ჟურნალის გვერდი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

ჟურნალის გვერდი
მკურნალი #_16 მკურნალი #_16
ჟურნალი ოჯახის მკურნალი
#_16 მკურნალი

საიდუმლო როდია, რომ წარმატებისთვის აუცილებელია, ადამიანი შინაგანად თავისუფალი და დამოუკიდებელი იყოს, ამ თვისებების აღზრდა-განვითარება კი ბავშვობიდანვეა საჭირო. ბავშვი, რომელიც იძულებულია, ყოველი წვრილმანის გამო დახმარება ითხოვოს, სხვებზე დამოკიდებულ, თანაც ცოტათი ზარმაც პიროვნებად ყალიბდება. რატომ უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მოვლა, თუ აქვე არიან დედა, ბებია, ძიძა? მათ ხომ შეუძლიათ, გარეცხონ ჭურჭელი, მოწმინდონ მაგიდაზე დაღვრილი წებო და ცხვირიც კი მოსწმინდონ?!

ხვრინვა - ჭარბი წონის მიზეზი
ამერიკელმა მეცნი­ე­რებმა გადაწყვიტეს გაე­რკვიათ, როგორ მოქმედებდა ხვრინვა ჯანმრთელობაზე და მოულოდნელი დასკვნა გამოიტანეს. ექსპერიმენტში ძილის სხვადასხვა დარღვევის მქონე 212 ქა­ლი და მამაკაცი მონ­აწილეობდა. ზოგიერთი მათგანი მთელი ღამე ხვრინავდა, ზოგიერთი კი დროდადრო. აღმოჩნდა, რომ პირველნი 2000 კილოკალორიას წვავდნენ, ხოლო მეორენი - 1600-ს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ხვრინავს, უფრო ტანადია. პირიქით, მხვრინავი ადამიანები გაცილებით ხშირად უჩივიან ჭარბ წონას. საქმე ის არის, რომ ხვრინვა ხელს უშლის გამოძინებას, რაც იწვევს ფიზიკური აქტიურობის დაქვეითებას, აადვილებს დაღლას და არღვევს კვების ჯანსაღ რეჟიმს. მხვრინავი ადამიანები უმთავრესად მაღალკალორიულ საკვებს მიირთმევენ და ნაკლებს მოძრაობენ, რაც იქცევა კიდეც მათი სიმსუქნის მიზეზად. 

ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ერთიან სისტემას წარმოადგენს, ყველაფერი მკაცრად არის განსაზღვრული, მათ შორის - ძირითად ფიზიოლოგიურ მახასიათებელთა ნორმები და შინაგან ორგანოთა ზომებიც. ამ მაჩვენებლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან თითოეული მათგანის ნორმიდან მცირედი გადახრაც კი ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებზე მიგვითითებს.

 

ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ვიტამინებსა და მინერალებს. მათი ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის ბავშვის მოზარდ ორგანიზმს. როგორ ვლინდება ამა თუ იმ მიკროელემენტისა თუ ვიტამინის ნაკლებობა, ამის ცოდნა აუცილებელია მშობლისთვის, რათა დროულად მოხდეს სათანადო რეაგირება და დეფიციტის შევსება. გვესაუბრება პედიატრი მამუკა მაისურაძე.

ადამიანი ჰომეოთერმიული არსებაა - მის ორგანიზმს უნარი შესწევს, გარემოს ტემპერატურის ცვლილებისგან დამოუკიდებლად შეინარჩუნოს საკუთარი ტემპერატურა. თუმცა ორგანიზმის თერმორეგულაციის სისტემა შესაძლოა განილიოს, მაგალითად, სიცივესთან ექსპოზიციის შემთხვევაში, ვინაიდან სრული ადაპტაცია წარმოუდგენელია. ცხელ გარემოსადმი ადაპტაციის ფიზიოლოგიური შესაძლებლობა გაცილებით სრულყოფილია.

ცნობილია, რომ ორსულობისას ცხიმების, ცილებისა და მინერალების ცვლაში ძვრები მიმდინარეობს. ეს ცვლილებები ახალი, მზარდი ორგანიზმის სასიკეთოდ ხდება, თუმცა მათ ხშირად სდევს თან ამა თუ იმ მიკროელემენტის ნაკლებობა, რაც ზოგჯერ არა მარტო კვებითი რეჟიმის მოწესრიგებას, არამედ მკურნალობასაც მოითხოვს. ამ საკითხებზე მეან-გინეკოლოგი ნინო იამანიძე გვესაუბრება.

 

ატროფია (ბერძნულიდან: ატროფეო - ვშიმშილობ, ვიჭმუხნები) ორგანოებისა და ქსოვილების ადამიანის სიცოცხლეშივე დაპატარავება, მათი ზომისა და მოცულობის შემცირებაა, რასაც თან სდევს მათი ფუნქციის დარღვევა ან შეწყვეტა. ატროფია შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე პათოლოგიური, როგორც ადგილობრივი, ასევე ზოგადი. ფიზიოლოგიური ატროფია (ორგანოების შეჭმუხვნა-განლევა) ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებზეა დამოკიდებული. ამის მაგალითად გამოდგება ადამიანის მკერდუკანა ჯირკვალი - თიმუსი, რომელიც ბავშვის სქესობრივ მომწიფებამდე საკმაოდ დიდი ზომისაა და მთელ რიგ პროცესებში (განსაკუთრებით - იმუნიტეტთან დაკავშირებულ პროცესებში) მონაწილეობს, მაგრამ ორგანიზმის ზრდის კვალდაკვალ პატარავდება და იჭმუხნება. ფიზიოლოგიური ატროფიის მაგალითია მოხუცებულებში შინაგანი ორგანოების, სასქესო ჯირკვლებისა და ძვლების განლევაც. კანიც კი მოხუცებულ ასაკში ელასტიკურობას კარგავს.

თუ არ გსურთ, ციური მნათობის სახით მტერი შეიძინოთ, სწორად მიიღეთ მზის აბაზანები. ნუ ეცდებით სწრაფად გარუჯვას. კანს უნდა ვაცადოთ, გამოიმუშაოს პიგმენტები და შექმნას მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან დამცავი შრე. უნდა გავითვალისწინოთ კანის ტიპიც, რადგან სხვადასხვა ტიპის კანი მზის სხივებს სხვადასხვანაირად აღიქვამს. მზის აბაზანები სასარგებლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ თანდათანობით მივეჩვევით. დაიწყეთ 2-5 წუთით (კანის ტიპის გათვალისწინებით), ყოველდღიურად 2-5 წუთით გაახანგრძლივეთ და ასე ადით 2 საათამდე.

როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში ყველაზე ხშირად არაჰორმონული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები გამოიყენება. მათ ტკივილგამაყუჩებელთან ერთად ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებაც აქვთ, ამიტომ ბავშვებს, მათ შორის ჩვილებსაც, ხშირად აძლევენ ტკივილის, ტემპერატურისა და ანთების სიმპტომატიკის მოსახსნელად ამა თუ იმ დაავადების დროს. მედიკამენტის შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის უვნებლობას. მშობლები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, ექიმის დანიშნულების გარეშე კი პატარასთვის ნებისმიერი მედიკამენტის, თუნდაც ტკივილგამაყუჩებლის მიცემას შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციით, ნებადართულია ბავშვებისთვის ამ მიზნით პარაცეტამოლისა და იბუპრენის მიცემა. ამჟამად საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში ბავშვებისთვის ურეცეპტოდ მხოლოდ ეს ორი პრეპარატი გაიცემა. სხვა ანალგეტიკების (ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების) გამოყენება მიზეზთა გამო (მათ შორის - მძიმე გვერდითი მოვლენების გამოც) შეზღუდულია.

დიარეა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, სასუნთქი გზების დაავადებებთან ერთად 3 წლამდე ასაკის ბავშვების ყველაზე ხშირი პრობლემაა. ფაღარათის მიზეზი შეიძლება იყოს ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია (სალმონელოზი, ეშერიხიოზი და ა.შ.). ვირუსული დიარეული ინფექციები პატარებში ყველაზე ხშირად იწვევს ლეტალურ შედეგს. მსოფლიოში ყოველწლიურად სიკვდილის 5-10 მლნ შემთხვევა აღინიშნება. ვირუსული დიარეული ინფექციების შესახებ გვესაუბრება ბავშვთა ინფექციური კლინიკის რეანიმაციული განყოფილების გამგე ვიტალი ხარაშვილი:

ახალშობილი
ჩვილი ყოველგვარ სიახლეზე შიშით რეაგირებს, რადგან ჯერაც არ არის ადაპტირებული ამ სამყაროსთან და არ იცის, რა ელის აქ. როცა მშობლებს ეს გაცნობიერებული არა აქვთ, ნებისმიერი ბანაობა შეიძლება სტრესის მიზეზად იქცეს. ეცადეთ, ექვს თვემდე ასაკის ბავშვი ისეთ დროს აბანაოთ, რომ მშიერი არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ინერვიულებს და ჭირვეულობაც გარანტირებულია. არც ჭამის დასრულებისთანავე ბანაობაა რეკომენდებული. თუ პატარა ბუნებრივ კვებაზეა, შეიძლება, ბანაობა კვებიდან მცირე ხნის შემდეგ დავგეგმოთ - დედის რძე კარგად გადამუშავდება და კუჭში სიმძიმის შეგრძნებას არ აჩენს, შესაბამისად, არც ბავშვს შეუქმნის ბანაობის დროს დისკომფორტს.

ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ვისაც ერთხელ მაინც გაუთევია ღამე, დამეთანხმება, რომ მეორე დღეს ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩაჯდომა ძალიან ძნელია, შეუძლებელიც კი. უძილობა დაღს ასვამს გარეგნობას, ჯანრთელობას და შინაგან სამყაროს. ბევრს უძილობის მკურნალობა საძილე საშუალებების მიღება ჰგონია. სინამდვილეში ეს გაცილებით რთული პროცესია: საჭიროა ჯერ ძილის დარღვევის მიზეზის დადგენა, მერე კი მასთან ბრძოლა. ძილის დარღვევების დიაგნოსტიკაზე გვესაუბრებიან აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ძილის ლაბორატორიის ექიმები: ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, ევროპის ძილის მედიცინის აკადემიის წევრი ია რუხაძე და თერაპევტი, ევროპის ძილის მედიცინის აკადემიის წევრი თამარ ჭანიშვილი.

ასკარიდოზის სამკურნალოდ
მინდა, გასწავლოთ არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც ასკარიდასგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. მე ხუთი შვილიშვილი მყავს, ასე რომ, ამ პარაზიტს ხუთი თითივით ვიცნობ.

1. აიღეთ ნახევარი ბროწეული თავის ქერქიან-ძგიდიანად და გაყავით ორად. ნახევარს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი, მერე კი 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მიეცით ბავშვს ეს ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, რამდენიმე ყლუპი (სულ ერთი დღის ულუფაა). საკმარისია 4 ფინჯანი ნაყენის დალევა და ასკარიდების კვალიც აღარ დარჩება.

რუბრიკის სტუმარია თერაპევტი რამაზ ანჩაბაძე.

ფრაზები

  • თუ ადამიანს არ სურს, დილაობით ირბინოს, მას ვერაფერი შეაჩერებს!
  • შესტენე შენი ოცნება მტერს - დაე, ის შეეწიროს მის რეალიზაციას!
  • თუ პამპერსი წინიდან გიჭერს, ე. ი. ბავშვობა დამთავრდა!
  • ცოლის მოყვანა ლატარია არ არის - ლატარიაში ერთი შანსი მაინც გაქვს.
  • ჭამა უფრო საინტერესოა, ვიდრე გახდომა.
სისხლი საკმაოდ რთული შედგენილობის ბიოლოგიური სითხეა. მისი თითოეული კომპონენტის ფუნქციის განხორციელების ხარისხი უშუალოდ არის დამოკიდებული სისხლში მის სათანადო ოდენობაზე,

ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:

ლიბიდო (ლათ. "ლიბიდო" - სურვილი, ვნება, სწრაფვა, მიზიდულობა, ლტოლვა) ადამიანის ორგანიზმის მრავალფაქტორიანი ფუნქციაა. მასზე გავლენას ახდენს განწყობა, ფიზიკური მდგომარეობა

ქალებთან ურთიერთობა გიჭირთ, რაც არ უნდა მოიმოქმედოთ, რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგათ, პრობლემა არ ქრება, პირიქით, უფრო და უფრო ღრმავდება... შესაძლოა,  თქვენ მამაკაცთა იმ ტიპს ეკუთვნით, რომელიც ქალებს აფრთხობს. ჩამოგითვლით მამაკაცის იმ თვისებებს, რომლებიც ქალებს აშინებს. მათი ცოდნა დაგეხმარებათ, თავი აკონტროლოთ და სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინოთ.

საშიშია თუ არა არტერიული წნევის დაქვეითება? ემუქრება თუ არა არტერიული წნევის მომატება წლების მატებასთან ერთად იმას, ვისაც ახალგაზრდობისას დაბალი წნევა აქვს? როდის მივმართოთ ექიმს? რა არის ბრადიკარდიის მიზეზი? ეს შეკითხვები ხშირად ებადებათ მათ, ვისაც დაბალი წნევა ან ბრადიკარდია აქვს. დღეს ამ საკითხებზე სასაუბროდ ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკის ფუნქციური დიაგნოსტიკის კაბინეტს ვესტუმრეთ. გვესაუბრება თერაპევტი თინათინ ნიშნიანიძე:

დედის რძე ჩვილისთვის საუკეთესო საკვებია. ის მხოლოდ სასარგებლო პროდუქტი როდია, რომელიც ბავშვს ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტით - ცილებით, ცხიმებით, ნახშრწყლებით და სხვა ნივთიერებებით უზრუნველყოფს; დედის რძის მთავარი უპირატესობა ის უნიკალური ბიოლოგიური თვისებებია, რომლებიც ყველაზე სრულყოფილ ხელოვნურ ნარევსაც კი არ გაჩნია.

ზოგი ადრე თხოვდება, ზოგი - გვიან. ზოგი გამოუცდელია, ზოგი - გამოცდილი. მიუხედავად ამისა, დგება წუთი, როცა ქალი ხვდება, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოედგინა. ფსიქოლოგების აზრით, ქალების სასოწარკვეთილების მიზეზი ის არის, რომ არ იციან, როგორ მოიქცნენ კრიზისულ ვითარებაში, როგორ წარმართონ ურთიერთობა ქმართან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ბედნიერი ოჯახის შექმნაში უდიდესი წვლილი სწორედ სუსტ სქესს მიუძღვის. ამაში მას ქალური დიპლომატია და ტაქტი ეხმარება.

 

კითხვებს უპასუხეთ "დიახ" ან "არა".

1. ყოველთვის ვიცი, როგორ მოვიქცე. თუ ხელი მომეცარა, ამაზე არასოდეს ვლაპარაკობ.
2. დეტალურად წარმოვიდგენ, როგორ უნდა მემოქმედა, რომ მარცხი თავიდან ამეცილებინა.
3. თუ ცუდად ვცხოვრობ, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ახალი წესები ძველს მაინც სჯობია.

ამიოტროფია (სპინალური, ნევრალური) და მიოპათია (მიოდისტროფია, კუნთოვანი დისტროფია) მემკვიდრეობით დაავადებათა ჯგუფია, რომელსაც კუნთების თანდათანობითი ატროფია და დეგენერაცია ახასიათებს. ზოგადად, ატროფია კვების მოშლის გამო ქსოვილის განლევა-დაპატარავებაა, დეგენერაცია კი ქიმიური შედგენილობისა და სტრუქტურის ცვლილების გამო ქსოვილის ან ორგანოს ფუნქციის გაუარესება და სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითებაა.

ამიოტროფია
ამიოტროფია წარმოადგენს კუნთოვანი მასის პროგრესირებად განლევას, რომელსაც თან სდევს შესაბამისი კუნთის დასუსტება. ამიოტროფია დაკავშირებულია იმ ნერვის დაავადებასთან, რომელიც აღაგზნებს დაზიანებულ კუნთს. ის ყველა ქრონიკული ნევროპათიის დამახასიათებელი სიმპტომია.

ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა, ლარინგიტი კი ხორხისა. ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში ფარინგიტს ხშირად ერთვის ლარინგიტიც. ის სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული და ახასიათებს როგორც ინერვაციის, ასევე სისხლის მიმოქცევისა და სეკრეციის (გამოყოფის) დარღვევები. ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია:

ჰორმონები ქიმიური ნივთიერებებია, რომელთა საშუალებითაც ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს ინფორმაციას უცვლის. ამრიგად, ჰორმონები წარმოადგენს ორგანოთა და მათ სისტემათა ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, ამიტომ ენდოკრინულ სისტემაში მომხდარი ჩავარდნა შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ორგანოსა და სისტემაზე აისახოს. ენდოკრინული სისტემის დისბალანსს მოსდევს ნეგატიური მოვლენების მთელი წყება: უძილობა, თავის ტკივილი, შეშუპება, ჭარბი წონა, შრომისუუნარობა, უგუნებობა... რისი ბრალია ჰორმონთა დისბალანსი, რა კლინიკური ნიშნებით ვლინდება იგი და როგორ დავაღწიოთ თავი ამ უსიამოვნებას? ამ საკითხებზე გვესაუბრება ქალაქის მე-4 საავადმყოფოს ენდოკრინულ დარღვევათა და ენდოვიდეოქირურგიის განყოფილების ექიმი, ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ბადრი გვაძაბია.

mkurnali.geჩემი გოგონა, ელენე, ორი წლის ხდება. როგორც კი თავისი და სხვისი სათამაშოების გარჩევა ისწავლა, მას შემდეგ აღარავის აღარაფერს ათხოვებს. უფრო მეტიც - თავად სტაცებს სხვებს სათამაშოებს. მალე საბავშვო ბაღში უნდა მივიდეს და ვშიშობ, აუცილებლად ექნება სხვა ბავშვებთან კონფლიქტი - იქ ხომ სათამაშოები საერთოა.

სამ წლამდე ასაკის ბავშვს არ შეუძლია უარი თქვას საგნებზე, რომლებიც მოსწონს. ეს ჯანსაღი ბავშვური ეგოცენტრიზმია. მერე კი, როცა სამი წლის გახდება, ეცადეთ, თავად გასცეთ პასუხი კითხვას: როგორ გესმით სიტყვა "გაყოფა"? როცა თქვენი პატარა ქვიშაში თამაშის დროს ხელგაშლილად სთავაზობს პლასტმასის ფიგურებს თანატოლებს, ეს თქვენ გახარებთ, მაგრამ როგორი იქნება თქვენი რეაქცია, როცა ის დაბადების დღეზე ნაჩუქარ ველოსიპედს მეორე დღეს მეზობელს აჩუქებს?

დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად