ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_18 მკურნალი #_18
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_18 მკურნალი

როგორ გადავუღოთ ბავშვს სურათი? ეს ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვა სულაც არ არის უმნიშვნელო. ოჯახის ისტორიის ფოტოებზე აღბეჭდვა ბევრს უყვარს. რა სჯობს, როცა ალბომს გადაშლი და შვილის ბავშვობა კიდევ ერთხელ ჩაგიქროლებს თვალწინ... ასეთი ქრონიკის შექმნა მშობლებს ძალიან სიამოვნებთ. პირველი ღიმილი, სათამაშოსკენ პირველად გაწვდილი ხელი, ტირილი, ვაშლის პირველი დაგემოვნება... თუმცა საქმის მცოდნენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბავშვის გადაღება ნამდვილად არ არის ისეთი იოლი, როგორიც ერთი შეხედვით გვგონია. პატარები ადგილზე წამითაც არ ჩერდებიან, ზოგიერთი ფოტოკამერის დანახვისას იმალება კიდეც, ზოგიერთს კი თავად უჩნდება ფოტოგრაფობის სურვილი და დაჟინებით მოითხოვს ძვირადღირებული ტექნიკით თამაშს. ყველა ბავშვი ინდივიდია, ამიტომ მათი გადაღება სწორედ პიროვნულ თავისებურებათა გათვალისწინებით არის საჭირო.

ორგანიზმში მიკრობთა შეჭრის აუცილებელი პირობაა კარიბჭის არსებობა, რაც უმთავრესად კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანების შედეგად ჩნდება. ასეთი დაზიანება ხშირად თვალით უხილავია. ზოგჯერ ბაქტერიები ორგანიზმში კანის დაუზიანებლადაც ხვდებიან, მაგალითად, ხდება მათი ჩანერგვა თმის ბუდეებში.

ძირმაგარა ანუ ფურუნკული. ფურუნკული - ეს არის თმის ბუდისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვანი ანთება. იგი ვითარდება თმიან ადგილებში, სადაც უხვადაა საოფლე ჯირკვლები. ძირმაგარა წარმოიქმნება ისეთ ადგილებზე, რომლებიც მუდმივად მექანიკურად ღიზიანდებიან (კისრის უკანა ზედაპირი, იღლიის ფოსო, წელის არე, ბარძაყის შიგნითა ზედაპირი და სხვა). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს კანის დაბინძურება და მცირე ტრავმები. ფურუნკულის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დამცველი ძალის დაქვეითება, რასაც ქრონიკული დაავადებები - მაგალითად, დიაბეტი - უწყობენ ხელს. ქრონიკული დაავადებებისა და მიკროტრავმების გარდა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთაც ფურუნკულის განვითარება შეიძლება მოჰყვეს:

თუ შეიძლება, მიპასუხეთ: რენტგენით დამისვეს დიაგნოზი - "შუბლის წიაღი არის ჰიპერპლაზიური". რას ნიშნავს ეს? ესე იგი არ არის შუბლის წიაღი განვითარებული? საჭიროებს ეს მკურნალობას თუ არა? საერთოდ, რას იწვევს? რომ არ მივაქციო ყურადღება, რაიმე გართულება მოჰყვება? ვარ 47 წლის.

დავიწყოთ იმით, რომ ჰიპერპლაზია არ ნიშნავს განუვითარებლობას. ბერძნულად "ჰიპერ" ზედმეტს,  ჭარბს ნიშნავს,  "პლაზის" კი წარმოქმნას. ჰიპერპლაზია არის ცალკეულ ქსოვილთა შემადგენელი ელემენტების რაოდენობრივი მატება მათი უჯრედების გამრავლების ხარჯზე, ფაქტობრივად, უჯრედოვანი ელემენტების ჭარბად წარმოქმნაა.

გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ინფორმაცია ცხიმოვანი ჰეპატოზის შესახებ. რას ნიშნავს ეს და აუცილებელია თუ არა ექიმთან მისვლა?

ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ღვიძლის სტეატოზი ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას წარმოადგენს. ეს არის ღვიძლის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები, ჰეპატოციტები, გაცხიმოვნებას განიცდის. აღნიშნული პათოლოგიური პროცესის მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლიზმი, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადება, მაგალითად, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით ცხიმების მიღება და მათი სისხლში ჭარბად დაგროვება ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო, ღვიძლზე სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებისა და ზოგიერთი მიკროორგანიზმის ზემოქმედება, კორტიკოსტეროიდების, ესტროგენების, ტეტრაციკლინებისა და ზოგიერთი სხვა პრეპარატის ხანგრძლივად მიღება.

სიფილისი, იგივე ათაშანგი (Syphilis, Lues venerea) დაავადებაა, რომელიც გადაედება როგორც სქესობრივი გზით, ასევე დაავადებული ორსულისგან ნაყოფს. თითქოს ეს დაავადება წარსულს ჩაბარდა, მაგრამ უკანასკნელ ხანს აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებში მისი ახალი ტალღა აგორდა. მოვლენების ასეთმა შემობრუნებამ ზოგიერთი ექიმი საგონებელში ჩააგდო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ექიმებს სწორი დიაგნოზის დასმა უჭირდათ. გერმანიაში 2001-2006 წლებში სიფილისით დაავადებულთა რიცხვი ორჯერ გაიზარდა, ბრიტანეთში - 10-ჯერ, საფრანგეთში კი 16-ჯერ. როგორი მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით? ამ და სხვა კითხვებზე "ავერსის კლინიკის" ექიმი-დერმატოვენეროლოგი რუსუდან კახიძე გვიპასუხებს.


- ქალბატონო რუსუდან, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ათაშანგით დაავადებულთა რიცხვმა იმატა. როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში?

თავშეუკავებლობის შედეგებს ყოველთვის ვიმკით
ერთი დიდი სისუსტე მაქვს - ჭამა მიყვარს, თუმცა სულაც არ ვარ მსუქანი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ორგანიზმი ზედმეტ კალორიებს ადვილად წვავს. ამ რამდენიმე ხნის წინ ამ ჩემმა მავნე გატაცებამ ნიშანი მომცა - დამეწყო კუჭის წვა, რომელიც თითქოს ასატანი იყო, მაგრამ მაინც ძალიან მაწუხებდა. თავდაპირველად ყველა რეკლამირებული წამალი ვსინჯე. ვიფიქრე, რაკი ამდენს აქებენ, ალბათ მართლა შველის-მეთქი, მაგრამ როგორსაც ველოდი, ისეთი შედეგი არ გამოიღო - კუჭის წვაზე მეტად საფულე შემიმსუბუქა. ასევე, ვსვამდი ბევრ რძეს, პიტნის ნახარშს, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ მივეტანე ბორჯომს, დღეში ერთ ბოთლს მაინც ვცლიდი. შვება ვიგრძენი, მაგრამ წვის შეგრძნებამ საბოლოოდ მაინც არ გამიარა. არ მოვეშვი და ძიება განვაგრძე. უამრავი საშუალება ვცადე და რამდენიმე თვეში მივაგენი კიდეც საჭირო რეცეპტს. გულით გირჩევთ, ჩაიწეროთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ. დარწმუნებული ვარ, გიშველით.

პროსტატა, იგივე წინამდებარე ჯირკვალი, მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავების რეგულაციაში და უზრუნველყოფს ერექციული მექანიზმის ჯანსაღ ფუნქციობას. მასში წარმოქმნილი სითხე სპერმატოზოიდების ნორმალურ მოძრაობას განაპირობებს.
პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ანთებაა. ეს ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პათოლოგიაა 20-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის. წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ჩვენს თანამემამულეებს განსხვავებული პოზიცია აქვთ - ექიმთან მხოლოდ მაშინ მიდიან, როდესაც დაავადება მეტისმეტად შეაწუხებთ.

თუ შეიძლება, დაწვრილებით აგვიხსენით, რას ნიშნავს ვესტიბულური დარღვევა. რა პრეპარატებით უნდა ვიმკურნალო ამ დროს? შეიძლება თუ არა ციტომაკის მიღება? ვესტიბულური აპარატი კარიბჭე-ლოკოკინას, ანუ სმენისა და წონასწორობის ორგანოს ნაწილია. მას ეკუთვნის ლაბირინთი, კარიბჭის ნერვი, მისი ბირთვები და კავშირები. ვესტიბულური აპარატი სხეულზე გრავიტაციული ზემოქმედების შეგრძნების ხარჯზე უზრუნველყოფს გარემოში მისი მდებარეობის განსაზღვრას და წონასწორობის შენარჩუნებას. გარემოში ორიენტირების შესაძლებლობასაც ის განაგებს. როდესაც ვესტიბულურ დარღვევებზე ლაპარაკობენ, გულისხმობენ ვესტიბულური აპარატის დაზიანების შემთხვევაში გამოვლენილ ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის თავბრუხვევა, ნისტაგმი და ატაქსია.

დღეს ესოდენ პოპულარული ერთჯერადი საფენების გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ნიუანსი, რათა პატარას ჯანმრთელობას უნებურად ზიანი არ მივაყენოთ. დღეს ბევრი იყენებს ერთჯერად საფენებს. ისინი მართლაც საოცრად აადვილებენ დედის ყოველდღიურ შრომას. რას წარმოადგენს ერთჯერადი საფენი და რატომ არის ძნელი მის გარეშე ჩვილის გაზრდა? ერთჯერადი საფენების უპირატესობა აშკარაა. მათი წყალობით დედა თავისუფლდება ზედმეტი შრომისგან, მათივე დამსახურებაა, რომ ბავშვს ნაზ კანს აღარ უღიზიანებს შარდსა და განავალთან ერთად გამოყოფილი ნივთიერებები და ნაკლებად ეხება მიკრობებიც. პამპერსის პირველი შრე ტენს ატარებს, მეორე, რომელიც ცელულოზას შეიცავს, აკავებს მას, ხოლო მესამე, სინთეტიკური და ტენისადმი მდგრადი, გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. პამპერსის ერთ-ერთი უპირატესობა სპეციალური რეზინები და მწებავი შესაკრავებია. მათი მეშვეობით ტრუსები ბავშვისთვის მოხერხებულ ფორმას იღებს, რისი წყალობითაც პატარას მოძრაობა აღარ ეზღუდება.

 

სასურველი არჩევანი
ჩვენს აფთიაქებსა და მაღაზიებში საფენების ისეთი მრავალფეროვნებაა, რომ არჩევანის გაკეთება ჭირს. მოდელები ბიჭუნებისთვის, გოგონებისთვის, რეზინიანი ტრუსები, ჰაერგამტარი საფენები... მაინც რომელი ჯობს? რა თქმა უნდა, უმჯობესია, ის საფენი შევიძინოთ, რომელსაც ვიცნობთ ან რომელსაც რეკომენდაციას პროფესიონალები უწევენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პამპერსი შეიცავდეს სპეციალურ გელს, რომელიც  კანის ზედაპირიდან ტენს შთანთქავს. ამის შესახებ ინფორმაციას პაკეტზე ამოვიკითხავთ. უმჯობესია, თავიდანვე შევარჩიოთ ერთი ფირმა და შემდგომ მხოლოდ ზომა ვცვალოთ. შესაფუთ პაკეტზე აუცილებლად ეწერება, როგორი წონის ბავშვისთვის არის განკუთვნილი საფენი. მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია ყოველთვის არ გამოგვადგება. დედამ თავად უნდა აირჩიოს, რომელი ზომაა მისი შვილისთვის შესაფერისი. ეს ბუნებრივია - პატარები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წონით, სიმაღლით, აგებულებით. ერთი და იმავე წონის მსუქან და გამხდარ ბავშვს შესაძლოა სხვადასხვა ზომის პამპერსი დასჭირდეს. მთავარია, საფენი კარგად იყოს მორგებული სხეულზე, არ უჭერდეს ბავშვს მუცელზე და არ რჩებოდეს სივრცე ტენის გამოსასვლელად. გაითვალისწინეთ ბავშვის სქესი. წოლისას ბიჭუნა უპირატესად პამპერსის წინა ნაწილს ასველებს, ხოლო გოგონა - ცენტრალურს და უკანას. მწარმოებლები ამ თავისებურებას ითვალისწინებენ, თუმცა არსებობს უნივერსალური მოდელებიც.

 

მოვიშოროთ ეჭვი
ახალგაზრდა დედები ხშირად კითხულობენ, ხომ არ უქმნის პამპერსი საფრთხეს ბავშვის ჯანმრთელობას. მსგავსი ეჭვი უფროსი თაობის გავლენით ჩნდება: ბებიები, რომლებიც თავიანთ შვილებს ჩვრებში ახვევდნენ, პამპერსს არ ენდობიან. ზოგიერთს კი სხეულის ტემპერატურის მომატება, ეგრეთ წოდებული სათბურის ეფექტი აშინებს. მსგავსი დისკომფორტისგან პატარას დაცვა ძნელი არ არის. ამისთვის საკმარისია რეგულარული ჰაერის აბაზანები და პამპერსების დროული გამოცვლა. ოპტიმალურია სამსაათიანი ინტერვალი. თუ პამპერსს მთელი დღით დატოვებთ ბავშვის ტანზე, ნუღარ გაგიკვირდებათ, როცა კანის გაღიზიანებას აღმოაჩენთ. ზოგჯერ მშობლები ერთჯერად საფენებს მხოლოდ სეირნობის, მგზავრობის ან ექიმთან ვიზიტის დროს იყენებენ, სხვა დროს კი ტრადიციული მრავალჯერადი საფენებით გადიან იოლას. მსგავს მიდგომაში ნამდვილად არის რაციონალური მარცვალი. გამონაყარის, დერმატიტის პრობლემას პედიატრი იოლად უმკლავდება. ამ შემთხვევაში ინიშნება სპეციალური მალამო, რომლის წასმაც პამპერსის ყოველი გამოცვლის დროს არის საჭირო. ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა: მიეჩვევა თუ არა პამპერსს მიჩვეული პატარა ქოთანს? სპეციალისტები გვირჩევენ, 8-12 თვიდან პატარა რეგულარულად დავსვათ ქოთანზე. ამავე ასაკიდან თანდათან შევზღუდოთ პამპერსის გამოყენება. 2 წლის ასაკისთვის ბავშვი პამპერსს უნდა გადაეჩვიოს.

 

განსაკუთრებული შემთხვევა
არის შემთხვევები, როცა ბავშვის ორგანიზმი ვერ იტანს ერთჯერად საფენს. ამ დროს ხშირი გამოცვლაც უშედეგოა და მალამოების გამოყენებაც. ამ შემთხვევაში იძულებული ვართ, მრავალჯერად საფენებზე გადავიდეთ. გარდა ასეთი გამონაკლისებისა, ერთჯერადი საფენი მშვიდად შეიძლება გამოვიყენოთ. გონივრული მოხმარებისას ის ზიანს არ აყენებს ბავშვის ორგანიზმს, პირიქით, მას სითბოსა და კომფორტს უნარჩუნებს.

 

 

 

ამ საკითხმა მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ ვრცელი და კომპეტენტური ინფორმაციისთვის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ვესტუმრეთ. ჩვენს კითხვებს მედიცინის დოქტორი მაია ცინცაძე უპასუხებს.

წლამდე ასაკის ბავშვისთვის დედის რძე შეუცვლელი საკვებია, ამიტომ გირჩევთ, ძუძუს წოვებაზე არასდიდებით არ თქვათ უარი, თუ რაიმე მნიშვნელოვანმა მიზეზმა არ შეგიშალათ ხელი. სახელდობრ, რა მიზეზით შეიძლება შევწყვიტოთ ძუძუთი კვება? ბუნებრივ კვებას რამდენიმე უკუჩვენება აქვს, რომელთაც აბსოლუტურ და შედარებით უკუჩვენებებად ყოფენ. მაგალითად, ჰიპოლაქტაზია, ფერმენტ ლაქტაზის ნაკლებობა, ის მდგომარეობაა, როცა ჩვილისთვის დედის რძის მიცემა არამც და არამც არ შეიძლება. საქმე ის გახლავთ, რომ ლაქტაზის გარეშე პაწია დედის რძეს ვერ აითვისებს.

ბავშვებისთვის, განსაკუთრებით ბიჭებისთვის, სიმაღლის მოსამატებელი პრეპარატებისა და ვიტამინების მიცემას არ გვირჩევენ - სქესობრივ ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებსო. მართალია თუ არა ეს? საერთოდ, რას გვირჩევთ, თუ ბავშვი სიმაღლეში ჩამორჩა?

ზრდაში ჩამორჩენა აშკარა ხდება 5-6 წლის ასაკში. ისე კი, მშობლებმა დაბადებიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება ბავშვის ზრდასა და განვითარებას. ზრდაში ჩამორჩენა შეიძლება გამოიწვიოს:

 ზრდის (სომატოტროპული) ჰორმონის დეფიციტმა;
 ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ;
 ძვლის ხრტილის პათოლოგიამ (ამ შემთხვევაში ზრდა არაპროპორციულია).
ბავშვის ზრდა-განვითარებაში დიდ როლს ასრულებს კვება.

ციტრუსები სიმსუქნისა და დიაბეტის წინააღმდეგ
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ციტრუსებში შემავალი ფლავონოიდი ნარინგენინი ხელს უშლის წონის მომატებას და მეტაბოლურ სინდრომთან დაკავშირებული სხვა სიმპტომების გამოვლენის ალბათობასაც ამცირებს. შეგახსენებთ - მეტაბოლურ სინდრომს ხშირად მოსდევს დიაბეტი და გულის დაავადებები. გამოკვლევა დასავლეთ ონტარიოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარდა. საცდელი თაგვების ერთი ჯგუფი გადაიყვანეს ცხიმიან დიეტაზე, რითაც მეტაბოლური სინდრომის სიმპტომების პროვოცირება მოახდინეს.

"რატომ ჰქვია ხელს მარჯვენა? სად ცხოვრობს ანგელოზი? როგორ აკეთებენ ნაყინს?" - როგორ ვუპასუხოთ მსგავს შეკითხვებს, ან რატომ სვამენ მათ ასე ხშირად პატარები? არსებობს ორი მიზეზი, რომელთა გამოც უფროსები ბავშვების კითხვებს გაურბიან. პირველი - ის, რომ პატარები მაინც ვერ მიხვდებიან, მეორე კი ის, რომ მშობლებმა თავად არ იციან პასუხი. კითხვა ზოგჯერ მართლაც არ არის მარტივი.

კითხვა პირველი
კითხვა, რომელსაც ყველა მშობელი ელოდება, ასე ჟღერს: "საიდან ჩნდებიან ბავშვები?" იცვლება პასუხის ფორმა, თანდათან მცირდება ასაკი, როცა ბავშვი პირველად გამოხატავს ინტერესს ამ საკითხის მიმართ, მაგრამ თავად კითხვა უცვლელი და მარად აქტუალური რჩება, ამიტომ ყველა მშობელს მზად უნდა ჰქონდეს პასუხის თავისი ვერსია.

ბევრს მიაჩნია, რომ დიაბეტიანი ქალისთვის დაორსულება, ნაყოფის შენარჩუნება და მშობიარობა გმირობის ტოლფასია. რამდენად ახლოს არის სიმართლესთან ეს შეხედულება? ამაზე სასაუბროდ მე-3 სამშობიარო სახლის თერაპევტს მარინე აბაშიძეს ვეწვიეთ.

- ქალბატონო მარინე, საშიშია თუ არა დიაბეტიანი ქალისთვის დაორსულება?
- არც ისე დიდი ხნის წინ შაქრიანი დიაბეტი და ორსულობა ერთმანეთთან შეუთავსებელ ცნებებად ითვლებოდა. ექიმები დღემდე კამათობენ, შეიძლება თუ არა დიაბეტიანი ქალის დაორსულება თუნდაც კარგად კომპენსირებული დაავადების შემთხვევაში. აკრძალვით, შესაძლო რისკსა და გართულებებზე ლაპარაკით, ქალის დაშინებით ეს პრობლემა არ მოგვარდება.

შესაძლებელია თუ არა ოპერაციით დიაბეტის განკურნება?
ცხადია, ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის ერთ-ერთი რთული მეთოდია, მაგრამ როცა საქმე შაქრიან დიაბეტს ეხება, გართულებათა რისკი უფრო იმატებს. რისკის მატება უშუალოდ უკავშირდება შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ ცვლილებებს, მათ შორის - ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის დარღვევას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, სისხლძარღვებისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემებს. და მაინც, თუ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულს ოპერაცია დასჭირდა, თანამედროვე ქირურგია უმეტესად წარმატებით ძლევს შაქრიანი დიაბეტით გამოწვეულ პრობლემათა წყებას, თუმცა საამისოდ საჭიროა განსაზღვრული წესების ზედმიწევნით დაცვა.

დიაბეტით დაავადებულები ხშირად თავს ავადმყოფებად კი არ მიიჩნევენ, არამედ ადამიანებად, რომლებიც განსაზღვრული რეჟიმით ცხოვრობენ და უნდა ითქვას, რომ ეს აზრი სიმართლისგან არც ისე შორს არის. დიაბეტით დაავადებულს თავდაპირველად შესაძლოა მხოლოდ საერთო სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება გამოაჩნდეს. ეს სნეულება უმეტესად თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების გამოვლენის შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ეს გართულება შეიძლება იყოს ტანის ქავილი და ჩირქოვანი დაავადებები, მხედველობის დაქვეითება, კიდურთა მგრძნობელობის შეცვლა და ტკივილი, სტენოკარდიული შეტევები, გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება. არტერიული წნევის მომატების შედეგად შესაძლოა დიაბეტური კომაც კი განვითარდეს.

ექიმები ყველა დიაბეტიანს ურჩევენ, შეზღუდონ ან საერთოდ უარი თქვან შაქრის მიღებაზე, მაგრამ ბევრს უჭირს ტკბილზე უარის თქმა. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის მოიგონეს შაქრის შემცვლელები. შაქრის შემცვლელები ორნაირია: ბუნებრივი და ხელოვნური.
 
ბუნებრივი შაქრის შემცვლელები
ბუნებრივ შაქრის შემცვლელებს შეიცავს ზოგიერთი მცენარე, ხილი, კენკრა, ბოსტნეული, მათ მიეკუთვნება ფრუქტოზა, ქსილიტი, სორბიტი, მალტიტი, იზომატი.

შაქრიანი დიაბეტი არც ერთ ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემას არ ინდობს. არც გულ-სისხლძარღვთა სისტემაა გამონაკლისი. შაქრიანი დიაბეტის ფონზე გაცილებით სწრაფად ვითარდება ათეროსკლეროზი და არტერიული ჰიპერტენზია, რომლებიც მისი განუყრელი თანამგზავრები არიან.

არტერიული ჰიპერტენზია
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში არტერიული ჰიპერტენზია 2-3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნახშირწყლების ნორმალური ცვლის მქონე ადამიანებში. რისკჯგუფში არა მარტო I ტიპის დიაბეტის მქონენი, არამედ ისინიც შედიან, ვინც ნახშირწყლების დონეს აბების დახმარებით არეგულირებს.

დიაბეტის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადების, თავისებურებებსა და გართულებებზე არაერთი საინტერესო ინფორმაცია დაბეჭდილა ჩვენს ჟურნალში. ეს რომ მსოფლიო დონის პრობლემაა და მოწინავე ქვეყნებში განსაკუთრებულად ზრუნავენ დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობაზე, ესეც კარგად მოეხსენება ჩვენს მკითხველს. ამჯერად გვინდა, თქვენი ყურადღება საქართველოში არსებულ ვითარებასა და მოქმედ პროგრამებზე შევაჩეროთ. სამწუხაროდ, დიაბეტი საქართველოსთვისაც
სერიოზული სატკივარია - ზრდასრულ მოსახლეობასთან ერთად ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილსაც მოიცავს, თუმცა უკანასკნელი კატეგორია მეტ-ნაკლებად დაცულია და უზრუნველყოფილია სათანადო პაკეტით. სწორედ ამ პროგრამის ცალკეული დეტალების გასარკვევად ვეწვიეთ დიაბეტიან ბავშვთა
სარეაბილიტაციო ცენტრს და დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტს, ქიმიის
მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ კობა ამირხანაშვილს გავესაუბრეთ:

ბავშვებსა და მოზარდებს შორის პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი გაცილებით მეტად არის გავრცელებული, მეორე ტიპი კი უმთავრესად ზრდასრულთა დაავადებად მიიჩნევა, თუმცა ბავშვებსა და მოზარდებს შორისაც გვხვდება დიაბეტის ისეთი ფორმები, რომლებიც ზოგიერთი თვისებით მეორე ტიპისას უახლოვდება. მათ აღსანიშნავად სპეციალური ტერმინიც კი შემოიღეს - MODY. აბრევიატურა ასე იშიფრება: მოზრდილთა ტიპის დიაბეტი ახალგაზრდებში. დიაბეტის ამ ფორმის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ლალი მახარაშვილი.

შაქრიანი დიაბეტი გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიურ და ტრავმულ დაავადებებთან ერთად XXI საუკუნის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად ითვლება. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საოცარი სისწრაფით იმატებს შაქრიანი დაბეტით დაავადებულთა რაოდენობა როგორც ზრდასრულებს, ასევე ბავშვებსა და მოზარდებს შორის. შაქრიან დიაბეტს უკვე განიხილავენ მოსალოდნელ ეპიდემიად - ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის შაქრიანი დიაბეტი ექნება 380 მილიონ კაცს, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 7%-ს, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ უნდა მოუაროს თავს დიაბეტიანმა. ამ საკითხებზე გვესაუბრება თბილისის ენდოკრინოლოგიური ცენტრის ექიმი, ენდოკრინოლოგი ია ხომერიკი.

გვესაუბრება აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი.

- საუბარი ბანალური შეკითხვით დავიწყოთ - რა არის შაქრიანი დიაბეტი და მის რომელ ფორმებს განასხვავებენ?
- შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით ანუ სისხლში შაქრის (უფრო სწორად გლუკოზის) კონცენტრაციის მომატებით. დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმებია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.

შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ენდოკრინული დაავადებაა, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმი ნორმალურად ვერ ითვისებს შაქარს, რის გამოც სისხლში მისი დონე იზრდება და ვითარდება ჰიპერგლიკემია. ქსოვილების, უჯრედების მიერ შეუთვისებელი გლუკოზა (შაქარი) რჩება სისხლში, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციისას კი იგი შარდშიც ხვდება. ყოველივე შესაძლოა ხდებოდეს ჰორმონ ინსულინის დეფიციტის ან იმის გამო, რომ უჯრედები ვერ ახერხებენ ორგანიზმში გამომუშავებული ჰორმონის სრულ რეალიზებას.

იწვევს თუ არა პასიური მოწევა შაქრიან დიაბეტს?
ბრიტანელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პასიური მოწევა ზრდის შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს. თამბაქოს წევასა და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას შორის კავშირის დასადგენად ბრიტანელ მეცნიერთა ჯგუფმა გამოკვლევა ჩაატარა. გამოკვლევაში, რომელიც 15 წელი გრძელდებოდა, 4572-მა კაცმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ მწეველები, ყოფილი მწეველები, პასიური მწეველები და არამწეველები, რომლებსაც არც სხვის მიერ მოწეული სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა უხდებოდათ.

შაქრიანი დიაბეტი მძიმე დაავადებაა, მაგრამ სრულფასოვანი ცხოვრება მის ფონზეც შესაძლებელია.

ოსტეოართროზი საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკული დისტროფიული (დეგენერაციული) დაავადებაა.

mkurnali.geმყავს მეუღლე და ორი წლის გოგონა. ვფიქრობ, რომ ცუდი დედა ვარ, რადგან ვეჭვიანობ ქმარზე, რომელიც შვილზე ჭკუას კარგავს. ნუთუ ნორმალურმა დედამ საკუთარი შვილის მიმართ ასეთი რამ შეიძლება განიცადოს? ელენე, 22 წლის

შეიძლება და თანაც როგორ! თქვენ ხომ არა მხოლოდ დედა, არამედ ქალიც ხართ და საყვარელი მამაკაცის ყურადღება გჭირდებათ. უბრალოდ, თქვენგან განსხვავებით, სხვა ქალები ამას არ აღიარებენ, საკუთარ თავსაც კი არ უმხელენ. ნუ დამალავთ წყენას, უთხარით ქმარს, რომ გსურთ, მასთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. გარდა ამისა, ეცადეთ, დამკვირვებლის როლში არ დარჩეთ და მამა-შვილის თამაშებში ჩაერთოთ.


ვხვდები ადამიანს, რომელიც საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ მისთვის ამის თქმას ვერ ვახერხებ, მას კი ძალიან ვუყვარვარ და მეუბნება, რომ ჩემზე დაქორწინება სურს. ის ძალიან მზრუნველი, ალერსიანი, ყურადღებიანია, მაგრამ მე მის მიმართ გულგრილი ვარ. რამდენჯერმე გადავწყვიტე მისთვის ამის თქმა, მაგრამ ბოლო წუთს გადავიფიქრე. არ ვიცი, ასე რატომ ვიქცევი. საკუთარ თავს გაუბედავს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. მაშ, რაშია საქმე და როგორ მოვიქცე? ვერიკო, 25 წლის

თავდაპირველად პასუხი გაეცით კითხვას: თუ სრულიად არ გიყვართ ეს მამაკაცი და გულგრილი ხართ მის მიმართ, მაშ, რა გაიძულებთ მის გვერდით ყოფნას? იქნებ ხელში "კარგი ვარიანტი" ჩაგივარდათ და არ გინდათ, ხელიდან გაუშვათ? იქნებ გარშემო მყოფნი, მშობლები ან მეგობრები, უნებურად ახდენენ თქვენზე ზეწოლას, როცა გეუბნებიან, რომ ასეთი მამაკაცები ქუჩაში არ ყრია?
თუ ეს ვერსიები სწორია, მაშინ უმჯობესია, დაშორდეთ. არ მოატყუოთ ის და იმედი არ გაუცრუოთ. ნუ დაამსგავსებთ საკუთარ ცხოვრებას ბანალურ საპნის ოპერას.

ვიცი, რომ ბიჭებს მოვწონვარ, მინდა, გავიცნო კიდეც ვინმე, მაგრამ... როცა ბიჭი მომიახლოვდება, მაშინვე ვიბნევი, ვწითლდები და ვცდილობ, სწრაფად გავეცალო იქაურობას. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ჩემთან მოიწყენენ. მე კოცნაც კი არ ვიცი! ანა, 17 წლის

როგორც ჩანს, საპირისპირო სქესთან ურთიერთობის, თუნდაც მეგობრობის ძალიან მცირე გამოცდილება გაქვთ. კარგად არც კი გაქვთ წარმოდგენილი, რას უნდა ელოდეთ ბიჭებისგან. იმისთვის, რომ დამშვიდდეთ და საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნოთ, ესაუბრეთ მეგობრებს, ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა მათმა პირველმა პაემანმა: სად იყვნენ, რას აკეთებდნენ და რაზე საუბრობდნენ ბიჭებთან. ნუ დაივიწყებთ, რომ პირველი პაემანი, როგორ წესი, უბრალო გასეირნება და საუბარია. გარდა ამისა, პირველი შეხვედრა არავითარ პასუხისმგებლობას არ გაკისრებთ. ნურც იმის გამო ინერვიულებთ, რა თემაზე ისაუბროთ. ბიჭებს უყვართ საუბარი მათთვის საინტერესო თემებზე და ძალიან გაახარებთ, თუ თქვენი სახით ყურადღებიან მსმენელს იპოვიან.

ერთი წლის წინ შეყვარებულს დავშორდი. უფრო სწორად, მან მიმატოვა. ოთხი თვის ორსული ვიყავი, მაგრამ იძულებული გავხდი, აბორტი გამეკეთებინა. ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ცოლი მოიყვანა და უკვე ბავშვსაც კი ელოდებიან. ძალიან მინდა, დავურეკო იმ ქალს და ვუთხრა, რომ მისი ქმარი ნაძირალაა, ვუამბო, რაც გამიკეთა, მაგრამ დედა ყველანაირად ცდილობს, გადამათქმევინოს. როგორ მოვიქცე? ნათია, 26 წლის

დავუშვათ, დარეკეთ და გამოააშკარავეთ ის გარეწარი, შემდეგ რა მოხდება? გაიგებს ის საცოდავი ქალი, რომ მისი ქმარი წესიერებით არ გამოირჩევა, დაიწყებს ნერვიულობას, დაიტანჯება. სახლში დაიწყება უსიამოვნება და ჩხუბი, ურთიერთობების გარკვევა. მამაკაცი დაიწყებს თავის მართლებას და სახლიდან გაქცევით უშველის თავს, ცოლს კი თავის პრობლემებთან მარტო დატოვებს. გამოვა, რომ მთავარ დარტყმას მიიღებს სრულიად უდანაშაულო ადამიანი. არა მგონია, მისმა ტანჯვამ თქვენი შეამსუბუქოს. გარდა ამისა, ამით მომავალ ბავშვსაც მიაყენებთ ზიანს, ეს კი ნამდვილად არ იქნება ლამაზი - მას ხომ თქვენთვის არაფერი დაუშავებია! ასე რომ, ყური უგდეთ დედის რჩევას და შურისძიებაზე უარი თქვით.

შეყვარებულს დავშორდი და ჰორიზონტზე მაშინვე გამოჩნდა სხვა ადამიანი - ჩემი ძველი კარგი მეგობარი. მან სიყვარული ამიხსნა, მაგრამ ისიც მითხრა, რომ თუ ერთმანეთს არ შევხვდებოდით, ჩემთან ურთიერთობას საერთოდ გაწყვეტდა. როგორც მამაკაცი, არ მიყვარს, მაგრამ არ მინდა, მეგობარი დავკარგო. როგორ მოვიქცე? ლიზი, 18 წლის

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მეგობრობის შენარჩუნება შეუძლებელია. ძნელია, გამუდმებით იყო საყვარელი ადამიანის გვერდით, როცა იცი, რომ ის სიყვარულითვე არ გპასუხობს. მასთან ყოფნა მხოლოდ იმისთვის, რომ მეგობარი არ დაკარგოთ, არასწორია და კარგს არაფერს მოიტანს. საუკეთესო გამოსავალია, ერთხანს ერთმანეთს არ შეხვდეთ, ტელეფონითაც კი არ ისაუბროთ. ამ ხნის განმავლობაში თქვენი მეგობარი დამშვიდდება, ყველაფერს კარგად გაიაზრებს და საბოლოოდ გადაწყვეტს, მზად არის, მეგობრად დარჩეს თუ უფრო ახლო ურთიერთობა სურს და ნაკლებზე არ დათანახმდება.

მეგობრები ხშირად მეუბნებიან, რომ ადვილად ვბრაზდები, ყველაფერი მწყინს, ჩემთან საუბრისას იძულებულნი არიან, სიტყვები შეარჩიონ. როცა საკუთარ თავზე ასეთი რამ მესმის, მწყინს, მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვა, ვეთანხმები მათ. მირჩიეთ, როგორ შევიცვალო ხასიათი. თიკო, 22 წლის

ხასიათის მთლიანად შეცვლა შეუძლებელია, თუმცა მასში გარკვეული კორექტივების შეტანას ალბათ მოახერხებთ. უპირველეს ყოვლისა, თავის ხელში აყვანა უნდა ისწავლოთ. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ რამემ გაგაღიზიანათ, ეცადეთ, ყურადღება სხვა საგანზე გადაიტანოთ. მაგალითად, დაიწყეთ ოთახის დალაგება, რეცხვა, შეგიძლიათ, ირბინოთ კიდეც ან ივარჯიშოთ, ვიდრე თქვენი ორგანიზმი ზედმეტი ადრენალინისგან არ გათავისუფლდება. როცა დამშვიდდებით, დაფიქრდით, ასე რამ გაგაღიზიანათ და სამომავლოდ ეცადეთ, თავი არიდოთ ასეთ სიტუაციებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ეცადეთ, ურთიერთობა გქონდეთ გაწონასწორებულ, პოზიტიურ ადამიანებთან და არასოდეს შეხვიდეთ კონფლიქტში ქუჩაში ან ტრანსპორტში ყოფნისას.


 

ჩემი ვაჟი გარდატეხის ასაკშია, ყველაფერს გაზვიადებულად აღიქვამს და განიცდის. უყვარს გოგონა, რომელიც მასზე ორი წლით უფროსია და გამუდმებით მთხოვს ფულს, რათა შეყვარებულს ყვავილები და სხვა საჩუქრები მიუძღვნას ან სადმე დაპატიჟოს. გოგონა სიამოვნებით იღებს საჩუქრებს, მაგრამ ჩემს შვილს სიყვარულით არ პასუხობს. ბიჭი ძალიან იტანჯება და განიცდის. როგორ დავეხმარო? ინგა, 33 წლის

ვშიშობ, აქ დახმარება შეუძლებელია. პირველი სიყვარული ხშირად რჩება უპასუხოდ, მაგრამ ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, თქვენ და თქვენს ვაჟს ახლო ურთიერთობა გაქვთ და ის თავის განცდებს გიზიარებთ. ეს ძალიან კარგია. თქვენ შეგიძლიათ, მას უდიდესი თანადგომა გაუწიოთ და აუხსნათ, რას ნიშნავს გოგონას საქციელი, რომელიც მას ზოგჯერ არ ესმის. ნურც იმას დაივიწყებთ, რომ თქვენი ვაჟი ახლა სწავლობს გოგონებთან ურთიერთობას, მათ პატივისცემას, ეს კი სასარგებლო გამოცდილებაა.

mkurnali.geრატომ არის, რომ მამაკაცებს ყოველთვის ვაჟი სურთ? ორსულად ვარ. ბავშვის სქესის გარკვევა ჯერ ადრეა, მაგრამ ვიცი, რომ როგორც ბიჭის, ასევე გოგონას დაბადება ერთნაირად გამახარებს. ქმარიც მეუბნება, რომ ბავშვის სქესი მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ახლახან ყური მოვკარი, როგორ ეუბნებოდა მეგობარს,  თუ გოგონა გაჩნდა, "კიდევ ერთხელ უნდა ვცადოო". იქნებ ეს უბრალოდ მამაკაცური ხუმრობაა, მაგრამ არ მინდა, წინასწარ შეიქმნას განწყობა, რომ ბიჭი ეყოლება. იქნებ გოგო გაჩნდეს... როგორ გადავარწმუნო? ეკა, 27 წლის

შესაძლოა, ეს მართლაც ხუმრობა იყო. ან თქვენი მეუღლე საკუთარ იმიჯზე ზრუნავდა - ჩვენში ხომ მიღებულია, რომ მამებს ყოველთვის ბიჭების მოლოდინი აქვთ. პრაქტიკა კი სხვა რამეს გვიჩვენებს: მამების უმრავლესობა უფრო მეტად გოგონებს ანებივრებს. გარდა ამისა, მამობრივი სიყვარული უფრო გვიან იღვიძებს, ვიდრე დედობრივი. ასე რომ, ნუ აღელდებით. თუ გსურთ, შეარჩიეთ შესაფერისი დრო და პირდაპირ ჰკითხეთ მეუღლეს, რას ფიქრობს სინამდვილეში.

მყავს შეყვარებული. ის არაჩვეულებრივი ბიჭია. ძალიან ვუყვარვარ, კარგად მეპყრობა, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა - ის ელიტური, მდიდარი ოჯახიდან არის. მშობლები საგანგებოდ ურჩევენ შვილს ნაცნობებს. ისინი არასოდეს დაუშვებენ, რომ მათი ვაჟი ჩემზე დაქორწინდეს. მე ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახი მაქვს, ვერც უმაღლესი განათლების მიღება მოვახერხე. ასე რომ, არც ქონება გამაჩნია და არც დიპლომი. ალბათ, ჩვენი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება... ნატა, 25 წლის

თქვენი შეყვარებული უკვე ზრდასრული და დამოუკიდებელი მამაკაცი უნდა იყოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას თავად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება და არ უნდა იყოს დამოკიდებული მშობლების სურვილზე. თუ მან თქვენ აგირჩიათ, ესე იგი, გაქვთ რაღაც ისეთი, რაც "ქონებასა" და "დიპლომზე" ძვირი ღირს. მშობლებს ისღა დარჩენიათ, რჩევა მისცენ, მოიწონონ ან არ მოიწონონ მისი არჩევანი. მაგრამ თუ დედ-მამა მართლა აუკრძალავს მას თქვენთან შეხვედრას და ისიც დაემორჩილება, მაშინ ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ - "დედიკოს ბიჭთან" ცხოვრება ძალიან მძიმეა. მომავლის შიში ჩრდილავს აწმყოში განცდილ სიხარულს, ამიტომ ეცადეთ, წინასწარ არ იფიქროთ მოსალოდნელ პრობლემებზე, ჯობს, კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე, რაც ახლა ხდება და მიიღოთ სიამოვნება ამჟამად არსებული ურთიერთობისგან.

 

 

 

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად