ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_22 მკურნალი #_22
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_22 მკურნალი

ძვლოვანი სისტემა ერთმანეთთან სხვადასხვაგვარად დაკავშირებული ძვლებისგან შედგება. ისინი ქმნიან ჩონჩხს, რომელიც ძვლების არა ქაოსური კრებული, არამედ მათი კანონზომიერი და ბუნებრივი ერთობლიობაა. ჩონჩხის შემადგენელი ძვლების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა, თუმცა ცვალებადობის მიუხედავად, მიჩნეულია, რომ, ჩვეულებრივ, ორგანიზმი 806 ძვალს შეიცავს, რომელთაგან 270 ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იქმნება, დანარჩენი კი ასაკის შესაბამისად. მოზრდილი მამაკაცის ხერხემლის სიგრძე საშუალოდ 72 სმ-ია, ქალისა კი 68 სმ. დილით, დასვენების შემდეგ, იგი 2-3 სმ-ით იმატებს, სამაგიეროდ, 5-7 სმ-ით იკლებს მოხუცებულობაში. ჩონჩხის ფორმირება მამაკაცებში 20-25 წლის, ქალებში კი 18-21 წლის ასაკში სრულდება.

რამდენიმე თვეა, გათხოვილი ვარ. ჩემს მეუღლეს დიდი სურვილი აქვს, ჩაერთოს მომავალი ორსულობის დაგეგმვაში. რა ანალიზები უნდა გაიკეთოს? რუსუდან კუკავა, თბილისი

საბედნიეროდ, დასრულდა ის დრო, როდესაც ბავშვის გაჩენაში მამაკაცის როლი კვერცხუჯრედის განაყოფიერებამდე დაიყვანებოდა, ხოლო მამობრივი გრძნობები სასკოლო ასაკისთვის თუ იღვიძებდა. მამები მიხვდნენ, რომ მომავალი შვილის ნახევარი თავად არიან, ამიტომ სულ უფრო მეტი მამაკაცი გადის ორსულობისა და მშობიარობის გზას საყვარელ ქალთან ერთად.

მასაჟი კაკლით
აიღეთ ორი კაკალი, მოიქციეთ ხელისგულებს ან ფეხისგულებს შორის, ძლიერად მოუჭირეთ და წრიულად ამოძრავეთ. კაკლები მჭიდროდ უნდა მიეკრას სხეულს. შემდეგ ფეხებქვეშ თითო კაკალი ამოიდეთ და მყარ ზედაპირზე ფეხისგულებით წინ და უკან აგორეთ. ეცადეთ, კაკლები მჭიდროდ მიეკრას ფეხისგულებს. მასაჟი აუმჯობესებს კიდურების სისხლით მომარაგებას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და აუმჯობესებს განწყობას.

 

სადღეისოდ ტერმინი "იმპოტენცია" სპეციალისტების ლექსიკონიდან პრაქტიკულად ამოღებულია. ის ტერმინმა "ერექციულმა დისფუნქციამ" შეცვალა. თუმცა პრობლემას ამით არაფერი ეშველა - ის დღესაც საკმაოდ არის გავრცელებული მამაკაცებს შორის. საქმეს ისიც ართულებს, რომ ბევრი აგვიანებს ექიმთან მისვლას - ზოგი მკურნალობის ხალხურ საშუალებებს ამჯობინებს, ზოგიც სირცხვილისა თუ რიდის გამო უსიტყვოდ იტანჯება... იმპოტენციის გამო ექიმთან მისვლის სურვილის უქონლობა მსოფლიო პრობლემაა, მაგრამ საქართველოში ის განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან ჩვენში მიღებული არ არის, სქესობრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად ექიმს მიმართონ, თუმცა თანამედროვე მედიცინას მრავალი საშუალება აქვს ერექციული დისფუნქციის აღმოსაფხვრელად. იმპოტენციის მიზეზებზე,  მისი მკურნალობის პრობლემის გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე სასაუბროდ თბილისის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერის ექიმს, სექსოპათოლოგ არკადი მოროზოვს ვეწვიეთ.

გოგრა რომ არა, კონკია ალბათ ვერასოდეს მოხვდებოდა მეჯლისზე და ვერც უფლისწულს გაჰყვებოდა ცოლად. მაგრამ ეს მხოლოდ ზღაპარია, სინამდვილე კი ასეთია: გოგრა, თუმცაღა სათანადოდ არ აფასებენ, შესანიშნავი პროდუქტია, რომელსაც უნარი შესწევს, დიდხანს შეგინარჩუნოთ სილამაზე, ახალგაზრდობა და სექსუალური მომხიბვლელობა. სამწუხაროდ, გოგრისგან დამზადებული კერძები ჩვენი სუფრის იშვიათი სტუმრები არიან. სულ ტყუილად! უპირველეს ყოვლისა, გოგრა გემრიელია, მეორე - ლამაზია, მესამე - ძალიან სასარგებლოა! მისგან შეიძლება მოვამზადოთ წვნიანი, ფაფა, გარნირი... გოგრის მთავარი ღირსება კაროტინისა და ვიტამინების სიუხვეა. მისი რბილობი დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. სასარგებლოა ბავშვებისთვისაც, რადგან ზრდას უწყობს ხელს, და მოზრდილებისთვისაც, რადგან კალციუმის შეწოვას აუმჯობესებს, ძვლებსა და კბილებს ამაგრებს. გარდა ამისა, გოგრაში არის C, P, PP, E, B ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს, გვინარჩუნებენ სქესობრივ აქტიურობას, ოპტიმალურ წონას.

8 წლის ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი - დიუშენის მიოდისტროფია. როგორ ვუმკურნალოთ? ამბობენ, რომ ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტი ჯერ არ არსებობს. რას გვირჩევთ?

არსებობს მიოპათიის რამდენიმე ფორმა - დიუშენის, ბეკერის, ერბის მიოპათია და სხვა. მიოპათიებს, რომელთაც საფუძვლად უდევს საკუთრივ კუნთოვან ქსოვილში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევები - კუნთოვან დისტროფიებს უწოდებენ.

გთხოვთ, ვრცლად გვიამბოთ ჰოჯკინის ლიმფომის შესახებ. მისი რომელი სტადიაა მორეციდივე? როგორი უნდა იყოს იმ ადამიანთა კვება, რომელთაც გადაიტანეს ეს დაავადება? სად და როგორ უნდა დაისვენონ მათ?

დაავადების არსი. ჰოჯკინის ლიმფომა (იგივე ლიმფოგრანულომატოზი, ავთვისებიანი გრანულომა) წარმოადგენს ადამიანის ლიმფური ქსოვილის დაავადებას. ლიმფური ქსოვილი ძირითადად შედგება ლიმფოციტებისა და რეტიკულოციტებისაგან ანუ რეტიკულური უჯრედებისაგან, რომლებიც უპირატესად ლიმფურ კვანძებსა და ელენთაშია წარმოდგენილი. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნულ უჯრედებს, გარკვეული კვანძების სახით ბევრი შინაგანი ორგანო შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ლიმფური ქსოვილის ფუნქცია სრულად არ არის შესწავლილი, მრავალწლიანი გამოკვლევებით დადგენილია, რომ მას უშუალო წვლილი მიუძღვის ანტისხეულების გამომუშავებასა და უჯრედული იმუნური პასუხის რეალიზებაში, რასაც თავის მხრივ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მწვავე და ქრონიკული ინფექციებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობაში.

ჩემი შვილი მეშვიდე კლასშია. მეცადინეობის დროს მალე იღლება, რაც მის აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. შესაძლოა თუ არა, ეს არასრულფასოვანი კვების შედეგი იყოს? რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ? თუ არსებობს რაიმე საშუალება მეხსიერების გასაუმჯობესებლად?

12-13 წელი როგორც გოგონასთვის, ასევე ვაჟისთვის გარდატეხის პერიოდია. ამ დროს ზრდის დაჩქარებული ტემპის უზრუნველსაყოფად ორგანიზმს უხვად სჭირდება ვიტამინები, მინერალები, ცილები, ნახშირწყლები და ა. შ. თუ ბავშვი კარგად არ იკვებება, საკმარისად არ ჭამს ხილს, ბოსტნეულს, ხორცის, რძის ნაწარმს, ეს მის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე აისახება. კვებასთან ერთად მეხსიერებაზე მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებიც. მათი დონის მცირედმა დაქვეითებამაც კი შესაძლოა მეხსიერების გაუარესება გამოიწვიოს. ორგანიზმს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად სჭირდება იოდი, თუთია, B2 ვიტამინი.

მყავს 11 წლის გოგონა. ზაფხულში ზღვაზე ვისვენებდით, რის შემდეგაც ბავშვს დაეწყო საშოს შემაწუხებელი ქავილი, წვა. ხანდახან გამონადენიც აქვს. ტემპერატურა ნორმალურია. რისი ბრალი შეიძლება იყოს? გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ.

საშოსა და საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები ბავშვთა ასაკის გინეკოლოგიურ სნეულებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება, მაგრამ მათი კლინიკური მნიშვნელობა იმდენად გავრცელებით არ განისაზღვრება, რამდენადაც იმით, რომ შეუძლიათ, რეპროდუქციული სისტემის დაზიანების მიზეზად იქცნენ და დიდ პრობლემებს დაუდონ სათავე. სქესობრივ მომწიფებამდე, საშუალოდ 10 წლამდე, სასქესო ორგანოები და საშვილოსნო მიდრეკილია ანთებითი პროცესებისკენ - ვულვიტებისა და ვაგინიტებისკენ. უმეტესად გვხვდება შერწყმული ანთება - ვულვოვაგინიტი. ის აფერხებს გოგონას სასქესო გზების მიკროფლორის ეტაპობრივ ჩამოყალიბებას და ცვლის მის ფიზიოლოგიურ თავისებურებებს.

ჩემი შვილი ჯერ 6 წლისაც არ არის, მაგრამ უკვე პირველკლასელია. ყველა მეუბნება, რომ მისთვის სკოლაში მისვლა ადრეა. ნუთუ მართლა ასეა? როგორ დავეხმარო ბავშვს ადაპტაციაში? ნინო, 24 წლის

ოჯახურმა საბჭომ მტკიცედ გადაწყვიტა: დროა, ბავშვი სკოლაში წავიდეს. რატომ უნდა დაკარგოს დრო, როცა უკვე ყოჩაღად კითხულობს და ანგარიშობს, წერს ბეჭდური ასოებით, ზეპირად იცის უამრავი ლექსი? რატომ უნდა იჯდეს მომავალ წელს მცირეწლოვანებთან, როცა შეიძლება, წელს თითქმის თანატოლებთან ერთად ისწავლოს?

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ქუჩაში მიდის დედა, ატირებული პატარა კი ხელზე ექაჩება. დედა გზას განაგრძობს, თან ცდილობს, წყნარად ილაპარაკოს: "ახლა შინ წავალთ, ვისადილებთ, მერე დავიძინებთ და საღამოს ისევ გავისეირნებთ", - პასუხად კი ბავშვის ხმამაღალი ტირილი ისმის... ალბათ, ეს სურათი გეცნოთ. როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას ისე, რომ საკუთარი ნერვებიც გადავარჩინოთ და ბავშვისაც?

აუცილებელია მოლაპარაკება
სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ მოლაპარაკება ერთი წლის ბავშვთანაც კია შესაძლებელი, ოღონდ ამისთვის სათადო მუშაობაა საჭირო. ჯერ პატარას ჩვენი მოსმენა უნდა ვასწავლოთ. გაითვალისწინეთ, თავდაპირველად სწორედ მოსმენაა მთავარი და არა გაგონილის შესრულება. მოსმენის ჩვევის გამოსამუშავებლად კი აუცილებელია, ბავშვს ველაპარაკოთ, თანაც რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან. თემას მნიშვნელობა არა აქვს - ეს შეიძლება იყოს ამინდი, შესაძენი პროდუქტების ჩამონათვალი, მათი ხარისხი.... საუბარი ჯერ კიდევ მაშინ შეიძლება დავიწყოთ, როცა ბავშვი ეტლში წევს. გამოიღვიძებს თუ არა პატარა, მოუყევით, რომ გათენდა, კარგი ამინდია ან, პირიქით, წვიმს, ჩიტი მოფრინდა და ასე შემდეგ.

ტუბერკულოზი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციაა, რომელიც პატარას სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ ემუქრება. ბავშვის იმუნური სისტემა აცრისთვის დაბადებისთანავე მზად არის. აცრა, ჩვეულებრივ, სიცოცხლის მესამე-მეშვიდე დღეს ტარდება. რაც უფრო ადრე ჩატარდება ის, მით უფრო ადრე გაეცნობა ორგანიზმის იმუნური სისტემა დაავადების გამომწვევს. შესაბამისად, მით უფრო ეფექტური იქნება მისი პასუხი ინფექციურ აგენტთან შეხვედრისას. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს სწორედ სამშობიაროში და არა იქიდან გამოწერის შემდეგ - მიკობაქტერიასთან (ტუბერკულოზის გამომწვევ ჩხირთან) შეხვედრისგან პატარა არც შინ არის დაზღვეული, არც ქუჩაში და, მით უფრო, არც პოლიკლინიკაში, იმუნიტეტის უქონლობისას კი ასეთი შეხვედრა მისთვის ძალიან საშიშია. სრულფასოვანი ანტიტუბერკულოზური იმუნიტეტი წლამდე ფორმირდება. წარმატებული იმუნიზაციის კრიტერიუმია მხარზე, ვაქცინის შეყვანის ადგილას, ნაწიბურის წარმოქმნა - ეს გადატანილი ლოკალური (ადგილობრივი) ტუბერკულოზის შედეგია. ძალიან პატარა, შეუმჩნეველი ნაწიბური არასაკმარის იმუნიზაციაზე მიუთითებს. თანამედროვე BCG ვაქცინა კანქვეშ შეიყვანება და უზრუნველყოფს ლოკალური (ადგილობრივი, შემოსაზღვრული), ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტუბერკულოზური პროცესის განვითარებას, შედეგად კი ორგანიზმი ტუბერკულოზის მიკობაქტერიების საწინააღმდეგო სპეციალურ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

პატარა ბავშვის სასკოლო სამზადისს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მშობელთა პრობლემები კი უსამართლოდ არის მივიწყებული. დიდების უმრავლესობა გარკვეულ უხერხულობასაც კი გრძნობს, როცა აღიარებს, რომ შვილის პირველი სასწავლო წელი მათთვის საკმაოდ რთული და დამღლელი იყო. მაინც როგორ უნდა მოემზადოს მშობელი სკოლისთვის?

დიდი წვალების შემდეგ
მეოთხე გაკვეთილი მთავრდება. ზარი ჯერ კიდევ არ ისმის, მაგრამ სკოლასთან დაწყებითი კლასის მოსწავლეთა მშობლები კარგა ხანია შეკრებილან. ისინი ერთმანეთს უკვე კარგად იცნობენ და მოლოდინის პროცესში საუბარსაც ადვილად იწყებენ. საწერი კალმის სწორად დაჭერა, რვეულთან პირველი ურთიერთობა, ახალი ამხანაგები... ამ ყველაფერს ადვილად და უმტკივნეულოდ ბავშვთა მცირე ნაწილი თუ ეგუება. რა თქმა უნდა, პატარას ყოველივე ამის დაძლევაში დედა ეხმარება, მაგრამ ვინ დაეხმარება თავად დედას, რომელიც ბუფერის როლს ასრულებს ბავშვსა და მის პრობლემებს შორის?

ძვლების მოტეხილობის დროს დროულად და სწორად ჩატარებულ პირველ დახმარებას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დაშავებულის აჩქარებით, დახმარების გარეშე გადაყვანა, უფრო მეტად კი არასწორი პირველი დახმარება შესაძლოა მძიმე გართულებათა დასაბამად იქცეს. სწორედ ამ დეტალებზე გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "იუნონას" ტრავმატოლოგ-ორთოპედი კობა დიასამიძე.

- რას გულისხმობს პირველი დახმარება მწვავე მოტეხილობის დროს?
- მწვავე ტრავმა შედეგია ადამიანის ორგანიზმზე გარეგანი ფაქტორების ერთმომენტიანი უეცარი ზემოქმედებისა, რომელიც იწვევს როგორც რბილი, ასევე ძვლოვანი ქსოვილების სტრუქტურის, ანატომიური მთლიანობისა და ფიზიოლოგიური ფუნქციის მწვავე მოშლას. არსებობს სხვადასხვა ტიპის ტრავმა - იზოლირებული, კომბინირებული, შერწყმული, მრავლობითი... პირველი დახმარება დამოკიდებულია ტრავმის სახეობაზე, ხასიათსა და დაზიანების ხარისხზე.

სახის ჩონჩხი უმთავრესად ბრტყელი ძვლებისგან შედგება, რომელთა უმრავლესობასაც, სიმცირის მიუხედავად, რთული ანატომიური აგებულება აქვს და რთული ფუნქცია აკისრია, ამიტომ სახის ძვლების მცირე ტრავმაც კი ადამიანს დიდ უსიამოვნებად ექცევა ხოლმე. ექიმი ქეთევან მაისურაძე იმ პათოლოგიებზე გვესაუბრება, რომლებსაც სახის ძვლების ტრავმა უდებს სათავეს:

- პირდაპირი მექანიკური ტრავმის შედეგად ზედა ყბისაზე ხშირად ქვედა ყბის ძვალი ზიანდება, თუმცა ტრავმის შემდგომი სახის დეფორმაცია უფრო ზედა ყბის მოტეხილობისთვის არის დამახასიათებელი, რადგან ამ დროს ხშირად ზიანდება ცხვირის ძვლები, ორბიტის კედლები და ყვრიმალის ძვლები. რაც შეეხება ქვედა ყბას, ის, ჩვეულებრივ, სუსტ ადგილებში ტყდება: ყბის ძვლის შუა ხაზზე, ეშვების დონეზე, ქვედა მერვე კბილის არეში და ყბის ძვლის კუთხეში.

მენოპაუზასთან ერთად ძვალსახსროვან სისტემაში სერიოზული ცვლილებები იწყება. ხშირად ოსტეოპოროზს კლიმაქსთან ერთადაც კი იხსენიებენ. რა კავშირი აქვთ მათ ერთმანეთთან? ამაზე გინეკოლოგი სოფიო ჯაში გვესაუბრება.

- რა ხდება ქალის ორგანიზმში მენოპაუზის დროს?
- მენოპაუზის დროს ქალის რეპროდუქციულ სისტემაში მიმდინარეობს ინვოლუციური, უკუგანვითარებითი პროცესები, რაც მენსტრუალური და გენერაციული ფუნქციის შეწყვეტით სრულდება. ამ დროს მცირდება სასქესო ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება უფრო და უფრო იშვიათდება, მენსტრუაციული ციკლი არარეგულარული ხდება. ადრე თუ გვიან საკვერცხეების ფუნქციონირება წყდება და იწყება მენოპაუზა.

ძვლის მოტეხილობა ტრავმის საკმაოდ გავრცელებული ტიპია. მისი მკურნალობის პრობლემაც ყოველთვის აქტუალური იყო. სხვათა შორის, ყველა ცივილიზაციაში არსებობდა "ძვლების ჩამსწორებელი" - ადამიანი, რომლის პროფესიაც ადამიანებისა და ცხოველების მოტეხილი კიდურების აღდგენა გახლდათ. მკითხველს ალბათ დააინტერესებს ეს ინფორმაცია: როდესაც მეცნიერებმა შეისწავლეს იმ 36 ნეანდერტალელის ჩონჩხი, რომელთაც ნამკურნალევი მოტეხილობები ჰქონდათ, აღმოჩნდა, რომ მკურნალობის შედეგი მხოლოდ 11 შემთხვევაში არ იყო დამაკმაყოფილებელი. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ცივილიზაციის განვითარების ამ ეტაპზე მოტეხილობათა სამედიცინო დახმარების ეფექტურობა 70%-ზე მეტს აღწევდა. პირველყოფილმა ადამიანებმა უკვე ბევრი რამ იცოდნენ მოტეხილობის შესახებ და მათი მკურნალობაც შეეძლოთ. მოტეხილობის მკურნალობის ძირითადი პრინციპები ანტიკური ეპოქიდან დღემდე არ შეცვლილა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ტრავმატოლოგიამ შესაძლებელი გახადა მრავლობითი მოტეხილობის, რთული ტრავმების, არასწორი შეხორცების და სხვა დაზიანებათა დროს ძვლების ანატომიური სტრუქტურის აღდგენა.

ანთროპოლოგებს თუ დავუჯერებთ, ათასწლეულების მანძილზე ადამიანის სიმაღლე არაერთხელ შეცვლილა. ყველაზე დაბლები (საშუალოდ 160 სმ) ქვის ხანაში მცხოვრები ნეანდერტალელები ყოფილან, ყველაზე მაღლები კი (საშუალოდ 183 სმ) თანამედროვე კრომანიონელები. შუა საუკუნეებში ადამიანის ზრდა მკვეთრად შეფერხდა. თვით სახელგანთქმულ რაინდთა სიმაღლე, მუზეუმებში შენახული აბჯრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 170 სმ-ს არ აღემატებოდა. მოგვიანებით ჩვენს წინაპრებს სიმაღლეში კვლავ მოუმატიათ. სიმაღლე ერის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. მას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

  • კვება;
  • ეკოლოგიური მდგომარეობა;
  • კლიმატი;
  • მედიცინის განვითარება;
  • მოსახლეობის კეთილდღეობა.

გვესაუბრება თბილისის #4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი მაია ლობჟანიძე.

- რა არის ოსტეომიელიტი?
- ოსტეომიელიტი ინფექციური ანთებითი პროცესია, რომელიც აზიანებს ძვლის ქსოვილს და ძვლის ტვინს. ის ძვლის ტვინიდან იწყება და შემდეგ ვრცელდება ძვალსა და ძვლისაზრდელაზე. სადღეისოდ ოსტეომიელიტის ცნება გულისხმობს ძვლის ყველა ნაწილის - ძვლის (ოსტიტი), ძვლის ტვინის (მიელიტი) და ძვლისაზრდელას (პერიოსტიტი) ანთებას. იგი ვითარდება ძვალში ინფექციის ენდოგენური (ჰემატოგენური) ან ეგზოგენური გზით მოხვედრის შედეგად. დღეს, ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკების ეპოქაში, ეს დაავადება შესაძლოა ხშირი არ იყოს, მაგრამ მისი მკურნალობა დღემდე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს.

ბავშვობისა და მოზარდ ასაკში კიდურის ძვლები ეპიფიზური ფირფიტების ხარჯზე იზრდება. ეპიფიზური ფირფიტა ხრტილოვანი ქსოვილია, რომელიც ძვლის სასახსრე დაბოლოებაზე მდებარეობს და სასახსრე ჩანთაშია ჩამალული. დროთა განმავლობაში ეს ქსოვილი ძვალდება (იკირება), ძვალს უერთდება და მასთან ერთად ერთ მთლიანობას წარმოქმნის. ეპიფიზური ფირფიტები ქრება, როდესაც წყდება ძვლის სიგრძეში ზრდა. თუ ზრდა ნაადრევად შეწყდა, მოკლე ანუ ჯუჯა ძვლები წარმოიქმნება, თუ ჩვეულებრივზე მეტხანს ან სწრაფად გაგრძელდა, გიგანტურ, გრძელ ძვლებს ვიღებთ. ეპიფიზური ფირფიტების, ისევე როგორც, საზოგადოდ, ძვლოვანი სისტემის ზრდის სიჩქარეს ჰიპოფიზის ზრდის ჰორმონი განაგებს.

გვესაუბრება გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი, ტრავმატოლოგი ზურაბ ლომიძე.

- როდის ითვლება მოტეხილობა პათოლოგიურად და რით განსხვავდება ის ჩვეულებრივი მოტეხილობისგან?
- მოგეხსენებათ, ჩვეულებრივი მოტეხილობა ჯანსაღი ძვლის მნიშვნელოვანი ტრავმული დაზიანების შედეგია. მისგან განსხვავებით, პათოლოგიურია მოტეხილობა, რომელიც მცირე ტრავმის შედეგად ან სპონტანურად (თავისთავად) ვითარდება. ის ქალებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში. წესისამებრ, პათოლოგიური მოტეხილობა ვითარდება ძვალში, რომელიც უკვე დაზიანებულია პათოლოგიური პროცესით - ოსტეოპოროზით, ძვლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნით ან სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეთა მეტასტაზებით. გარდა ამისა, პათოლოგიური მოტეხილობა შეიძლება იყოს ამა თუ იმ გენეტიკური პათოლოგიის, ჰორმონული დარღვევის, ვიტამინების დეფიციტისა თუ ძვლის ტვინის დაავადების განსაკუთრებით ადრეული გამოვლინება. ეს იმას ნიშნავს, რომ მოტეხილობა ვითარდება ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როდესაც ჩამოთვლილ დაავადებათა კლინიკური სურათი სრულად არ არის გაშლილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პათოლოგიური მოტეხილობა დაავადების პირველი სიმპტომია. ამის გამო პათოლოგიური მოტეხილობის შემთხვევაში ტრავმატოლოგები ყოველთვის ითვალისწინებენ მთელი რიგი პათოლოგიის მსგავსი გამოვლინების შესაძლებლობას და სათანადო სადიაგნოსტიკო კვლევებს გეგმავენ.

ძვლის სიმსივნეთა გავრცელების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციისთვის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების პათოლოგიათა განყოფილების ონკოქირურგს გია ლეჟავას მივმართეთ.

- ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის მონაცემებით, ძვლის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა 71% მამაკაცია, 29% - ქალი. ძვლის ავთვისებიან სიმსივნეთა შემთხვევები ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება: 10 წლის ჩათვლით - 15%, 11-დან 20 წლამდე - 31%, 21-დან 30 წლამდე - 15%, 31-დან 40 წლამდე - 5%, 41-დან 50 წლამდე - 10%, 51 წლიდან - 12%. კეთილთვისებიან სიმსივნეთა შემთხვევაში კი ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 10 წლის ჩათვლით - 11 %, 11-დან 20 წლამდე - 31%, 21-დან 30 წლამდე - 16%, 31-დან 40 წლამდე - 11%, 41-დან 50 წლამდე - 6%, 51 წლიდან - 14 %.

სახიფათო საკვები
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სააგენტოს დაკვეთით მეცნიერებმა შეადგინეს ჯანმრთელობისთვის სახიფათო საკვები პროდუქტების სია. სიაში შევიდა პროდუქტები, რომლებმაც უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე ზიანი მიაყენა ამერიკელების დიდ ნაწილს და ათასზე მეტი დაავადების მასობრივი აფეთქება გამოიწვია. სიაში მოხვდა:
. კარტოფილი - მოწამვლა, სალმონელოზი;
. კვერცხი - მოწამვლა, სალმონელოზი. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ყოველთვის დაავადების აფეთქება კვერცხის არასათანადო თერმული დამუშავებით იყო განპირობებული;

ძვლის სიმსივნეთა შესახებ სასაუბროდ ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების პათოლოგიათა განყოფილებას ვესტუმრეთ. გვესაუბრება წამყვანი სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოქირურგი ალექსანდრე ჩირინაშვილი.

- ძვლის ყველა სიმსივნე ერთნაირი ბუნებისაა თუ ისიც შეიძლება ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი იყოს?

mkurnali.geრამდენიმე ხნის წინ "ოჯახის მკურნალმა" დაბეჭდა სტატია საქართველოში არსებული სიახლის - DRX9000tm-ის შესახებ, რომელიც ამ აპარატის დახმარებით ხერხემლის გავა-წელის მიდამოს მალათაშუა თიაქრის უოპერაციო მკურნალობას ეხებოდა. სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მკითხველთა დაჟინებული თხოვნით, "ოჯახის მკურნალი" კიდევ ერთხელ ეწვია კლინიკას, სადაც DRX9000tm სასწაულებს ახდენს და ექიმ ნევროლოგს, ვერტებროლოგ ვასილ პეტრიაშვილს უფრო დაწვრილებით ესაუბრა იმ საკითხების შესახებ, რომლებიც ჩვენს მკითხველებს განსაკუთრებით აინტერესებდათ.

mkurnali.geმყავს შეყვარებული. უკვე წელიწად-ნახევარია ვხვდები და ძალიან მიყვარს. პრობლემა ის არის, რომ ჩემი შეყვარებული მოითხოვს, უარი ვთქვა ჩემს მეგობრებზე, მათთან ურთიერთობაზე. ცოტა ხნის წინ გოგონები შევიკრიბეთ. მან ეს შეიტყო და ნამდვილი სკანდალი ატეხა, მითხრა, უარი უნდა გეთქვა და, საერთოდ, მარტო არსად არ უნდა წახვიდე, რადგან ჩემთან ერთად ხარო. ნუთუ ეს ნორმალურია? თამუნა, 22 წლის

თუ გსურთ, თქვენი ურთიერთობა თანასწორუფლებიანობის პრინციპს ეფუძნებოდეს, გაუზიარეთ თქვენს შეყვარებულს თქვენი განცდები, შესთავაზეთ იმაზე მსჯელობა, როგორ შეიძლება გადაწყდეს თითოეული თქვენგანის პირადი თავისუფლების საკითხი, რაში შეგიძლიათ ერთმანეთის შეზღუდვა. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი წარმოდგენა იმაზე, რას ნიშნავს "ერთად ყოფნა". თქვენი შეყვარებულის შეხედულება თქვენთვის უსიამოვნო მოულოდნელობად იქცა? ეს კარგი საბაბია საიმისოდ, რომ თქვენს ურთიერთობას ნათელი მოჰფინოთ.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად