ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_17 მკურნალი #_17
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_17 მკურნალი

ცოლ-ქმარს მეორე შვილის გაჩენა სურს. როდის ჯობს ამის გაკეთება ფსიქოლოგიური, სამედიცინო თუ ყოფითი თვალსაზრისით? ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, არის დისა და ძმის ფაქტორიც. როდესაც ოჯახში მშობელთა ყურადღების მეორე ობიექტი ჩნდება, ბავშვი ეჭვიანობს, ნერვიულობს, განიცდის. როგორ გაუმკლავდება პატარა ნეგატიურ განცდებს, დამოკიდებულია ოჯახში არსებულ ზოგად ატმოსფეროზე, იმაზე, როგორ "აღმზრდელობით ხაზს" ატარებენ მშობლები, რამდენად მოახერხებენ, თანაბრად გაუნაწილონ ყურადღება ორივე შვილს.

რუბრიკის სტუმარია ექიმი-თერაპევტი ვახტანგ ცომაია.

Laughing პაციენტი: "ექიმო, როგორ არის ჩემი საქმე, მალე გამოვჯანმრთელდები?" ექიმი: "აბა, რა გითხრათ... ხვალ ვაპირებ თქვენს გაწერას. დაურეკეთ ცოლს, მოვიდეს". "იქნებ არ ღირს მისი შეწუხება..." "როგორ თუ არ ღირს? აბა, გვამს ვინ წაიღებს?!"

ეს მცენარე, რომელიც ზამთარში, რესპირატორული ინფექციების მძვინვარებისას, ესოდენ პოპულარულია, სწორედ ზაფხულში ყვავის. ექინაცეის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, მისი თიხამიწიანი უდაბური ველები, ქვიანი ადგილები, მშრალი სტეპები და ნათელი ტყეები. ამერიკელი ინდიელები ძველთაგანვე იცნობდნენ ექინაცეის სამკურნალო თვისებებს და ამიტომ მცენარის მოშენებას ცდილობდნენ.

ყველაფერი მზად არის, ბარგი ჩალაგებულია, ტრანსპორტის საკითხი - მოგვარებული, ბილეთები - შეძენილი, მივდივართ! შესაძლოა, ცხოველთა მფლობელები არც კი დაფიქრებულან იმაზე, რომ ამ დროს მთავარი საზრუნავი ცხოველია, რომლისთვისაც მგზავრობა და გარემოს შეცვლა ძლიერი სტრესია.
როგორ უნდა წავიყვანოთ ცხოველი, როცა სადმე მივემგზავრებით? რასაკვირველია, უმჯობესია, ინდივიდუალური ტრანსპორტი გვქონდეს. ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ  მგზავრობის წინ არ არის სასურველი ცხოველის კვება - შესაძლოა, გული აერიოს.

პირშუშხა მარილების დაგროვებას შველის
ჩემს მეუღლეს წლების განმავლობაში სტკიოდა სახსრები, ტკივილისგან ღამეებს თეთრად ათენებდა. მრავალი საშუალება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. თუ ავადმყოფობას არ დაემორჩილები და ჯიუტად განაგრძობ გამოსავლის ძიებას, აუცილებლად იპოვი. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა - ათასგვარი საშუალება ვცადეთ და ბოლოს და ბოლოს ერთ-ერთმა შედეგი გამოიღო.

საჭიროა ჩვეულებრივი პირშუშხა. ფოთლებს გადაავლეთ მდუღარე და მტკივან სახსარზე დაიწყვეთ. რაკი ჩემს მეუღლეს უმთავრესად მუხლის სახსარი აწუხებდა, ფოთლები ამ ადგილას დავაწყვე, ზემოდან დავადე პერგამენტი, დავაფინე სელის ქსოვილის ნაჭერი და შემოვახვიე თბილი შალი.

ალკოჰოლი შველის გაციებას.
სინამდვილეში ალკოჰოლი აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ მსმელები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ. გაციებას ორგანიზმი თავად ერევა, მთავარია, ამაში ხელი არ შევუშალოთ. სასარგებლოა არა ჭიქა არაყი, არამედ წოლითი რეჟიმი, მოსვენება და სიმპტომური მკურნალობა (სურდოს დროს - ცხვირის წვეთები, ანგინის დროს - ყელში გამოვლება და ა.შ.).

ალკოჰოლი აძლიერებს მადას.
სინამდვილეში ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს გასტრიტს, წყლულს, პანკრეატიტს, არღვევს საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და იწვევს დისტროფიას.

საცურაოდ განკუთვნილი სამოსი უნდა იყოს გამძლე და კარგად მორგებული, ხანგრძლივი ბანაობის შემდეგაც კი კარგად გამოიყურებოდეს, სწრაფად შრებოდეს და არ კარგავდეს ფორმას, ფერსა და მომხიბვლელობას მზისა და წყლის ზემოქმედების შედეგად.


ქსოვილი
ყველაზე უბრალო და იაფი საცურაო კოსტიუმი პოლიესტერისგან იკერება. ეს სინთეტიკური მასალა მტკიცე და გამძლეა, არც მზის სხივების ზემოქმედებით იცვლის ფერს, მაგრამ ძნელად შრება და მალე კარგავს ფორმას. გამოადგება მას, ვისაც ის მხოლოდ ერთი სეზონისთვის სჭირდება.

ქლამიდიური ეტიოლოგიის თვალის დაავადების შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში გვხვდება. ქლამიდიების ძველთაძველი მოდგმის სამ წარმომადგენელს (პნეუმონიაე, პსიტტაცი, ტრაცჰომატის) შეუძლია, ადამიანის ორგანიზმში ორგანულ დაზიანებათა მთელი წყება გამოიწვიოს. ეს იშვიათი მიკროორგანიზმი ერთდროულად აზიანებს გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებს, სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს, გულისა და სისხლძარღვების ინტიმას, სახსრების სინოვიურ ჩანართებს, კბილებს, მხედველობისა და სმენის ორგანოებს. სინათლის მიკროსკოპში ძნელად გასარჩევ ორგანიზმს მედიკოსები დიდხანს არ აქცევდნენ ყურადღებას, რადგან ავადმყოფებს არ ჰქონიათ მძიმე ანამნეზი და არც მიკრობის აღმოჩენის ისტორია ყოფილა ხმაურიანი. ამჟამად უკვე ცნობილია, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ნუსხაში ქლამიდიოზს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია, ხოლო აშშ-ში აღიარებულია სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიად. ქლამიდიას ვერც ვირუსებს მივაკუთვნებთ და ვერც ბაქტერიებს, რადგან აგებულებითა და ფუნქციობით გაცილებით რთულია პირველზე და მარტივია მეორეზე. ამ მიკროორგანიზმით მსოფლიოში ყოველწლიურად 90 მილიონი ადამიანი ინფიცირდება.ქლამიდიით გამოწვეულ დაავადებებზე სასაუბროდ უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმ-უროლოგს, მაია ჩაჩხიანს ვეწვიეთ.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია სპილენძის სამკურნალო ეფექტების შესახებ. რაც თავი მახსოვს, ჩემს ნათესავებს (დიდ ბებიას, ბებიას, დედას და სხვებს) სულ სპილენძის სამაჯურები უკეთიათ. მართალია, რომ ამით წნევა ქვეითდება და ნერვული სისტემა მშვიდდება?

მეტალოთერაპიას ანუ ლითონით მკურნალობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ არისტოტელე და გალენუსი იყენებდნენ ლითონთა სასარგებლო თვისებებს და ორგანიზმზე ზემოქმედების უნარს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ბავშვი ბუნებით ძალიან მოძრავია. მას ყველაფერი ხიბლავს, რაც კი ფიზიკურ აქტივობასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომაა ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი. ყველა ადამიანს სურს, მისი შვილი თუ შვილიშვილი ჭკვიანი, ძლიერი და ჯანმრთელი იყოს. მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ პატარას ფიზიკურ განვითარებას ყველაზე მეტად ერთი და იმავე მოძრაობის მრავალჯერადი გამეორება უწყობს ხელს. მოდი, წუთით სცადეთ, მარცხენა ხელით მარჯვენა ქუსლს შეეხოთ და ეს მოძრაობა რამდენჯერმე გაიმეორეთ. ნამდვილად მალე მოგწყინდებათ. ახლა წარმოიდგინეთ, შეძლებთ თუ ვერა, პატარა ბავშვს სტერეოტიპული მოძრაობები გაამეორებინოთ. მცდელობა უშედეგო იქნება. ცურვის, ბურთის თამაშისა და ველოსიპედით სეირნობისას კი პატარა ერთსა და იმავე მოძრაობას ისე იმეორებს, რომ ვერც კი გრძნობს, პირიქით, სიამოვნებს კიდეც. ველოსიპედის საჭეს პატარა პირველად დაახლოებით ორი წლის ასაკისთვის მიუჯდება.

როგორ გავხადოთ ზაფხულის დღეები მართლაც დაუვიწყარი და შთამბეჭდავი, მაშინ, როცა შვებულებას შვილთან ერთად უბრალო, არაფრით გამორჩეულ, მოსაწყენ ადგილას ვატარებთ? მოდი, გავიხსენოთ საკუთარი ბავშვობა. რა გვაინტერესებდა ყველაზე მეტად? რამდენჯერ გვიოცნებია "შტაბსა" თუ კარავში ღამისთევაზე, მინდორში სადილობაზე... არ იქნება ურიგო, თუ ვეცდებით, საკუთარი ოცნებები შვილებს ავუსრულოთ. ბავშვს სულ ცოტა რამ ჰყოფნის. ზოგჯერ საკმარისია, სადილი ან ვახშამი ღია ვერანდაზე ან ხეების ჩრდილში მიირთვათ ან სათამაშო კარავი, რომელიც მაღაზიაში შეიძინეთ, ცოტა ხნით ტყეში წაიღოთ. საკმარისია, რამდენიმე საათი ბუნების წიაღში გაატაროთ, რომ პატარა სულ სხვა თვალით შეხედავს საკუთარ ოთახს. მსგავსი გარემო კარგად მოქმედებს იმ პატარებზე, რომლებიც ჭამის დროს ჭირვეულობენ. საოცარია, მაგრამ ბუნებაში ბავშვები მადიანად ილუკმებიან.

ალბათ მრავალ უსიამოვნებას ავიცილებდით თავიდან, თანამოსაუბრის მოსმენა რომ შეგვეძლოს... ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ზენონი წერდა, ორი ყური და ერთი ენა იმისთვის გვაქვს, რომ მეტი მოვისმინოთ და ნაკლები ვილაპარაკოთო. მოსმენის ხელოვნებას თანამედროვე სამყაროშიც ოქროს ფასი აქვს, რადგან მას ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობს. ბევრმა არ იცის, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. მოსმენის სტილს კი ბავშვი უფროსების მაგალითზე ითვისებს. საინტერესოა, მაგრამ ფაქტია - ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა ჩქარა დაიწყოს ლაპარაკი, მაგრამ მინიმალურ დროს უთმობენ იმას, რომ პატარას ნორმალური მოსმენა და სხვისი სიტყვების გაგონება ასწავლონ. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ეს არის წარმატების საფუძველი ჯერ სკოლაში, შემდგომ კი ცხოვრებაში.

რატომ ცივდება ბავშვი ზაფხულში? შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ინგა იოსავა გვიპასუხებს.


- რატომ ცივდება ზაფხულში ბავშვი?
- ზაფხულის სიცხე რომ შეიმსუბუქოს, ადამიანი ათასგვარ საშუალებას მიმართავს, ბავშვისთვის კი მრავალი მათგანი სახიფათოა.

ეს-ეს არის დედა გახდით, მაგრამ უკვე დროა, დაუბრუნდეთ უნივერსიტეტს ან სამსახურს. რა თქმა უნდა, ძალიან გინდათ, მთელი დრო პატარასთან გაატაროთ, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდასა და ამბიციურს, სწორედ ახლა გჭირდებათ სწავლა და კარიერაზე ზრუნვა. ბავშვთან დაკავშირებულ მთელ საზრუნავს ბებიებს ვერ დააკისრებთ - მათაც ხომ აქვთ თავიანთი პირადი ცხოვრება. მაშ, ვინ მიხედავს პატარას, ვიდრე თქვენ დაკავებული იქნებით? ალბათ მოგიწევთ, სასწრაფოდ მოძებნოთ ძიძა. კანდიდატურის შერჩევას მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ, ზედმიწევნით უნდა შეამოწმოთ ცნობები და რეკომენდაციები - თქვენ ხომ უცხო ადამიანს ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამ უნდა ანდოთ. თქვენს არჩევანზე იქნება დამოკიდებული თქვენი შვილის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა.

ხილის წვენი კბილის მინანქარს ანადგურებს
კბილის მინანქარზე 6%-იანი წყალბადის ზეჟანგის მავნე ზემოქმედების შესასწავლად როჩესტერის უნივერსიტეტში გამოკვლევა ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ კბილების გასათეთრებელ პროფესიულ თუ ნახევრად პროფესიულ საშუალებებში შემავალი ეს ნივთიერება თითქმის ისეთსავე ზემოქმედებას ახდენს, როგორსაც მჟავე ხილის წვენები - შლის მინანქარს და კბილს გაცილებით მყიფეს ხდის. როგორც გამოკვლევის ხელმძღვანელმა განაცხადა, ხილის მჟავები იმდენად აქტიურია, რომ კბილიდან ფაქტობრივად ჩამორეცხავს მინანქარს. მაგალითად, ფორთოხლის წვენი 84%-ით ამცირებს მინანქრის სიმტკიცეს. მინანქრის განლევა და დაშლა კი აჩქარებს კბილების ცვეთას და ზრდის მათი დაკარგვის რისკს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მინანქარს მხოლოდ ხილის წვენები კი არა, თითქმის ყველა არაალკოჰოლური სასმელი აზიანებს. რაც უფრო მეტხანს გრძელდება მჟავებთან კბილის კონტაქტი, მით უფრო მეტია მინანქრის დაზიანების რისკი. ადამიანებს, რომლებსაც წვენებისა და გამაგრილებელი სასმელების ნება-ნება სმა უყვართ, უფრო სწრაფად უვითარდებათ კბილის ეროზია, ვიდრე მათ, ვინც სასმელს ერთბაშად სვამს. სტომატოლოგები წვენების მოყვარულებს ურჩევენ, შეამცირონ მჟავე წვენებთან კბილის კონტაქტის ხანგრძლივობა და ზედმიწევნით დაიცვან პირის ღრუს ჰიგიენა: კბილები გაიხეხონ დღეში ორჯერ ფთორის შემცველი კბილის პასტით, ხოლო წელიწადში ერთხელ სტომატოლოგს ეწვიონ ფთორის შემცველი ლაქით კბილის დასამუშავებლად.

 

პატარები თავიანთი მარტივი შეკითხვებით ხშირად გვაბნევენ. ერთ-ერთი კითხვა ასე ჟღერს: "რა არის საპნის ბუშტი?", "როგორ ჩნდება ის?" ყველა რატომელას დედას როდი შესწევს უნარი, ბავშვის სამეცნიერო-საბუნებისმეტყველო კითხვებს მარტივად და გასაგებად უპასუხოს. ფიზიკოსის ან ქიმიკოსის განათლება არ დაგჭირდებათ, მაგრამ ურიგო არ იქნება, პერიოდულად გაიხენოთ ანბანური ჭეშმარიტებანი, რომელთაც ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში გავეცანით.

სოია ფართოდ გავრცელებული საკვები პროდუქტია. ის ერთ-ერთ უძველეს კულტურას წარმოადგენს, რამეთუ ცნობილია ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნიდან. მას ხშირად სასწაულ-მცენარედ მოიხსენიებენ, მცენარეული ცილების ჭარბად შემცველობის გამო. სოიის თესლის მასის საშუალოდ 40% ცილებზე მოდის. ზოგიერთი სახეობის თესლი კი 48-50%-მდე ცილას შეიცავს. სრულფასოვანი ცილების გარდა სოია მდიდარია აგრეთვე ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებითა და უჯრედისით. სოიისგან დღეს სხვადასხვა პროდუქტი იწარმოება. თითოეული მათგანი მაღალი კვებითი ღირებულების გარდა ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებული მარგებლობით გამოირჩევა;

ზაფხული ის დროა, როცა ადამიანები ცდილობენ, ყველა პრობლემა დაივიწყონ და მთელი არსებით მიეცნენ სიამოვნებას, გათავისუფლდნენ დაგროვილი უარყოფითი ემოციებისგან, უზრუნველად და უდარდელად გაატარონ დრო. დასვენება და განტვირთვა აუცილებელია ფიზიკური სიჯანსაღისა და ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის. რაიმე ფასეულის შესაქმნელად ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, სიცოცხლისთვის კი, საკვებთან, ბინასთან, ტანსაცმელთან ერთად, უამრავი რამ არის საჭირო, თუნდაც ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გართობა, განტვირთვა და სრულფასოვანი დასვენება. ადამიანი მთელი წლის განმავლობაში სწავლობს ან შრომობს, ბუნებრივია, იღლება ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურადაც, ამიტომ ფსიქოლოგიური განტვირთვა და ფიზიკური ძალების აღდგენა მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. სრულფასოვანი დასვენება ყველას სხვადასხვანაირად ესმის, მაგრამ აუცილებელი რომ არის, ამაში ყველა დარწმუნებულია. გადატვირთვა და გადაღლა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური, საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, ნერვულ სისტემას და ფსიქიკას.

დათბება თუ არა ირგვლივ, მაშინვე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქალაქებიდან ტალღასავით მოდის ქვეწარმავლებთან შეხვედრის ან გველის მიერ ადამიანის დაკბენის შემთხვევების შესახებ ნაირნაირი ამბავი. ზოგი სიმართლეა, ზოგი ზღაპარს უფრო ჰგავს, ვიდრე - სიმართლეს. ამ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით "ოჯახის მკურნალმა" თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორს, ქვეწარმავლებზე კონტროლის სამსახურის უფროსს ბატონ გურამ წიკლაურს მიმართა.

ივლის-აგვისტოში მზის აქტიურობა პიკს აღწევს. პიკს აღწევს ზღვაზე თუ მთაში დამსვენებელთა რაოდენობაც. მართლაცდა, რა სჯობს დასვენებას მთელი წლის დამქანცველი შრომის შემდეგ! მაგრამ დასვენებასაც ცოდნა უნდა, რადგან ერთი შეხედვით ბანალურ გარუჯვას შესაძლოა ძალზე უსიამოვნო შედეგი მოჰყვეს. "ოჯახის მკურნალს" ესაუბრება ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ციტოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემ. დოქტორი, ეროვნული აკადემიის წევრი დალი თუშიშვილი.

 

ცურვას, მზეზე გარუჯვას, სანაპიროზე სეირნობასა და აზვირთებული ტალღებით ტკბობას რა სჯობს! თუმცა ამ აზრს ყველა როდი იზიარებს. ზოგიერთს სრულიადაც არ ხიბლავს ეს ნეტარებანი და არც ზღვისკენ მიილტვის მაინცდამაინც, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ზღვა დაბინძურებულია და უამრავ პრობლემას უდებს სათავეს. ძნელია, საპირისპირო ამტკიცო - ზღვაზე დასვენებას ზოგჯერ მართლაც მოსდევს გარკვეული უსიამოვნებანი, ზღვის სანაპიროზე ნებივრობასა და განცხრომას არცთუ იშვიათად სამკურნალო დაწესებულებაში სტუმრობა აგვირგვინებს. პრობლემებს თავიდან აიცილებთ და დასვენებასაც მაქსიმალურად შეირგებთ, თუ სპეციალისტთა რჩევებს გაითვალისწინებთ, ავადმყოფობის შემთხვევაში კი ექიმის აკრძალვას დაემორჩილებით და თავს შეიკავებთ ზღვის კურორტზე დასვენებისგან. რომელი პათოლოგიების დროს არ არის სასურველი ქალბატონებისთვის ზღვაზე დასვენება, რა შემთხვევაში უნდა თქვან უარი გარუჯვაზე, რა წესები უნდა დაიცვან, სასარგებლოა თუ არა ზღვის კურორტზე დასვენება ორსულთათვის? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ვაკის რაიონის სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის ქალთა განყოფილების მთავარი ექიმი, მედიცინის დოქტორი მანანა ტურძელაძე.

ინსულტი, ეპილეფსია, დეპრესია, ნევროზი, ვეგეტოდისტონია - ის ნევროლოგიური დაავადებებია, რომლებიც კურორტზე თუ აგარაკზე ხანგრძლივად ყოფნისას პაციენტისგან წინასწარ დადგენილი რეჟიმის მკაცრ დაცვასა და განსაკუთრებულ ქცევას მოითხოვს. რა მოულოდნელობებს უნდა ელოდონ აღნიშნული დაავადებების მქონენი დასვენების პერიოდში და როგორ გაუმკლავდნენ მათ? ამ საკითხთა შესახებ ექიმი თინა ქებურია მოგვითხრობს.

ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლა აუცილებელია, განურჩევლად იმისა, ქალაქში ცხოვრობს იგი თუ სოფელში. სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარა, მით უმეტეს, როცა მას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ნინო მეზვრიშვილი გვიპასუხებს.

- რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, ბავშვების უმრავლესობას აქვს რაქიტი - ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემების პათოლოგია. იგი წლამდე ასაკში ვლინდება და გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. სად წავიყვანოთ გასაკაჟებლად ბავშვები, რომლებსაც რაქიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აქვთ?

I. ოთახის მტვერი
ზაფხული ბინებისა და აგარაკების საფუძვლიანი დალაგების დროა. როგორ მოვიქცეთ, რომ თავიდან ავიცილოთ ის უსიამოვნება, რომელსაც ოთახის მტვერი გვიქადის? ოთახის მტვერი ალერგენთა კომპლექსია. მის შემადგენლობაში შედის ბოჭკოები, ადამიანისა და ცხოველების ეპიდერმისი (კანის ზედაპირული შრის ჩამოფცქვნილი ნაწილაკები), საფუარა და ობის სოკოების მიკროსკოპული სპორები, ტარაკნებისა და მტვრის ტკიპების ქიტინის ნაწილაკები და ცხოველმყოფელობის პროდუქტები. ხშირად ადამიანმა არც კი იცის, ოთახის მტვრის რომელ კომპონენტზე აქვს ალერგია, თუმცა დამნაშავე უმეტესად მტვრის ტკიპაა. ის გამოიმუშავებს უძლიერეს ალერგენს, რომელიც 1:1000000 პროპორციით განზავების დროსაც კი მოქმედებს. ერთ გრამ მტვერში დაახლოებით 2500 ტკიპაა. მათთან ბრძოლა შეუძლებელია: ისეთი ძლიერი ინსეკტიციდებიც კი, როგორიც არის ლამბდაციგალოტრინი და აკარიციდი, მათ ძლივს ერევა. ალერგიულ ადამიანს ერთადერთი გზა რჩება - იზრუნოს იმაზე, რომ ოთახში რაც შეძლება ნაკლები მტვერი იყოს.

ზაფხული ყველას უყვარს. სუფთა ჰაერი, ხილისა და ბოსტნეულის სიუხვე, ფიზიკური აქტიურობა - ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. შეგიძლია, საკუთარ ნაკვეთში იმუშაო, შეგიძლია, იმოგზაურო, ესტუმრო საქართველოსა თუ საზღვარგარეთის კურორტებს. თუმცა არის ერთი ნიუანსი: დასვენება რომ არ ჩაგმწარდეთ, ქრონიკული დაავადებების მიმართ ყურადღება არ უნდა მოადუნოთ. მით უმეტეს, უსაფრთხოების წესები არც ისე რთულია. ამჯერად ჩვენი საუბრის თემა ენდოკრინული დაავადებები გახლავთ. მათზე სასაუბროდ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ-ენდოკრინოლოგს მარიამ ნაცვლიშვილს ვეწვიეთ.

- ქალბატონო მარიამ, რას ურჩევთ მათ, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები აქვს, სად დაისვენონ, ზღვაზე თუ მთაში?
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს კარგია როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტები. ცურვა და ზღვის კლიმატი დადებით გავლენას ახდენს ამ პათოლოგიებით დაავადებულებზე. თუმცა გარუჯვა რეკომენდებული არ არის.

მზის სხივებით თერაპიასა და მათ გამაჯანსაღებელ გავლენაზე საუბრისას ამ რთული სპექტრის სასარგებლო ნაწილს გულისხმობენ, თორემ მზე რომ მავნე ზემოქმედებასაც ახდენს, დიდი ხანია ცნობილია. კლინიკური და ექსპერიმენტული მონაცემები ცხადყოფს, რომ მზის ხილული, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივება ორგანიზმში განსხვავებულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს იწვევს. მზის აბაზანა სხეულის ამა თუ იმ უბანზე მზის სხივების განსაზღვრული ხნითა და ოდენობით მოხვედრას გულისხმობს. კანის რომელი დაავადების დროს არის რეკომენდებული მზის აბაზანების მიღება და როდის უნდა შევიკავოთ თავი გარუჯვისგან, ამაზე თბილისის დერმატოვენეროლოგიური კლინიკური დისპანსერის დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ ებანოიძე გვესაუბრება.

 

მოვიდა ზაფხული და დღის წესრიგში დადგა კითხვა, სად დავისვენოთ, როცა თავს არც ისე კარგად ვგრძნობთ, როგორ მოვიქცეთ, რომ ქრონიკულმა დაავადებებმა კიდევ ერთხელ არ შეგვახსენოს თავი. ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს თბილისის I საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის დირექტორი, ქალბატონი სველტანა ხარძიანი:


- რომელი ქრონიკული დაავადებების მიმართ გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება, როდესაც სადმე გამგზავრებას ვაპირებთ?
- დასასვენებლად გამგზავრებამდე ჯობს გავიაროთ გეგმიური სამედიცინო გამოკვლევა და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში მივიღოთ ექიმისაგან სათანადო რეკომენდაციები. ამ დაავადებათა შორის უნდა დავასახელოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული დაავადებები (ქრონიკული ბრონქიტი), ნაწლავთა ანთებითი დაავადებები, თირკმლების ქრონიკული უკმარისობა, ადრე არსებული ვენების თრომბოზი და ზოგადად ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც პაციენტს სჭირდება საექიმო მეთვალყურეობა, ხშირი კონსულტაცია და  სამედიცინო ჩარევა.

ყოველი დაავადება ადამიანს საკუთარ პირობებს უყენებს, შეზღუდვები განსაკუთრებით ქრონიკულად მოავადე პაციენტებზე ვრცელდება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ქრონიკულად მოავადეებმა მშვენივრად იციან, რომ ჯანმრთელობისთვის ფასდაუდებელი დახმარების აღმოჩენა, უპირველეს ყოვლისა, თავად შეუძლიათ, ამისთვის კი რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო. რაციონალური კვების პრინციპები - გულისხმობს კვების რეჟიმს. სასურველია საკვების მიღება დღეში -5-ჯერ ერთსა და იმავე დროს. სუფრის მარილის მიღება დღეში უნდა შეიზღუდოს 5 გრამამდე, 5-6 გრამი უნდა იყოს კალიუმის მარილების შემცველი პროდუქტების წილი მენიუში, უნდა შეიზღუდოს ცხარე საკვები, სანელებლები, მწნილეულობა, ცხოველური ცხიმებით მდიდარი საკვები, დაკონსერვებული პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი.

mkurnali.geდარწმუნებული ვიყავი, რომ ნამდვილი სიყვარული ვიპოვე და უცბად მეხივით დამეცა თავზე ნაცნობის სიტყვები, თითქოს ჩემი შეყვარებული სხვა გოგონასთან ერთად ნახა. შეყვარებული მარწმუნებს, რომ არ იცის, ვისზეა ლაპარაკი - შესაძლოა, იმ დროს თანამშრომელთან ერთად იყო, შესაძლოა, მამიდაშვილთან ან ყოფილ თანაკლასელთან ერთად... როგორ მოვიქცე? დავუჯერო? შევამოწმო? ვეჩხუბო? შური ვიძიო?

შეჩერდი, ღრმად ჩაისუნთქე და დამშვიდდი. ცრემლები, ისტერიული გამოხტომა და სკანდალი საქმეს არ უშველის. მამაკაცებს ამისა ცეცხლივით ეშინიათ. პირველი, ვინც უნდა შეამოწმო, შენი "ინფორმატორია".

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად