კვლევის მეთოდებსა და სამეცნიერო მიღწევებზე ექიმი პედიატრი ელზა მაზმიშვილი გვესაუბრება.


- ქალბატონო ელზა, რატომ გახდა აუცილებელი მედიცინის კიდევ ერთი დარგის - პრენატალური დიაგნოსტიკის ჩამოყალიბება და რა მიზანს ისახავს ის?

ქალები და მამაკაცები, განურჩევლად იმისა, უყვართ თუ სძულთ ერთმანეთი, გვერდიგვერდ ცხოვრობენ. კაცობრიობის სუსტი ნახევარი ცდილობს, გზა გაიკვლიოს მამაკაცის ფსიქოლოგიის ლაბირინთებში, ეს კი საკმაოდ ძნელია, რადგან ქალი და მამაკაცი სრულიად სხვადასხვანაირი არსებები არიან. ბავშვები იზრდებიან იმ სოციალურ როლზე ორიენტაციით, რომლის შესრულებაც მათ მომავალში მოუწევთ. მაგალითად, გოგონები თამაშობენ სახლობანას და ცდილობენ იყვნენ დედები, ექიმები, დიასახლისები, მასწავლებლები... მათი გართობა უმთავრესად ვერბალურ ანუ სიტყვიერ ურთიერთობაზეა აგებული.

ჩემი შვილი აუტანელი გახდა: როცა რაიმე არ მოსწონს ან გაბრაზებულია, ხმამაღლა ყვირის, ხოლო თუ უხარია, გაუჩერებლად მოძრაობს და ხტის. როგორ დავეხმარო ემოციების მართვაში?

ემოციები უზარმაზარ ზემოქმედებას ახდენენ მოზრდილ ადამიანთა ცხოვრებაზეც, რომ არაფერი ვთქვათ ბავშვებზე. ბევრმა დედამ იცის, რომ თუ ბავშვი რამით უკმაყოფილოა,  უმართავი ხდება, ამიტომ მას დახმარება სჭირდება.

პატარას რაღაცის ეშინია! როგორ მოვიქცეთ, რის დახმარებით დავძლიოთ შიში? რა თქმა უნდა, თოჯინა დაგვეხმარება!

სამწუხაროდ, იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა 4-5 წლის ბავშვი ეჭვის თვალით უყურებს საკვებს და მაქსიმალურად ცდილობს, როგორმე არ ჩაყლაპოს ხახვი, მწვანილი... წვნიანის დანახვისას თვალები ცრემლით ევსება, ხოლო ჭამა საათნახევარი გრძელდება... რა არის ასეთი შიშის მიზეზი და როგორ შეიძლება ბავშვს დავეხმაროთ? რა თქმა უნდა, მსგავსი შიშის ფორმირება მიუთითებს, რომ პატარა ძალიან მგრძნობიარეა, შესაძლოა, ეჭვიანიც. სპეციალისტების აზრით, ასეთი შიში ჩვენი უმთავრესი შიშის - სიკვდილის შიშის შედეგია.

მცირე ასაკის ბავშვებს ყველაზე ხშირად სასუნთქი სისტემის დაავადებები ემართებათ. საინტერესოა, რა თავისებურება ახასიათებს ხსენებულ დაავადებებს ამ ასაკში და როგორ მკურნალობენ მათ. ამაზე პედიატრი ნინო ყურაშვილი გვესაუბრება.

- მწვავე ბრონქიოლიტი სასუნთქი სისტემის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრონქიოლებისა და წვრილი ბრონქების გენერალიზებული ობსტრუქციული დაზიანება. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა სასუნთქი გზების ობსტრუქცია განსაზღვრეს როგორც სასუნთქი გზების შევიწროება ან ოკლუზია (დახშობა), რომელიც შეიძლება იყოს ბრონქის სანათურში ექსუდატის დაგროვების, ბრონქის კედლის შესქელების, ბრონქის კუნთების შეკუმშვის, ფილტვების რეტრაქციის ძალის შემცირების, სასუნთქი გზების დესტრუქციისა და სასუნთქი გზების კომპრესიის შედეგი. მწვავე ბრონქიოლიტი უმთავრესად ორ წლამდე აღინიშნება. ყველაზე ხშირად 5-6 თვის ჩვილები ავადდებიან.

მყავს 2 თვის პატარა. ვამჩნევ, რომ ჩემი რძე არ ჰყოფნის, ძუძუს შემდეგ ისევ ითხოვს საკვებს. შეიძლება თუ არა, საბავშვო საკვები ნარევი დავუმატო? რომელს მირჩევთ? იქნებ სჯობდეს, მთლიანად ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანო?

თუ პატარა დაბადებიდანვე ან სიცოცხლის პირველ თვეებში დედის რძესთან ერთად სხვა საკვებსაც იღებს, ეს შერეული კვებაა. შერეულ კვებაზე იმ შემთხვევაში ვლაპარაკობთ, თუ დამატებითი საკვების ოდენობა მთელი რაციონის 1/5-ს აღემატება. შერეული კვების ეფექტურობა ბევრად არის დამოკიდებული ბავშვის რაციონში დედის რძისა და ხელოვნური საკვები ნარევების რაოდენობრივ თანაფარდობაზე. თუ შერეულ კვებაზე მყოფი ჩვილის დღიურ რაციონში დედის რძის წილი 2/3-3/4-ს შეადგენს, კვება ბუნებრივს უახლოვდება, ხოლო თუ 1/3 ან ამაზე ნაკლებია, მაშინ კვება ხელოვნურისკენ იხრება.

გენის არარსებობა ქსოვილთა რეგენერაციის უნარს დაგვიბრუნებს
მეცნიერებმა ძუძუმწოვრებს რეგენერაციის უნარის მარეგულირებელი გენი აღმოუჩინეს. მათი თქმით, მისი არარსებობის შემთხვევაში ცხოველებს ქსოვილთა რეგენერაციის უნარი დაუბრუნდებათ (დღემდე მიიჩნეოდა, რომ რეგენერაციის უნარი დიდი ხნის წინ, ევოლუციის პროცესში დაიკარგა და რომ ეს არაჩვეულებრივი თვისება მხოლოდ  ბრტყელმა ჭიებმა და სალამანდრას რამდენიმე სახეობამ შეინარჩუნეს). ვისტარის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა თაგვებზე ექსპერიმენტი ჩაატარა და დარწმუნდა, რომ P21-გენამოცლილ მღრღნელებს დაკარგული და დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის უნარი საგრძნობლად აუმაღლდათ.

როგორ ვასწავლოთ პატარა ბავშვს სხვისი გასაჭირის გაგება და გაზიარება?
ანანო 2 წლისა და 6 თვისაა. ძალიან მხიარული და ხალისიანია, მაგრამ ირგვლივ მყოფებს იოტის ოდენა ყურადღებასაც არ აქცევს. როცა დედას თავი სტკივა, გოგონა ამას სულაც არ დაგიდევთ, თავისთვის თამაშობს და ხმამაღლა მღერის; სეირნობისას თუ დედამ ნაბიჯს აუჩქარა, ანანო საჭიროდ არ თვლის, მას ფეხი აუწყოს. დედა ამის გამო არ სჯის, მაგრამ ძალიან სწყინს.

თუ ამერიკელთა მიერ ჩატარებულ ბოლოდროინდელ გამოკვლევებს დავეყრდნობით, დიეტების პოპულარობა თანდათან მცირდება. სამაგიეროდ სულ უფრო მეტი ხალხი მიისწრაფის ჯანმრთელი კვებისკენ. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ - სტაბილურ წონასთან ერთად ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ. ზღვის პროდუქტები კი მართლაც ძალიან სასარგებლოა. საგაზაფხულო დიეტის საფუძვლად შეგიძლიათ ზღვის კომბოსტო (ლამინარია) გამოიყენოთ. ის მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებითა და ამინომჟავებით. ამასთანავე, აბსოლუტური რეკორდსმენია იოდის შემცველობის მხრივ, რომელიც ასე საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჯანსაღი ფუნქციობისთვის. წარმოიდგინეთ, მხოლოდ მაგნიუმიც კი, რომელიც ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ხსნის, ლამინარიაში 11-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ კომბოსტოში. ზღვის კომბოსტო ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, ნაზად წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს წიდა და ტოქსიკური ნივთიერებები.

ულტრაბგერით გამოკვლევას პედიატრიულ პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და დიდი უპირატესობითაც გამოირჩევა. გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის დირექტორი, ულტრაბგერითი გამოკვლევის კაბინეტის ხელმძღვანელი ნინო წივწივაძე.

- რა უპირატესობა აქვს ულტრაბგერით გამოკვლევას ინსტრუმენტული კვლევის სხვა მეთოდებთან შედარებით?

ელექტროკარდიოგრაფია გულის კუნთის მიერ გენერირებული ბიოელექტრული პოტენციალების შესწავლის მეთოდია. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ კარდიოლოგიაში, არამედ პედიატრიასა და გერიატრიაში, ფიზიოლოგიასა და სპორტულ მედიცინაშიც. კვლევის ეს მეთოდი საყურადღებოა არა მხოლოდ ფუნქციური დიაგნოსტიკით დაკავებული სპეციალისტებისთვის, არამედ მედიცინის სხვა დარგების წარმომადგენელთათვისაც. კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიუხედავად, ელექტროკარდიოგრაფია მედიცინაში უწინდებურად გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. კვლევის ამ მეთოდის არსსა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება სამკურნალო კომბინატის ფუნქციური დიაგნოსტიკის (ეკგ) განყოფილების ექიმი, კარდიოლოგი დარეჯან კახიძე.

ას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა უცნობი სხივები, რომლებსაც დღეს აღმომჩენის პატივსაცემად რენტგენის სხივებს უწოდებენ. რენტგენოდიაგნოსტიკა არა მხოლოდ დაავადებათა გამოვლენის, არამედ მათი მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის საშუალებასაც იძლევა. რენტგენოდიაგნოსტიკის მეთოდებსა და საშუალებებზე გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რადიონუკლიდური დიაგნოსტიკის რენტგენოდიაგნოს-ტიკური განყოფილების გამგე ქეთევან ტორონჯაძე-გიგაური.


თანამედროვე მეანობაში ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. რით ეხმარება დიაგნოსტიკის ეს მეთოდი მომავალი ბავშვის ამქვეყნად მოვლინებას? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ ექიმ რადიოლოგს, მედიცინის დოქტორს ზურაბ კერესელიძეს მივმართეთ.

- ბატონო ზურაბ, ბევრს მიაჩნია, რომ ჯანმრთელი ადამიანები ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას არ იტარებენ. ხშირად გაგვიგონია ასეთი კითხვა: საჭიროა კი ულტრაბგერითი გამოკვლევა ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას?

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სამედიცინო გამოკვლევების რეიტინგული გამოკითხვა რომ ჩაგვეტარებინა, ექოსკოპია უდავო ლიდერი იქნებოდა. რას ემყარება ეს გამოკვლევა, რომელ ორგანოთა დაავადების დროს არის ის ინფორმაციული, რაზე მეტყველებს შემთხვევით აღმოჩენილი ცვლილებები? ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს უპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის ულტრასონოგრაფიის მიმართულების სრული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ულტრასონოგრაფიის სასწავლო ცენტრ GEOJEFF-ის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ მიზანდარი.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. იგი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესში, არეგულირებს ორგანიზმში ნახშირწყლოვან და ცხიმოვან ცვლას. მისი ნაკლებობის დროს ვითარდება სისხლნაკლებობა - ანემია. ავთვისებიანი ანემიის სიმპტომებია:

* ადვილად დაღლა;
* სისუსტე;
* ენის წვა;
* კუჭის დაავადებები, რაც კუჭის წვენის ნაკლოვანებით არის განპირობებული;
* სიარულის გაძნელება, ფეხების ტკივილი.

იმუნიტეტი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომლითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა. მისი საშუალებით ორგანიზმი

კვლევის თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ და მაღალინფორმაციულ მეთოდებს შორის მაგნიტურ-რეზონანსულ და კომპიუტერულ ტომოგრაფიებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამა თუ იმ პათოლოგიის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტ სიტყვას ხშირად სწორედ ისინი ამბობენ. თანამედროვე სრულყოფილი და საოცრად დახვეწილი აპარატების ფლობა საქართველოს ექიმი რადიოლოგებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. სხვა საკითხია, რომ ტომოგრაფია კვლავინდებურად ძვირადღირებულ

ინსტრუმენტული გამოკვლევები თანამედროვე მედიცინის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა დაავადებათა დიდი ნაწილის დიაგნოსტიკა - მათი არსებობის დადასტურება ან უარყოფა. ინსტრუმენტულ-დიაგნოსტიკურ მეთოდთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რენტგენული, ენდოსკოპიური, ულტრაბგერითი და კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევები.

 

რამდენიმე წელია, რაც თბილისში მცხოვრები ქალბატონებისთვის სიმსივნური დაავადებების დროული დიაგნოსტიკის მიზნით ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამა, რომელიც სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგს ითვალისწინებს. რას წარმოადგენს აღნიშნული კვლევები, სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს დაავადებათა დიაგნოსტიკის კიდევ რა მეთოდები არსებობს და რას გვაძლევს ისინი? ამ და სხვა კითხვებზე ექიმი რადიოლოგი ირინა ჭეიშვილი გვიპასუხებს.

ყველა დროის ქირურგები ოცნებობდნენ, ისე მიეღწიათ დაავადებულ ორგანომდე, რომ გზად ჯანსაღი ქსოვილები არ დაეზიანებინათ. თანამედროვე გამოგონებებმა, რომლებმაც ენდოსკოპიურ მედიცინას ჩაუყარა საფუძველი, მათ ეს შესაძლებლობა მისცა. სადღეისოდ ენდოსკოპიური მეთოდები გამოიყენება როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც. თანამედროვე ენდოსკოპია, რომელსაც ხატოვნად ოცდამეერთე საუკუნის სასწაულს უწოდებენ, განსაკუთრებულ როლს ასრულებს მრავალი დაავადების ადრეული სტადიის ამოცნობაში. ყველაზე ხშირად ენდოსკოპიას ათავსებენ დამიზნებით (მხედველობის კონტროლით) ბიოფსიასთან (წარმონაქმნის ან ორგანოს ნაწილის აღება შესასწავლად), სამკურნალო მანიპულაციებსა (პრეპარატების შეყვანა) და ზონდირებასთან. გავეცნოთ სხვადასხვა ორგანოს ენდოსკოპიური კვლევის მეთოდებს.

mkurnali.geჩემი დის დედამთილი ცდილობს, მე და ჩემი და ერთმანეთს წაგვაჩხუბოს. საქმე ის არის, რომ ნახევარი წლის წინ ბაბუამ მის სახელზე გააფორმა საბაღე ნაკვეთი, მე კი ავტოფარეხი მომაკუთვნა. ჩემი დის დედამთილი უკმაყოფილოა, თითქოს მისი რძალი ნაკლებად მოგებული დარჩენილიყოს. ჩემმა დამაც დაუჯერა, განაწყენდა, აღარ მირეკავს, შეხვედრისას უკმაყოფილო იერი აქვს... როგორ მოვიქცე? ინგა, 30 წლის

ეცადეთ, დას უფრო ხშირად შეხვდეთ და ესაუბროთ. უთხარით, რომ ძალიან გენატრებათ და განიცდით, რომ თქვენს შორის ურთიერთობა რატომღაც გაცივდა. თუ ავტოფარეხზე ჩამოვარდა სიტყვა, შეახსენეთ, რომ ისიც და საბაღე ნაკვეთიც ბაბუის საჩუქრებია, რომლებმაც ორივე გაგახარათ და ამ სიტუაციაში ულამაზო იქნებოდა, ან ბაბუისთვის, ან ერთმანეთისთვის რაიმე მოთხოვნა წაგეყენებინათ. დროდადრო სიტყვა ჩამოაგდეთ საბაღე ნაკვეთის უპირატესობაზე, დას აჩუქეთ წიგნი ლანდშაფტის დიზაინზე.

 

mkurnali.geგაიკაჟეთ ორგანიზმი ალოეთი და თაფლით
გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემს ბავშობაში დედა და ბებია ყველა დაავადებას - პოდაგრასაც და ხველასაც - ერთი და იმავე საშუალებით ებრძოდნენ. გულსაც ამით მკურნალობდნენ და სახსრებსაც. მეც ხშირად ვიყენებ ამ ნარევს იმუნიტეტის აღსადგენად.

* აიღეთ სამი წლის ალოეს 3 მსხვილი ფოთოლი (ფოთლების მოჭრამდე მცენარე 1 კვირა არ მორწყოთ!). გარეცხეთ, ეკლები დააჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ. გამონაწური 300 გ მაინც უნდა იყოს. შეურიეთ 1/2 კგ ნატურალურ თაფლში და დაამატეთ 1 ბოთლი კაგორი (სადესერტო წითელი ღვინო). შემდეგ 1 კვირით სიბნელეში დადგით.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში ერთხელ, შემდეგ - თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 10 დღიდან 2 თვემდეა. მე წელიწადში ერთხელ ვიტარებ და, მადლობა ღმერთს, თავს მშვენივრად ვგრძნობ.

 

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად