ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_27 მკურნალი #_27
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_27 მკურნალი

ახალი წლის წინა დღეებში ყოველთვის უამრავი საქმე მაქვს. ყველაფერს ვასწრებ - სახლის დალაგებას, კერძების მომზადებას, საჩუქრების შეძენას... მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვერ ვიცლი, ამიტომ ახალ წელს, როცა სუფრასთან საზეიმოდ ჩაცმულ-დახურულ-შეღებილ-დავარცხნილი ოჯახის წევრები იკრიბებიან, მე სარკეში ჩახედვისაც მეშინია. როგორ მოვიქცე, რომ მეც კომფორტულად ვიგრძნო თავი?

ახალი წლის წინა დღეებში საქმეს რა გამოლევს: საჩუქრების  ყიდვა, სახლის დალაგება, სადღესასწაულო ვახშმის მომზადება... და ხშირად ქალს საკუთარი თავისთვის დრო აღარც კი რჩება. მაგრამ თუ გსურთ, ლამაზად გამოიყურებოდეთ, ხელს ვერაფერი შეგიშლით, თანაც ამ საოცარი დღესასწაულის წინ ადამიანს თითქოს მეორე სუნთქვა ეხსნება...

საშიშია თუ არა ორსულობა 35 წლის შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში 30-დან 39 წლამდე ასაკის პირველმშობიარეთა რიცხვმა 2-ჯერ და მეტად მოიმატა, ხოლო 40 წელს გადაცილებულ პირველმშობიარეთა რიცხვმა - 50%-ით. ჯერ კიდევ ათი წლის წინ, როდესაც ქალს 30 წელი უსრულდებოდა, მისი ბიოლოგიური საათი შეშფოთებული რეკდა ზარს, დღეს კი პირველი სიგნალი 35-40 წლის შემდეგ გაისმის.

საახალწლო სუფრა მუდამ სიუხვით, მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ელფერით გამოირჩევა. საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ახალისებს ლამაზად გაწყობილი სუფრა, სამშვენისები, გემრიელი კერძები, ტკბილეული და სადღესასწაულო სასმელები. გთავაზობთ რამდენიმე საახალწლო კერძისა და ტკბილეულის რეცეპტს:

ინდაურის ან ქათმის საცივი
მასალა: ინდაური ან ქათამი; ნიგოზი - 500 გ; ხახვი - 4-5 თავი; ზაფრანა - 2 ჩაის კოვზი; უცხო სუნელი - 4 ჩაის კოვზი; ხმელი ქინძი - 2 ჩაის კოვზი; მიხაკი - 3-4 ცალი; დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი; ნიორი - 4 კბილი; ძმარი - 1 სუფრის კოვზი; ნახარში წვენი - 10 ჩაის ჭიქა; მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

როცა ასთმური ახველა შემოგიტევთ
სუსტი ბრონქები და რესპირატორული დაავადებებისადმი განწყობა მემკვიდრეობით მერგო, ამიტომ აცივდებოდა თუ არა, ასთმური ხველა გასაქანს არ მაძლევდა. ასე გრძელდებოდა, ვიდრე მეგობარმა ხახვისა და ჭინჭრისგან დამზადებული წამლის შესახებ არ მიამბო. ამ წამალს ყოველ წელს ვიმზადებ. როგორც კი ხველა შემომიტევს, მეც ვუტევ. ჯერჯერობით ორთაბრძოლა ჩემს სასარგებლოდ სრულდება. ზამთრობით ბევრს აწუხებს ასეთი ხველა. მსურს დავეხმარო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო.


ზურგისა და მკერდის მარცხენა მხარეს მაქვს ტკივილები. ორი წლის წინ მქონდა გულმკერდის რადიკულიტი. ვიმკურნალე და ისევ გამიმეორდა. მაინტერესებს, სიმძიმის აწევისას ხდება ეს თუ გაციებისას.

ტკივილი გულმკერდის რადიკულიტის ძირითადი სიმპტომია. ის უპირატესად გულმკერდის გვერდითა ნაწილებს მოიცავს და ვრცელდება ნეკნთაშუა არეებზე, სადაც ნეკნთაშუა ნერვები გადის. ამის გამო გულმკერდის რადიკულიტს ნეკნთაშუა ნევრალგიასაც უწოდებენ. ამ დაავადების დროს, განსაკუთრებით - ადრეულ სტადიებზე, შეინიშნება კანის მომატებული მგრძნობელობა: ტანსაცმლისა და საბნის შეხებაც კი არასასიამოვნო, შემაწუხებელ შეგრძნებებს იწვევს.

რისი ბრალია სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება, რამდენია მოზრდილი ადამიანისთვის მისი ნორმული მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე დაბალი ჰემოგლობინის შემთხვევაში?

ჰემოგლობინი ადამიანის სისხლში არსებული ცილაა, რომელიც ფილტვებსა და დანარჩენ ორგანიზმს შორის ჟანგბადის ცვლას უზრუნველყოფს. ცილა ჰემოგლობინი ერითროციტების მთავარი კომპონენტია, თავად ჰემოგლობინის მთავარი კომპონენტი კი რკინაა.

რჩევები მათთვის, ვინც საცოლის ოჯახის გასაცნობად ემზადება
მეტად საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებით, ამიტომ, ბუნებრივია, დაძაბული ხართ და ღელავთ. ამის გამო შესაძლოა შეცდომებიც კი დაუშვათ, ამიტომ გთავაზობთ რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რის გაკეთება შეიძლება და რისი არა საცოლის მშობლებთან შეხვედრისას.

* ჩაიცვით გარემოების შესაბამისად. როგორც ამბობენ, პირველი შეხვედრისას ადამიანი სამოსით ფასდება. თანაც თქვენი მომავალი ნათესავებისთვის ნამდვილად არ იქნება სულერთი, როგორ გამოიყურება მათი მომავალი სიძე, ამიტომ თქვენი გარდერობიდან შეარჩიეთ ელეგანტური კოსტიუმი, შეუხამეთ პერანგი და ფეხსაცმელი. თუ თავადაც კმაყოფილი იქნებით საკუთარი გარეგნობით, ეს თავდაჯერებასა და მომხიბლაობასაც შეგმატებთ. 

როგორ აღვზარდოთ ბიჭი, რომ ის ძლიერიც იყოს და ნაზიც? ბავშვის სქესის დაგეგმვა ფაქტობრივად შეუძლებელია. არსებობს რამდენიმე ხალხური თუ მეტ-ნაკლებად მეცნიერული მეთოდი, მაგრამ სასურველი შედეგის მიღების გარანტიას ვერავინ მოგვცემს. ალბათ ასეც  უნდა იყოს, რათა ცხოვრების ინტერესი არ დავკარგოთ. მაინც რისგან "შედგებიან" ჩვენი ბიჭები? ემოციები. ერთხელ მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: პატარებს აცმევდნენ ვარდისფერ ან ცისფერ ტანსაცმელს და პარკში უცნობ ადამიანებს სთხოვდნენ, ბავშვისთვის რამდენიმე წუთით მიეხედათ. დროებითი "ძიძების" ქცევაში ერთმა კანონზომიერებამ იჩინა თავი: თუ ტანსაცმლის ფერის მიხედვით ბავშვს გოგონად მიიჩნევდნენ, მას გაცილებით მეტი საალერსო სიტყვით მიმართავდნენ, უღიმოდნენ; თუ პატარა ბიჭად მიაჩნდათ, გრძნობებს გაცილებით თავშეკავებულად გამოხატავდნენ, განსაკუთრებით - მამაკაცები.

გვყავს 10 თვის პატარა. ვაჭამოთ თუ არა ბანანი? ამბობენ, შეწამლული შემოდისო და გვეშინია მიცემა. არადა, ზამთარში ვაშლის გარდა სხვა ხილი რა ვაჭამოთ? ციტრუსებისგანაც თავს ვიკავებთ - ალერგია არ გამოიწვიოს...

ბანანი ძალიან სასარგებლოა როგორც პატარებისთვის, ასევე მოზრდილთათვისაც. მისი მიცემა ექიმთან შეთანხმებით შეიძლება დავიწყოთ 5-6 თვიდან პიურეს სახით, ვაშლთან ერთად. ისევე, როგორც ყველაფერი ახალი, თავდაპირველად უნდა მივცეთ 1/2 ჩაის კოვზი და დღიური ულუფა თანდათან გავზარდოთ 10 კოვზამდე. გახეხილი ვაშლი და ბანანი პატარების საყვარელი ნუგბარია, მას დატკბობა არ სჭირდება. როცა ხაჭოს მიცემასაც დაიწყებთ, შეგიძლიათ, ბანანი მასში აურიოთ.

პატარა გოგონები თვალის დახამხამებაში იგებენ ირგვლივ მყოფების გულს, მაგრამ მხოლოდ მანამდე, ვიდრე წყნარად არიან და ყველას უჯერებენ. საკმარისია, გოგონამ სირბილი დაიწყოს, თანატოლს წაეჩხუბოს ან სათამაშო გატეხოს, რომ უმალვე გაისმის უკმაყოფილო შეძახილები: "როგორ იქცევი, შენ ხომ გოგო ხარ!", "ასე მხოლოდ ცელქი ბიჭები იქცევიან, შე ქალაბიჭა!"გამართლებულია თუ არა მშობლების სწრაფვა, პატარა გოგონა აუცილებლად წყნარ და სათუთ არსებად აღზარდონ?

დრონი მეფობენ
მოგეხსენებათ, წინათ მამაკაცის ფუნქცია ძირითადად მოპოვება იყო. მართალია, მამონტებზე ნადირობის შემდეგ ათასწლეულები გავიდა, მაგრამ სარჩოს მოპოვება ბოლო დრომდე კვლავაც მამაკაცის მოვალეობად ითვლებოდა, ქალები კი ოჯახს უძღვებოდნენ. აი, ბოლო ხანს კი აქცენტები მკვეთრად შეიცვალა.

"ოჯახის მკურნალი" 2009 წლის საუკეთესო პუბლიკაციისთვის დაჯილდოვდა
23 დეკემბერს ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახურმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კაფეში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა და 2009 წელს ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, მედიაციის სამსახურის საზოგადოებრივი საბჭოს, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და მედიაციის სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე გაიმართა იმ ჟურნალისტების დაჯილდოება, რომლებმაც ყურადღება გამოიჩინეს მედიაციის სამსახურის საქმიანობის მიმართ და მიმდინარე მოვლენები საინტერესოდ გააშუქეს.

ატოპია ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომელიც ალერგიისადმი თანდაყოლილი განწყობის შემთხვევაში ვლინდება. ის ალერგიით დაავადებულთა დიდ ნაწილს აღენიშნება. მის განვითარებაში წამყვან როლს ასრულებს მემკვიდრეობა. კერძოდ, ორგანიზმი გენეტიკურად არის განწყობილი განსაკუთრებული ანტისხეულების (იმუნოგლობულინი ე) გამომუშავებისკენ, რომლებიც რეაგირებენ  გარემოში არსებულ ალერგენებზე (ყვავილის მტვერზე, ოთახის მტვერზე და სხვა).განასხვავებენ ატოპიის სამ კლასიკურ ფორმას: ატოპიურ დერმატიტს, თივის ცხელებას  და ატოპიურ ასთმას. ამჯერად ატოპიურ დერმატიტს შევეხებით, რომელზეც დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, დერმატოლოგი ლია ჭითანავა გვესაუბრება.

პედიატრმა გირჩიათ, თქვენი პატარა ზამთრის კურორტზე დაასვენოთ - იქ, სადაც ბევრი თოვლი, მზე და სუფთა ჰაერია. ეს ფაქტორები კარგია ორგანიზმის გასაკაჟებლად, იმუნიტეტის მოსაძლიერებლად, მადის მოსამატებლად. მაგრამ როგორ მოვემზადოთ მგზავრობისთვის, რომ პატარამ არ მოიწყინოს და არ გადაიღალოს, რა წავიღოთ თან? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ნინო მეზვრიშვილი გვიპასუხებს:

- ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ცივდებიან და საზოგადოდ, იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული, საუკეთესოა მთის კლიმატური კურორტები. ზღვის დონიდან დაშორების მიხედვით განასხვავებენ მაღალ, საშუალო და დაბალ მთის კურორტებს. მაღალი მთის კურორტებზე ჰავა საუკეთესოა ორგანიზმის გასაკაჟებლად. ასეთია ბახმარო. იგი ზღვის ახლოს მდებარეობს, ამიტომ მისი ჰავა ზღვის კლიმატით არის შეზავებული.

სირბილის დროს წყლის სმა სასარგებლოა?!
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გრძელ დისტანციაზე მორბენალ მოთხილამურეებზე ექსპერიმენტების სერია ჩაატარეს და დაადგინეს, რომ სირბილის დროს სითხის ჭარბი მიღება ისევე საზიანოა, როგორც მიუღებლობა. სირბილის დროს ადამიანი ოფლს უხვად გამოყოფს და თუ დანაკარგი გარედან არ შეივსო, მას სითხისგან დაცლა და სითბური დაკვრა ემუქრება, მაგრამ სითხის ჭარბ მიღებას მოსდევს ნატრიუმის ჭარბი გამოყოფა, რასაც მოთენთილობამდე, აპათიამდე, გარემოში დეზორიენტაციამდე და რესპირატორული დაავადებების განვითარებამდეც კი მივყავართ (აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი მარათონელი, რომელიც სირბილის დროს ბევრ სითხეს იღებს, ფინიშთან წონამომატებული მიდის). ექსპერიმენტის ავტორები სპორტსმენებს სირბილის დროს ოდნავ მლაშე მსუბუქი საუზმის მიღებას ურჩევენ.

ჯანსაღი დასვენება ზამთარში ნორმად იქცა არა მარტო დასავლეთში, არამედ ჩვენშიც. საზაფხულო გასართობს - ბადმინტონს, ფრენბურთს, ფეხბურთს, კალათბურთს, ცურვას, ველოსპორტს - ზამთარში თხილამურები, ციგურები, სნოუბორდები ცვლის. აქტიური დასვენება მხოლოდ დადებითი ემოცების წყაროდ რომ გექცეთ, თავდაპირველად გაარკვიეთ, მზად ხართ თუ არა დასასვენებლად. ცხადია, იგულისხმება არა ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიკური მზადყოფნა. თუ თქვენ მთელი წელი ოფისში, მაგიდასთან გაატარეთ, მაშინ აუცილებლად შეიმოწმეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებისთვისაც მთაში აქტიური დასვენება უკუნაჩვენებია. ასეთია, მაგალითად, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომლებიც მთაში შესაძლოა გამწვავდეს. მთას ძლიერი ადამიანები უყვარს. თქვენც უფრო თავდაჯერებული იქნებით, როდესაც თავს ფორმაში მოიყვანთ.

ძვლების მოტეხილობა, ამოვარდნილობა და ღრძობა, დამწვრობა, ელექტროტრავმა, სხეულის სხვადასხვა ნაწილის მოყინვა ზამთრის თანმხლები უსიამოვნებებია, რომლებიც ხშირად სერიოზულ პრობლემებად გვექცევა ხოლმე.

ძვლების მოტეხილობა
მოტეხილობა ძვლების მთლიანობის დარღვევაა. ის შეიძლება იყოს სრულიც და არასრულიც, ღიაც და დახურულიც. მოტეხილობისას პაციენტები უჩივიან დაზიანებული ადგილის ძლიერ ტკივილს, შესივებას, დეფორმაციას, ფუნქციის მოშლას. დიაგნოზის დასაზუსტებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ენიჭება. როგორ მოვიქცეთ: ძვლების მოტეხილობისას, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ისეთი გართულებების თავიდან აცილება, როგორიც არის სისხლდენა, შოკი, ღია მოტეხილობისას - ჭრილობის ინფიცირება, ძვლების ნატეხების შემდგომი ცდომა და რბილი ქსოვილების დაზიანება. ღია მოტეხილობისას ჭრილობა სპირტითა და იოდით უნდა დაამუშაოთ, შემდეგ კი რბილი ნახვევი დაადოთ.

საკამათო არ არის, რომ ადამიანების უმრავლესობა ზამთრობით წონას იმატებს. რისი ბრალია ეს? ამაზე ენდოკრინოლოგი ეკა უჩანეიშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო ეკა, როგორია ზამთრობით კვების რეჟიმი და რაციონი?
- დღის ხანგრძლივობის კლებას, მზის ნათების ინტენსივობის დაქვეითებას ორგანიზმის ბიოლოგიური საათი ახალ სისტემაში გადაჰყავს. ზამთარი ერთგვარი სტრესია ორგანიზმისთვის. უცხო არავისთვის არის, რომ აცივებასთან ერთად იმატებს მადა, კვების რეჟიმთან ერთად იცვლება ცხოვრების წესი, იკლებს ფიზიკური აქტივობა. იცვლება საკვების ხასიათიც. ორგანიზმი სიცივეს თავისებურად ებრძვის - იღებს ცხიმიან და კალორიულ საკვებს, დიდი რაოდენობით ჩაის, რძიან ყავას, კაპუჩინოს, ცხელ შოკოლადს.

წელიწადის ყოველ დროს თავისი კაპრიზები აქვს, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. გარემოსა და ჯანმრთელობას შორის კავშირს ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა. "დაავადება შესაძლოა აღმოცენდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ არსებობს ისეთი დაავადებებიც, რომლებსაც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული ზიანი ცივ ან ცხელ ამინდში მოაქვთ, რადგან ამინდი ხშირად დაავადების ხელშემწყობი და მეგობარია", - წერდა ის. ამ მოვლენის სამედიცინო კუთხით შესწავლამ ცხადყო, რომ ამინდი უპირველეს ყოვლისა ორგანიზმში სითბოს წარმოქმნასა და თბურ ცვლაზე მოქმედებს, შემდგომ კი კანის სისხლმომარაგებაზე, სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე. ზაფხულიდან ზამთრის სეზონზე გადასვლა ორგანიზმისგან ძლიერი საადაპტაციო მექანიზმების ამუშავებას მოითხოვს, რასაც ზოგიერთი რამდენიმე დღეს ანდომებს, ზოგი კი კვირებს. სწორედ გარდამავალ პერიოდში იჩენს თავს სეზონური აშლილობა -  დესინქრონოზი მისთვის დამახასიათებელი მრავალი უსიამოვნო სიმპტომითურთ.

ჩემი შვილები ორი და ოთხი წლისანი არიან. მიმაჩნია, რომ მათთვის საახალწლო ორომტრიალში ჩართვა ჯერ

გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის მიმართულების სრული პროფესორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნელი კაკულია.

გვესაუბრება საქართველოს თმის ტრანსპლანტოლოგიისა და ტრიქოლოგიის ასოციაციის დამფუძნებელი, თმის აღდგენითი ქირურგიის


კანი სხეულის მეტად სათუთი და მგრძნობიარე საფარველია. მას წელიწადის ნებისმიერ დროს სჭირდება სწორი მოვლა. მაგრამ კანისა და მისი დანამატების ჰიგიენას რატომღაც მხოლოდ ზაფხულობით აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, გამწმენდ, მკვებავ თუ დამცავ საშუალებებს მხოლოდ სიცხეში იყენებენ. დადგება ზამთარი და ხალისიც ქრება - ბევრს აღარც გარეგნობა ახსოვს და აღარც კანის მოვლა. არადა ცნობილია, რომ კანი ზამთარში უფრო სწრაფად ბერდება. დაუცველი ეპიდერმისი (კანის ზედაპირული შრე) ზამთრის ერთი თვის განმავლობაში ზუსტად იმდენს კარგავს, რამდენსაც ოთხი თბილი თვის მანძილზე. მაინც რა ზიანი შეიძლება მიადგეს კანს ზამთარში? კანის რომელი პათოლოგიები მწვავდება უმთავრესად წლის ცივ პერიოდში? როგორი უნდა იყოს კანის ჰიგიენა და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი დერმატოლოგი მაია მარიდაშვილი გვესაუბრება.

ალბათ გახსოვთ დრო, როდესაც ტელევიზიით ლამის ყოველდღე გადმოსცემდნენ ამა თუ იმ ოჯახის მხუთავი აირით მოწამვლის ამბავს... ბოლო ხანს ასეთი შემთხვევები გაიშვიათდა, რაც, უდავოდ, ხარისხიანი გამათბობლების დამსახურებაც არის, თუმცა ძვირიან ტექნიკაზე ყველას არ მიუწვდება ხელი, ასე რომ, საფრთხე კვლავაც არსებობს. როგორ მოვიქცეთ? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ექიმი რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი.

- ქალბატონო ნინო, მოგეხსენებათ, აცივებასთან ერთად დღის წესრიგში გათბობის საკითხიც დგება. საშიში ხომ არ არის გამათბობლების მუდმივი გამოყენება?

mkurnali.geმე და ჩემი მეუღლე სულ წელიწადნახევარია შევუღლდით, მაგრამ ყოველდღე ვჩხუბობთ. სიმშვიდის წუთებში თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ საკმარისია, დავა დავიწყოთ, რომ მზად ვარ, სახლიდან გავაგდო! გულახდილად რომ ვთქვა, უფრო იმიტომ გავყევი ცოლად, რომ ორსულად ვიყავი. იქნებ შევცდი? ან ყველაფერი იმის ბრალია, რომ ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, მე კი 21-ის? ანა, 21 წლის

თქვენ და თქვენი მეუღლე ახალგაზრდები ხართ, ახლახან დაქორწინდით, გყავთ პატარა ბავშვი... ძნელი წარმოსადგენია ოჯახი, ასეთ სიტუაციაში ყველაფერი იდეალურად რომ ჰქონდეს. ჩხუბი ნუ შეგაშინებთ: გაჭიანურებულ სიჩუმეს, ირიბ და მრავლისმთქმელ მზერას კამათი სჯობს, რადგან სწრაფად ჰფენს ნათელს ურთიერთობის მნიშვნელოვან ასპექტებს.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად