ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_21 მკურნალი #_21
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_21 მკურნალი
ინსულტის საწინააღმდეგო აბებმა პირველ გამოცდას გაუძლო
ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ინსულტის მკურნალობის ახალი მეთოდი - შექმნეს ნერვული უჯრედების მიერ ანტიოქსიდანტების გამომუშავების მასტიმულირებელი მედიკამენტი. ანტიოქსიდანტები ორგანიზმს ნერვულ ქსოვილში დეგენერაციული ცვლილებების გამომწვევი მავნე ნივთიერებისგან იცავენ. პრეპარატის გამოცდამ თაგვებზე წარმატებით ჩაიარა. ახალი პრეპარატის მოქმედება ეფუძნება პროსტაგლანდინების ჯგუფის ნივთიერების უნარს, მოახდინოს ნერვული უჯრედების მიერ გლუტამატის (გლუტამინის მჟავას მარილის) პათოლოგიური მოქმედების დამთრგუნველი ნივთიერების გამომუშავების სტიმულირება.

რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი დარეჯან ქუმსიაშვილი.

Smile მომხიბვლელ ქალბატონს ექიმი დანიშნულებას აძლევს: "დაწოლის წინ ამ წამლის ორი აბი უნდა მიიღოთ". "იცით, ექიმო, თუ ასე მივუდგებით საკითხს, მაშინ დღეში ათი ტაბლეტის მიღება მაინც მომიწევს..."

მკითხველი ხშირად მოგვმართავს თხოვნით, ვესაუბროთ გულის შუილის მიზეზებზე, ავუხსნათ, რამდენად სერიოზულია და რას მოასწავებს ეს სიმპტომი. ჩვენ ამ კითხვებით "ავერსის" კლინიკის კარდიოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს ქეთევან ლარცულიანს მივმართეთ.

- რა არის გულის შუილი და როგორ აღმოცენდება ის?
- შუილი გულის ტონებს შორის არსებული ხმიანობაა, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობისა და სიხშირის რხევების შედეგად წარმოიქმნება. შუილი განპირობებულია სისხლის ტურბულენტური ანუ ქაოსური დინებით გულის ღრუებსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებს (აორტა და ფილტვის არტერია) შორის არსებული სარქვლებისკენ. სისხლის ტურბულენტური დინება შესაძლოა განპირობებული იყოს როგორც გულის პათოლოგიით, ასევე გულისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ორგანულ და ფუნქციურ შუილებს. ფუნქციური შუილი გულის პათოლოგიას არ უკავშირდება. ორგანული შუილის მიზეზი შესაძლოა იყოს სარქვლის ნაკლოვანება ან მისი შევიწროება, ასევე კომუნიკაციის არსებობა გულის კამერებს (წინაგულთა ან პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტები) ან მაგისტრალურ სისხლძარღვებს შორის (მაგალითად, ღია ბოტალოს სადინარი). გულის ციკლთან მიმართებით შუილი შეიძლება იყოს სისტოლური, დიასტოლური და სისტოლურ-დიასტოლური. სისტოლური შუილი პარკუჭების შეკუმშვის პროცესში წარმოიქმნება, დიასტოლური შუილი ემთხვევა დიასტოლას - იმ მომენტს, როცა პარკუჭები არ იკუმშება და სისხლით ივსება, სისტოლურ-დიასტოლური შუილი კი გულის ციკლის ორივე ფაზაში გვხვდება.

უშვილობა მრავალი წყვილისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უშვილო წყვილები ხშირად წლობით დადიან ექიმებთან, მაგრამ ამ თითქოსდა მარტივ კითხვაზე, რა არის მათი უშვილობის მიზეზი, პასუხს ვერ იღებენ. იკარგება უამრავი დრო და თანხა. ამასთანავე, ცნობილია, რომ ასაკის მატება თავისთავადაც ამცირებს დაორსულების უნარს. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, დროულად გაირკვეს უშვილობის მიზეზი და ჩატარდეს სათანადო მკურნალობა, რათა გაიზარდოს დაორსულების შანსი. რედაქციაში ამ საკითხების შესახებ უამრავი წერილი მოდის. აქედან რამდენიმე შევარჩიეთ და მათზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ მეან-გინეკოლოგს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიარო სახლის ექიმს ალეკო დიაკონიძეს.

ხველების წამლები პაპას ხურჯინიდან
თქვენი ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში წავიკითხე, ერთი გოგონა გწერდათ რეცეპტს, რომელიც ბებიის ძველ ბლოკნოტში ამოეკითხა. ასეთივე მემკვიდრეობა მეც მერგო, ოღონდ ბებიისგან კი არა, დიდი პაპისგან. პაპა მეცხვარე იყო და ზამთარ-ზაფხულ, დარსა თუ ავდარში საძოვრებზე დაეხეტებოდა, ამიტომ ხშირად ცივდებოდა და ახველებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მის ხურჯინში ვიპოვეთ ხველისა და გაციების საწინააღმდეგო რეცეპტები, რომელთა წაკითხვის შემდეგაც სურვილი გამიჩნდა, ისინი მთელი ქვეყნისთვის გამეცნო.

ფილტვმა ტკივილი არ იცის. თუ აგვტკივდა, უნდა ვიეჭვოთ პლევრის მშრალი ანთება - მშრალი პლევრიტი. ტკივილს პლევრის ფურცლების ერთმანეთზე ხახუნი იწვევს. საზოგადოდ, ტკივილის გაქრობა განკურნების ნიშანია, პლევრიტის შემთხვევაში კი ყოველთვის ასე როდია - შესაძლოა, მშრალი პლევრიტი ექსუდაციურში გადავიდეს ანუ პლევრის ფურცლებს შორის სითხე დაგროვდეს. ამ დროს ისინი ერთმანეთს აღარ ეხახუნება და ტკივილიც ამიტომ ქრება. გვესაუბრება აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკოაბდომინური კლინიკის გულმკერდის ქირურგი კობა კობიძე.

მამაკაცებს თავიანთი გარეგნობა ნაკლებად ანაღვლებთ. მიზეზი მათი ფსიქოლოგიური განწყობაა: მამაკაცი, ქალისგან განსხვავებით, პრაქტიკულია და ვერ გაუგია, რატომ უნდა იხადოს ვარცხნილობისთვის დიდი თანხა, როცა იმავეს გაკეთება უფრო იაფადაც შეუძლია ან რატომ უნდა წავიდეს სალონში მანიკიურის გასაკეთებლად, როცა თავადაც მშვენივრად ფლობს მაკრატელს. რისი ბრალია მამაკაცების მხრივ სილამაზის სალონებისადმი ამგვარი უნდობლობა?

თუ პატარა უკვე თავისუფლად ზის სკამზე და ცდილობს, დამოუკიდებლად ჭამაც ისწავლოს, ესე იგი დროა, მისთვის პირველი თეფში და სხვა ჭურჭელი შევიძინოთ. დღეს მაღაზიებში საბავშვო ჭურჭლის საკმაოდ ფართო არჩევანია. რას მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას? მთავარი მასალაა, რომლისგანაც არის დამზადებული ჭურჭელი. სწორედ მის შესახებ კამათობენ გამუდმებით მშობლები, ექიმები და საბავშვო საქონლით მოვაჭრენი. მოდი, მოკლედ აღვწეროთ თითოეული მათგანის ღირსება და ნაკლი. კერამიკა და ფაიფური ძველთაგან გამოიყენება ჭურჭლის დასამზადებლად. დღეს მათი წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ კარგად არის განვითარებული, გაიზარდა ასეთი ჭურჭლის გამძლეობაც, რის წყალობითაც თამამად შეიძლება, კერამიკული ნაკეთობები გაზის თუ მიკროტალღურ ღუმელში მოვათავსოთ. მაგრამ თუ თიხის ან ფაიფურის ჭურჭელს ბზარი გაუჩნდა, ის უნდა გადავაგდოთ.

როცა ჩვენი შვილი ცელქობს და გვსურს, დავარიგოთ და კარგი საქციელისკენ მივუთითოთ, ბიჭს ასე მივმართავთ: "შენ ხომ კაცი ხარ!" გოგონას კი ასე: "შენ ხომ გოგო ხარ!" ამით ხაზს ვუსვამთ იმ სქესის ღირსებებს, რომელსაც ბავშვი ეკუთვნის. მაინც რით განსხვავდება ერთმანეთისგან ვაჟისა და გოგონას აღზრდა? რამდენიც არ უნდა გვიმტკიცონ სქესთა თანასწორობა, ბიჭებთან და გოგონებთან ჩვენ სხვადასხვანაირად ვურთიერთობთ. გვესმის, რომ მათი ფსიქიკა სხვადასხვანაირად არის "აგებული". გოგონები ხუთი წლის ასაკში უკვე საკმაოდ გონიერები არიან და სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენ, ბიჭუნები კი შვიდი წლის ასაკშიც ვერ აზროვნებენ გოგონებივით. სპეციალისტები ამას ასე ხსნიან: გოგონებში უფრო ადრე ფორმირდება ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ის უბნები, რომლებიც რაციონალურ-ლოგიკურ აზროვნებას განაგებენო.

ჩემს 6 წლის შვილს მუცლის ტკივილები აწუხებდა. ჩავუტარეთ ექოსკოპიური გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ნაღვლის ბუშტი სავსე აქვს ლამბლიებით. როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო ბავშვის ორგანიზმში ეს ჭია და რას გვირჩევთ სამკურნალოდ?

ლამბლია ფართოდ გავრცელებული უმარტივესი პარაზიტია. ამ პარაზიტით დასნებოვნებისას კლინიკური სურათი სხვადასხვაგვარია - დაწყებული უსიმპტომოთი, დამთავრებული მწვავე და ქრონიკული დიარეით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ლამბლიების გავრცელება 0,5%-დან 50%-მდე მერყეობს. განვითარებად ქვეყნებში ლამბლია ნაწლავთა ერთ-ერთი პათოგენია და 10 წლამდე ასაკის ბავშვების 15-20%-ში გვხვდება. ინფექციის წყაროს წარმოადგენს ადამიანი, თუმცა ბოლო დროს გაირკვა, რომ ეს როლი შეიძლება შეასრულონ ცხოველებმაც - ძაღლებმა, კატებმა, მღრღნელებმა... აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ინვაზიის შემთხვევათა უმრავლესობა გამოწვეულია წყლის დაბინძურებით. დაბინძურებული პროდუქტებით დასნებოვნება გაცილებით იშვიათია, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში გვხვდება.

სპეციალისტების აზრით, ბავშვის სწორი განვითარებისა და კარგი გუნება-განწყობისთვის აუცილებელია, მას დღის რეჟიმი ჰქონდეს - დროულად ჭამდეს, სეირნობდეს, თამაშობდეს, იძინებდეს... ამქვეყნად ყველა არსებას, ცხოველს თუ მცენარეს, განურჩევლად ზომისა და ასაკისა, აქვს დროის შეგრძნების საოცარი უნარი. სხვაგვარად თუ ვიტყვით, მათ აქვთ ბიოლოგიური საათი. ჭიანჭველაც, ჩიტიც და უზარმაზარი მტაცებლებიც მზის პირველ სხივებთან ერთად იღვიძებენ და მზის ჩასვლისას იძინებენ. ყოველ მათგანს ცხოვრების შინაგანი განრიგი აქვს, რომელიც დაბადებიდანვე დაჰყვება. მაგალითად, ჭიანჭველა ჩქარობს, რათა თავის ბუდეში მზის ჩასვლამდე აღმოჩნდეს. მან იცის, რომ დაგვიანების შემთხვევაში გარეთ დარჩება, იქ კი სიბნელე, საფრთხე და შიმშილი ელოდება. ვერავითარი, თუნდაც ძალიან დიდი ტვირთი ვერ გამოდგება გასამართლებელ საბუთად, რომ დაგვიანებული შინ შეუშვან. ამიტომაც გამოირჩევიან ჭიანჭველები დისციპლინით. თუმცა ეს თვისება ცხოველთა სამყაროში მარტო მათ როდი აქვთ... სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ბიოლოგიური საათის შესაბამისად ცხოვრება ცხოველთა ნერვული სისტემის სტაბილურობას განაპირობებს.

ხელებზეც და ფეხებზეც ხშირად მიჩნდება კოჟრი. ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს - ზედმეტად ვიტვირთავ თავს, სანამ მძიმე სამუშაოს შემდეგ არ აღმოვაჩენ, რომ ჩემს კიდურებზე უსიამოვნო კვალი რჩება. როგორ მოვიშორო ეს "მორთულობა"? ქეთი, 28 წლის.

კოჟრებს ტერფებზე უმეტესად მჭიდრო, მოუხერხებელი ფეხსაცმელი აჩენს, ხელისგულებზე კი არასწორი ფიზიკური დატვირთვა ან უჩვეულო, მძიმე სამუშაო, თითებზე - სიმებიანი ინსტრუმენტი, მხრებზე - მძიმე ჩანთის სახელურის მუდმივი ზეწოლა. ამ უსიამოვნების პროვოცირება შესაძლოა ბრტყელტერფიანობამაც მოახდინოს: ამ დროს ტერფებზე დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება, რასაც პრობლემური ადგილები კანის გაუხეშებით პასუხობენ. გაითვალისწინეთ: თუ ტერფებზე კოჟრები რეგულარულად გიჩნდებათ, კანზე მუდმივ ზრუნვასთან ერთად დაგჭირდებათ დერმატოლოგის კონსულტაციაც. ექიმი გამოკვლევას ჩაგიტარებთ და პროფილაქტიკურ საშუალებებსაც მიგითითებთ.

ფიზიკური ვარჯიში დეპრესიასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდია
ამერიკელი ექიმები ვარაუდობენ, რომ ფიზიკური ვარჯიში დეპრესიასთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებად იქცევა, თუ მას  რეგულარულად და ზომიერი დატვირთვით შევასრულებთ. მაგრამ ვარჯიში შედეგიანია როგორც დამატებითი და არა ძირითადი მეთოდი. ფსიქიატრიის პროფესორმა ენდრიუ ლიუჩრეტმა, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში ადამიანის ნევროლოგიურ და ქცევით პრობლემებზე მუშაობს, განაცხადა: "თავისთავად ფიზიკურ ვარჯიშს ვერ ექნება მნიშვნელოვანი ეფექტი დეპრესიული პაციენტის გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად, მაგრამ თუ ავადმყოფი, მიუხედავად წამლების მიღებისა და დანიშნული მკურნალობის ჩატარებისა, მთლიანად ვერ აღწევს თავს დეპრესიულ მდგომარეობას, მკურნალობის კურსში ფიზიკური ვარჯიშების ჩართვამ შესაძლოა სრული ეფექტის მიღწევაში დიდი როლი შეასრულოს".

ალცჰაიმერის დაავადების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ:

პოლიტიკოსები

  • რონალდ რეიგანი (1911-2004) - ამერიკის მე-40 პრეზიდენტი და ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომელიც ამერიკელებმა პრეზიდენტად აირჩიეს. ალცჰაიმერის დაავადება სჭირდათ ასევე მის დედასა და ძმას.
  • რ. საირუს ვენსი (1917-2000) - საერთაშორისო სამართლის უდიდესი სპეციალისტი, ამერიკის პრეზიდენტების კენედის, ჯონსონის, ნიქსონისა და კარტერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
  • მარგარეტ ტეტჩერი (1925) - მე-20 საუკუნის დიდი ბრიტანეთის ყველაზე გამორჩეული პრემიერ-მინისტრი, "რკინის ლედი". მან არჩევნები ზედიზედ სამჯერ მოიგო.

ორგანოებისა და სისტემების ნორმალური ფუნქციობა, გარემოსთან ორგანიზმის შეგუება ნერვული სისტემის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში განცდილმა გარეგანი ფაქტორების მავნე ზემოქმედებამ, დედის ავადმყოფობამ, სტრესებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ნერვული სისტემის ჩამოყალიბების პროცესს. ნერვული სისტემის დაზიანებას იწვევს როგორც მუცლადყოფნის პერიოდში ჟანგბადის ხანგრძლივი ნაკლებობა, ასევე უშუალოდ მშობიარობის დროს თუ შემდგომ მიღებული ტრავმული დაზიანებები. გვესაუბრება ბავშვთა ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე.

ეპილეფსია წარმოადგენს თავის ტვინის ქრონიკულ პოლიეტიოლოგიურ დაავადებას, რომელიც ხასიათდება შეტევითი ხასიათის გულყრების განვითარებით სხვადასხვა სახის კლინიკურ და პარაკლინიკურ სიმპტომებთან ერთად (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა განმარტება). მისი ეტიოლოგიის, პათოგენეზისა და კლასიფიკაციის შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს. ყველაზე მეტად აღიარებული და გავრცელებულია ეპილეფსიის საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომელიც 1989 წელს გამართულ კონგრესზე ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის (ILAE) მიერ იქნა შემუშავებული. ამ კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ორი პრინციპი - ლოკალიზაცია და ეტიოლოგია.

თავის ტვინის დაავადებების დროს სერიოზულად ზიანდება ფსიქიკა, რაც ფსიქოლოგიურ დარღვევებს წარმოშობს. იმისდა მიხედვით, თავის ტვინის რომელ დაავადებასთან ან რაგვარ დაზიანებასთან გვაქვს საქმე, ზარალდება ფსიქიკური პროცესები და საზოგადოდ, პიროვნება, ადამიანის პიროვნული თვისებები. თავის ტვინის დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ქალა-ტვინის დაზიანებით. ის მრავალნაირია, დაწყებული ტვინის შერყევით, დამთავრებული ისეთი მძიმე ტრავმებით, როგორიც არის, მაგალითად, სისხლჩაქცევები და ტვინის დაჟეჟილობა.

ტერმინი "პარკინსონიზმი" ნერვული სისტემის იმ დაავადებებს აერთიანებს, რომელთათვისაც კიდურების კანკალია დამახასიათებელი. განასხვავებენ პირველად პარკინსონიზმს ანუ პარკინსონის დაავადებას და მეორეულ ანუ სიმპტომურ პარკინსონიზმს. ეს უკანასკნელი შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინის ინფექციური ან ტრავმული დაზიანებით, ინფექციური ან წამლისმიერი ზემოქმედებით, ასევე - სისხლძარღვოვანი ან სიმსივნური დაავადებით. პარკინსონის დაავადება ძველადაც იყო ცნობილი. მას "კანკალა დამბლის" სახელით იხსენიებდნენ. სრულყოფილად ის პირველად ჯეიმს პარკინსონმა აღწერა 1817 წელს თავის წიგნში "ესე კანკალა დამბლის შესახებ", ამიტომ დაავადებას მას შემდეგ პარკინსონის სახელით იხსენიებენ.

 

ხანდაზმულ ადამიანებს მეხსიერების პრობლემები უჩნდებათ - ადვილად ავიწყდებათ წაკითხული თუ გაგონილი. ამას ხალხში სკლეროზს უწოდებენ. ამავე სახელწოდებით იხსენიებენ ალცჰაიმერის დაავადებასაც, არადა ის აბსოლუტურად განსხვავდება მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითებისგან. ვიდრე ალცჰაიმერის დაავადებაზე დავიწყებდეთ საუბარს, რამდენიმე სიტყვით მეხსიერების ასაკობრივ დაქვეითებას შევეხოთ.

ინსულტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მძიმე შედეგებს იწვევს. მის შესახებ სასაუბროდ მედიცინის დოქტორს, ექიმ ნევროლოგს ვახტანგ ნანავას ვეწვიეთ.

- ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ ავუხსნათ მკითხველს, რა არის ინსულტი.
- ინსულტი ანუ ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა თავის ტვინის სისხლძარღვების ყველაზე მრისხანე დაავადებაა. ის იწვევს მოძრაობით, ქცევით, გონებრივ, ემოციურ და სხვა სახის დარღვევებს, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ცხოველმყოფელობას. ზოგადად, ტერმინი ინსულტი გულისხმობს თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებას, რომელიც განპირობებულია ტვინის ამა თუ იმ ნაწილის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით (იშემია) ან გასკდომით (სისხლჩაქცევა - ჰემორაგია), ან კიდევ ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით. ინსულტი ვითარდება თავის ტვინის მკვებავ ერთ ან მეტ სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, რის გამოც ტვინის განსაზღვრული უბანი სათანადოდ ვეღარ მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ამ დროს ტვინის ქსოვილი ზიანდება. რაც უფრო სწრაფად აღდგება სისხლის მიმოქცევა, მით მეტია სრული გამოჯანმრთელების შანსი, თუმცა ინსულტგადატანილი პაციენტების დაახლოებით ნახევარი შრომის უნარს დიდი ხნით - რამდენიმე კვირით, თვით და წლითაც კი კარგავს.

აგებულებისა და ფუნქციური ნიშნების მიხედვით თავის ტვინი სამ ძირითად ნაწილად იყოფა. ესენია: დიდი ტვინი, ტვინის ღერო და პატარა ტვინი ანუ ნათხემი. მათ გარდა ტვინის სტრუქტურაში განირჩევა მოგრძო ტვინი, ვაროლის ხიდი, წინა, შუამდებარე და საბოლოო ტვინი.

დიდი ტვინი ჰემისფეროები
დიდი ტვინი ორი სიმეტრიული ჰემისფეროსგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს დიდი თეთრი შესართავით - კორძიანი სხეულით უკავშირდება. ჰემისფეროები ღარებით ხვეულებად და წილებად არის დაყოფილი. მათ შორის მთავარია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილები. ჰემისფეროების საერთო ფართობი 220 000 მმ2-ია.

თავის ტვინის ტრავმები (თტტ) ტრავმათა საერთო რიცხვის 36-40%-ს შეადგენს. ყველაზე გავრცელებული დახურული
რა შეიძლება მოხდეს, როცა თავის ტვინში, ორგანიზმის ამ უმთავრეს ორგანოში, ახალი წარმონაქმნი ჩნდება? როგორ ვლინდება აღნიშნული მდგომარეობა, რა გამოკვლევებია რეკომენდებული დიაგნოზის დასაზუსტებლად? ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ თბილისის პირველ საავადმყოფოს ვესტუმრეთ. გვესაუბრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნეიროქირურგიაში, ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის საერთაშორისო წევრი, საუნივერსიტეტო კლინიკა-ნეიროქირურგიის ცენტრის ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ლადო წიქარიშვილი.

მენინგიტი თავის ტვინის გარსების ანთებაა. მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ბაქტერია, ასევე ვირუსი. ბაქტერიებით (მენინგოკოკი, პფეიფერის ჩხირი, სტაფილოკოკი, ტუბერკულოზური ჩხირი) გამოწვეული მენინგიტი როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში მძიმედ მიმდინარეობს.

mkurnali.geძალიან დამღალა მეგობრის პრობლემებმა. ახლაც მორიგი უიღბლო სიყვარულის გამო მძიმე განცდებშია. თანაგრძნობაც კი აღარ შემიძლია, მისი ისტორია გამუდმებით მეორდება! გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერში თვითონ არის დამნაშავე, რადგან მამაკაცებზე მეტისმეტ ზეწოლას ახდენს. ვუთხარი კიდეც, მაგრამ ძალიან ეწყინა... მარი, 26 წლის

როცა ადამიანი რაღაცას განიცდის, მისთვის ძნელია რჩევებისა და შეგონებების მოსმენა და მიღება. თუ ნამდვილად გსურთ დაეხმაროთ, უმჯობესია, ერთხანს თავი შეიკავოთ კრიტიკისგან და აცადოთ, ვიდრე ამ უპასუხო სიყვარულთან დაკავშირებული ემოციები გადაუვლის. ეცადეთ აგრეთვე, შეარბილოთ ასეთი გამოთქმები: "შენ მეტისმეტად მიმწოლი ხარ!" ან "მიეცი საშუალება მამაკაცს, გამოიჩინოს მეტი ინიციატივა და თავადვე გაუჩნდეს შენი პატივისცემის სურვილი". კრიტიკის ნაცვლად დაამშვიდეთ და უკეთესი მომავლის იმედი მიეცით.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად