ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_19 მკურნალი #_19
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_19 მკურნალი

რა თქმა უნდა, ბავშვს ყოველ ნაბიჯზე ფეხქვეშ ბუმბულს ვერ დავუფენთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ და აღზრდის პროცესში თანდათან მოვამზადოთ მოსალოდნელ საფრთხეებთან შესახვედრად. ბავშვის უსაფრთხოება დამოკიდებულია ჩვენზეც და იმ გარემოებაზეც, რამდენად კარგად აითვისებს პატარა ჩვენს მიერ ახსნილ წესებს. მშობლის ფაქტორი პრობლემას არ ქმნის - ყველა დედა უხსნის პატარას, რომ უთო ცხელია, კიბე მაღალია, ქვას თუ ფეხი წამოჰკრა, წაიქცევა... გაცილებით მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, თავად ბავშვის ფაქტორია. წარმოვიდგინოთ ორი პატარა, ორივე მათგანი სწავლობს სიარულს. ერთს დედა ხელჩაკიდებულს ატარებს. მეორესაც არ აკლებს დედა ყურადღებას, ხელით დაჰყავს, მაგრამ დროდადრო უშვებს კიდეც. პატარა ნაბიჯს დგამს და წონასწორობას კარგავს. დედა მაშინვე დასტაცებს ხელს, რომ არ დაეცეს. რომელი ბავშვი ისწავლის სიარულს უფრო ადრე? პასუხი აშკარაა: მეორე, რადგან მისი დედა საამისოდ სწორ მეთოდს ირჩევს და პატარას წაქცევის საშუალებასაც აძლევს მაშინ, როცა ადგილი რბილია და გზა სწორია. პატარაც ეცემა. ეცემა ისე, როგორც ბავშვებს სჩვევიათ - ხმაურით, მაგრამ უსაფრთხოდ. ის საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სწავლობს, როგორ დაეცეს სწორად.

"როგორ ჭამს თქვენი შვილი?" - ამ კითხვას მშობლები ერთმანეთს ყველაზე ხშირად უსვამენ. მართლაც, რატომ ჭირვეულობს ზოგიერთი პატარა ჭამის დროს? რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ბავშვი, მისი კვების პრობლემა მშობლებისთვის მუდამ აქტუალურია. მოდი, ამჯერად ის ძირითადი პრობლემები განვიხილოთ, რომლებიც ჭამის დროს იჩენს თავს. ძალიან ხშირად მათი მიზეზი ფსიქოლოგიურია. ცნობილია, რომ შიმშილი ადამიანის ბაზისური, ძირითადი მოთხოვნილებაა. მისი აღმოცენებისას სისხლში გლუკოზის შემცველობა საგრძნობლად მცირდება, რაც თავის ტვინში არსებული შიმშილის ცენტრის სტიმულაციას იწვევს. სწორედ ამიტომ იწყებს ცოცხალი არსება საკვების ძიებას. მაშ, რატომ არის ასეთი ძნელი პატარა ბავშვის კვება? ჭამა ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური პროცესია და მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, რამდენიმე მათგანს კი შეიძლება განსაკუთრებით გავუსვათ ხაზი.

კომფორტი - შეამოწმეთ, რამდენად კომფორტულად გრძნობს პატარა თავს იმ სკამში, რომელშიც ზის, ან მაგიდასთან, რომელთანაც მიირთმევს.

გარეგანი გამღიზიანებლები, მაგალითად, ხმამაღალი მუსიკა ან მუდმივად მომუშავე ტელევიზორი, პატარა ბავშვის ფსიქიკაზე დამთრგუნველად მოქმედებს. ბავშვს შესაძლოა თვალს სჭრიდეს კაშკაშა განათება ან თრგუნავდეს მქრქალი შუქი. ზოგჯერ სამზარეულოში მეტისმეტად ცხელა ან უჰაერობაა.

გემოვნება - უნდა გავითვალისწინოთ, რომ საკვები, რომელიც ჩვენ ძალიან მოგვწონს, ბავშვს ხშირად სულაც არ სიამოვნებს. ეცადეთ, შვილის ინტერესების გათვალისწინებით იპოვოთ ჯანსაღი კომპრომისი სასარგებლოსა და გემრიელს შორის.

 

ბავშვის რეჟიმით
ყველა ბავშვს თავისი სურვილები და მოთხოვნილებები აქვს. დაახლოებით 6 წლიდან პატარები ამას კარგად აცნობიერებენ, უფრო მცირე ასაკის ბავშვებს კი ეს ძალიან უჭირთ. ხშირად პატარა ბავშვები ჭამაზე მხოლოდ იმიტომ ამბობენ უარს, რომ არ შიათ. მათი შინაგანი ბიოლოგიური საათი სულ სხვაგვარად არის აწყობილი. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა შვილს ძუძუთი კვებავდით - მაშინ ხომ მოთხოვნისამებრ აჭმევდით? ალბათ დაგვეთანხმებით, რომ საკუთარი თავისათვის არასოდეს დაგისვამთ კითხვა, რატომ მოისურვა მან ჭამა ღამით, თანაც რამდენჯერმე. ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ შემდგომაც. შესაძლოა, მოზრდილთათვის მოხერხებული იყოს, ისაუზმონ 9 საათზე, ისადილონ 15-ზე და ივახშმონ 19-ზე, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი სულ სხვაგვარ მოთხოვნებს გვიყენებს. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები გვირჩევენ დავაკვირდეთ, დღის რომელ პერიოდში ჭამს ბავშვი უფრო მადიანად, რომელ საათებშია მისი კვება ოპტიმალური. როდესაც შვილს საკვებს სთავაზობთ, გაითვალისწინეთ, რომ ძალადობა მხოლოდ ძალადობას წარმოშობს. რასაკვირველია, შეგიძლიათ, ლუკმა პირში ჩასტენოთ და აიძულოთ, ბოლომდე შეჭამოს სადილი, მაგრამ უმჯობესია დაფიქრდეთ, რას გრძნობს ამ დროს თქვენი შვილი. რას იგრძნობდით თავად, მის ადგილზე რომ იყოთ? სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ სადილისა თუ ვახშმის დაგვიანებით, თუნდაც გამოტოვებით, საკუთარი ჯანმრთელობისთვის ჯერ არც ერთ პატარას არ მიუყენებია ზიანი, იძულებით ჭამას კი შეიძლება საკვებისადმი ზიზღი და ანორექსიაც კი მოჰყვეს, რაც მართლაც საშიში მდგომარეობაა.

 

კიდევ ერთი კანფეტი, კიდევ ერთი ნამცხვარი
ალბათ მრავალი თქვენგანისთვის ნაცნობია სურათი, როცა პატარა ბავშვი გამუდმებით რაღაცას ღეჭავს. წამდაუწუმ გესმით მისი თხოვნა, მისცეთ კიდევ ერთი ორცხობილა, კიდევ ერთი კანფეტი. თუ თხოვნა არ შეუსრულეთ, პატარა საქმეში "მძიმე არტილერიას" რთავს - ტირის, ყვირის, ზოგჯერ ისტერიკასაც კი აწყობს. ყველა დედას როდი შეუძლია, წინ აღუდგეს შვილის ცრემლებს, შედეგად კი პატარა ნაყრდება და სადილზე უარს ამბობს. მაინც რისი ბრალია პატარა ბავშვის ეს უცნაური ქცევა? მოდი, ზოგიერთი მიზეზის შესახებ ვისაუბაროთ.

1. ბავშვი დედისაგან იღებს მაგალითს
პატარა ბავშვები ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად მათთვის ძვირფას ადამიანებს - მშობლებსა და ბებია-ბაბუებს ბაძავენ. ალბათ ძალიან უცნაურად გამოიყურება დედა, რომელიც ბავშვს ეუბნება, რომ ზედმეტი პურის ჭამით მადას დაიქვეითებს და საბოლოო ჯამში სადილის გარეშე დარჩება, თავად კი მადიანად შეექცევა მორიგ ბუტერბროდს. პატარა ბავშვი ვერაფრით მიხვდება, რატომ შეიძლება თქვენთვის ის, რაც მას ეკრძალება. ეს მას სწყინს და ზოგჯერ აბრაზებს კიდეც. ამიტომ ჯერ თავად შეიცვალეთ ქცევა და უარი თქვით სასუსნავებზე, ეცადეთ, სუფრას შვილთან ერთად მიუჯდეთ და პირადი მაგალითით უჩვენოთ, როგორ უნდა მიირთვას საკვები. ოჯახის წევრებსაც სთხოვეთ, ნუ ირბენენ პატარას თვალწინ შოკოლადით თუ ნამცხვრის ნაჭრით ხელში. თუ მსგავს ჩვევებზე უფროსები არ იტყვით უარს, ბავშვთან პრეტენზია ნუღარ გექნებათ.


 

2. პატარას დამშვიდება სჭირდება
ბავშვს თანდაყოლილი წოვის რეფლექსი აქვს. შეცდომაა ფიქრი, რომ ეს რეფლექსი მხოლოდ შიმშილის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. წოვა სიმშვიდეს, უსაფრთხოებისა და კომფორტის შეგრძნებას იწვევს. სუსნისას ბავშვი თავის შფოთვასა და მღელვარებას ებრძვის, კომფორტის განცდას იბრუნებს, შფოთვა კი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, ამიტომ მშობელი უნდა დააკვირდეს, როდის ითხოვს პატარა სასუსნავს, როგორ მიირთმევს მათ (ნელა თუ ნერვიულად, ჩქარა). თუ ამჩნევთ, რომ პატარა ამ მეთოდით სტრესს ებრძვის, ნუ წაართმევთ მას პურის ყუას თუ ორცხობილას, მაგრამ ეცადეთ, დაეხმაროთ თბილი საუბრითა და მოფერებით. თუ თქვენი მცდელობა უშედეგოა, შეგიძლიათ რჩევისათვის ფსიქოლოგს მიმართოთ. 

 

შევჭამ-არ შევჭამ
ბავშვები შესანიშნავი მანიპულატორები არიან. ისინი კარგად ხვდებიან, ვისთან როგორ შეიძლება მოიქცნენ. პატარების ქცევის თავისებურება კარგად ჩანს ერთი მაგალითიდან: 4 წლის ანა ოდნავაც არ ჭირვეულობს, როცა მას დედა აჭმევს, პრეტენზიების გარეშე მიირთმევს და მადლობასაც კი იხდის, მაგრამ თუ თეფში ბებიის ხელში აღმოჩნდა, იწყება წამება: ბავშვი უარს ამბობს წვნიანზე, ითხოვს ჯერ კომპოტს, შემდეგ ნამცხვარს. მოლაპარაკება უშედეგოა, ბებია მკაცრად ამბობს, რომ პატარა მსგავსს ვერაფერს მიიღებს, რადგან სადილს არ ჭამს. საბოლოოდ ყველაფერი ცრემლებითა და ისტერიკით მთავრდება.

 

რა ვიღონოთ?
უპირველეს ყოვლისა, პატარას უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მის სურვილებს აუცილებლად გავითვალისწინებთ. მას შეიძლება ავუხსნათ, რომ ნამცხვარს აუცილებლად მიიღებს, ოღონდ მოგვიანებით, როცა სადილს მიირთმევს. კარგი იქნება, თუ პატარას არჩევანის საშუალებას მივცემთ, მაგალითად, ვკითხავთ, რას მიირთმევს - სუპსა და ნამცხვარს თუ გუფთასა და ნამცხვარს. ასე ბავშვი მიხვდება, რომ თუ ნამცხვარი სურს, სადილზე უარს ვერ იტყვის. მას შემდეგ, რაც პატარა არჩევანს გააკეთებს, "ხელშეკრულება" დადეთ - შეთანხმდით, რომ ბავშვი ნამცხვარს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც სადილს ბოლომდე შეჭამს. რაც მთავარია, იყავით თანამიმდევრული და ნუ შეიცვლით გადაწყვეტილებას.

 

დედიკოს ხათრით, მამიკოს ხათრით...
ხშირად ბავშვები იმიტომ კი არ ჭირვეულობენ, რომ ჭამა არ სურთ, არამედ ჭამის გარკვეულ რიტუალს არიან მიჩვეულნი. მაგალითად, თუ ჭამის დროს მას პატარა კონცერტს გავუმართავთ, უნდა შევეგუოთ აზრს, რომ სადილის თუ ფაფის ჭამის დროს მუდამ მოგვიწევს ცეკვა-თამაში. არავინ ამბობს, რომ ჭამის პროცესი მოსაწყენი უნდა იყოს. პირიქით, ეცადეთ ყველაფერი ლამაზად იყოს გაფორმებული, სადილზე "დაპატიჟეთ" საყვარელი სათამაშოები, გამოიჩინეთ შემოქმედებითი ნიჭი, მაგრამ პატარა კონცერტების მოწყობას სპეციალისტები არ გვირჩევენ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მსგავსი ქმედება ბავშვს მხოლოდ გართობის ფონზე ჭამის ჩვევას უყალიბებს. გარდა ამისა, ყოველთვის ეფექტური არ არის ჭამა დედ-მამის ხათრით. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფრაზა "შეჭამე, თუ დედა გიყვარს" საერთოდ დაუშვებელია - პატარას ხომ მშობლები ნამდვილად უყვარს, ის ვერაფრით მიხვდება, რატომ ვთხოვთ ამ სიყვარულის დამტკიცებას, თანაც ჭამის მეშვეობით. პატარა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, როცა მას მართლაც არ შია. ყველაფერთან ერთად, დედა და საჭმელი სრულიად სხვადასხვა კატეგორიებია, რატომ უნდა გავუთანაბროთ ისინი ერთმანეთს?

 

რამდენიმე წესი სირთულეთა გადასალახად

  • სწორად ავირჩიოთ ადგილი. პატარამ უნდა იცოდეს, რომ ვჭამთ სამზარეულოში, ვთამაშობთ მისაღებ ოთახში, ვბანაობთ აბაზანაში და ამ წესს ყველა ასრულებს. თუ ბინა ამის საშუალებას არ გვაძლევს, შეგვიძლია, მაგიდას თამაშისა და ჭამის დროს განსხვავებული ფერის სუფრები გადავაფაროთ. მსგავსი ხერხით ბავშვს ორიენტირებაში დავეხმარებით, მივახვედრებთ, რა უნდა აკეთოს, რატომ მივუსვით მაგიდას.
  • გამოიჩინეთ მოთმინება, სწორად დაალაგეთ ფრაზები. ჯობს ბავშვს აუხსნათ, რა გსურთ, ვიდრე უმეოროთ, რა არ გინდათ. მაგალითად, ფრაზას "ხელით ნუ ჭამ!" ჯობს თხოვნა: "აიღე კოვზი".
  • მოგიწევთ, შეეგუოთ პატარა ბავშვის ქცევის ასაკობრივ თავისებურებებს. პატარები სათანადოდ ვერ ფლობენ მოტორულ ჩვევებს, რის გამოც უჭირთ სისუფთავის დაცვა ჭამის დროს. ნუ გექნებათ მკვეთრი რეაქცია, თუ წვენი კოვზიდან ხშირად გადმოიღვრება.
  • ჭამის დროს მუდამ კეთილგანწყობილი გარემო უნდა სუფევდეს. ამ დროს დაუშვებელია საყვედურები. გაცილებით სასარგებლოა საინტერესო ისტორიის მოსმენა ან დადებითი შთაბეჭდილებების გაზიარება.
  • იყავით თანამიმდევრული, მოითხოვეთ იმ წესების შესრულება, რომლებიც ბავშვმა უკვე ისწავლა.
  • გამოიჩინეთ შემოქმედებითი ნიჭი, ლამაზად გააფორმეთ მაგიდა, ბავშვთან ერთან "დაარქვით სახელები" კერძებს, თუ ასაკი საშუალებას იძლევა, ბავშვს მიეცით საშუალება, სადილის მომზადებაში "მონაწილეობა მიიღოს".

 

 

რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი თემურ სიდამონიძე.

Smile ფსიქიატრი - პაციენტს: - ანუ როგორც თქვენ ამტკიცებთ, ყოველ ღამე გესიზმრებათ კოშმარული არსება, რომელიც თავს გესხმით, გიყვირით და ხშირად გცემთ ცომის გასაბრტყელები ჯოხით? ალბათ, ეს ზმანება დილით გაღვიძებისთანავე ქრება? - სულაც არ ქრება... სწორედ ეს გახლავთ ჩემი უბედურების მიზეზი, ექიმო. დილით ეს არსება ჩვეულებრივ ყვირის: "გეყოფა ლოგინში გორიალი, უსაქმურო. ბავშვები ბაღში არიან წასაყვანი!"

ლეღვი უძველესი კულტურაა. მისი სამშობლოა მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონები. დღეს ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კულტივირებული. განსაკუთრებით გავრცელებულია თურქეთში, ალჟირსა და კალიფორნიაში. მისი მრავალი სახეობით მდიდარია საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ასევე ფართოდ არის გავრცელებული თურქმენეთში, დაღესტანსა და ყაზახეთში, ყირიმსა და კრასნოდარის მხარეში.
მცენარე ჯიშების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა (400-მდე სახეობა). ნაყოფი განსხვავებულია ზომით (პატარა, საშუალო და დიდი), ფორმით (მრგვალი, ოვალური, მსხლისებრი, წაგრძელებული), ფერით (მოყვითალო, წითელი, თეთრი, შავი,  ვარდისფერი და იისფერი). წინათ მიაჩნდათ, რომ საკვებად ვარგისი იყო მხოლოდ ღია ფერის ნაყოფი, იისფერს კი სამკურნალო თვისებები ჰქონდა. სინამდვილეში ასე არ არის. ლეღვის ნებისმიერი ფერის ნაყოფი, იქნება ის ბაღისა თუ ტყისა (ანუ ველური), მთისა თუ ბარისა, ჯანმრთელი ადამიანისთვის საუკეთესო საკვებია, ავადმყოფისთვის კი სამკურნალო საშუალება, რადგან შეიცავს სასარგებლო ნივთიერებათა კომპლექსს.

გაზაფხულისა და ზაფხულის სურნელი და გემო ზამთარშიც რომ იგრძნონ, დიასახლისები ხარშავენ კომპოტებს, მურაბებს და საზამთროდ ინახავენ. შენახვის წესების მკაცრი დაცვა კი მართლაც მნიშვნელოვანია. აუცილებელია სტერილიზაციის წესების ცოდნაც, რათა საფრთხე არ შევუქმნათ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ალუბალი, ატამი, გარგარი, ვაშლი, მსხალი, კომში, შინდი, კენკრა.

ალუბალი
ალუბალი შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჟავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. მდიდარია ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და გაციების დროს. ჩვილი ბავშვებისთვის კარგია მისი ახალგამოწურული წვენი.

მეგობარმა რადიკულიტი დამამარცხებინა
ახალგაზრდობაში მიღებული საწარმოო ტრავმის შემდეგ რადიკულიტი თხუთმეტი წელი მიწამლავდა სიცოცხლეს, ვიდრე მეგობარმა ალოეს, თაფლისა და წითელი ღვინისგან წამლის დამზადება არ მასწავლა. თავდაპირველად რეცეპტს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ ძმაკაცს გულს როგორ ვატკენდი, მეუღლეს მითითება მივეცი და მეორე დღესვე წამალი მზად იყო. სცადეთ თქვენც. მერწმუნეთ, არ ინანებთ.

აუცილებელი არ არის, მამაკაცს მთელი წელი ხვდებოდე, რომ შეიცნო იგი. შესაძლებელია, სულ მოკლე ხანში შეიტყო მისი ყველა საიდუმლო - მამაკაცის ყოველ ქმედებას, განსაკუთრებით იმათ, რომელთაც გაუაზრებლად სჩადის და არა ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად, შეუძლია ბევრი რამ გვითხრას მის პიროვნებაზე.

სპორტის საყვარელი სახეობა
მარტოხელა სპორტსმენი, მაგალითად, სირბილის ან ცურვის მოყვარული, ტკბება საკუთარი დამოუკიდებლობით და ურჩევნია, მარტომ გაატაროს დრო, ხოლო ის მამაკაცები, რომლებიც სპორტის გუნდურ სახეობებს - ფეხბურთს, კალათბურთს ამჯობინებენ, მიდრეკილნი არიან პაექრობისკენ როგორც მინდორში, ასევე ცხოვრების სხვა სფეროებშიც. მამაკაცები, რომლებსაც საერთოდ არ იტაცებთ სპორტი, დამოუკიდებლად მოაზროვნენი და ძალზე მგრძნობიარენი არიან.

ვარ ემოციური პიროვნება. განსაკუთრებით მგრძნობიარე ვარ ფერების მიმართ. საინტერესოა, რატომ მოქმედებს ადამიანის განწყობაზე ტანსაცმლის, აქსესუარების, ოთახის კედლების შეფერილობა? მარინა ლ.

ადამიანი, საზოგადოდ, მგრძნობიარე და ემოციური არსებაა, ხოლო ქალებს ფერთა შეგრძნება რამდენადმე უფრო მძაფრი აქვთ. სტრესს თავი რომ დააღწიოს, ადამიანმა სწორად უნდა შეარჩიოს ფერები თავის გარშემო ან ფერთა თერაპიის სეანსი ჩაიტაროს. ფერი ადამიანზე განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს. ეს ჯერ კიდევ გოეთემ შეამჩნია და საკუთარ თავზე შეისწავლა განწყობილებაზე სპექტრულ ფერთა აღქმის გავლენა: ის დააკვირდა, როგორ ემოციას ჰგვრიდა ადამიანს სხვადასხვა ფერის მინაში ცქერა. მანვე შემოიღო "თბილი" და "ცივი" ფერების ცნება, რომელსაც დღეს როგორც ტერმინს ისე იყენებენ. გოეთემ დაადგინა, რომ თბილი ფერები -  წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი - აღმგზნებად, გამაცოცხლებლად, გამამხნევებლად მოქმედებს, ლურჯი და იისფერი ოდნავ ნაღვლიან გუნებაზე აყენებს ადამიანს, ხოლო მწვანე და ცისფერი ამშვიდებს.

სულით ავადმყოფთა მდგომარეობაზე, კლინიკაში არსებულ პირობებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება მიხეილ ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მე-4 (მამაკაცთა) განყოფილების გამგე, ქალბატონი ია ცქიტიშვილი.

- უმთავრესად რა დიაგნოზით წვანან თქვენს კლინიკაში პაციენტები, რომელი დაავადებების წილად მოდის ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი?
- შიზოფრენიაზე, აფექტურ მდგომარეობებზე, მანიაკურ-დეპრესიულ ფსიქოზზე. მათ მოჰყვება ორგანული პათოლოგიები - გვყავს პაციენტები, რომელთა ფსიქოზური აშლილობა თავის ტვინის ორგანული პათოლოგიებით არის გამოწვეული. შედარებით იშვიათია დემენციები, მათ შორის - ასაკობრივი ჭკუასუსტობა, ალცჰაიმერის დაავადება, პიკის დაავადება. ამ სნეულებებით დაავადებულები სიმპტომურ მკურნალობას უმთავრესად შინ იტარებენ.

ახალშობილებისა და პირველი თვეების ჩვილებისთვის დამახასიათებელია წამოქაფება - ე. წ. გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც კუჭში მოხვედრილი საკვები უკან, საყლაპავისკენ ბრუნდება. ეს მოვლენა კუჭისა და ნერვკუნთოვანი აპარატის ასაკობრივი უმწიფრობით აიხსნება.
წამოქაფების დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არ ირღვევა. ამონაღები მასა შეუხაჭოებელი რძეა.
ბუნებრივი კვების დროს ამოქაფება შესაძლოა გამოიწვიოს:

1. ნორმაზე მეტი საკვების მიღებამ;
2. აეროფაგიამ - საკვებთან ერთად ჰაერის ჩაყლაპვამ.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში პერსონალური კომპიუტერი აუხდენელი ოცნებების სფეროდან გაქრა და რეალური ცხოვრების განუყრელ კომპონენტად იქცა. ის მყარად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და მისი ზემოქმედება ყველაზე უფრო საგრძნობი პატარებისთვის გახდა. ვიდრე უფროსები ფრთხილად და გულისყურით ითვისებდნენ ყოველდღიური ცხოვრების ამ ახალ კომპონენტს და ეცნობოდნენ მისი მუშაობის პრინციპებს, ბავშვებმა თვალის დახამხამებაში ისწავლეს მისი მართვა... დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ კომპიუტერი ჩვეულებრივი სასწავლო ან სამუშაო მოწყობილობა კი არა, ნამდვილი მონათმფლობელია - ის უსიტყვოდ იმორჩილებს ჩვენი და ჩვენი შვილების გრძნობასა და გონებას.

ბავშვთა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის თანდაყოლილ დეფორმაციებს შორის ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას. იგი საქართველოშიც საკმაოდ არის გავრცელებული. სიხშირით მომდევნოა სხივის ძვლის ქვეამოვარდნილობა. მათ შესახებ გვესაუბრება ორთოპედი ნინო გასვიანი.

- მენჯის თავისებურების გამო ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა გოგონებში ხუთ-შვიდჯერ უფრო ხშირია, ცალმხრივ ამოვარნილობებს შორის კი მარცხენამხრივი ჭარბობს. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, პირველადი თანდაყოლილი ამოვარდნილობა იშვიათია. უფრო ხშირად ბავშვები მენჯ-ბარძაყის დისპლაზიით ანუ განუვითარებლობით იბადებიან, რომელიც შემდეგ აღზრდის, ადათ-წესების ან კლიმატური პირობების ზემოქმედებით ამოვარდნილობაში გადაიზრდება.

ღამით მუშაობა ჯანმრთელობას ვნებს
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ღამის ცვლაში მუშაობა შესაძლოა სიმსუქნის, დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიზეზად იქცეს. ღამის ცვლაში მომუშავეებს უქვეითდებათ სისხლში ლეპტინის დონე, რაც ზრდის გასუქების რისკს. იმავდროულად მკვეთრად ძლიერდება სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის გამომუშავება და იმატებს არტერიული წნევა. გამოკვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, მეცნიერებს აქვთ სარწმუნო საბუთები, რომლებიც ადასტურებს, რომ ღამის ცვლაში და მცოცავი გრაფიკით მუშაობა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების განვითარებას, თუმცა მუშაობის ასეთი რეჟიმის ჯანმრთელობაზე გავლენის მექანიზმი ჯერ კიდევ შეუსწავლელია.

პერიკარდიტი პერიკარდიუმის, გულის გარეთა გარსის, მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. რა იწვევს მას, როგორ ამოვიცნოთ და როგორი მკურნალობაა საჭირო, ამის შესახებ აკად. ზ. ცხაკაიას სახელობის თორაკოაბდომინალური კლინიკის ექიმი, კარდიოლოგი მარინა ჟიჟილაშვილი გვესაუბრება.

რისი ბრალია გრიპის სეზონური ეპიდემია
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რატომ ხდება გრიპის ეპიდემიის აფეთქება წელიწადის ცივ დროს. საქმე ის არის, რომ დაბალ ტემპერატურაზე ვირუსის ლიპიდური გარსი იქცევა მკვრივ წებოვან ჟელედ, რომელიც ვირუსს კარგად იცავს არასასურველი ზემოქმედებისგან, მაღალ ტემპერატურაზე კი იგი გადადის თხევად მდგომარეობაში, რაც ზრდის ვირუსის დასუსტებისა და დაღუპვის რისკს. ამიტომ არის, რომ სიცხეში ვირუსი ნაკლებ ხანს ცოცხლობს. მეცნიერთა აზრით, ეს ჰიპოთეზა ხსნის, რატომ ხდება გრიპის ეპიდემიის აფეთქება წელიწადის ცივ დროს და რატომ ცხრება იგი დათბობასთან ერთად. ყველა ექსპერტი როდი ეთანხმება ამერიკელი კოლეგების დასკვნას. ბრიტანული კოლეჯის მეცნიერმა, ვირუსოლოგმა ჯონ  ოქსფორდმა, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გრიპის ეპიდემია ტროპიკულ ქვეყნებშიც ხდება. "არა მგონია, ამ გამოკვლევის შედეგები ბოლომდე ხსნიდეს ვირუსის სეზონურობის მიზეზს. ჩემი აზრით, ამ პროცესში სხვა ფაქტორებიც უნდა ასრულებდნენ გარკვეულ როლს", - განაცხადა მან. 

მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ცხელების მესამე, ტემპერატურის დაქვეითების სტადიაზე წყდება თერმორეგულაციის ცენტრზე პიროგენული ნივთიერებების მოქმედება, იგი უბრუნდება ჩვეულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას და სხეულის ტემპერატურაც ნორმალურ დონეს აღწევს. ტემპერატურის დაქვეითების სტადიაზე ფართოვდება კანის სისხლძარღვები, რათა ორგანიზმში დაგროვილი სითბო გარემოში გამოიყოს. ამ ყოველივეს თან სდევს გაძლიერებული ოფლდენა და სუნთქვის გახშირება. მაღალი ტემპერატურა ყოველთვის ერთნაირად არ იკლებს. ტემპერატურის კლება, ისევე როგორც მატება, შესაძლოა იყოს სწრაფიც და ნელიც - დაიწიოს რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეც კი გაგრძელდეს. როდესაც ტემპერატურა ნორმალურ მაჩვენებელს 2-3 დღის განმავლობაში უბრუნდება, ცხელების ასეთ დასასრულს ლითიური ან ლიზისური ეწოდება, ხოლო როდესაც მაღალი ტემპერატურა ნორმულ და ზოგჯერ სუბნორმულ მაჩვენებლებამდეც კი 12-24 საათში ეცემა - კრიტიკული, ანუ კრიზისული. ტემპერატურის კრიტიკული დაცემა დამახასიათებელია ისეთი პათოლოგიებისთვის, როგორიც არის კრუპოზული პნევმონია, მალარია. ლითიური ტიპით ტემპერატურა ბრონქოპნევმონიისა და მუცლის ტიფის დროს იკლებს.

ცხელებიანი ავადმყოფი განსაკუთრებულ მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია მის ზოგად მდგომარეობაზე დაკვირვება და სათანადო ზომების მიღება: საცვლებისა და, საჭიროებისამებრ, თეთრეულის გამოცვლა, გამშრალება, გამჭოლი ქარის არიდება, საბნის დახურვა და სხვა. მომვლელმა უნდა იცოდეს, რომ ცხელებას სამი ძირითადი პერიოდი აქვს. პირველ პერიოდში ტემპერატურის მომატებას თან სდევს შემცივნება, ტუჩების, კიდურების ციანოზი (სილურჯე), თავის ტკივილი. ამ პერიოდში საჭიროა, ავადმყოფს თბილად დავახუროთ, ფეხებთან შემოვუწყოთ სათბურები, დავალევინოთ ტკბილი, მაგარი ჩაი. მეორე პერიოდში, როდესაც ტემპერატურა მაქსიმალურად იმატებს, ავადმყოფმა დიდი ოდენობის სითხე უნდა მიიღოს. თავის ტკივილის დროს რეკომენდებულია თავზე ყინულიანი ბუშტის ან ძმრისა და წყლის ნარევში (2 სუფრის კოვზი ძმარი + 0,5 ლიტრი წყალი) დასველებული საფენის დადება. ამავე პერიოდში სასურველია სიცხის დამწევი მცენარეული ნაყენების გამოყენება. მით უფრო, რომ მრავალ მათგანს სიცხის დამწევ და ოფლმდენ ეფექტთან ერთად სამკურნალო მოქმედებაც აქვს.

ყველაზე გავრცელებულ და ხშირად გამოყენებად წამლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია სიცხის დამწევ პრეპარატებს. ისინი ყველაზე პოპულარულია პედიატრიაში. არც არის გასაკვირი - გაციებას, ინფექციურ და სხვა დაავადებებს ხომ ტემპერატურის მომატება სდევს თან. ამჯერად მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ სიცხის დამწევ პრეპარატებზე, მათი მოქმედების მექანიზმზე, გამოყენების აუცილებლობასა და უსაფრთხოების წესებზე. გახსოვდეთ, ნებისმიერმა მედიკამენტმა არასწორად და არადანი¬შნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში ორგანიზმს სარგებლობის ნაცვლად შესაძლოა ზიანი მოუტანოს. რას წარმოადგენს სიცხის დამწევი პრეპარატი? მხოლოდ სიმპტომური საშუალებაა (ანუ მხოლოდ დროებით აქვეითებს ტემპერატურას და ხსნის ტკივილს) თუ მაკურნებელი ეფექტიც აქვს?

ცხოვრების დაძაბული რიტმი ბევრს დროს აღარ უტოვებს, ჩაეძიონ დაღლილობის ან უქეიფობის მიზეზს და როდესაც დაავადებას აღმოაჩენენ, წესისამებრ, ეს უკვე ტუბერკულოზის შორს წასული ფორმაა. რაც უფრო მალე მიაგნებთ მიზეზს, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, დაიბრუნოთ სხეულის სიჯანსაღე. ტუბერკულოზის სიმპტომები და ნიშნები მეტად მრავალფეროვანია. ისინი დამოკიდებულია დაავადების განვითარების ტიპზე, მის ფორმაზე, ინფექციური პროცესის
ლოკალიზაციის ადგილსა და, რასაკვირველია, ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. დაავადების სიმპტომების მრავალფეროვნებაზე, მათი განვითარების თავისებურებებზე, დიაგნოსტიკის პრობლემებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ფთიზიოპულმონოლოგიური ცენტრის ექიმ-ფთიზიატრს თინათინ მახარაძეს.

ადამიანის სხეულის ტემპერატურა მუდმივია და დღე-ღამის განმავლობაში უმნიშვნელოდ (დაახლოებით 0,3-0,5 გრადუსით) იცვლება - დღისით უფრო დაბალია, საღამოს კი ოდნავ იმატებს. ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურა იღლიის ფოსოში 36-დან 36,8 გრადუსამდე მერყეობს, თუმცა ზოგიერთს შესაძლოა 36 გრადუსზე ოდნავ დაბალი ან 37 გრადუსზე ოდნავ მაღალიც ჰქონდეს. ტემპერატურას ზომავენ სპეციალური სამედიცინო თერმომეტრით, რომელსაც აქვს სკალა 35-დან 42 გრადუსამდე დანაყოფებით. გაზომვა საჭიროა დღეში ორჯერ: დილით 7-დან 9 საათამდე და საღამოს დაახლოებით 18 სთ-ზე. ზოგჯერ ექიმის მითითებით ავადმყოფს სხეულის ტემპერატურას უფრო ხშირად უზომავენ.

ამ სტატიის დაწერისკენ მკითხველთა იმ წერილებმა გვიბიძგა, რომლებიც მრავლად მოდის "ოჯახის მკურნალის" რედაქციაში და სადაც მკითხველები ოპერაციის შემდგომ ტემპერატურას უჩივიან და მის მიზეზებს ეძიებენ. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს:

სეფსისი გენერალიზებული ინფექციური დაავადებაა. განურჩევლად გამომწვევისა (გრამდადებითი თუ გრამუარყოფითი ბაქტერიები), ინფექციის შეჭრის ადგილისა, ჩირქოვანი მეტასტაზების არსებობა-არარსებობისა, პროცესის მიმდინარეობისა (ელვისებური, მწვავე, ქრონიკული) თუ სხვა ფაქტორებისა, მისი დამახასიათებელი კლინიკური ნიშანი, რომელიც თითქმის გადამწყვეტია დიაგნოზის დასმისას, არის ტემპერატურული რეაქცია. გვესაუბრება აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსსუ-ის ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი სეფსისის დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მალვინა ჯავახაძე.

მაღალი და დაბალი ტემპერატურების მონაცვლეობა ინფექციურ დაავადებებს ახასიათებს. ტემპერატურის ხანგრძლივობისა და ცვალებადობის მიხედვით დიაგნოზის დასმაც კია შესაძლებელი. გვესაუბრება ინფექციონისტი ივეტა მურუსიძე.

- ყველაზე მეტად რომელი ინფექციური დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ტემპერატურული ცვლილებები?
- თითქმის ყველა ინფექციური დაავადება ტემპერატურის მომატებით მიმდინარეობს. თუ ასე არ მოხდა, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს დასუსტებულ, იმუნიტეტდაქვეითებულ ორგანიზმთან, თუმცა შესაძლოა, ჩვილ ასაკში, კერძოდ, ახალშობილობის პერიოდში, დაავადების მძიმე ფორმები ტემპერატურის მკვეთრი მომატების გარეშე და უსიცხოდაც კი მიმდინარეობდეს.

"კაცობრიობას სამი უმთავრესი მტერი ჰყავს - ცხელება, შიმშილი და ომი. მათგან ყველაზე დიდი და საშინელი ცხელებაა", - წერდა ამერიკელი ექიმი უილიამ ოსლერი. ჩვენი სტუმარია აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს თერაპევტი, მედიცინის დოქტორი აკაკი სარიშვილი.

- რა არის ცხელება და ტემპერატურის რომელი ციფრები ითვლება ნორმად?
- ცხელება ორგანიზმის ზოგადი და რთული რეაქციაა სხვადასხვა, უმეტესად ინფექციურ გამღიზიანებელზე, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა ნორმაზე მეტად იწევს. იღლიის ფოსოში გაზომვისას ტემპერატურის ნორმად 36,3-36,9°C ითვლება.

ადამიანის ორგანიზმში ქსოვილები და ორგანოები მუდმივად წარმოქმნიან სითბოს, რომლის ნაწილი ორგანიზმშივე იხარჯება, ნაწილი კი გარემოში გამოიყოფა. სხეულსა და გარემოს შორის განუწყვეტლივ მიმდინარეობს სითბოს ცვლა, თუმცა სხეულის ნორმალური ტემპერატურა სხვადასხვა მექანიზმის წყალობით მუდმივი რჩება. მისი მაჩვენებელი 36,5-დან 37,2-მდე მერყეობს. ცხოველთა სხეულის ნორმალური ტემპერატურა კი ასეთია: ღამურა - 1,30C, ზღვის გოჭი - 3,50C, სპილო - 3,50C, ცხენი - 37,60C, ძროხა - 38,30C, კატა - 38,60C,  ძაღლი - 38,90C, ცხვარი - 390C, ღორი - 39,10C, ბოცვერი - 39,50C, თხა - 39,90C, ქათამი - 41,50C, მზეზე მყოფი ხვლიკი - 50-600C.

ქალის ორგანიზმის ტემპერატურა სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდის და მისი გაზომვაც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. ამის შესახებ გვესაუბრება

ჩემი ბიჭუნა სამი წლისაა. მინდა, თანდათან დამოუკიდებლობას მივაჩვიო, მაგრამ ვერ ვახერხებ - არ სურს, თვითონ ჩაიცვას, მოითხოვს, ხელით ვაჭამო. როგორ მოვიქცე? თამარი, თბილისი

დღეს ცხოვრების ტემპი მეტისმეტად აჩქარდა. ქალების უმრავლესობა ცდილობს, ერთმანეთს შეუთავსოს საოჯახო საზრუნავი და სამსახური, ყურადღება არ მოაკლოს ბავშვებს, მაგრამ როცა დრო არ ითმენს და ყოველი წუთი გათვლილია, ბავშვი კი ზოზინებს, არ სურს ჩაცმა, პირში უსასრულოდ ატრიალებს ლუკმას და კოვზით ხელში ჩაფიქრებული ერთ წერტილს მიშტერებია, დედა იძულებულია, დაივიწყოს აღმზრდელობითი მეთოდები და ბავშვის მაგივრად ყველაფერი თვითონ გააკეთოს. რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია, თვითონ ჩააცვას შვილს ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი, თვითონ აჭამოს ფაფა, ვიდრე შემდეგ დიდხანს წმინდოს მოსვრილი სამზარეულო, თვითონ ამოუხსნას ამოცანა, ვიდრე მოთმინებით აუხსნას მისი ამოხსნის პრინციპი.

mkurnali.geძალიან მაწუხებს ჩემი შეყვარებულის არაორგანიზებულობა. მაგალითად, შევთანხმდით შეხვედრაზე - ის აუცილებლად დაიგვიანებს ერთი საათით ან საათნახევრით, მე კი ვზივარ და ველოდები. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ამის მოთმენა? ქეთი, 23 წლის

რატომ იხვევთ წყენას გულში, რა საჭიროა ამის დამალვა? აუცილებლად უთხარით თქვენს შეყვარებულს ამის შესახებ. რა თქმა უნდა, სკანდალის მოწყობა არ ღირს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ასეთი საქციელით დაგღალათ. გარდა ამისა, დაიმახსოვრეთ: თქვენ არ უნდა დაიტანჯოთ მისი არაორგანიზებულობის გამო. თუ თქვენი შეყვარებული იგვიანებს, თქვენ სრული უფლება გაქვთ, არ დაელოდოთ. ან, პირიქით, საგანგებოდ დაუნიშნეთ შეხვედრა ერთი საათით ადრე, რათა მან დროულად მოსვლა მოასწროს.

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად