ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_23 მკურნალი #_23
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_23 მკურნალი

ამოკვეთილი ორგანოს შეგრძნება და ტკივილი ფანტომური ტკივილის ნაირსახეობას წარმოადგენს.
ფანტომური ტკივილი არის უსიამოვნო შეგრძნება, ზოგიერთ შემთხვევაში - მწვავე, აუტანელი ტკივილი, რომელიც აღიქმება უკვე არარსებული - მოკვეთილი - კიდურის (ან ამოკვეთილი ორგანოს) რომელიმე უბანზე, ესე იგი იქ, სადაც ოდესღაც მოქმედი ორგანო იყო. ადამიანს ეჩვენება, რომ თითები, მტევანი თუ სხვა დიდი ხნის წინ მოკვეთილი ორგანო შეიგრძნობს გარე სამყაროში მომხდარ ცვლილებებს, მაგალითად, საწოლთან დაკავშირებულ უხერხულობას, ცუდად დახურულ საბანს ან სახვევის მოცილებას.

მყავს ორი წლის შვილიშვილი, ძა­ლიან უყვარს წი­თელი ღვინო. რამდენად სასარგებლოა ეს სასმელი ბავშვის ორგანიზმისთვის? უნდა დავუშალოთ თუ არა ღვინის სმა? იქნებ მის ორგანიზმს რაიმე ნივთიერება აკლია? გთხოვთ, ყველაფერი გვიამბოთ ღვინის სასარგებლო თვისებებზე.

თუ ბავშვი ღვინოს ითხოვს, კატეგორიულ წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, შეგიძლიათ, მისცეთ, ოღონდ ცოტა და უმჯობესია წყალგარეული. მთავარია, ამას სისტემატური ხასიათი არ მიეცეს. უმჯობესია, ღვინის მაგივრად ბავშვს ყურძნის ან ღვინის მსგავსი შეფერილობის სხვა ხილის წვენი დაალევინოთ. თუ პატარა მეტისმეტად გაჭირვეულდა, შეიძლება უკიდურესი ზომის მიღებაც - ღვინოში უსიამოვნო გემოს მქონე პროდუქტის (მაგალითად, მდოგვის) ჩამატება. არა მგონია, მისი დაგემოვნების შემდეგ ბავშვმა ღვინო კიდევ მოითხოვოს.

როცა ექიმი პატარა პაციენტს სეფსისის დიაგნოზს უსვამს, მშობლები შფოთავენ და არცთუ უსაფუძვლოდ. რა დაავადებაა სეფსისი და როგორ უნდა მიხვდნენ მშობლები, რომ ბავშვის ზოგადი მდგომარეობის შეცვლის, ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენის მიზეზი შესაძლოა სწორედ ეს დაავადება იყოს? გვესაუბრება აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის
სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი სეფსისის დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯაფარიძე.

წელს ჩემი შვილი პირველკლასელი გახდა. ყველა საჭირო ნივთი შევიძინე, მაგრამ გამიგონია, რომ, სპეციალისტთა აზრით, ყველა სასწავლო ნივთი საგანგებოდ უნდა შეირჩეს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის სწორი განვითარებისთვის. კერძოდ რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება? მარიამი, 28 წლის

ბავშვი სკოლაში მიდის. ეს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია. მისთვის ნებისმიერი წვრილმანი განსაკუთრებულია. ის გრძნობს გაუცნობიერებელ სიხარულს იმის გამო, რომ უკვე დიდია, მასაც სჭირდება ჩანთა და სხვა განსაკუთრებული ნივთები, რომლებიც აქამდე არ ჰქონია.
სასწავლო წლის დაწყებამდე, როგორც წესი, მშობლები სკოლას არჩევენ.

ხანშიშესული ადამიანი განსაკუთრებულია. ის პრინციპულად განსხვავდება უბრალოდ ზრდასრულისგან. მასში ხომ თავს იყრის განვლილი ცხოვრება, რომლის ხანგრძლივობაც ორჯერ აღემატება ახალგაზრდა ადამიანის ასაკს, ამას ერწყმის დიდი გამოცდილება და ამის შედეგად ჩამოყალიბებული შეხედულებები. ყველაფერთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ ხანშიშესული ადამიანის უნიკალური ფსიქოლოგიური თავისებურებები, რომელთა გაგებაც ახალგაზრდისთვის საკმაოდ ძნელია. ამიტომაც არის სიცოცხლის, ადამიანებისა და ბავშვებისადმი ხანშიშესულთა დამოკიდებულება პრინციპულად განსხვავებული, მშვიდი და ბრძნული. ტყუილად როდი ამბობენ, რომ ადამიანისთვის შვილიშვილი პირველი ნამდვილი შვილია. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რას ნიშნავს ბებია და ბაბუა ბავშვისთვის, როგორია მათი როლი პატარას აღზრდაში, რა გავლენას ახდენენ ისინი ბავშვისა და მისი მშობლების ურთიერთდამოკიდებულებაზე და საერთოდ, ღირს თუ არა ბავშვის აღზრდა ბებიებსა და პაპებს ვანდოთ.

საბავშვო მოედანზე კონფლიქტი უეცრად ღვივდება. მათზე უფროსების რეაქციაც დაუყოვნებელი უნდა იყოს. რეაქცია კი ყველა მშობელს თავისებური აქვს. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე ფორმა, მშობლების შეხედულება და სპეციალისტების აზრი მსგავსი კონფლიქტების თაობაზე. საბავშვო მოედანი, ტრადიციისამებრ, იდილიურ ადგილად აღიქმება: პატარებს ქვიშაში გულმოდგინედ გაჰყავთ გვირაბი, სრიალებენ, საქანელაზე ქანაობენ, მათი დედები და ძიძები კი იქვე წყნარად საუბრობენ... საკმარისია, თავად დაგეკისროთ პასუხისმგებლობა რომელიმე პატარაზე, რომ უმალვე მიხვდებით: ყველაფერი არცთუ ისე მარტივად არის. თითქმის ყოველ წუთს წარმოიშობა კონფლიქტები ბავშვებს შორის და დედებს, ბებიებსა თუ ძიძებს მათი მოგვარება უწევთ. ზოგჯერ კი სათამაშო მოედანზე ისეთი ემოციები იფრქვევა, რომ შექსპირის პიესა მონაგონია! მოდი, ზოგადი საუბრიდან კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ.

ბინა, როგორი კარგი და კომფორტულად მოწყობილიც არ უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა, მოზრდილი ადამიანების საცხოვრებელია. იქნებ ამის გამო უჩნდებათ ბავშვებს სურვილი, შიგ საკუთარი "სახლი" აიშენონ.


მაგიდის ქვეშ
აბა, გაიხსენეთ, როგორ გიყვარდათ ბავშვობისას დიდი მაგიდა, უფრო სწორად, მის ქვეშ არსებული სივრცე, თორემ მისი სილამაზე, რომელიც არქიტექტურული ქმნილებისას არ ჩამოუვარდებოდა, მის ზედაპირზე ნაირ-ნაირი თეფშებით მდგარი უგემრიელესი საკვები ბავშვისთვის არაფერს წარმოადგენს. შეძვრები მაგიდის ქვეშ და უმალვე შენს დამოუკიდებელ სამყაროს ქმნი.

ალკოჰოლი რევმატოიდული ართრიტისგან გვიცავს?!
თურმე ალკოჰოლის რეგულარული მიღება ხელს უშლის რევმატოიდული ართრიტის განვითარებას, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი მეცნიერები, რომლებიც ამ დაავადებაზე მემკვიდრეობისა და გარეგანი ფაქტორების გავლენას იკვლევდნენ. რევმატოიდული ართრიტი შემაერთებელი ქსოვილის ქრონიკული სისტემური დაავადებაა, რომელსაც წვრილი სახსრების აუტანელი ტკივილი ახასიათებს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ეს დაავადება დაახლოებით 400 ათას ადამიანს სჭირს. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 2750-მა ადამიანმა, რომელთა შორის იყვნენ როგორც რევმატოიდული ართრიტით დაავადებულები, ასევე ჯანმრთელებიც.

ტკივილი თან სდევს მრავალ ქალურ დაავადებას. რისი ბრალია ის და როგორ დავაღწიოთ თავი, ამაზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ სოფიო გელაშვილს მივმართეთ.

- ქალბატონო სოფიო, მოდი, ყველაზე გავრცელებული პრობლემით დავიწყოთ. რას ნიშნავს მტკივნეული მენსტრუაცია?
- მტკივნეული მენსტრუაცია ანუ ალგომენორეა მენსტრუალური ფუნქციის ისეთი დარღევაა, რომელიც გამოიხატება შეტევითი და მღრღნელი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, წელისა და გავის მიდამოში. ტკივილი ხშირად გადაეცემა ბარძაყში, სწორ ნაწლავში. მტკივნეულ მენსტრუაციას ხშირად თან სდევს ძლიერი საერთო სისუსტე. ტკივილის ინტენსივობა ძალზე ვარიაბელურია - უმნიშვნელო დისკომფორტიდან ძლიერ ტკივილამდე. ეს უკანასკნელი ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას.

თუ გსურთ, მაღალი გაიზარდოთ, მიირთვით ნარინჯისფერი ბოსტნეული
იერუსალიმის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ხანგრძლივი კვლევის საფუძველზე დაასკვნა, რომ ნარინჯისფერი ბოსტნეული - გოგრა, სტაფილო, ტკბილი ბულგარული წიწაკა -  ზრდაში ჩამორჩენილ ბავშვებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 3-დან 16 წლამდე ასაკის 300-მა ბავშვმა, რომლებიც თანატოლებს სიმაღლით ჩამორჩებოდნენ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფის ყოველდღიურ რაციონში ჩართეს ნარინჯისფერი ბოსტნეული, ხოლო მეორე ჯგუფი ჩვეულებრივ იკვებებოდა. პირველი ჯგუფის ბავშვებმა თანატოლებზე ინტენსიურად დაიწყეს ზრდა და წელიწადში საშუალოდ 8 სმ მოიმატეს, მეორე ჯგუფში კი იმავე მაჩვენებელმა 4 სმ შეადგინა.

ტკივილით გამოწვეული შოკი ან ტკივილისმიერი შოკით განპირობებული სიკვდილი - სპეციალისტთა აზრით, რამდენადმე უმართებულო განსაზღვრებაა, ვინაიდან უშუალოდ ტკივილი, თუნდაც უძლიერესი, ადამიანისთვის მომაკვდინებელი არ შეიძლება იყოს. ტრავმული შოკის განვითარების ჭეშმარიტი მიზეზი ძლიერი ტკივილი კი არა, დიდი ოდენობით სისხლის ან პლაზმის სწრაფად დაკარგვაა. ვიდრე შოკის განვითარების პროცესში ტკივილის ფაქტორის მნიშვნელობას განვიხილავდეთ, შოკის მექანიზმებსა და თავისებურებებს გავეცნოთ. შოკი წარმოადგენს მწვავე პათოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროსაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა ვერ უზრუნველყოფს სისხლის ადეკვატურ მიმოქცევას ან ეს უკანასკნელი დროებით მიიღწევა ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმების მობილიზებით. ფაქტობრივად, შოკი სისხლის მიმოქცევის უკმარისობაა, ანუ ნებისმიერი სახის შოკის დროს პათოლოგიურ ცვლილებათა კომპლექსს საფუძვლად უდევს ორგანოთა და ქსოვილთა ცირკულატორული, სისხლის მიმოქცევის მოშლით განპირობებული ჰიპოქსია (ჰიპოქსია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ქსოვილებში ჟანგბადის რაოდენობის შემცირებას ნიშნავს).

ყელი ხახას, ხორხს და ნუშურა ჯირკვლებს მოიცავს. იგი სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემების ერთობით არის შექმნილი და ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან კვებით (ყლაპვის აქტი), სამეტყველო, სუნთქვით და დამცველობით ფუნქციებს ახორციელებს. ყელის ტკივილი განსაკუთრებით შემოდგომაზე და ზამთარში ხშირდება, რაც უშუალოდ უკავშირდება ზედა სასუნთქი გზების კატარს - ყელის ლორწოვანი გარსის ანთებას. კატარის დროს ყელის ტკივილი მეტყველების, სუნთქვისა და ყლაპვის ფუნქციების დარღვევას იწვევს. არსებობს ყელის კატარის რამდენიმე ფორმა და კომბინაცია. ზოგი მალევე გაივლის, ზოგი კი ძალიან საშიშ, სერიოზული ზიანის მომტან დაავადებად ყალიბდება.

ტკივილი სახის მიდამოში
სამწვერა ნერვის ნევრალგიისთვის ("ნეურონ" - ნერვი, "ალგოს" - ტკივილი) დამახასიათებელი ნიშანია ინტენსიური შეტევითი ტკივილი იმ ზონებში, რომლებსაც ნერვის შესაბამისი ღეროები აინერვირებენ. შესაბამის ზონებში არსებულ ნერვთა დაზიანების გარდა, ტკივილი შესაძლოა უმიზეზოდაც აღმოცენდეს. შეტევას თან სდევს სახის ჰიპერემია (წამოწითლება), ცრემლდენა, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, ზოგჯერ - შეშუპება, ჰერპესული გამონაყარი, მიმიკური კუნთების მოძრაობითი აქტიურობა. იშვიათად აღინიშნება კანის მგრძნობელობის დარღვევაც.

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები. ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ტკივილის განვითარების ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია სახსრის ტრავმა. ჯანმრთელმა სახსარმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უსიამოვნო ტკივილით შეგვახსენოს თავი.

თავის ტვინს ნოციცეპტური, ანუ ტკივილის აღმქმელი ქსოვილი არ გააჩნია, ამიტომ თავის ტკივილი უშუალოდ ტვინის ტკივილს არ ნიშნავს. თავის ტკივილს, რომელიც ზოგჯერ ადამიანს უნარშეზღუდულადაც კი აქცევს, ტვინის მფარავ მაგარ გარსს უნდა ვუმადლოდეთ, რომელიც უხვად არის აღჭურვილი ტკივილის აღმქმელი ნერვული დაბოლოებებით. ზოგიერთი მეცნიერი თავის ტვინში ტკივილის აღმქმელი რეცეპტორების უქონლობას წყალობად მიიჩნევს, რადგან წარმოიდგინეთ, რა მოხდება, ორგანიზმის ამ დირიჟორს თავად რომ ასტკივდეს რამე. ეს ფაქტობრივად ორგანიზმის დესტრუქციასა და დაღუპვას ნიშნავს, რადგან უდირიჟოროდ დარჩენილი ორკესტრი დამოუკიდებლად ყველაზე მარტივი ფუნქციის განხორციელებასაც კი ვერ შეძლებს. თავის ტკივილი , ცეფალგია, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც მრავალ დაავადებასა და პათოლოგიურ პროცესს ახასიათებს. ამ ნიშნით მიმდინარე დაავადებათა შესახებ ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამკურნალო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი ნელი მაისურაძე გვესაუბრება.

ტკივილი ის სიმპტომია, რომელიც იძულებულს გვხდის, ყურადღება მივაპყროთ საკუთარ ჯანმრთელობას, დავფიქრდეთ მტანჯველი შეგრძნების მიზეზებზე და ექიმს მივმართოთ. როდის არის აუცილებელი დაუყოვნებელი ვიზიტი სამედიცინო დაწესებულებაში, როდის შეიძლება მივიღოთ წამლები ტკივილის შესამსუბუქებლად და როდის არ შეიძლება მათი გამოყენება? ამ საკითხებზე სასაუბროდ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკას ვეწვიეთ. ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ზოგადი თერაპიის კლინიკის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ქალბატონი ლეილა დადივაძე.

ტკივილი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვაა, უსიამოვნო, შემაწუხებელი შეგრძნება, რომელსაც განსაკუთრებული ემოციური ფონი, შინაგან ორგანოთა ფუნქციების რეფლექტორული ცვლილება და ტკივილის გამომწვევი ფაქტორის მოსაცილებლად მიმართულ ცვლილებათა წყება ახასიათებს. ხანგრძლივი ტკივილის დროს იცვლება ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პარამეტრები: სისხლის წნევა, პულსი, სისხლში ჰორმონთა კონცენტრაცია, ფართოვდება გუგები. იგი იმდენად მრავალმხრივი და საინტერესო შეგრძნებაა, რომ მსოფლიოში მისი შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციაც კი არსებობს. მისი განმარტებით, ტკივილი ქსოვილთა ჭეშმარიტ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო სენსორული და ემოციური განცდაა. თანმხლებ უსიამოვნებათა მიუხედავად, ტკივილს უდიდესი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს. იგი ორგანიზმის თავდაცვის სისტემის უმთავრესი კომპონენტია, ქსოვილთა  დაზიანებისა და პათოლოგიური პროცესის დაწყების პირველი სიგნალი, რომელიც დაუყოვნებლივ ყურადღებას მოითხოვს.

უკანა ტანისა და შორისის მიდამოში ტკივილს ხშირად მწველი, მუდმივი ხასიათი აქვს ან უსიამოვნო დაქაჩვის შეგრძნებით გამოიხატება.
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად