ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_24 მკურნალი #_24
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_24 მკურნალი

ღვიძლს ორგანიზმის უდიდეს ბიოქიმიურ ლაბორატორიას უწოდებენ. იგი ყველაზე დიდი ჯირკვალია, მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს იოგებით ემაგრება, ხოლო გარედან თხელი ფიბროზული გარსი - კაფსულა ფარავს. ეს რბილი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი მოწითალო-მოყავისფრო ორგანო 4 წილისგან შედგება. მამაკაცის ღვიძლი 1,5 კგ-ს იწონის, ხოლო ქალისა - 1,2 კგ-ს.

ფუნქციები
ღვიძლი უამრავ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას ასრულებს, რომლებიც ორ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
1. საკვები ნივთიერებების სინთეზი და მათი შენახვა-აკუმულირება;
2. ორგანიზმისთვის უვარგისი ნივთიერებების დაშლა-მონელება.
მათ შორის აღსანიშნავია:

მოუვლელ, მოუწესრიგებელ ფრჩხილებზე წასმულ ლაქს შეუძლია სრულიად გააუფერულოს ელეგანტური ჩაცმულობა, მოდური ვარცხნილობა, მიმზიდველი აქსესუარები და ძვირფასი სუნამოს არაჩვეულებრივი არომატი. მოვლილ ხელებს ქალისთვის მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად უთქვამთ, რომ ხელები ქალის სავიზიტო ბარათია. მანიკიური ფრანგული სიტყვაა და ხელის ფრჩხილების საგანგებო გაწმენდა-გაპრიალებას ნიშნავს. რა თქმა უნდა, საოჯახო საქმეების კეთების დროს ხელები აუცილებლად დაზარალდება, მაგრამ (ან მით უმეტეს) მაინც უნდა გამონახოთ დრო ფრჩხილების მოსავლელად.

გთხოვთ, დაწვრილებით მოგვითხროთ II ტიპის შაქრიანი დიაბეტის შესახებ. საინტერესოა, რა შემთხვევაში ინიშნება ინსულინი II ტიპის დიაბეტის დროს, იცვლება თუ არა ასაკის მიხედვით სისხლში შაქრის ნორმები და შეიძლება თუ არა, II ტიპის დიაბეტიანმა დასამშვიდებლად ჩვეულებრივი დამამშვიდებელი პრეპარატები მიიღოს.

წონის მატებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის - მემკვიდრეობა, ტემპერამენტი, მადა, სულიერი წონასწორობა, კვების არასწორი რეჟიმი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების არასწორი მუშაობა. თუ მშობლები და უახლოესი ნათესავები მსუქნები არიან, დიდია ალბათობა, ბავშვიც გასუქდეს. მშვიდ, დინჯ, ნაკლებად მოძრავ ბავშვებს უამრავი კალორია რჩებათ დაუხარჯავი, რომლებიც ორგანიზში ცხიმის სახით გროვდება. სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი სულიერი აშლილობაა. როდესაც ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს, უჭირს ირგვლივ მყოფებთან კონტაქტში შესვლა, მშობლებს შორის უთანხმოებაა და სხვა, ის შვებას ჭამაში ეძებს. ხშირია წონის მატება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. წონა იმატებს, რადგან იზრდება მადა - აქტიური ზრდის პერიოდში ხომ ორგანიზმი ადრინდელზე გაცილებით მეტ საკვებ ნივთიერებას ითხოვს. ტკბილეულის, ნამცხვრების მოყვარული ბავშვი, ბუნებრივია, უფრო ბუთხუზა იქნება, ვიდრე ის, ვინც უპირატესობას ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, თევზს ანიჭებს.

ჩემს 5 წლის შვილიშვილს 3 წლის ასაკში ცრუ კრუპი დაემართა. მას შემდეგ თითქმის ყოველ ერთ-ორ თვეში ერთხელ უმეორდება. დავიღალეთ ამდენი მკურნალობით, ანტიბიოტიკებით... რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ ან ზაფხულში სად წავიყვანოთ, როდემდე გასტანს ეს ყველაფერი?

ცრუ კრუპი თავისებური სინდრომია, რომელიც ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების დროს. ცრუ კრუპი სინდრომს იმიტომ უწოდეს, რომ თვალსაჩინო ყოფილიყო განსხვავება მასა და ჭეშმარიტ კრუპს შორის. ჭეშმარიტი კრუპი ვითარდება მძიმე ინფექციური დაავადების - ხორხის დიფტერიის დროს. მათ ერთნაირი სიმპტომები, მაგრამ სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვთ.

ერთნი ამტკიცებენ, რომ ფული სულაც არ არის მთავარი, მეორენი კი განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ ნორმალურ ადამიანს კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. არის ისეთი ხალხიც, ვისაც მიაჩნია, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება. მაინც ვინ არის მართალი? იმისათვის, რომ ფულმა ადამიანს მართლაც კარგი სამსახური გაუწიოს, აუცილებელია, მისდამი სწორი დამოკიდებულება გვქონდეს. ანდაზები და ფრთიანი გამოთქმები გვასწავლის, რომ ფულისა და ფუფუნებისკენ სწრაფვა მრავალი ბოროტების საფუძველია, რომ მდიდარია არა ის, ვინც ბევრი შეიძინა, არამედ ის, ვინც ბევრი გასცა... ისევე, როგორც ყველაფერში, ფინანსებთან ურთიერთობაშიც კეთილგონიერება და ზომიერება უნდა გამოვიჩინოთ. ადამიანმა ფულის ფასი უნდა იცოდეს, მაგრამ მას არ უნდა აღმერთებდეს. ზოგადად, გვირჩევენ, რომ ყველა ფინანსური საკითხი ისე განვიხილოთ, როგორც მოგვარებადი პრობლემა. ბავშვს არ უნდა ესმოდეს, როგორ კამათობენ მშობლები, როგორ ადანაშაულებენ ერთმანეთს ფულის უყაირათო ხარჯვის ან მისი ნაკლებობის გამო.

საჭიროა თუ არა, ბავშვში თავიდანვე აღვზარდოთ მაღალი სტანდარტებისაკენ სწრაფვა, მოვთხოვოთ კარგი ნიშნების მიღება და წარუმატებლობის შემთხვევაში დავსაჯოთ, რათა მომავალში მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს? ანა, 28 წლის

საჭიროა თუ არა, პატარა პერფექციონისტად აღვზარდოთ? მოდური სიტყვა პერფექციონიზმი (ინგლ. პერფეცტ - სრულყოფილი, უზადო) სრულყოფილებისაკენ სწრაფვას ნიშნავს. თითქოს შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ მეცნიერები ამის თაობაზე ეჭვს გამოთქვამენ და პერფექციონიზმს "მაღალი სტანდარტების დაავადებას" ან "ფრიადოსნების სინდრომს" უწოდებენ.

მშობლები ძალიან წუხან, როცა აღმოაჩენენ, რომ მათი შვილი წამდაუწუმ შეჰყურებს სხვა ბავშვების სათამაშოებს, ტანსაცმელს, ოთახს... პატარა, რომელიც ყველას მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი იყო, ერთ მშვენიერ დღეს უცნაური კითხვებით მიმართავს დედას: "რატომ აქვს ოთოს უფრო კარგი სათამაშოები? რატომ არის მისი ოთახი უფრო ლამაზი და დიდი? რატომ სეირნობს თიკა უქუდოდ, მე კი მახურავს?!" ასეთი კითხვები მშობლებს თავდაპირველად ართობს, მერე კი აშინებს. ამგვარ შეკითხვებს თითქმის ყველა ბავშვი სვამს. ეს სავსებით ბუნებრივია და იმას ნიშნავს, რომ პატარას უკვე შესწევს უნარი, დააკვირდეს, შეადაროს, დასკვნა გამოიტანოს. როცა ბავშვისთვის თქვენი პასუხის ნებისმიერი ვარიანტია მისაღები, ის ადვილად ივიწყებს წამოჭრილ საკითხს. ამ დროს მშობლებს მღელვარების არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ.

აზრი, რომ მშობლების განქორწინება არანაირად არ შეეხება ბავშვს, ერთ-ერთი იმ ზღაპართაგანია, რომელსაც მშობლები თავის დასამშვიდებლად იგონებენ. სამწუხაროდ, განქორწინება ბავშვს უშუალოდ ეხება და მშობლების ქცევა ამ სიტუაციაში, მათი ურთიერთობა ერთმანეთსა და შვილთან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვის დამოკიდებულებას გაყრის მიმართ. მშობლებს შეუძლიათ, შვილს დაეხმარონ ან, პირიქით, დათრგუნონ პატარა. მოდი, ვისაუბროთ იმაზე, როგორ დავეხმაროთ შვილს, რომ მან გააცნობიეროს და ნაკლებმტკივნეულად განიცადოს დედ-მამის განქორწინება.

ასტიგმატიზმის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებზე, მათ მკურნალობაზე, ასტიგმატური თვალის მოვლაზე თვალის კლინიკის ხელძღვანელი ვალერიან ხუროძე გვესაუბრება.


- რა არის ასტიგმატიზმი?
- თვალის ასტიგმატიზმი მხედველობის ერთ-ერთი გავრცელებული მანკია, რომელიც გამოწვეულია თვალის ოპტიკური შრეების (უმეტესად - რქოვანა გარსის) არასფერული ფორმით. ამ დროს თვალში შემავალ სხივთა გარდატეხა სხვადასხვა სიბრტყეში სხვადასხვანაირად ხდება, რაც იწვევს გამოსახულების დეფოკუსირებას და, აქედან გამომდინარე, მხედველობის დაქვეითებას. პოპულარულ ენაზე რომ ვთქვათ, ასტიგმატური თვალების მქონე ადამიანი ხედავს თითქმის ისევე, როგორც კარგად მხედველი, ოღონდ დანისლულ მრუდე სარკეში, ამიტომ ასტიგმატიკები, ისევე როგორც ახლომხედველები, საგნების უკეთ დასანახად ხშირად თვალებს ჭუტავენ. არაკორეგირებული ასტიგმატიზმი ხშირად მხედველობითი დისკომფორტისა და თავის ტკივილის მიზეზადაც იქცევა.

ღვიძლის მკურნალობის პრინციპულად ახალი მეთოდი ანუ შეიძლება თუ არა, შევცვალოთ ღვიძლი გადანერგვის გარეშე
შვეიცარიაში ღვიძლის უმძიმეს დაავადებათა მკურნალობის პრინციპულად ახალი მეთოდი შეიმუშავეს. პაციენტთა წარმატებული განკურნების შემთხვევები უკვე აღრიცხულია. მკურნალობის ახალ მეთოდს შეუძლია, ავადმყოფი ღვიძლის დაავადების უმძიმესი ფორმის დროსაც კი განკურნოს. ახალი მეთოდი ორგანიზმის საკუთარი უჯრედების გამოყენებას ეფუძნება. უმარტივესი ქირურგიული ჩარევის საშუალებით პაციენტის დაავადებული ღვიძლიდან და სხვა ორგანოებიდან იღებენ უჯრედებს, რომლებიც განსაკუთრებული მეთოდით მუშავდება ლაბორატორიაში, ერევა ერთმანეთს და თავსდება დამხმარე სუბსტანციაში, სადაც ვითარდება.

ჰეპატიტის დიაგნოზი ძირფესვიანად ცვლის ადამიანის ცხოვრებას. ჩნდება შესაძლო გართულებების, სიკვდილის, ოჯახის წევრთა დასნებოვნების შიში... აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰეპატიტი უმეტესად ქრონიკული ინფექციაა, რომელიც ყოველთვის არ იკურნება, მაგრამ მედიცინის თანამედროვე დონის გათვალისწინებით, მასთან ერთად არსებობა შესაძლებელია. მთავარია, დავიცვათ წესები, რომელთა შესახებაც მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ მეგრელიშვილი გვესაუბრება.

- როგორი დიეტა უნდა დავიცვათ ვირუსული ჰეპატიტის დროს?

B ჰეპატიტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პრინციპებსა და მეთოდებზე გვესაუბრება სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის კლინიკური  ვირუსოლოგიის და მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე ლანა გაწერელია:

- B და C ჰეპატიტები ფართოდ გავრცელებული დაავადებები გახლავთ. მსოფლიოში დაახლოებით 350-400 მილიონი კაცი B ჰეპატიტის ვირუსის ქრონიკული მატარებელია, ხოლო 180 მილიონი C ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული.

რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ვირუსული ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა. მრავალი ორსული, რომელსაც თავი ჯანმრთელად მიაჩნდა, ცხოვრების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე იგებს, რომ B ან C ჰეპატიტი აქვს. ართულებს თუ არა ეს დაავადება ორსულობას? მოქმედებს თუ არა ბავშვის ჯანმრთელობაზე? როგორ დავიცვათ ნაყოფი ინფიცირებისგან? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ალეკო დიაკონიძეს მივმართეთ. 

- ბატონო ალეკო, რა საფრთხეს უქადის ვირუსული ჰეპატიტი ნაყოფს? შესაძლებელია თუ არა ორსულობის ბოლომდე მიყვანა და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა?

ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი, ქართულ-ფრანგული ჰეპატოლოგიური კლინიკა "ჰეპას" კონსულტანტი, მედიცინის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის პროფესორი ლალი შარვაძე.

- როგორ ვლინდება კლინიკურად მწვავე B და C ჰეპატიტები?
- მწვავე B და C ჰეპატიტები მიმდინარეობს როგორც სიმპტომურად (კლინიკური ნიშნების გამოვლინებით), ასევე უსიმპტომოდაც. ვეცდებით, ცალ-ცალკე განვიხილოთ მათი მიმდინარეობის აღნიშნული თავისებურებანი.

სადღეისოდ ცნობილი ჰეპატიტის 7 (A, B, C, D, E, F, G) ვირუსიდან ორმა, B-მ და C-მ, მედიკოსებს ბოლო ხანს დიდი საფიქრალი გაუჩინა. ისინი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ფართოდ არის გავრცელებული.

B ჰეპატიტი
B ჰეპატიტი გავრცელების მხრივ ინფექციურ დაავადებათა ლიდერია. დედამიწაზე მცხოვრები 6 მილიარდი კაციდან 30-35% ამ ვირუსით არის ინფიცირებული. ყოველწლიურად დაავადებით ან მისი გართულებით 2 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ვირუსს გარემოში განსაკუთრებული გამძლეობა ახასიათებს, რაც მას მეტად აგრესიულ თვისებებს სძენს - სისხლის პლაზმაში 30-320C-ზე 6 თვის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს.

სამედიცინო განათლების რეფორმის პრეზენტაცია
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების ცენტრის ევროკავშირის პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" სამედიცინო განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა. კონფერენცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა. "დღეს ჩვენ სამედიცინო განათლების რეფორმის ახალ კონცეფციას წარვადგენთ. მადლობას მოვახსენებ ყველას, ვინც ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობს. დღეს ახალი ტიპის საგანმანათლებლო სისტემაზე ვისაუბრებთ და განვიხილავთ ამ თემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. მას შემდეგ, რაც პროექტი დაიხვეწება, სამედიცინო განათლების კანონის შეცვლის თაობაზე ინიციატივას უკვე პარლამენტში წარვადგენთ.

გაკეთებული მაქვს პროსტატის ოპერაცია (ტური). ამ შემთხვევაში სქესობრივი კავშირის დამყარება პარტნიორთან ხომ არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას?

ორი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებებს მიეტანა. კანაფი, ჩვენში უფრო "პლანის" სახელით რომ იცნობენ, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია, თუმცა მას საფრთხედ თითქმის არავინ აღიქვამს. მომხმარებელთა უმრავლესობას ის უწყინარ გასართობად მიაჩნია. მართლა უვნებელია "პლანი"? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრის ექიმ ნარკოლოგს, ფსიქოთერაპევტ მაია ბეგაშვილს ვთხოვეთ.

ვარ 31 წლის მამაკაცი. აღმომაჩნდა ფიმოზი. რამდენად აუცილებელია ამ დროს ამპუტაცია და რა გართულებებია მოსალოდნელი?

ფიმოზი არის

ჰერპესვირუსული ინფექციის შესახებ გვესაუბრება კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსული პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, კანისა და ვენსნეულებათა
სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სწავლული მდივანი ვახტანგ კვირკველია.

- ბატონო ვახტანგ, მიუხედავად იმისა, რომ ჰერპესვირუსზე არაერთხელ დაგვიწერია, მისდამი მკითხველის ინტერესი არ ცხრება. როგორც ჩანს, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის ჰერპესვირუსის რამდენიმე სახეობა არსებობს და ყოველი მათგანი სხვადასხვა ტიპის დაზიანებას იწვევს...


- ჩემს 24 წლის ვაჟს დაუდგინეს სებორეული ეგზემა. თავზე თმა სცვივა, სახეზე აქვს გამონაყარი. გთხოვთ, ამიხსნათ, რა იწვევს ამ დაავადებას. იკურნება თუ არა? ხომ არ გამელოტდება? იქნებ რომელიმე ხალხური საშუალებაც მირჩიოთ.

სებორეულ ეგზემას სხვაგვარად სებორეულ ეგზემატიდს და სებორეიდს უწოდებენ. ის კანის იმ უბნების ქრონიკული ანთებაა, რომლებიც ქონის ჯირკვლებით არის მდიდარი - თავის თმიანი ნაწილისა, ყურის უკანა უბნებისა, ცხვირ-ტუჩის ნაკეცისა, ქუთუთოების კიდეებისა, ბეჭთაშუა არისა, მკერდის ზედა ნაწილისა და ა. შ. სებორეიდი, როგორც წესი, შეჭიდულია ორგანიზმის იმუნური სისტემის დასუსტებასთან. ასეთ დროს ხშირად კანის სენსიბილიზაციას ანუ მგრძნობელობის გაზრდას საკუთარივე ექსკრეტი (ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც გამოიდევნება ორგანიზმიდან) ან კანზე მობინადრე ბაქტერიების მიერ გამოყოფილი პროდუქტები იწვევს.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად