ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #-1 მკურნალი #-1
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#-1  მკურნალი

რატომ არის, რომ ზოგიერთი ქალბატონი იძულებულია, ფეხები შარვლის ან გრძელი ქვედაკაბის ქვეშ დამალოს? ამის მიზეზია ცისფერი ქსელი და გამობერილი ვენები, რასაც ქვედა კიდურების სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება, ქავილი და წვაც ერთვის. ნუ მიიყვანთ დაავადებას უკანასკნელ სტადიამდე, როდესაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ჩამოყალიბდეს. ეს პრობლემა რაც შეიძლება ადრე უნდა მოაგვაროთ.

რა არის ვენების ვარიკოზული გაგანიერება და რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი? ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შემოკლებით - ვარიკოზი, ვენების დაავადებაა, რომელიც კვანძების წარმოქმნას და ვენის კედლის გათხელებას იწვევს. ვარიკოზულ გაგანიერებას უმეტესად განიცდის ქვედა კიდურების კანქვეშა ვენები, დიდი საჩინო ვენის, უფრო იშვიათად კი მცირე საჩინო ვენის სისტემა. მის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

დამწვრობას კრაზანა და ჭინჭარი უხდება

ზამთარში დამწვრობა ისე ხშირდება, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, შინ ყოველი შემთხვევისთვის ჩვენივე ხელით მომზადებული მალამო გვქონდეს, რათა დაშავებულს დროულად გავუწიოთ დახმარება.

. მალამოს მოსამზადებლად ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ. დამწვარი ადგილი ჯერ კირიანი წყლით მობანეთ (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე), შემდეგ კი მალამოთი გაჟღენთილი საფენი დააფინეთ.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიყვარული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ეიფორია და დეპრესია, მღელვარება და პასიურობა, დაბნეულობა და მთების გადაგორების სურვილი ახასიათებს. ავადმყოფობაა თუ არა, ფაქტია - სიყვარულს მართლაც სასწაულების მოხდენა შეუძლია. შეყვარებულისთვის გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. სამწუხაროდ, ეს ყოვლისმომცველი გრძნობა ყოველთვის დადებით ემოციებს როდი აღძრავს, მეტადრე მაშინ, როდესაც ჩვენ გვიყვარს, მას კი არა, ან ჩვენ კვლავ გვიყვარს, მას კი უკვე აღარ. ასეთ დროს ყველაზე მგზნებარე შრომამანიც კი მდგომარეობიდან გამოდის და სრულიად პარალიზდება.

კაკალი აუცილებლად უნდა შედიოდეს ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. ის თითქმის იმდენსავე ვიტამინს, მიკროელემენტსა და ამინომჟავას შეიცავს, რამდენსაც ხილი. ამასთანავე, ნაჭუჭი, ბუნებრივი "შესაფუთი" მასალა, დიდხანს ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს. კაკალი შეიცავს A1, B1, B2, E, PP, C ვიტამინებს, კობალტს, რკინას, თუთიას, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდს... მოკლედ, ჩათვალეთ, რომ სახლში მთელი აფთიაქი გაქვთ და მთელი ეს სიმდიდრე წარმოდგენილია აქტიური და ადვილად ასათვისებელი ფორმით. კაკალი რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ, ნაჩვენებია ნერვული დარღვევებისა და უძილობის დროს. C ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, კაკალში უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარში. სხვადასხვა პრობლემასთან ბრძოლაში თაფლიანი ნიგოზი დაგეხმარებათ: აურიეთ ერთმანეთში თანაბარი ოდენობის გახეხილი ნიგოზი, თაფლი და დაჭრილი ლეღვი.

ბოლო დროს მედიკამენტების საბავშვო ფორმები შესამჩნევად მომრავლდა. რომელი ჯობს? როდის და როგორ დავალევინოთ პატარას წამალი? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ლია ჯიმშიტაშვილი გვიპასუხებს.

- ამჟამად მედიკამენტების უამრავი საბავშვო ფორმა არსებობს: წვეთები, სიროფები, სუსპენზიები, აბები, საღეჭი ტაბლეტები, სანთლები. ასეთი ფორმები ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის ძალზე მოხერხებულია, თანაც გაცილებით იოლი ასათვისებელია - კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას თხიერი პრეპარატი ლორწოვანის დიდ ზედაპირზე ნაწილდება და უფრო სწრაფად და იოლად შეიწოვება. თუმცა, როგორც იტყვიან, მედალს ორი მხარე აქვს - ამ გემრიელი წამლების ღირსებებზე საუბრისას არც მათი ნაკლოვანებები უნდა დაგვავიწყდეს.

ჩემი შვილის დაბადების დღე შობა-ახალი წლის უქმეებს ემთხვევა. არ ვიცი, რამდენად გამართლებულია ამ ასაკის ბავშვისთვის დაბადების დღის სადღესასწაულო ცენტრში აღნიშვნა. ხომ არ დაღლის ძლიერი ემოციები და ხალხმრავლობა? თეა, 24 წლის

რატომაც არა? კაშკაშა და მხიარული დაბადების დღე პატარას დიდხანს დაამახსოვრდება, მაგრამ თუ ბავშვი ჯერ მხოლოდ სამი წლისაა, ჩვენი აზრით, დღესასწაულის აღნიშვნა სახლში ჯობს. გაარკვიეთ, რამდენი ადამიანი მოვა მოსალოცად. თუ მომცრო ბინა გაქვთ, ბევრი ბავშვის მიპატიჟების შემთხვევაში სივიწროვე და ხმაური იქნება. ამ ღონისძიებისთვის ერთი ოთახი გამოყავით - მისი მორთვაც უფრო იოლი იქნება და დღესასწაულის შემდეგ მოწესრიგებაც. დასალაგებლად წინასწარ დროს ნუ დაკარგავთ - პატარა სტუმრები თქვენს გარჯას ვერ დააფასებენ.

ბავშვებით სავსე ოჯახი ბედნიერებაა, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, რომ ისინი ერთმანეთს არ ეჩხუბებოდნენ და ამით მშობლების გულისწყრომას არ იწვევდნენ? ოჯახში ულევი საქმეა, დედა სამზარეულოში ფუსფუსებს, ბავშვების ოთახიდან კი ყვირილი და ტირილი ისმის... არა, რაღა ახლა დაიწყეს ჩხუბი, როცა დედას არ სცალია? რა იქნებოდა, სულ რაღაც ნახევარი საათი ეთამაშათ წყნარად, ემოციების, ჩხუბისა და ცრემლების გარეშე?! დედას ისევ მოუწევს მოჩხუბარ შვილებს შორის ჩადგომა და მომრიგებელი მოსამართლის როლის შესრულება. იქნებ ჯობდეს, პატარებს საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება და მივცეთ საშუალება, ურთიერთობები თავად გაარკვიონ?

ფუშფუშაკაბიანი თოჯინები, ფუმფულა ცხოველები, მანქანები, კონსტრუქტორები მხოლოდ ბავშვის განვითარებას კი არა, ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელებასაც უწყობს ხელს. როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნება? ერთი შეხედვით არაფერია სათამაშოებით სავსე ბავშვის ოთახზე სასიამოვნო. მშობლები, ნათესავები და მეგობრები თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან და ბავშვის ოთახში ზედიზედ ჩნდება კუბები, პირამიდები, კურდღლები, თოჯინები, მანქანები... ეს ძალიან კარგია - ბავშვი ხომ სამყაროს სათამაშოს საშუალებით შეიცნობს. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად ივიწყებენ, რომ სათამაშოს მოვლა სჭირდება, თორემ შესაძლოა მტვრის, საშიში ვირუსებისა და ბაქტერიების ბუდედ იქცეს. გაოცებას ვერ დამალავთ, როცა გაიგებთ, რამდენი ინფექციის გამომწვევი შეიძლება ბუდობდეს სათამაშოზე. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თუ სათამაშოს დაბინძურება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მის ერთ წერტილზე შესაძლოა 250 000-მდე ბაქტერია იყოს თავმოყრილი. ქვემოთ ყველაზე საშიშ გამომწვევებს შევეხებით.

სიტყვა "ავანტიურისტი" წარმოდგება ფრანგული სიტყვისაგან "ავანტურიერ", რაც თავგადასავალთა მაძიებელს ნიშნავს. ავანტიურისტები საკუთარი თავის რწმენითა და ოპტიმიზმით გამოირჩევიან. ზოგი ადამიანი ავანტიურებისკენ ბავშვობიდან ისწრაფვის. უნდა ვებრძოლოთ თუ არა ამ თვისებას? პატარამ ტყუილების თქმა, უფრო სწორად, ისტორიების თხზვა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მისმა თანატოლებმა. მას პრაქტიკულად არაფრის ეშინია - არც სიმაღლის, არც სიბნელის, არც უცხოების, არც სასჯელის... მას შეუძლია თავისი აზრის დაცვა და მასწავლებლებთან კამათი, საშიში თამაშების მოგონება... ასეთი ბავშვი სხვა მშობლების აღშფოთებას იწვევს, მისი დედა კი ხან გაოგნებულია, ხანაც აღფრთოვანებული, თუმცა უკანასკნელ გრძნობას არავის უზიარებს. დედას უჭირს აღიაროს, რომ მისი შვილი ავანტიურისტისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას ამჟღავნებს. როგორ ჩნდებიან ასეთი ბავშვები? ჩვეულებრივ, ისევე, როგორც ყველა პატარა.

ჩემი ორგანიზმი საოცრად რეაგირებს ამინდის ცვალებადობაზე. ყოველთვის ცუდად ვგრძნობ თავს. მეუბნებიან, რომ მეტეოდამოკიდებული ვარ. როგორ გავუმკლავდე ამინდის ჭირვეულობას? მარიკა, 32 წლის

ხშირი ჰორმონული ძვრების გამო ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან ამინდის მკვეთრი ცვალებადობის მიმართ, ვიდრე მამაკაცები, განსაკუთრებით კი ის ქალები, რომელთაც უმნიშვნელო ემოციური დარღვევები აქვთ, იოლად სძლევთ შიში, ყველგან საფრთხე ეჩვენებათ ან ხშირად განიცდიან სტრესს, აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსუქნე, ეწევიან ნაკლებად მოძრავ ცხოვრებას, ეწევიან თამბაქოს. მიზეზი: თუ დღეს +15 გრადუსი სითბოა, ხვალ - 1, ზეგ კი მაგნიტური ქარიშხალი, ორგანიზმი უბრალოდ ვერ ასწრებს ტემპერატურულ ძვრებთან შეგუებას.

ვინ უკეთესი საყვარელია
სექსოლოგებმა გამოყვეს მამაკაცის სექსუალური კონსტიტუციის სამი ტიპი: ძლიერი, საშუალო და სუსტი. მათი თქმით, ბოლო ხანს ტელეეკრანებზე უმეტესად სუსტი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცებს ვხედავთ. ისინი გამოირჩევიან ხშირი ქერა ან ხორბლისფერი თმით, სიმაღლით, გრძელი ფეხებით და გლუვი, უმნიშვნელო კუნთოვანი რელიეფის მქონე უთმო მკერდით. თუმცა ასეთი მამაკაცი მხოლოდ პლატონური სიყვარულისთვის არის იდეალური. ძლიერი სექსუალური კონსტიტუციის მამაკაცები უმეტესად შავგვრემანები არიან, აქვთ ხშირი თმით დაფარული სხეული და უხეში ნაკვთები. ასეთი მამაკაცი წვერს დილა-საღამოს იპარსავს, სისხლში ტესტოსტერონის მაღალმა დონემ კი შესაძლოა ნაადრევი გამელოტება გამოიწვიოს.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა პანკრეასის (კუჭქვეშა ჯირკვლის) ანთებითი და სიმსივნური დაავადებები. აღსანიშნავია ისიც, რომ პანკრეასის დაავადებები უმეტესად მძიმედ მიმდინარეობს და გაქრონიკულების ტენდენციით გამოირჩევა. საყურადღებოა, რომ მათ კომპლექსურ თერაპიაში სამკურნალო კვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სწორი, რაციონალური კვება აუცილებელია დაავადების მწვავე სტადიაში. ის აფერხებს დაავადების პროგრესირებასა და გაქრონიკულებას, აკომპენსირებს საჭმლის მონელების დარღვევებს. ამრიგად, სამკურნალო კვებას დიდი პროფილაქტიკური მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, დიეტის დარღვევა ან კვებითი გადატვირთვა, რაც ხშირია ახალი წლის დღეებში, პანკრეასის ამა თუ იმ დაავადების მქონე ადამიანზე მძიმედ აისახება.

თავბრუხვევა (ვერტიგო) ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია, რომლითაც პაციენტები ექიმს მიმართავენ. ის მრავალი დაავადების სიმპტომია. ამჟამად მისი 80-მდე მიზეზია ცნობილი, ასიდან 20 შემთხვევაში კი ერთმანეთს რამდენიმე მიზეზი ერწყმის. ორმაში წონასწორობას უზრუნველყოფს ვესტიბულური, მხედველობითი და პროპრიოცევტული სისტემებიდან თავის ტვინის ქერქში წასული სიგნალების ერთობლიობა. ქერქიდან წამოსული იმპულსები, რომლებიც ჩონჩხისა და თვალის კუნთებამდე აღწევს, უზრუნველყოფს ოპტიმალურ მდგრად პოზას და თვალის კაკლების ნორმალურ მდგომარეობას. ვესტიბულური სტრუქტურებიდან ქერქში პათოლოგიური იმპულსების მოდინების დროს აღმოცენდება ირგვლივ მყოფი საგნების ან საკუთარი სხეულის მოძრაობის ილუზორული აღქმა. ავბრუხვევასა და წონასწორობის დარღვევის მიზეზებზე აკად. პ. სარაჯიშვილის სახელობის კლინიკური ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ინსტიტუტის ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი მარინე მეტრეველი გვესაუბრება.

ვარ 43 წლის. მოულოდნელად შემიწყდა მენსტრუაციული ციკლი, რაც, მგონი, ჩემი ასაკისთვის ადრეა. გენეტიკურად მაქვს ძლიერი თავის ტკივილები. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა რაიმე გზით ციკლის გახანგრძლივება და რა პრეპარატები შეიძლება მივიღო, ასევე - იმოქმედა თუ არა ციკლის შეწყვეტაზე იმან, რომ არ ვეწევი სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას.

ქალის შვილოსნობის ფუნქცია ხშირად 48-50 წლის ასაკში სრულდება. კვერცხუჯრედები მომწიფებას წყვეტენ, ამის კვალობაზე, წყდება მენსტრუაციაც და ქალი ერთი ბიოლოგიური მდგომარეობიდან მეორეში გადადის. კლიმაქსი, თუმცაღა ძალიან იშვიათად, შესაძლოა 30 წლის ასაკშიც დადგეს, მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით, უმეტესად 50-60 წლის ასაკში დგება - ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ხომ ბოლო ხანს საკმაოდ გაიზარდა.

თვალის, ცხვირისა თუ ყურის ქავილს ბევრი უჩივის. მიზეზი სხვადასხვაა. აქედან გამომდინარე, განსხვავებულია მკურნალობის გზებიც.

თვალის ქავილის მიზეზები
თვალის ქავილი ყველაზე ხშირად ალერგიული ანთების ბრალია, რომელიც ჰაერში მოტივტივე ალერგენებით: მცენარის მტვრით, შინაური ცხოველების ბეწვით, ფრინველთა ბუმბულით არის გამოწვეული. ალერგიული ქავილი ხშირად საყოფაცხოვრებო ქიმიკატებსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც უკავშირდება. ქავილმა შესაძლოა თავი იჩინოს თვალბუდეში უცხო სხეულის - მტვრის უწვრილესი ნაწილაკების, ქვიშის, მწერების და სხვა მიკროსკოპული ზომის საგნების მოხვედრის ან ისეთი დაავადებების დროს, როგორიც არის კონიუნქტივიტი და ბლეფარიტი.

(ტესტი ქალებისთვის)

1. რამდენი წელია მუშაობთ უკანასკნელ სამუშაო ადგილზე?
ა) ერთ წელზე მეტია;
ბ) სამ წელზე მეტია;
გ) ათ წელზე მეტია;
დ) რამდენიმე თვეა.

ოჯახური კამათი ცოლქმრული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუ არ იცით, როგორ მოაგვაროთ ურთიერთობა კინკლაობის შემდეგ, ჩათვალეთ, რომ თქვენი ქორწინება წარუმატებლობისთვის არის განწირული. ძლიერი, მტკიცე ოჯახის შექმნა ორმხრივ ძალისხმევას მოითხოვს. აქ გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც ცოლის, ასევე ქმრის ინტერესებიც, ამიტომ ბევრი რამ არის დამოკიდებული პარტნიორების კონფლიქტურობაზე, პირად თვისებებსა და ურთიერთობაზე. ფსიქოლოგების აზრით, ცოლ-ქმრის ურთიერთობა უმთავრესად ერთობლივი ცხოვრების ერთი, სამი და შვიდი წლის შემდეგ იძაბება. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში უთანხმოების მიზეზი უნდა გავარკვიოთ. ამის შემდეგ ნათელი გახდება, როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობა. ყველა წყვილმა კარგად უნდა დაიმახსოვროს, რომ ნებისმიერი კამათი სწრაფი და ერთმნიშვნელოვანი შერიგებით უნდა დასრულდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რამე უთქმელი და გაურკვეველი დარჩეს.

გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, მედიცინის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შოთა ცანავა:

- 2009 წლის აპრილის ბოლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაში ატეხა გრიპის ახალი ვირუსის გამო. H1N1 შტამი ადამიანებში ადრე არ ცირკულირებდა. ეს არის აბსოლუტურად ახალი ვირუსი. ის ადვილად გადაედება ერთი ადამიანისგან მეორეს, ადვილად ვრცელდება ერთი ქვეყნიდან მეორეში და პანდემიის სახეს იღებს. პანდემიათა თვისება მთელ მსოფლიოში სწრაფი გავრცელებაა. გასულ საუკუნეში, როცა საერთაშორისო მიმოსვლები გემითა და რკინიგზით ხორციელდებოდა, მსოფლიოს მასშტაბით დაავადებათა გავრცელებას 6-9 თვე სჭირდებოდა, დღეს კი გაცილებით ნაკლები ხანი სჭირდება.

დაავადების ეტიოლოგიის განსაზღვრა ყველა ექიმისთვის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს. იგივე მიზანი აქვს პედიატრსაც, როცა მას პატარა პაციენტი ესტუმრება. პატარების პედიატრთან ვიზიტის მიზეზი კი ზოგჯერ გენეტიკური დაავადებებია. ბავშვთა გენეტიკურ დაავადებებზე, მათი მემკვიდრეობით გადაცემის თავისებურებებზე, თანდაყოლილ ანომალიებსა და მათ წარმოშობაში გენეტიკურ ფაქტორთა როლზე საუბარი ვთხოვეთ თბილისის 23-ე ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმს, პედიატრ ელზა მაზმიშვილს.

გვესაუბრება ინფექციონისტი, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმი რუსუდან ჭელიძე.

- როგორ შეიძლება დაინფიცირდეს ბავშვი გრიპის ვირუსით?
- ჯანმრთელი ბავშვის ორგანიზმში გრიპის ვირუსი შეიძლება შეიჭრას ჰაერწვეთოვანი გზით - მოგეხსენებათ, ავადმყოფის სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი სეკრეტი ლაპარაკის, ხველების, ცხვირცემინების დროს ჰაერში რამდენიმე წუთის განმავლობაში რჩება. ჯანმრთელი ორგანიზმის დასაინფიცირებლად საჭიროა შედარებით ახლო კონტაქტი. ვირუსის გადაცემა შესაძლებელია აგრეთვე საწოვარას, სათამაშოების, ჭურჭლისა და სხვა საგნების მეშვეობით.

რა საფრთხეს უქადის გრიპი ორსულს და შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე ექიმი გინეკოლოგი მერი ვახტანგიშვილი გვიპასუხებს.

- ქალბატონო მერი, რა უნდა იცოდნენ ორსულებმა გრიპის, განსაკუთრებით კი ღორის გრიპის შესახებ?
- უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ღორის გრიპით საავადმყოფოში მოხვედრის, სიკვდილისა და მძიმე გართულებათა განვითარების ალბათობა ორსულებს ოთხჯერ უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სხვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ შემაშფოთებლად ჟღერს, სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ქალების უმრავლესობა, თუ თავს დროულად მიხედავს, გრიპს ადვილად გადაიტანს.

გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თეა კაკაბაძე.

- გრიპი იმ დაავადებათაგანია, რომლებსაც ადამიანები კარგა ხანია იცნობენ, თუმცა ბოლო ხანს გაჩნდა ამ ძველი დაავადების ახალი სახელები. ჩვენს მკითხველებს კარგად ახსოვთ ფრინველის გრიპთან დაკავშირებული შიში. ახლა კი ღორის გრიპი გავრცელდა... რატომ აქვს ამ დაავადებებს ასეთი უცნაური სახელები და რით განსხვავდება ღორის გრიპი აქამდე გავრცელებული გრიპებისგან?

ქალებს ვარჯიში "ცუდი" ქოლესტერინის შემცირებაში დაეხმარება

 


რადიოს მოსმენა ტვინის მუშაობას უწყობს ხელს
ფინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რადიოს მოსმენა აუმჯობესებს ტვინის აქტიურობას, მეხსიერებას და ენების შესწავლის უნარს. მკვლევართა აზრით, რადიოთი ენების შესწავლა უფრო ადვილია, ვიდრე ტელევიზორით, რადგან ამ დროს ადამიანს არ აქვს სხვა, მხედველობითი ინფორმაციის მიღების საშუალება. მეცნიერები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ის, ვინც ხშირად უსმენს რადიოს, უფრო მგრძნობიარეა მეტყველების ნიუანსების მიმართ და უფრო ადვილად ამჩნევს საუბრისას ემოციურ შტრიხებს.


გრიპის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი
კალიფორნიის შტატში ჩატარებულ მიკრობიოლოგთა კონფერენციაზე გრიპის სამკურნალო ახალი პრეპარატი წარადგინეს. ლაპარაკია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შემუშავებულ გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ პერამივირზე, რომელიც მაშინ ეფექტურობის მხრივ ჩამოუვარდებოდა ტამიფლუს. მეცნიერები აგრძელებდნენ ამ პრეპარატის შესწავლას და დღეისათვის უკვე დაადგინეს, რომ იგი ეფექტურია მხოლოდ ვენაში შეყვანის შემთხვევაში და ეფექტის მისაღწევად საკმარისია ერთი ინექცია. ამასთანავე, მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ეს ნემსი ადამიანს გადაარჩენს ფრინველისა და ღორის გრიპით ინფიცირების შემთხვევაშიც კი. ახლო მომავალში დაიწყება ამ ახალი პრეპარატის კლინიკური გამოცდა.


სქესობრივი მომწიფებაც წონაზეა დამოკიდებული
ახალშობილის მცირე მასა და სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში წონის სწრაფი აკრეფა იმაზე მეტყველებს, რომ მისი სქესობრივი მომწიფება ადრეულ ასაკში მოხდება. გოგონებში მასასა და სქესობრივ მომწიფებას შორის კავშირი აქამდეც იყო ცნობილი, გერმანელმა მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ ასეთი კავშირი ორივე სქესში არსებობს. მეცნიერები 215 ბავშვს დაბადებიდან სრულწლოვანებამდე აკვირდებოდნენ, რეგულარულად წონიდნენ და ზომავდნენ, აფიქსირებდნენ სიმაღლის ნახტომს, რომელიც წინ უძღვის სქესობრივ სიმწიფეს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, მოზარდებს, რომლებიც დაბადებისას 2,5-3 კგ-ს იწონიდნენ, სქესობრივი მომწიფება სხვებთან შედარებით 7 თვით ადრე დაეწყოთ, ხოლო 4 თვით ადრე მწიფდებოდნენ ბავშვები, რომლებიც სიცოცხლის პირველ წელს მკვეთრად იმატებდნენ წონას.


 


ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიური ვარჯიში სუსტი სქესის წარმომადგენელთა სისხლში "ცუდი" ქოლესტერინის დონის დაბლა დაწევას უწყობს ხელს. 9-წლიანი კვლევის მანძილზე მკვლევარებმა შეისწავლეს, თუ როგორ მოქმედებს ქალებში ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა ქოლესტერინის სხვადასხვა ფრაქციის დონეზე. ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო საშუალო ასაკის 9 ათასმა მამაკაცმა და ქალმა. გაირკვა, რომ დღეში ერთსაათიანი ფიზიკური ვარჯიში ან ნახევარსაათიანი ინტენსიური სეირნობა ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებში შემავალი ქოლესტერინის დაქვეითებას.

გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი მზია დევდარიანი. - ქალბატონო მზია, რა არის ენდომეტრიოზი?

mkurnali.geორიოდე დღის წინ ავტობუსით მგზავრობისას დავახველე. არა, არც გრიპი მქონია და არც სხვა ვირუსული დაავადება - ბრონქიტი მაქვს. იქ ამბავი ატყდა... ერთმა ქალბატონმა გამანადგურებელი მზერა მტყორცნა, ჩანთიდან სასწრაფოდ ამოიღო ერთჯერადი ნიღაბი და სახეზე, უფრო სწორად, პირზე მოირგო, ცხვირი კი - ალბათ, თავისუფლად რომ ესუნთქა - გარეთ დარჩა (ასე გრიპს თავიდან ვერ აიცილებთ). მეორე ქალბატონმა სქელი კაშნე აიფარა სახეზე, გვერდით მჯდომმა მამაკაცმა, სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, წინ გადაჯდომა ამჯობინა. მოკლედ, კეთროვანივით მარტო დავრჩი. ერთმა აზრმა გამიელვა და ვიდრე რედაქციამდე მივაღწევდი, მისი განხორციელება გადავწყვიტე. რესპონდენტებად ავტობუსში მსხდომნი ავირჩიე, მათ გარდა ფეხით მოსიარულეებსაც დავუსვი რამდენიმე კითხვა, რისთვისაც სამსახურამდე ორიოდე გაჩერებით ადრე მომიხდა ჩამოსვლა...

მედიცინის ისტორიაში ცნობილია გრიპის A სეროვარიანტით გამოწვეული ეპიდემიები და პანდემიები:
ჩემი შვილიშვილი 3 წლისაა, ძალიან ენერგიული და ზედმეტად მოძრავია. ყველა გვეუბნება, ასეთი ბავშვები თანამედროვე ეპოქის შვილები არიან და მათ ჰიპერაქტიურები ჰქვიათო.

mkurnali.geგრიპი ვირუსით გამოწვეული ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი მიეკუთვნება მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციების ჯგუფს, რომლის წევრებიც პერიოდულად ეპიდემიებსა და პანდემიებს იწვევენ. დღეისთვის გრიპის ვირუსის ორი ათასამდე სეროვარიანტია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისგან ანტიგენური სპექტრით განსხვავდება. არცთუ იშვიათად გრიპად იხსენიებენ ყოველგვარ მწვავე რესპირატორულ დაავადებას, რაც შეცდომაა. გრიპის გარდა არსებობს 200-მდე რესპირატორული ვირუსი: ადენოვირუსები, რინოვირუსები და სხვა, - რომლებიც გრიპისმაგვარ სიმპტომებს იწვევენ.

mkurnali.geჩემი მული გამუდმებით ჭკუას მასწავლის. მისი აზრით, "ოჯახის ქალად ღმერთს არ ვუქნივარ" და საერთოდ არ შევეფერები მის ძმას. რაც მთავარია, ამას ყოველთვის სხვის გასაგონად ამბობს, მაგრამ ჩემს ქმარს აზრადაც არ მოსდის, გამომესარჩლოს. მულის სიტყვებზე მეტად ეს მწყინს... ელენე, 22 წლის

შეეფერებით თუ არა ერთმანეთს და როგორ უძღვებით საოჯახო საქმეებს, ეს მხოლოდ თქვენი და თქვენი მეუღლის საქმეა. ყველა, ვინც მასში ცხვირის ჩაყოფას ეცდება, ოჯახური საზღვრების დამრღვევია. თუ თქვენს ქმარს ეს არ აღელვებს, შესთავაზეთ წარმოიდგინოს, როგორ აძლევს მისი და მითითებებს იმის თაობაზე, როგორ უნდა მართოს მანქანა...

დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად