ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_20 მკურნალი #_20
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_20 მკურნალი

წარმოიდგინეთ, რომ ერთხელ თქვენს ოჯახში მშვიდობიანი დილა გათენდა - თქვენი პატარა არ ტირის, არ გახვეწნინებთ, რომ ბაღში წავიდეს, პირიქით, თავად ჩქარობს, რომ შინიდან გასვლა არ დააგვიანდეს, თქვენ კი ამ დროს მშვიდად ზიხართ სამზარეულოში და ყავას სვამთ. მოდი, ოცნებას თავი დავანებოთ და რეალობას დავუბრუნდეთ. თუ თქვენი დილა უმნიშვნელოდ განსხვავდება ზემოთ აღწერილისგან, შეგიძლიათ, საკუთარი თავით იამაყოთ - ესე იგი, შვილს პატარაობიდანვე შესანიშნავი ჩვევები გამოუმუშავეთ, რომლებიც მომავალში აუცილებლად დაეხმარება. მაგრამ თუ ყოველ დილას ფაციფუცში, ჭირვეულობასა და კინკლაობაში ატარებთ, დროა დაფიქრდეთ და დასახოთ ღონისძიებები მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ჩვენი მკითხველები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით, რა იწვევს ღვიძლისა და ელენთის ერთდროულ გადიდებას და რომელ დაავადებებს უკავშირდება აღნიშნული მდგომარეობა. ამ საკითხზე სასაუბროდ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკას ვესტუმრეთ. ჩვენს შეკითხვებს თერაპევტი ნელი პატაშური უპასუხებს:

- ღვიძლისა და ელენთის ერთდროული გადიდება დაკავშირებულია იმ  გარემოებასთან, რომ რიგი დაავადების დროს პათოლოგიური პროცესი მოიცავს ორივე ორგანოს - როგორც ღვიძლს, ასევე ელენთას. მედიცინაში ამ მდგომარეობას ჰეპატოლიენურ სინდრომს, ჰეპატოსპლენომეგალიას უწოდებენ. ჰეპატოლიენური სინდრომი შესაძლოა სხვადასხვა პათოლოგიებთან იყოს დაკავშირებული. ესენია ღვიძლის დაავადებები, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ღვიძლის, კარისა და ელენთის ვენების სისტემაში, გარკვეული ნივთიერებების ცვლის დარღვევით გამოწვეული დაავადებები, ინფექციური და პარაზიტული დაავადებები, სისხლის სისტემის პათოლოგიები, გულის დაავადებები, რომელთა ფონზეც გულის უკმარისობაა განვითარებული.

მაინც რა გვიშლის ხელს სწორ კვებაში? ჩვენი ეროვნული სამზარეულოს სტანდარტები, არასწორად ორიენტირებული გემოვნებითი მიდრეკილებები, ჩვენივე გაუნათლებლობა იმ მხრივ, რომ არ ვიცით, სინამდვილეში რა არის სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის, საფულის სისქე თუ სურსათის ხარისხზე სახელმწიფო კონტროლის არარსებობა? ალბათ, ყველაფერი ერთად. თითქოს ყველამ იცის, რომ კვება ჯანმრთელობის მთავარი ფაქტორია, მაგრამ შედეგები სავალალოა, სტატისტიკა - სამწუხარო. რამდენი ჩვენი თანამემამულე იტანჯება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით! აქამდე კი უმთავრესად არასწორად შერჩეულ რაციონს მივყავართ. ასე წარმოიშობა ათეროსკლეროზი, თრომბოზი, ჰიპერტონიული დაავადება და ისინი გვხვდება ყველგან, განურჩევლად იმისა, როგორია ოჯახის ბიუჯეტი.

ნიკრისის ქარს უხდება
რამდენიმე წლის წინ ნიკრისის ქარმა შემომიტია და ჩემი ცხოვრება სხვა რელსებზე გადაიყვანა, სადაც მხოლოდ წამლები, დიეტა და ტკივილისგან გათანგული სახეებია. თავი მუდამ ძლიერ პიროვნებად მიმაჩნდა, ამ სატკივარს კი დიდხანს ვერაფერი მოვუხერხე. ექიმების მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად მკურნალობის საკუთარ გზებსაც ვეძებდი. ძიება წლობით გაგრძელდა და ბოლოს ხალხურ მედიცინამდე მიმიყვანა. ვიპოვე რამდენიმე უებარი საშუალება და სიცოცხლეც სიცოცხლეს დაემსგავსა, კაცი ფეხზე წამოვდექი და შვილებსა და შვილიშვილებს მხარში ამოვუდექი. მინდა, გამოცდილება გაგიზიაროთ, იქნებ ჩემი რეცეპტები ვინმე ჩემსავით გაჭირვებულს წამლად დაედოს. თავს ბედნიერად ჩავთვლი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდე.

დიდი ხანია, სავიზიტო ბარათი საქმიანი ადამიანის იმიჯის აუცილებელ ატრიბუტად იქცა, მაგრამ მისი შეკვეთისას გარკვეულ სირთულეს ვაწყდებით - დიზაინ-სტუდიაში ხომ უამრავ ვარიანტს გვთავაზობენ. როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი? გთავაზობთ სავიზიტო ბარათის დიზაინის რამდენიმე მარტივ და უეშმაკო წესს.

შვებულების შემდეგ ყოველთვის მიჭირს, დავუბრუნდე ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ყოველდღიურ ერთფეროვნებას და ეს სტრესულ მდგომარეობაში მაგდებს. იქნებ არსებობს რაიმე ხერხი სტრესის მოსახსნელად? ქეთი, 28 წლის

ზაფხულის მიწურულს ადამიანთა უმრავლესობას მართლაც იპყრობს სევდა იმის გამო, რომ დასრულდა განტვირთვის, მოდუნების სასიამოვნო პერიოდი, სილაღე და თავისუფლება უკან დარჩა, ისევ სამუშაო რეჟიმს და ცხოვრების გამალებულ რიტმს უნდა დავუბრუნდეთ. ეს ყოველთვის ჭირს და მართლაც იწვევს გარკვეულ სტრესს. არსებობს ერთგვარი ანტისტრესული პროგრამა, რომელიც შესაძლოა განწყობის ამაღლებასა და სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმაროთ.

ორმაგი სარგებლობა
სვით რძე. ის შეიცავს ბუნებრივ ტრანკვილიზატორს ტრიპტოფანს, რომლის წყალობითაც ორგანიზმში ძლიერდება სიამოვნების ჰორმონის სეროტონინის გამომუშავება. თუ რძე მოგბეზრდათ, მოამზადეთ კოქტეილი, რომელიც ორმაგად სასარგებლოა - ჯანმრთელობისთვისაც კარგია და განწყობასაც ამაღლებს: ბლენდერში ათქვიფეთ მარწყვი, ნახევარი ბანანი და 200 მლ რძე, შესაფერის ჭურჭელში ჩაასხით და მორთეთ.

რა არის ანემია
ანემია ანუ სისხლნაკლებობა დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც ერითროციტებში - ჰემოგლობინის, ხოლო სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება ახასიათებს. ერითროციტები სისხლის წითელი ბურთულებია, ჰემოგლობინი კი მათი კომპონენტი, რთული ქიმიური ნაერთი, რომელიც ცილა გლობინისა და ჰემის ოთხი მოლეკულისაგან შედგება. ჰემის მოლეკულა შეიცავს რკინის ატომს, რომელსაც ჟანგბადის შეერთებისა და გაცემის უნარი შესწევს. ამის კვალობაზე, ჰემოგლობინი ორგანიზმში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს - გარდა იმისა, რომ ჟანგბადი გადააქვს, ნახშირმჟავას ტრანსპორტშიც მონაწილეობს.

გვესაუბრება "ავერსის კლინიკის" ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში მაია ბერაია.


- რა არის ჰიპერმეტროპია, როგორ აღმოცენდება ის?
- ჰიპერმეტროპია ანუ შორსმხედველობა თვალის რეფრაქციის პათოლოგიაა, რომელსაც თვალის არასაკმარისი ოპტიკური ძალა ახასიათებს. ნორმალურად რქოვანას ფოკუსური მანძილი დაახლოებით 23 მილიმეტრია. თვალის ზედაპირიდან ამ მანძილზე მდებარეობს ბადურა გარსი. ასეთი თვალი საგნების მკვეთრ გამოსახულებას ხედავს (თუ ადამიანს თვალის სხვა პათოლოგია არ აქვს). ჰიპერმეტროპიისას საგნების გამოსახულება ბადურა გარსის მიღმა ფოკუსირდება, რაც გამოწვეულია ან თვალის მოკლე ღერძით (23 მილიმეტრზე ნაკლები სიგრძის), ან რქოვანასა და ბროლის სუსტი გარდამტეხი ძალით. ხშირად ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთს ერწყმის. ანატომიური აგებულების წყალობით ჰიპერმეტროპიულ თვალს ძალუძს, ბადურაზე შეკრიბოს მხოლოდ თვალში შესვლამდე კრებადი მიმართულების სხივები, რის გამოც ერთი მკვეთრი წერტილის ნაცვლად ბადურა გარსზე სინათლის ბუნდოვანი ლაქა პროეცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წერის სწავლა, წერის კულტურის გამომუშავება დაწყებითი კლასის მოსწავლეებსაც უჭირთ, სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ამ უნარის ათვისება უფრო პატარა ბავშვებსაც ხელეწიფებათ, ოღონდ, რასაკვირველია, თამაშით. წერის სწავლა არ არის მარტივი ამოცანა და ის პატარა ბავშვისგან გულმოდგინებას, მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. ამიტომაც არის რეკომენდებული, ამ პროცესისთვის წინასწარ მოვემზადოთ. ასეთი მომზადების შედეგად ბავშვი მარტო აუცილებელ ჩვევებს კი არ შეიძენს შემდგომი, უფრო რთული ამოცანების გადაწყვეტისთვის, არამედ საკუთარი შესაძლებლობების რწმენაც ჩამოუყალიბდება და შემეცნების პროცესით მოგვრილ სიხარულსაც იგრძნობს.

დისბიოზის პრობლემა სამედიცინო თუ პოპულარული ხასიათის ცხარე დისკუსიების თემაა. ზოგს მიაჩნია, რომ დისბიოზი მეორეული დარღვევაა, რომელსაც მკურნალობა არ სჭირდება, ზოგი კი მას დაავადებათა განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს. ამ პრობლემის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ლია ჯიმშიტაშვილი.

- საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მიკროორგანიზმები განუწყვეტლივ ხვდება. ზოგიერთმა მათგანმა ევოლუციური ცვლილებების გზით ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულების უნარი შეიძინა. ნაწლავის მიკროფლორაში 600-მდე სახეობის ბაქტერიაა. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულ ერთობლიობას - ბიოცენოზს წარმოქმნიან. ბაქტერიების ფუნქცია მრავალფეროვანია: პათოგენური (დაავადების გამომწვევი) მიკროორგანიზმების უვნებელყოფა, საჭმლის მონელების დამაჩქარებელი ფერმენტების გამომუშავება, მონელებული საკვების შეწოვა, ვიტამინების სინთეზი, ზოგიერთი მიკროორგანიზმის ცხოველქმედების პროდუქტები კი ფლორის სხვა წარმომადგენელთა გამრავლების სტიმულატორები და აუცილებელი კომპონენტებია.

ბავშვის მისამართით ნათქვამი საწყენი სიტყვა ან უხეში შენიშვნა შესაძლოა ძალიან ცუდად აისახოს მის ხასიათზე და მომავალზეც კი, გამოუსწორებელი კვალი დააჩნიოს მის მომავალ ცხოვრებას, ამიტომ უფროსებმა ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ მეტყველებას, იმას, რას და როგორ ამბობენ ბავშვის გასაგონად. გულზე მოხვედრილი მწარე სიტყვა ტყვიაზე უარესია. ფსიქოლოგები დაბეჯითებით გვირჩევენ, დანაშაულის შემთხვევაში ბავშვი ცუდი საქციელის გამო გავკიცხოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვუთხრათ, რომ თვითონ არის ცუდი. ჩვენ კი ხშირად წამოვისვრით: "რა ბინძური ხარ!" "რატომ ხარ ასეთი მოუქნელი?" "ღმერთო ჩემო, რა უტვინო ხარ!" "ნამდვილი სასჯელი ხარ!" ასეთი ფრაზა შეიძლება წამოსცდეს ნებისმიერ ადამიანს: დედას, ბებიას, საბავშვო ბაღის აღმზრდელს, ძიძას, მასწავლებელს... ბავშვს სჯერა - უფროსი ყოველთვის მართალია. მას ხომ სწორედ ამ აზრს უნერგავენ, ასე ასწავლიან. ჰოდა, როდესაც ზემომოყვანილ "შეფასებებს" მოისმენს, პატარა ონავარი იწყებს ფიქრს, რომ უნიჭო და უთავბოლოა, რომ მშობლებს არ უყვართ. ზოგჯერ შესატყვისადაც იქცევა - ხომ უნდა გაამართლოს "მეტსახელი"...

დონორის ღეროვანი უჯრედები გულის ფუნქციას აუმჯობესებს
ძვლის ტვინის მეზენქიმური ღეროვანი უჯრედებით (მღუ) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის თერაპიული ეფექტის მექანიზმი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. არსებობს ჰიპოთეზა, რომ მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების შეყვანისას ინფარქტგადატანილი მიოკარდიუმის რეგენერაცია დამოკიდებულია მიოკარდიუმის ქსოვილში ამ უჯრედთა არსებობის ხანგრძლივობაზე და სამ განსხვავებულ უჯრედად მათ დიფერენცირებაზე.

მრავალ ჩვენგანს ყავა საკვები პროდუქტი ჰგონია, მაგრამ თურმე იგი გაცილებით ახლოს დგას სამკურნალო საშუალებებთან - გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ყავის კვებითი ღირებულება ნულია, რადგან იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება კი მასში საკმაოდ ბევრია. მრავალი მეცნიერის აზრით, ყავა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ავადმყოფებისთვის მის უსაფრთხოებას კი მხოლოდ მეოთხედი აღიარებს. ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს სასმელი არცთუ უვნებელია გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის, ღვიძლის ციროზის,  ჰიპერტონიის,  გულის იშემიური დაავადების დროს,  მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

ბავშვებში, მეტადრე - მცირე ასაკის პატარებში, წყლული დაავადების არა მხოლოდ გართულება, არამედ ძირითადი ნიშანიც შეიძლება იყოს. როდის ჩნდება ის და რა იწვევს, ამის შესახებ გვესაუბრება ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თამარ ჯოხთაბერიძე.


- მცირე ასაკის ბავშვებს, მათ შორის ჩვილებსაც, ლორწოვანსა და კანის ზედაპირზე შესაძლოა წყლული გაუჩნდეთ. რა იწვევს მას?
- ამ ასაკის ბავშვებში ეროზიისა და წყლულის გამომწვევი უმთავრესად ჰერპესის ვირუსია. პირის ღრუს ლორწოვანის მწვავე ინფექციური სტომატიტი ანუ მწვავე ჰერპესული გინგივოსტომატიტი შესაძლოა იყოს პირველადი ჰერპესული ინფექციის გამოვლინება, რომელიც ხშირად ემართებათ 1-3 წლის ბავშვებს, მოზრდილებში კი იშვიათია.

ნაწოლების წარმოქმნის მექა­ნიზმის, მათი პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ გვესაუბრება ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი ქირურგი აკაკი გუგულაშვილი: - ნაწოლები - ეს ორგანიზმის ქსოვილთა იშემიური (სისხლნაკლული) და ნეკროზული (მკვდარი) უბნებია, რომლებიც წარმოიქმნება ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად ან ადამიანის ჩონჩხის ძვლებსა და საწოლის ზედაპირს შორის მოქცეული ქსოვილების ხახუნისა და ურთიერთგადანაცვლების გამო.

 

თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, შაქრიანი დიაბეტისა და ზოგიერთი სხვა დაავადების წინააღმდეგ აქტიურად არ იმოქმედეს და არ უმკურნალეს, ასეთი ადამიანების დაახლოებით 60%-ს ტროფიკული წყლულების - ჩირქოვანი, პირშეუკრავი იარების - გაჩენა ელის. ასეთი წყლულები შესაძლოა წლობით არ შეხორცდეს. ტროფიკული წყლულების სიმძიმეზე ისიც მეტყველებს, რომ მას ქირურგები მკურნალობენ.

გენიტალიებზე წყლული სხვადასხვა მიზეზით ჩნდება, მიზეზის ცოდნას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორად წარმართვისთვის. გვესაუბრება კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვირუსული პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, სს კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის სწავლული მდივანი ვახტანგ კვირკველია.

კანზე ბუშტუკოვან გამონაყარსა და წყლულებს უამრავი დერმატოლოგიური დაავადება აჩენს. ამ დაავადებების, მათი მიზეზების, მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი დერმატოლოგი ლია ჭითანავა.

სასქესო ორგანოების სოკოვანი დაავადება თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც
საშვილოსნოს ყელის ეროზია ფართოდ გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა. იგი ქალების დაახლოებით
შინდი უძველესი კულტურული მცენარეა. ის ფართოდ არის გავრცელებული შუა აზიაში, კავკასიაში, მოლდავეთსა და

წყლული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებაა (თუ არ ჩავთვლით მწვავე ნაწლავურ ინფექციებს და ისეთი შხამით მოწამვლას, რომელსაც კუჭ-ნაწლავში წყლულის წარმოქმნა შეუძლია), რომელიც ლორწოვან გარსზე წყლულოვანი დეფექტების წარმოშობით გამოიხატება. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება უმეტესად შედარებით აქტიურ, შემოქმედებით ასაკში ვითარდება და შრომისუნარიანობის დროებით ან მყარ დაქვეითებას იწვევს. იმის შესახებ, რას წარმოადგენს წყლულოვანი დაავადება და როგორ მკურნალობენ მას დღეს, გვესაუბრება სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის "ჯანმრთელობის სახლის" ექიმი, ინფექციონისტ-გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ხმალაძე.

წყლული კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც შეხორცების პროცესთა დარღვევის გამო კანის ზემოთა ან ღრმად მდებარე ქსოვილებში დიდი ხნის განმავლობაში რჩება. არსებობს გარეგანი და შინაგანი წყლულები. გარეგანი სხეულის ზედაპირზე მდებარეობს და კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით, შინაგანი კი შინაგან ორგანოებში - კუჭში, ნაწლავებში ჩნდება. წყლულის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევა (სისხლის შეგუბება, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, არტერიოსკლეროზი, სპილოვნობა), ანთებითი პროცესები (ტუბერკულოზი, ჩირქოვანი ინფექციები) და ნივთიერებათა ცვლის მოშლა (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოვიტამინოზი, ავიტამინოზი).

ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი, მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, განსაკუთრებით - მსხვილი რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა უმთავრესად დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება. დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა მოკვდეს.

პირის ღრუში გაჩენილ წყლულებს, განურჩევლად მიზეზისა, ხალხში სტომატიტად იხსენიებენ, თუმცა მედიცინაში ამ ტერმინს განსაზღვრული მნიშვნელობა აქვს - ის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას გულისხმობს. სტომატოლოგიური წყლულების ნაწილი ლოკალურ პათოლოგიაზე მიგვანიშნებს, ნაწილი კი ორგანიზმის ზოგადი დაბინძურების მაუწყებელია. სტომატოლოგი ეკატერინე ზარქუა მოგვითხრობს, რას უკავშირდება პირის ღრუში წყლულთა მრავალფეროვნება და როგორ ვებრძოლოთ მათ.

ტროფიკული წყლულების 5% შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული წყლულების წილად მოდის. დიაბეტური წყლული სხვა ტროფიკული წყლულებისგან იმით განსხვავდება, რომ რამხელაც არ უნდა იყოს, არასოდეს აყენებს ავადმყოფს ტკივილსა და ტანჯვას. მიზეზი ის გახლავთ, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს, ნერვული დაბოლოებების დაზიანებისა და კვდომის (დიაბეტური ნეიროპათიის) გამო, ტკივილის შეგრძნება სუსტდება, განსაზღვრულ სტადიაში კი სრულიად ქრება. ვინაიდან ტროფიკული წყლული მტკივნეული არ არის, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები მათ შინ, სისხლში შაქრის კონტროლისა და წამყვანი დაავადების ყოველგვარი კორექციის გარეშე მკურნალობენ. ეს დაუშვებელია, ვინაიდან ტროფიკული წყლულის შესახორცებლად, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის ნორმირება, დიაბეტის მკურნალობა და სათანადო წესების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში წყლული არ შეხორცდება, ხშირად დაინფიცირდება და კიდურის განგრენით გართულდება.

mkurnali.geცოტა ხნის წინ თანაკლასელები შევიკრიბეთ. სიამოვნებით წავედი მათთან შესახვედრად, მაგრამ ახლა ძალიან ვნანობ, რადგან თავს არარეალიზებულ და წარუმატებელ პიროვნებად მივიჩნევ. ყველას აწყობილი აქვს კარიერაც და პირადი ცხოვრებაც, მე კი არც ერთი გამაჩნია და არც მეორე. როცა ჩემი ცხოვრების შესახებ მკითხეს, იძულებული გავხდი, რამე მომეგონა, რომ თეთრ ყვავად არ გამოვჩენილიყავი... თავს საშინლად ვგრძნობ, დეპრესიაში ჩავვარდი. როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან? ელენე, 31 წლის

 

დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად