ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_25 მკურნალი #_25
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_25 მკურნალი

სუნთქვა სასუნთქი სისტემის ორგანოთა მიერ მუდმივად განხორციელებულ პროცესთა ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდებას და ნახშირორჟანგის დროულ გამოტანას ისახავს მიზნად. თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ადამიანი 500 მლ-მდე ჰაერს იყენებს. ასე რომ, ჩვენი ფილტვები წუთში საშუალოდ 6-8 ლიტრ ჰაერს ატარებენ. ფილტვები ბოლომდე არასდროს იჩუტება. ყველაზე ღრმა ამოსუნთქვის შემდეგაც კი მათში 1000-დან 1500 მლ-მდე ჰაერი რჩება, რომელსაც ნარჩენი ჰაერი ჰქვია. ნარჩენი ჰაერი მუდმივად არის ფილტვებში, ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც კი.

რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ ჩემი შვილი ხშირად იქავებდა უკანა ტანს. ანალიზმა აჩვენა, რომ აქვს ენტერობიოზი. თუ შეიძლება, მოგვიყევით ამ დაავადების შესახებ - რა იწვევს, როგორ ვლინდება, ხანგრძლივია თუ არა მკურნალობა.

ალბათ არ არსებობს დედა, პირმშოს ხელში აყვანისას შიში და დაბნეულობა რომ არ დაუფლებოდეს. ამას აქვს ახსნა და დადებითი მხარეებიც კი, მაგრამ მოვლენათა დრამატიზება ზედმეტია  -  ჯობს, ჩვილი მშობლის ბედნიერ და მოღიმარ სახეს ხედავდეს, ვიდრე შეშფოთებულსა და მჭმუნვარეს.


მაინც რა აშინებს დედას?
პატარას ხელში აყვანა, ვინაიდან შესაძლოა დაუვარდეს. ეს არის პირველი შიში, რომელიც დედას ეუფლება, მაგრამ, საბედნიეროდ, მალევე ქრება. დედას, როგორი მოუქნელი და გამოუცდელიც უნდა იყოს, ჩვილი არასოდეს დაუვარდება - ინტუიცია და სიყვარული უკარნახებს, როგორ უნდა ეჭიროს პატარა. არც ახალშობილია ისეთი სათუთი, როგორიც ერთი შეხედვით გვეჩვენება. ის, მართალია, ძალიან პატარაა, მაგრამ უკვე ადამიანია.

კიბოს საწინააღმდეგო უჩვეულო ვაქცინა
ჰარვარდის უნივერსიტეტში კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი შეიმუშავეს: თაგვების კანში ჩანერგილი ფოროვანი ფირფიტით, რომელიც ვაქცინით იყო გაჟღენთილი, მეცნიერებმა არა მარტო სიმსივნური წარმონაქმნის, არამედ მისი მეტასტაზების ლიკვიდაციაც მოახერხეს. კიბოს მკურნალობისას ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ავთვისებიანი უჯრედები ადვილად "ემალებიან" იმუნიტეტს. სავარაუდოდ, ამერიკელმა მეცნიერებმა ეს პრობლემა მოაგვარეს.

ტკივილი გულის არეში ყოველთვის როდი ნიშნავს გულის ტკივილს. ხშირად ის სრულიადაც არ უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, მაგრამ თუ გულის მიდამოს ტკივილი გაწუხებთ და არ იცით, რა მდგომარეობაში გაქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ტკივილის მიზეზის დადგენა ნამდვილად ღირს - პრობლემა შესაძლოა სერიოზული აღმოჩნდეს. გვესაუბრება თსსუ-ის ცენტრალური კლინიკის თერაპიული დეპარტამენტის კარდიოლოგიური სექციის ექიმი-კარდიოლოგი ჯაკო უგრეხელიძე.

ქოშინი ზოგჯერ არსებითად ცვლის ცხოვრების ხარისხს - სამუშაო, რომელსაც ადრე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ასრულებდით, მისი წყალობით თითქმის შეუსრულებელი ხდება. ყველაზე სახიფათოა ქოშინის უეცარი შეტევა. ამ დროს აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ამიტომ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო, მის მოსვლამდე კი ავადმყოფს თავად გაუწიეთ პირველი დახმარება, კერძოდ:
* ყოველგვარი საქმე შეაწყვეტინეთ და მოასვენეთ.
* სავარძელში ან საწოლში წამოსვით, ქვედა კიდურები დააშვებინეთ.
* თავქვეშ შეგიძლიათ ამოუდოთ რამდენიმე ბალიში ან რბილი ქსოვილი, რათა სხეულის ნახევარი ვერტიკალურ მდგომარეობაში დაფიქსირდეს.

ორსულობა ქალის ცხოვრების ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი ხანაა - მას ხომ ახალი სიცოცხლის დაბადება მოჰყვება. ორსულობისას ქალის ორგანიზმი ცვლილებებს განიცდის. ეს ცვლილებები იწვევს ჩივილებს, რომლებიც არცთუ ისე შემაწუხებელია და თავისთავად გაივლის ან ორსულობის პერიოდშივე, ან მშობიარობის შემდეგ. ამ ჩივილების ინტენსივობა გარკვეულწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს ქალი ორსულობას -  როგორც ბედნიერებას თუ როგორც უსიამოვნო მოვლენას. ორსულობის თანამდევი ერთ-ერთი ჩივილია ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება საპატრიარქოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი სოფიო ჯაში.

კარდიული (ანუ გულისმიერი) ქოშინის თავისებურებებზე გვესაუბრება პირველი სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მესამე საოჯახო განყოფილების ოჯახის ექიმი, კარდიოლოგი ეთერ კეთილაძე.

- რას წარმოადგენს ქოშინი და რატომ არის ის გულის დაავადებების ერთ-ერთი განუყრელი სიმპტომი?
- ქოშინი ჰაერის უკმარისობის შეგრძნებაა, რომელსაც თან სდევს სუნთქვის სიხშირის, სიღრმისა და რიტმის ცვლილებები. ქოშინის ძირითადი მიზეზებია:

გვესაუბრება ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ექიმი მაია სარიშვილი.

- როგორი შეიძლება იყოს ქოშინი? რომელ დაავადებებს ახლავს თან ეს სიმპტომი?
- კლინიკური თვალსაზრისით უპირველეს ყოვლისა გამოყოფენ ქოშინის ანუ სუნთქვის გაძნელების სამ სახეს. ეს გახლავთ ინსპირატორული ანუ ჩასუნთქვითი ქოშინი, რომლის დროსაც, განმარტებიდან გამომდინარე, პაციენტს უჭირს ჩასუნთქვა, ექსპირატორული ანუ ამოსუნთქვითი ქოშინი და შერეული ქოშინი, როცა პაციენტს უჭირს როგორც ჩასუნთქვა, ასევე ამოსუნთქვა. გარდა ამისა, ქოშინის აღმოცენებისა და შემდგომში მისი არსებობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ქოშინს. მწვავე ქოშინად მიიჩნევენ ახალაღმოცენებულ ქოშინს, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდეა.

მყავს 6 წლის შვილი. მამა დროდადრო ცოტაოდენ ფულს აძლევს ხოლმე. ბავშვს უხარია, მე კი, ცოტა არ იყოს, ვღელავ
წელიწადი არ გავა, რომ საინფორმაციო საშუალებებმა მენინგოკოქცემიის ლეტალური შემთხვევების შესახებ


სისუფთავე რომ ჯანმრთელობის საწინდარია, აქსიომად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო როდესაც საქმე პატარა ბავშვს ეხება, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეს. ჩვილის საგნების მოვლისას ჰიგიენის ელემენტარული წესების უგულებელყოფა შესაძლოა დიდ უსიამოვნებად შემოგვიბრუნდეს. ბოთლი, საწველი, რძის შესანახი კონტეინერი - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც კი რძესთან აქვს კონტაქტი, პირველ გამოყენებამდე აუცილებლად უნდა გასტერილდეს. თუ მოხდა ისე, რომ ნახმარი ჭურჭელი მაშინვე ვერ გარეცხეთ, სტერილიზაცია ამ შემთხვევაშიც საჭიროა, ოღონდ ჭურჭელი წინასწარ კარგად უნდა გაირეცხოს. რეცხვის დროს დაუშვებელია მოზრდილთა ჭურჭლისთვის განკუთვნილი ფხვნილებისა თუ ჟელეების გამოყენება. არსებობს სპეციალური საბავშვო საშუალებები, რომლებიც ნატურალური კომპონენტებისგან შედგება.


მაქვს ბრტყელტერფიანობა. ამის გამო ჩამომიყალიბდა სიარულის თავისებური მანერა, რომელიც კომპლექსს მიჩენს. გარდა ამისა, ადვილად ვიღლები, მტკივდება ფეხები... რისი ბრალია ბრტყელტერფიანობა? არსებობს თუ არა მეთოდი, რომელსაც მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია?

ბრტყელტერფიანობის პრობლემა დედამიწის მოსახლეობის 40-60%-ს აწუხებს. ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სამუშაო, რომელიც ფეხზე დგომას მოითხოვს, მოუხერხებელი ან პატარა ფეხსაცმელი, ზედმეტი წონა, უამრავ უსიამოვნო სიურპრიზს გვიმზადებს, რომელთაგან ერთ-ერთია ბრტყელტერფიანობა - ტერფის თაღის დარღვევა. ზედმეტი დატვირთვის გამო ტერფი ბრტყელდება და სიარულის დროს ზამბარასავით დრეკადი აღარ არის. თავს იჩენს ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნება.


ყველას სურს, იმუშაოს ცნობილ კომპანიაში, მიიღოს კარგი ანაზღაურება, იყოს საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, ჰყავდეს ჭკვიანი და საინტერესო უფროსი... აი, თქვენი ოცნების ოფისში მოხვდით, თითქოს ყველაფერი შესანიშნავადაა, მაგრამ თანამშრომლებთან ურთიერთობა რაღაც არ გამოგდით... იქნებ მიზეზი ის არის, რომ ამ კომპანიაში მიღებულ ქცევის კოდექსს არ იცავთ?

. შესაძლოა, სასაცილო მოგეჩვენოთ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ ზრდილობის ელემენტარული წესები: არ აიღოთ ნივთები უნებართვოდ სხვისი სამუშაო მაგიდიდან; იყავით თავაზიანი და გულისხმიერი კოლეგების მიმართ.


ყველას უყვარს ლამაზი, კომფორტული ჭურჭელი, მაგრამ საინტერესოა, რა მასალისგან არის ის დამზადებული, როგორ უნდა მოვიხმაროთ და ხომ არ მიაყენებს ზიანს ჩვენს ჯანმრთელობას. არსებობს ჭურჭელი, რომელშიც შეგიძლიათ მოამზადოთ სადილი, გააცხელოთ მიკროტალღოვან ღუმელში და შემდეგ კერძის დარჩენილი ნაწილი მაცივარში შედგათ (მასში საკვები შესანიშნავად ინახება). ასეთი ჭურჭელი იატაკზე დაცემის შემთხვევაშიც კი არ ტყდება. გარდა ამისა, ადვილად ირეცხება, თანაც ძალიან მოხერხებული და სასიამოვნო შესახებია. ყველა ეს ღირსება სილიკონისგან დამზადებულ ჭურჭელს ახასიათებს. რა არის სილიკონი? ეს არის ნივთიერება, რომელიც კვარცის ქვიშისგან მზადდება. რამდენიმე ქიმიური რეაქციის შემდეგ წარმოიქმნება უსუნო, პლასტიკური, თერმულად მდგრადი, ნეიტრალური ნივთიერება. სილიკონის სხვადასხვა სახეობას იყენებენ მშენებლობაში, ოპტიკაში, სილამაზის ინდუსტრიაში.


სუნთქვა აირთა ცვლის ფიზიოლოგიური პროცესია. ფილტვისმიერი სუნთქვა ალვეოლების ჰაერიდან სისხლის მიერ ჟანგბადის ათვისება და ალვეოლებში ნახშირორჟანგის გაცემაა, ქსოვილოვანი ანუ შინაგანი  სუნთქვა კი ქსოვილების მიერ სისხლიდან ჟანგბადის ათვისება
და მასში ნახშირორჟანგის გაცემა. ფილტვისმიერი სუნთქვისგან
განსხვავებით, ფილტვის ვენტილაცია - გარეგანი სუნთქვა - გარემოს (ატმოსფეროს) და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლაა.


მყავს 5 თვის შვილიშვილი, გოგონა. არის ხელოვნურ კვებაზე. უკვე ერთი თვეა, ჭამის დროს ძალიან გვაწვალებს - ძალიან ცოტას ჭამს, ძალით მიცემულს უკან აბრუნებს. წონის მატება შეწყვიტა. ყველანაირად გამოვიკვლიეთ და ექიმები გვეუბნებიან, შინაგანი ორგანოების ბრალი არ არისო. რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ?

ზოგ ბავშვს, მშობლების გასახარად, მგლის მადა აქვს და რაც არ უნდა აწუხებდეს, ჭამაზე უარს ვერ ათქმევინებ, ზოგი კი, მცირე უქეიფობა და საჭმელს მაშინვე ცხვირს უბზუებს. თუმცა ყოველ მათგანს დაბადებიდან დაჰყვება მადა, რომელიც ნორმალური განვითარებისთვის სავსებით საკმარისია. ასე რომ, თუ თქვენს ბაიას მეზობლის ღიპუცასავით ფუმფულა ლოყები არ ამშვენებს, ეს ნუ დაგამწუხრებთ.

ადვილი მისახვედრია, რომ ეს პრობლემა კაცობრიობასთან ერთად წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, აქტუალურობა ათასწლეულების შემდეგაც არ დაუკარგავს. ადამიანები, რომლებიც ღამის სიმშვიდეს უსიამოვნო ხმაურით არღვევენ, თავად იშვიათად ამჩნევენ საკუთარ ხვრინვას. სამაგიეროდ, მათ გვერდით მყოფები ვერ იძინებენ, დაღლილებს მხოლოდ გამთენიისას თუ ჩაეძინებათ, დილით გამოუძინებლები მიდიან სამსახურში, საღამოს კი, საყვარელ ადამიანზე გაღიზიანებულები, უგულოდ ბრუნდებიან შინ, რადგან იციან, რომ ღამის სიმშვიდე შეიძლება მხოლოდ დაესიზმროთ. და ყოველივე ამის მიზეზი ერთი შეხედვით უბრალო რამ - ხვრინვაა. ის, ვინც ცდილობს, ხვრინვას თავი დააღწიოს, ამას მხოლოდ ოჯახის წევრების ხათრით სჩადის. ცოტამ თუ იცის, რომ ხვრინვა ზოგჯერ ძალზე სერიოზული გადახრის ნიშანია.


ჩემს 45 წლის ახლობელს ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე ექიმს გავასინჯეთ. ერთი ამბობდა, ისტერიული ფსიქოზიაო, მეორე - აფექტურიო. რა განსხვავებაა მათ შორის? რომელი უფრო საშიშია? აუცილებელია ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწვენა?

შესაძლებელია თუ არა, რომ ახალგაზრდა გოგონას ჰორმონული დისბალანსის ფონზე ფსიქოზი განუვითარდეს?


შარდის ბუშტის ანთებას უმეტესად არასერიოზულად ეკიდებიან. ბევრს ჰგონია, რომ ცისტიტი პრაქტიკულად უვნებელია და ერთი-ორი ტაბლეტის მიღების შემდეგ უკვალოდ გაივლის. ამ დაავადებისადმი ასეთი არასერიოზული მიდგომა არ შეიძლება, რადგან მომავალში მან შესაძლოა მრავალი უსიამოვნება მოგვაყენოს. ცისტიტს ექიმმა უნდა უმკურნალოს, თანამიმდევრულად და მეთოდურად. შარდის ბუშტის ანთების კლინიკურ ნიშნებსა და მკურნალობის პრინციპებზე გვესაუბრება აკად. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმი, მედიცინის მეცნერებათა დოქტორი ქეთევან ცანავა.


mkurnali.geმყავს 5 წლის გოგონა. არავითარ სურვილს არ ამჟღავნებს, სახლში რამე გააკეთოს. ერთი წლის წინ თავს მაბეზრებდა თხოვნით, რომ სახლის დალაგების ან კერძის მომზადების ნება მიმეცა, ახლა კი თავისი ოთახის დალაგებაც ეზარება. როგორ მივაჩვიო, რომ სათამაშოებს მაინც მიუჩინოს თავ-თავისი ადგილი? თეა, 31 წლის

მიუხედავად იმისა, რომ 5 წლის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია შეასრულოს ესა თუ ის დავალება, მის მთავარ მოტივაციად რჩება თამაში. როგორც ჩანს, მან "სახლობანა" უკვე ითამაშა. ბავშვებს ყველაფრის უფროსებთან ერთად კეთება უყვართ. თუ სთხოვთ, დაგავოს იატაკი, თქვენ კი ამ დროს ჭურჭელს რეცხავთ, მან შესაძლოა ჩათვალოს, რომ ყველაზე მოსაწყენი სამუშაოს შესრულება ხვდა წილად, ამიტომ დააკავეთ გოგონა იმ საქმით, რომლითაც თავად ხართ დაკავებული.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად