ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_26 მკურნალი #_26
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_26 მკურნალი

ორსულობა იწყება კვერცხუჯრედის განაყოფიერების - ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმის შემდეგ. ჯანმრთელი ქალის ორგანიზმში ყოველთვე ერთი სასქესო უჯრედი - კვერცხუჯრედი გამომუშავდება, რომელიც ოვულაციის (განაყოფიერებისთვის ხელსაყრელი დრო, რომელიც დაახლოებით მენსტრუალური ციკლის მე-14-15 დღეს ემთხვევა) პერიოდში საკვერცხიდან გამოდის. თავად კვერცხუჯრედი უძრავია. იგი საშვილოსნოს მილების შეკუმშვისა და მოციმციმე ეპითელიუმის რხევათა წყალობით გადაადგილდება. გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი დაახლოებით 24 საათი ცოცხლობს. თუ ამ ხნის განმავლობაში არ განაყოფიერდა, იღუპება და იშლება, განაყოფიერების შემთხვევაში კი საშვილოსნოს ღრუში გადადის და მასში ინერგება. ყველა განაყოფიერებული უჯრედი როდი ემაგრება საშვილოსნოს; მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით განვითარების პირველსავე დღეებში იღუპება. ვისაც მეტად გაუმართლებს, განაყოფიერებიდან მე-7-8 დღეს სრულად ინერგება საშვილოსნოში. ამით  მთავრდება იმპლანტაციის პროცესი და იწყება ორსულობა.

ხველების საუკეთესო წამალი
რამდენიმე ათეული წლის წინ მწვავე ბრონქიტი გადავიტანე. ვიმკურნალე, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ განვიკურნე. მას შემდეგ ხველა ყოველ ზამთარს მიმწვავდებოდა. ისევ მივმართე ექიმს, რომელმაც ერთი ხალხური რეცეპტი მასწავლა. ძალიან მომიხდა და ვინც კი ქრონიკულ ხველას უჩივის, სიამოვნებით ვასწავლი. აი ეს რეცეპტი:

* აიღეთ დაახლოებით 1 კგ კაკლის უღელი, დაასხით ნახევარი ლიტრი კონიაკი და მჭიდროდ თავდაცული მინის ჭურჭლით ერთი კვირით დააყენეთ გრილ და ბნელ ადგილას. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე.

ზოგჯერ ძალზე გამაღიზიანებელია მამაკაცის უპრინციპობა,  გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, პრობლემებისგან გაქცევის მცდელობა. ქცევის საფუძვლები ბავშვობაშივე ყალიბდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბიჭუნას სიცოცხლის პირველივე წლიდან ვასწავლოთ, იყოს გულადი და გამბედავი, მტკიცე ნებისყოფისა, რათა დროთა განმავლობაში მამაკაცთა მოდგმის ღირსეულ წარმომადგენლად იქცეს.

რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?
* დაე, ბიჭუნას მაგალითი მამაკაცმა მისცეს.
იდეალურია, როდესაც ბიჭუნა გარშემორტყმულია რაც შეიძლება მეტი მამაკაცით. ესენი შეიძლება იყვნენ მამა, ბიძა, ბაბუა, მათი მეგობრები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს არ ჰყავს მამა. ამ შემთხვევაში იგი მაგალითს ირგვლივ მყოფი მამაკაცებისგან იღებს.

ვარ ძალიან მცივანა, ამიტომ არც შემოდგომა მახარებს და არც ზამთარი. კარგად რომ გავთბე, უამრავ ტანსაცმელს ვიცვამ, რის გამოც მოძრაობა მიჭირს.. როგორ გადავიტანო ცივი სეზონი ისე, რომ დეპრესიამ არ შემიპყროს? თამარი, 27 წლის

სიცივეს ყველა ერთნაირად როდი იტანს. ბევრი, თუ საშუალება აქვს, ზამთარში შვებულებას თბილ ქვეყნებში ატარებს, რათა ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს ქუჩებში მოთარეშე სუსხიანი ქარი, მოსაწყენი, ცივი საღამოები. მაგრამ შორეულ ქვეყნებში გამგზავრება სულაც არ არის აუცილებელი. სავსებით შესაძლებელია, სიცივეს, ყინვას, ქარს ისე გაუმკლავდეთ, რომ თავი საკუთარ სახლშიც კომფორტულად იგრძნოთ.

აღსრულდა, თქვენ ორსულად ხართ! ერთმანეთში აირია ყველა გრძნობა და ემოცია, რომლებმაც მთელი თქვენი არსება მოიცვა. უზარმაზარი, ჯერ კიდევ ბოლომდე შეუცნობელი სიხარული, ეჭვები, შფოთვა, სინაზე და სიყვარული იმ პატარა საუნჯის მიმართ, რომელიც თქვენზეა მონდობილი... ან იქნებ ვერაფერი იგრძენით და საკუთარმა გულგრილობამ შეგაშინათ?.. ორსულობა - ეს არის საოცრად ამაღლებული და ამავე დროს უცნაური განცდა. განწყობა, გრძნობა და ემოცია გამუდმებით იცვლება. ეს უმეტესად ჰორმონული ფონის ცვლილებებს (1-ლი ტრიმესტრი), მოცირკულირე სისხლის მოცულობის ზრდას, სისხლში შაქრის მერყეობას (მე-2 ტრიმესტრი), კვლავ ჰორმონების დონის ცვლილებას და მშობიარობისთვის მზადების დასაწყისს (მე-3 ტრიმესტრი) უკავშირდება. ეს ორსულობის ფიზიოლოგიური მხარეა, ფიზიოლოგია კი ყოველთვის ფსიქოლოგიასთან არის დაკავშირებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა და თვითშეგრძნება გავლენას ახდენს ემოციურ აღქმასა და სიტუაციის შეფასებაზე და პირიქით. ღიმილსა და ოპტიმიზმს შეუძლიათ განკურნონ, ზედმეტი მღელვარება კი იწვევს თავის ტკივილს, კუჭის სპაზმს, არტერიული წნევის მომატებას, საშვილოსნოს ტონუსის გაძლიერებას...

მშობიარობა ორსულობის ერთგვარი საზეიმო ფინალია, რომლისთვისაც ქალს საფუძვლიანი მომზადება სჭირდება. ფიზიოლოგიური მშობიარობის მიმდინარეობასა და მისი მართვის თავისებურებებზე გვესაუბრება ღუდუშაურის სახ. სამედიცინო ცენტრის ექიმი, გინეკოლოგი თამარ მაჩიტაძე.

- ქალბატონო თამარ, რა არის მშობიარობა და როდის უნდა იმშობიაროს ქალმა ფიზიოლოგიურად?
- ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ორსულობა არ არის დაავადება. იგი ფიზიოლოგიური მოვლენაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მშობიარობისადმი წინასწარ უარყოფითად არ უნდა განვეწყოთ, არ უნდა აღვიქვათ იგი პრობლემად, ხოლო საკუთარი თავი - პაციენტად.

მე და ჩემს მეუღლეს ზოგი რამის თაობაზე სხვადასხვა აზრი გვაქვს. როდესაც შვილს რამეს ვუკრძალავ, მამამისი ჩუმად არის. ბავშვი იბნევა, ნერვიულობს, აღარ იცის, როგორ მოიქცეს... მიმაჩნია, რომ ოჯახში ერთიანი ნორმები და მოთხოვნები უნდა იყოს. როგორ მივაღწიო ამას?
ელენე, 30 წლის "არ შეიძლება" ერთ-ერთი პირველი სიტყვაა, რომლის აღქმასა და გაგებასაც ბავშვი სწავლობს. პატარას აზრით, მისთვის ბევრი საინტერესო რამის გაკეთება არ შეიძლება, ეს უფროსები უსასრულოდ უკრძალავენ რაღაცას! რა თქმა უნდა, მოსიყვარულე დედას არ სურს, მუდმივად შეუზღუდოს ბავშვს თავისუფლება, მაგრამ აკრძალვათა უმრავლესობა უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნაა, ამიტომ ბავშვისთვის "არა-ს" თქმა ხშირად გვიხდება. მაშ როგორღა ისწავლოს მან საკუთარ შეცდომებზე?

ყველა დედა  მოუთმენლად ელის, როდის იტყვის მისი შვილი პირველ სიტყვას. თუმცა, დედა-შვილის ურთიერთობა გაცილებით ადრე იწყება. ხშირად ორსული მუცელს ხელით შეეხება და კარგად გრძნობს ნამცეცა მუშტებისა და ტერფების მოძრაობას. ასე ყალიბდება დედა-შვილის ის ურთიერთგაგება, რომლის შენარჩუნება ბავშვის დაბადების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვილისა და გარესამყაროს ურთიერთობაში გადამწყვეტი როლი დედას ეკუთვნის. ის შვილს
ესაუბრება ჟესტების, მიმიკის, მოძრაობების ენით. ცნობილია, რომ ჩვილის სიგნალებს დედები უფრო უკეთ აღიქვამენ, ვიდრე მამები. სწორედ ამის გამო ფსიქოლოგების დიდი ნაწილი თვლის, რომ მოლაპარაკებებს ქალები უკეთ აწარმოებენ, ვიდრე მამაკაცები.

მყავს წლისა და 3 თვის გოგონა, დღემდე ძუძუს წოვს, ვერაფრით გადავაჩვიე. სხვა საკვებს უხალისოდ ჭამს. როდემდე შეიძლება ვაწოვო ძუძუ? საერთოდ, რა უნდა ჭამოს ამ ასაკის ბავშვმა? წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დედის რძე უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი საკვებია. მაგრამ ბავშვის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნილება ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებზე - ცილებზე, ცხიმებზე, ნახშირწყლებზე, ვიტამინებსა და მიკროელემენტებზე, მხოლოდ დედის რძით კი მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია.

ხშირად მშობლებმა არ იციან, რომ პატარა ბავშვის უმართავი საქციელი სულაც არ არის საგანგაშო. ეს უბრალოდ პატარას განვითარების ერთ-ერთი საფეხურია. სწრაფად გავიდა ცხოვრების პირველი წელი. ჩვენ უკვე დიდები ვართ და ქვიშაში სათამაშოდაც წავედით! ხშირად სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე იწყება პრობლემები. პატარა, რომელიც აქამდე ანგელოზად მიგვაჩნდა, გასაოცარ თვისებებს ამჟღავნებს - ნიჩაბს ურტყამს ხუჭუჭა ბიჭს, ცდილობს, ფორმა წაართვას, როცა წინააღმდეგობას აწყდება, კბენაზე გადადის... თან ამ ყველაფერს ტირილი და ისეთი ყვირილი ახლავს, რომ ტარზანი მონაგონია! ზოგჯერ სურათი საპირისპიროა - სიყვარულის ნიშნად ბუთხუზა ბიჭი ისე ეხვევა თანატოლ გოგონას, რომ შეშინებული ბავშვი ტირილს იწყებს... ამის შემყურე დედა სასოწარკვეთილი ფიქრობს: "ნუთუ აგრესიული შვილი მყავს?! როდის დავუშვი შეცდომა? მე ხომ ის არასოდეს დამისჯია, მისთვის არასოდეს მიყვირია!" ამასთან დაკავშირებით ერთი რამ უნდა ითქვას: მოგვწონს თუ არა, წლისა და ორი თვის ასაკიდან ორ წლამდე პატარებს აგრესიული ქცევის აფეთქებები აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში მათგან აგრესიული ან უმართავი პიროვნებები ჩამოყალიბდებიან.

ბავშვის დაბადება და დედობის განცდა ყველა ქალისთვის უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ზოგჯერ ბუნებრივი გზით მშობიარობა საფრთხეს უქადის ან დედას, ან ნაყოფს, ზოგჯერ - ორივეს ერთად. ასეთ დროს გამოსავალი საკეისრო კვეთაა. როდის კეთდება ოპერაცია, არსებობს თუ არა სხვა გზა? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგს ალეკო დიაკონიძეს მივმართეთ.


- ბატონო ალეკო, რა არის საკეისრო კვეთა და როდის დაინერგა იგი?
- საკეისრო კვეთა არის ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც ნაყოფი და მომყოლი საშვილოსნოდან ოპერაციული გზით - მის წინა კედელზე ხელოვნურად გაკეთებული ჭრილობიდან გამოძევდება.

ჰიგიენის წესების დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია, ორსულისთვის კი ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა მრავალ ორსულს მიაჩნია, რომ ჰიგიენაზე ზრუნვა აუცილებელია მხოლოდ ორსულობის მეორე ნახევარში. ეს შეცდომაა. ორსულობის საწყისი პერიოდი ხომ ნაყოფის განვითარების მეტად საპასუხისმგებლო ეტაპია. ჩანასახი ამ დროს უფრო მეტად მოწყვლადია. ამიტომ მომავალმა დედამ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჰიგიენის ყველა წესი (მით უმეტეს, რომ ისინი უბრალო და ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომია), რომლებიც მოიცავს შრომისა და დასვენების რეჟიმს, კვებას, სქესობრივი ცხოვრებისა თუ ტანსაცმლის ჰიგიენას და სხვა, რაც მხოლოდ ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას კი არა, მშობიარობის ნორმალურ დასასრულსა და ჯანმრთელი ბავშვის დაბადებასაც უზრუნველყოფს.

ექსტრაგენიტალიური პათოლოგიების არსებობისას ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებებზე გვესაუბრება "პე-ეს-პე" ჯგუფის ჰოსპიტალური გაერთიანების შალვა ქორიძის სახელობის მეოთხე სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი ეკა კვირიკაშვილი.


ორსულობა და შაქრიანი დიაბეტი
- როგორ ხდება ორსულობის მართვა დიაბეტის დროს?
- შაქრიანი დიაბეტის დროს ორსულობის რაციონალური მართვა გულისხმობს ძირითადი დაავადების პროგრესირებისა და დედისა და ნაყოფისთვის არასასურველი შედეგის პროფილაქტიკას. ღონისძიებათა ნუსხა მოიცავს: კომპლექსურ ზოგად სამედიცინო და გინეკოლოგიურ გამოკვლევას; ენდოკრინოლოგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას ტრიმესტრში მინიმუმ ერთხელ; ჩვენებისამებრ, გეგმურ ჰოსპიტალიზაციას; ნაყოფის მდგომარეობაზე დაკვირვებას - ექოსკოპიურ კვლევას მე-7, მე-10, მე-17 (განვითარების მანკების დიაგნოსტიკა) კვირას, 24-ე კვირიდან - ნაყოფის განვითარებაზე ყოველთვიურ დაკვირვებას, 28-ე კვირიდან მშობიარობამდე - კარდიოტოკოგრაფიას, მე-16 კვირას - ალფა ფეტოპროტეინის გამოკვლევას; მშობიარობისა და პერინატალური პერიოდის მართვას.

გულისრევას, პირღებინებას, განწყობის ცვალებადობას ბევრი ორსულობის ნორმალურ გამოვლინებად მიიჩნევს. მართლა ნორმალურია ეს მოვლენები? თუ არა, რით არის ისინი საშიში? ამ და სხვა კითხვებზე მეან-გინეკოლოგი ნინო იამანიძე გვიპასუხებს.

 
- რა არის ორსულთა ტოქსიკოზი და რა იწვევს მას?
- ტოქსიკოზის განვითარების მრავალი თეორია არსებობს: ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორული... მიუხედავად ამისა, მისი წარმოშობის შესახებ მედიკოსები საერთო აზრამდე ჯერ კიდევ არ მისულან. ორსულთა ტოქსიკოზი მრავალსიმპტომური პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ორსულის ორგანიზმში ადაპტაციური პროცესების დარღვევისას ვითარდება. ის უშუალოდ ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული, სისხლძარღვოვანი და იმუნოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტოქსიკოზი ორსულობაზე ორგანიზმის გაუკუღმართებული რეაქციაა.

გვესაუბრება ავერსის კლინიკის გინეკოლოგიური სამსახურის უფროსი მარინა მაჩაიძე.


- ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ ორსულობისას მეან-გინეკოლოგის მეთვალყურეობა აუცილებელია. ორსულობის რომელ პერიოდში უნდა მიმართოს ქალმა ექიმს და რატომ არის აუცილებელი ვიზიტი მაშინაც კი, როდესაც ორსული არაფერს უჩივის?
- იდეალურ შემთხვევაში სასურველია, ქალმა ექიმს მაშინვე მიმართოს, როგორც კი დაორსულებას დააპირებს. ეს ვიზიტი 3 თვით უნდა უსწრებდეს დაგეგმილ ორსულობას. მისი მიზანია ქალის პროფილაქტიკური გასინჯვა და გამოკვლევა ინფექციური აგენტების გამოსავლენად. განსაკუთრებით იმ ინფექციებისა, რომლებიც აზიანებენ ნაყოფს, იწვევენ მის სიმახინჯეებს. ასეთია ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმა, ჰერპესვირუსი, ქლამიდია, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა. როცა არც ერთი ინფექცია არ ვლინდება ანუ ქალი ჯანმრთელია, წყვილი ორსულობისთვის მზადებას იწყებს.

სამეცნიერო აღმოჩენა ფობიების განკურნების იმედს იძლევა
ამერიკელმა მეცნიერებმა ფობიების უმედიკამენტოდ განკურნების ახლი მეთოდი შეიმუშავეს: მათ ტვინში მოგონებათა რეარქივაციის პროცესზე მოახდინეს ზემოქმედება და ამ გზით შიშის ბლოკირება შეძლეს. ჩვეულებრივ, ფსიქოთერაპევტები ფობიებს დაავადებულისთვის შიშის ობიექტის დემონსტრირების გზით მკურნალობენ (მაგალითად, არაქნოფობებს მათთვის უსაფრთხო გარემოში აჩვენებენ ობობებს). ნიუიორკელ მეცნიერთა ჯგუფი კიდევ უფრო შორს წავიდა: მათ გამოსაკვლევ პირებს აიძულეს გაეხსენებინათ, რასთან იყო ასოცირებული მათი შიში, მერე კი თავის ტვინში მოგონებათა არქივაციის პროცესზე დაიწყეს ზემოქმედება. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, მთავარია, მოგონების ტვინში ჩანერგვისთანავე მოხდეს მასზე ზემოქმედება და იმგვარი რედაქტირება, ადამიანმა გააცნობიეროს, რომ საფრთხე აღარ ემუქრება.

ადამიანები ოდითგან ეძებდნენ ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც ორსულობის ამოცნობა იყო შესაძლებელი. იყო დრო, როდესაც ქალს სპეციალური ბალახებისა და ახალნამშობიარევის რძისგან მომზადებულ ნაყენს ასმევდნენ. ამ სასმლის მიღების შემდეგ ცუდად გახდომა ორსულობის ნიშნად  მიიჩნეოდა. ორსულობის ადრეული გამოვლენის არანაკლებ პოპულარული მეთოდი გახლდათ ქალის შარდით ყვავილოვანი მცენარის მორწყვა - მცენარის აყვავება ორსულობაზე "მიუთითებდა"...
ჰიპოკრატე იყო პირველი, ვინც ორსულობის პირველ ნიშნად მენსტრუაციის გადაცდენა აღიარა. 2-3 საუკუნის შემდეგ მისმა მიმდევრებმა შეამჩნიეს, რომ ორსულობისას ქალს ეცვლებოდა განწყობა, ეზრდებოდა სარძევე ჯირკვლები, მოგვიანებით კი გრძნობდა ნაყოფის მოძრაობას.

ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისა და დასრულებისთვის აუცილებელი პირობაა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის განსაზღვრული მდებარეობა. ნორმაში ნაყოფი საშვილოსნოში სიგრძივ, თავით ქვემოთ მდებარეობს. მისი სხეულის ღერძი საშვილოსნოს ღერძის გასწვრივ არის მიმართული ანუ სამშობიარო არხის მიმართულებას ემთხვევა. ზოგჯერ კი ნაყოფი საშვილოსნოში გარდიგარდმო ან ირიბ პროექციას იკავებს, რაც არასწორ მდებარეობად მიიჩნევა, რადგან ფიზიოლოგიურ მშობიარობას ართულებს და საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ისე ნაყოფს. მშობიარობის ნორმალურ წარმართვას რამდენადმე ართულებს პლაცენტის არასწორი მდებარეობა და მრავალნაყოფიანი ორსულობაც.  რამდენად საშიშია ეს ყოველივე და როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობისა და მშობიარობის მსგავსი გართულებები? ამის გასარკვევად მეან მაია ღონღაძეს ვესტუმრეთ.

ტერმინი "საშვილოსნოსგარე ორსულობა" ცხადყოფს, რომ საქმე ეხება ორსულობის ანომალიას, როდესაც ნაყოფი საშვილოსნოს ღრუში კი არა, მის გარეთაა. ამ პათოლოგიურ მდგომარეობაზე სასაუბროდ გინეკოლოგიური კლინიკის ექიმ გინეკოლოგს ირინა ჯაჯანიძეს ვეწვიეთ.

- ქალბატონო ირინა, რა არის საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- საშვილოსნოსგარე ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა. ეს არის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია და განვითარება საშვილოსნოს ღრუს გარეთ. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარება საშვილოსნოს ღრუს გარეთ მეტად სახიფათოა. საშვილოსნოსგარე ორსულობა შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ადგილას: ფალოპის მილში, საკვერცხეში, მუცლის ღრუში, საშვილოსნოს რუდიმენტულ რქასა და საშვილოსნოს ყელში. ორსულობა შესაძლოა ერთდროულად ორივე ფალოპის მილშიც მიმდინარეობდეს, თუმცა ასეთი რამ იშვიათია. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ორივე მილი ამოუკვეთიათ, მაგრამ საშვილოსნოსგარე ორსულობა მესამედ განვითარებულა წინა ოპერაციების დროს დატოვებულ მილის ნაწილში.

mkurnali.geჩემი მეზობელი საშინლად შარიანი ქალია. თუ ჩვენს სადარბაზოში "საეჭვო ტიპი" გამოჩნდა, მისი აზრით, აუცილებლად ჩემთან უნდა მოდიოდეს; თუ სადმე ხმამაღალი მუსიკა ისმის, აუცილებლად ჩემგან უნდა ისმოდეს... ახლახან კი გავიგე, რატომ ვერ მიტანს: მის ნათესავებს თავის დროზე ჩემს ბინაზე ჰქონიათ პრეტენზია. ნუთუ ამის გამო შეიძლება ცხოვრება გამიმწაროს? ელენე, 34 წლის

როგორც ჩანს, ეს ქალი ვერაფერს უხერხებს წყენას - ალბათ ძალიან უნდოდა, მის ახლობლებს მის მეზობლად ეცხოვრათ... გარდა ამისა, ეს ქალი თქვენ კარგად არ გიცნობთ, ყოველივე უცხო კი შიშს ბადებს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ უსიამოვნო პიროვნებად ეჩვენებით. ნუ დაელოდებით მორიგ სკანდალს, თავად მიიპატიჟეთ სტუმრად,  უამბეთ თქვენზე, გამოჰკითხეთ მისი ცხოვრების შესახებ. მეგობრებად ალბათ ვერ იქცევით, მაგრამ დაძაბულობა შემცირდება.


დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად